ლევო-დენკი 500მგ #10ტ

ლევო-დენკი 500მგ #10ტ

47.27 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონები
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: დენკ ფარმა კავკასია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლევოფლოქსაცინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 63761
გააზიარე:

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

 

  1. 1.     სამედიცინო პროდუქტის დასახელება

ლევო-დენკ 500

 

  1. 2.    ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ლევოფლოქსაცინი

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინს, რომელიც ექვივალენტურია 512,46 მგ ლევოფლოქსაცინის ნახევარჰიდრატის.

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული  ტაბლეტი შეიცავს 7.2 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს და 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს  (23მგ).

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1

 

  1. 3.    ფარმაცევტული ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

ვარდისფერი, წაგრძელებული ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი გამყოფი ხაზით ორივე მხარეს.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

 

  1. 4.    კლინიკური მახასიათებლები

4.1   თერაპიული ჩვენებები

ლევო-დენკ 500 გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ინფექციის სამკურნალოდ (იხ. პუნქტები 4.4 და 5.1)

-        მწვავე პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები (იხ. პუნქტი  4.4)

-        ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი

-        ციმბირს წყლულის საინჰალაციო მკურნალობა: კონტაქტის შემდეგი პროფილაქტიკა და მკურნალობა (იხ. პუნქტი 4.4)

შემდეგი ჩვენებისთვის, ლევო-დენკ 500 გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ინფექციების სამკურნალო რეკომენდებული სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება შეუსაბამოა შეუსაბამოა.

-        მწვავე ბაქტერიული სინუსიტი

-        ქრონიკული ბრონქიტის და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება

-        საზოგადოებისგან შეძენილი პნევმონია

-        კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

-        გაურთულებელი ცისტიტი  (იხილეთ ნაწილი 4.4)

ლევო-დენკ 500 ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას თერაპიის კურსის დასასრულებლად იმ პაციენტებში, რომლებმაც აჩვენეს გაუმჯობესება ინტრავენური ლევოფლოქსაცინით პირველადი მკურნალობის დროს.

გასათვალისწინებელია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების ოფიციალური გაიდლაინები.

 

4.2   ფოზოლოგია და მიღების წესი

ლევო-დენკ 500 ტაბლეტები მიიღება დღეში ერთჯერ ან ორჯერ. დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე ან სიმწვავეზე და  გამომწვევი პათოგენის სავარაუდო მგრძნობელობაზე.

ლევო-დენკ 500 ტაბლეტები ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას თერაპიის კურსის დასასრულებლად იმ პაციენტებში, რომლის მდგომარეობა გაუმჯობესდა ინტრავენური ლევოფლოქსაცინით პირველადი მკურნალობის დროს; პარენტერალური და პეროლარული ფორმების ბიოექვივალენტობის გათვალისწინებით, შესაძლებელია იგივე დოზის გამოყენება.

 

ფოზოლოგია

რეკომენდებულია ლევო-დენკ 500-ის  შემდეგი დოზის მიღება:

დოზირება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტთათვის (კრეატინინის კლირენსი>50 მლ/წთ)

ჩვენება

დღიური დოზის რეჟიმი (სიმწვავის მიხედვით)

მკურნალობის ხანგრძლივობა

(სიმწვავის მიხედვით)

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი

500 მგ დღეში ერთხელ

10-14დღე

ქრონიკული ბრონქიტის და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ბაქტერიული გამწვავება

500 მგ დღეში ერთხელ

7-10 დღე

ზოგადად შეძენილი პნევმონია

500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ

7-14 დღე

მწვავე პიელონეფრიტი

500 მგ დრეში ერთხელ

7-10 დღე

საშარდე გზების გართულებული ინფექციები

500 მგ დღეში ერთხელ

7-14 დღე

გაურთულებელი ცისტიტი

250 მგ დღეში ერთხელ

3 დღე

ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი

500 მგ დღეში ერთხელ

28 დღე

კანის და რბილი ქსოვილების

გართულებული ინფექციები

500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ

 

7-14 დღე

 

ციმბირის წყლულის საინჰალაციო მკურნალობა

500 მგ დღეში ერთხელ

8 კვირა

 

