მულტი-ტაბსი 30მლ ფლ 1წლამდე
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
მულტი-ტაბსი ბეიბი / Multi-tabs Baby
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): colecalciferol, ascorbic acid, retinol acetate
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → პოლივიტამინური პრეპარატები → პოლივიტამინები მინერალების გარეშე
- მწარმოებელი კომპანია: ფეროსან
- მწარმოებელი ქვეყანა: დანია
- გამოშვების ფორმა: წვეთები 30მლ ფლაკონი # 1
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი) 300 მკგ = 1000 სე
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) 10 მკგ = 400 სე
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 35 მგ
არააქტიური ინგრედიენტები:
საქაროზა, მაკროგოლგლიცეროლის ჰიდროსტეარატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ჰიდროჟანგი, ლიმონის მჟავა, ალფა ტოკოფეროლი, ეთანოლი 96%, კონცენტრირებული ქლორწყალბადის მჟავა, გამოხდილი წყალი.
აღწერა: გამჭვირვალე სითხე ყვითელიდან მოყავისფრო ფერამდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ჩვილ ბავშვებისათვის აუცილებელ ვიტამინების კომპლექს. მისი მოქმედება განისაზღვრება ვიტამინების თვისებებით, რომლებიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში.
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი):
ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი)
აუცილებელია ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.
იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა):
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელი ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.
აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.
ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას. გარდა ამისა იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.
ჩვენებები
ჩვილებსა და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში:
0,5-1 მლ-მდე დღეში ერთხელ, საჭმელთან ერთად ან მაშინვე ჭამის მერე
- ვიტამინების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
- ინფექციური დაავადებების კომპლექსური პროფილაქტიკა (ყივანახველა, წითელა, დიფტერია, ბრონქიტები);
- უზრუნველყოფს მოძრაობის აპარატისა და ორგანოების სისტემების სწორ ფორმირებასა და განვითარებას, ასევე სიმაღლეში ზრდას.
მიღების წესები და დოზები
არ შეიძლება რეკომენდირებული დღიური დოზის გადაჭარბება.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ ალერგიულ რეაქციებს: ქავილი, ურტიკარა.
უკუჩვენება
პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მომეტებული მგრძნობიარობა.
განსაკუთრებული მითითებები
მულტი-ტაბს ბების მიღების დროს არ არის რეკომენდირებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება, რათა არ ჰქონდეს ადგილი დოზის გადაჭარბებას.
შენახვის პირობები და ვადები
ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 15⁰C.
ფლაკონის გახსნის შემდეგ იგი უნდა შეინახოს მაცივარში ტამპერატურაზე 2⁰C-დან 8⁰C-მდე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
18 თვე.
გახსნილი ფლაკონის შენახვა დასაშვებია არაუმეტეს 2 თვისა.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.