სპეციალურიჯგუფისმოსახლეობა

თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი < 50 მლ/წთ)

 

                                                დოზირება

250 მგ/24 სთ

500 მგ/24 სთ

500 მგ/12 სთ

კრეატინინის კლირენსი

საწყისი დოზა: 250 მგ

საწყისი დოზა: 500 მგ

საწყისი დოზა: 500 მგ

50-20 მლ/წთ

შემდგომი: 125 მგ/24სთ

შემდგომი: 250 მგ/24 სთ

შემდგომი: 250 მგ/12 სთ

19-10 მლ/წთ

შემდგომი: 125 მგ/48სთ

შემდგომი: 125 მგ/24 სთ

შემდგომი: 125 მგ/12 სთ

<10 მლ/წთ (ჰემოდიალიზის და CAPD ჩათვლით)1

შემდგომი: 125 მგ/48 სთ

შემდგომი: 125 მგ/24 სთ

შემდგომი: 125 მგ/ 24 სთ

1ჰემოდიალიზის ან უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის (CAPD) შემდეგ, დამატებითი დოზა არ არის საჭირო.

 

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

არ არის საჭირო დოზის კორექტირება, ვინაიდან ლევოფლოქსაცინი არ მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ და მისი ექსკცრეცია ძირითადად ხდება თირკმელების მეშვეობით.

 

ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექტირება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება თირკმლის ფუნქციის განხილვა (იხ. პუნქტი 4.4 „ ტენდინიტი და მყესების წყვეტა“  და  „QT  ინტერვალის გახანგრძლივება“).

 

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

ლევო-დენკ 500 უკუნაჩვენებია ბავშვებში და მოზარდებში (იხ. პუნქტი 4.3).

 

მიღების მეთოდები

ლევო-დენკ 500-ის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. დოზის დარეგულირებისთვის შესაძლებელია გამყოფი ხაზით დაყოფა. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვების დროს ან კვებებს შორის შუალედში. ლევო-დენკ 500 ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს რკინის მარილების, თუთიის მარილების, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდების, ან დიდანოზინი (მხოლოდ დიდანოზინის ფორმულირებები, ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ბუფერული საშუალებებით), ან საქრალფატის მიღებამდე სუმ მცირე 2 საათით ადრე ან შემდეგ, რადგან შესაძლებელია მოხდეს შეწოვის შემცირება ( იხ. პუნქტი  4.5).

 

4.3   უკუჩვენებები

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები არ მიიღება:

  • პაციენტებში, რომლებიც ჰიპერმგრძნობიარენი არიან ლევოფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1;
  • ეპილეფსიის მქონე პაციენტებში;
  • პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ფტორქინოლონის მიღებასთან დაკავშირებული მყესის მხრივ დარღვევები;
  • ბავშვებში ან მოზარდებში;
  • ორსულობის დროს;
  • ლაქტაციაზე მყოფ ქალებში.

 

4.4   განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები 

ლევოფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში გამოუვლინდათ სერიოზული გვერდით რეაქციები, ქინოლონის ან ფტორქინოლონის შემცველი პროდუქტების გამოყენებისას (იხ. პუნქტი 4.8). ამ პაციენტებში, ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში და სარგებლის/რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ (იხ. აგრეთვე პუნქტი 4.3).

 

რეზისტენტობის რისკი

მეთიცილინის რეზისტენტული S.aureus, დიდი ალბათობით მდგრადია ფტორქინოლონის, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიმართ. ამიტომ, ლევოფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული ცნობილი ან შესაძლო მეთიცილინის რეზისტენტული S.aureus ინფექციების სამკურნალოდ, თუ ლაბორატორიულმა შედეგებმა არ დაადასტურა ორგანიზმის მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის მიმართ (და ძირითადად რეკომენდებული ანტიბაქტერიული საშუალებები მეთიცილინის რეზისტენტული S.aureus MRSA-ინფექციების სამკურნალოდ ითვლება შეუსაბამოდ).

ლევოფლოქსაცინის მიღება შესაძლებელია მწვავე ბაქტერიული სინუსიტის და გამწვავებული ქრონიკული ბრონქიტის სამკურნალოდ, როდესაც ეს ინფექციები სწორადაა დიაგნოზირებული.

ფტორქინოლონის მიმართ რეზისტენტულობა E.coli - ყველაზე გავრცელებული პათოგენია, რომელიც იწვევს საშარდე გზების ინფექციებს - მერყეობს ევროკავშირის მასშტაბით. დანიშნულებისას გასათვალისწინებელია ფტორქინოლონების მიმართ E.coli-ს რეზისტენტულობის ადგილობრივი გავრცელება.

ციმბირის წყლულის ინჰალაცია: ადამიანებში გამოყენება ემყარება in vitro ციმბირის წყლულის შტამის მგრძნობელობის მონაცემებს და ცხოველთა ექსპერიმენტულ მონაცემებს, შეზღუდული რაოდენობის ადამიანურ მონაცემებთან ერთად. ციმბირის წყლულის მკურნალობასთან დაკავშირიებით, მკურნალმა ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ ეროვნული ან/და საერთაშორისო  კონსესუს დოკუმენტაციები.

 

გახანგრძლივებული, არასრულყოფილი და პოტენციურად შეუქცევადი მედიკამენტის სერიოზული გვერდითი ეფექტები

ძალზე იშვიათია  გახანგრძლივებული (მიმდინარეობს თვეები ან წლები), არასრულყოფილი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა, ზოგჯერ მრავალჯერად, სხეულის სისტემებზე (ძვალ-კუნთოვანი, ნერვული, ფსიქიატრიული და სენსორული ორგანოების მხრივ) პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, მიუხედავად მათი ასაკისა და არსებული რისკ-ფაქტორებისა. ლევოფლოქსაცინის მიღება დაუყონებლივ უნდა შეწყდეს რაიმე სერიოზული გვერდითი რეაქციის პირველადი ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისთანავე და პაციენტს ურჩევენ კონსულტაციისთვის მიმართონ მკურნალ ექიმს.

 

ტენდონიტი და მყესის გაწყვეტა

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით, თუმცა არა მარტო აქილევსის მყესი), ზოგჯერ ორმხრივად, შეიძლება გამოვლინდეს ქინოლინებით და ფტორქინოლინებით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათში, და შეიძლება იგი განვითარდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც. ტენდინიტი და მყესის გაწყვეტის რისკი იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მყარი ორგანოს ტრანსპლანტანტების მქონე პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ 1,000 მგ დღიურ დოზას და მათ, ვინც ერთდროულად მკურნალობდნენ კორტიკოსტეროიდებით. ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდების კომბინირებული თერაპია.

ტენდონიტის პირველი ნიშნის გამოვლენისას (მაგ, მტკივნეული შეშუპება, ანთება) უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინით მკურნალობა და შეირჩეს ალტერნატიული მკურნალობა. უნდა მოხდეს  დაზარალებული კიდურ(ებ)ის შესაბამისი მკურნალობა (მაგ, იმობილიზაცია). ტენდინოპათიის ნიშნების გამოვლენისას არ უნდა მოხდეს კორტიკოსტეროიდების გამოყენება.

 

Clostridium difficile-თან დაკავშირებული დაავადება

დიარეა, განსაკუთრებით თუ მწვავეა, ხანგრძლივი და/ან სისხლიანია, ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მათ შორის მკურნალობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ), შეიძლება  გამოვლინდეს Clostridium difficile-ით გამოწვეული დაავადება (CDAD). CDAD შეიძლება განსხვავდებოდეს სიცოცხლისათვის საშიში ფორმები სიმძიმის მიხედვით, რომლის ყველაზე მწვავე ფორმაა ფსევდომემბრანული კოლიტი (იხ. პუნქტი 4.8). ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს დიაგნოზი განხილული იქნას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სერიოზული დიარეა ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ. თუ მოსალოდნელია ან დადასტურებულია CDAD-ს განვითარება, დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინით მკურნალობა და მოხდეს შესაბამისი მკურნალობის დაწყება. ანტი-პერისტალტიკური საშუალებები უკუნაჩვენებია ამ კლინიკურ სიტუაციაში.

 

კრუნჩხვებისკენ მიდრეკილი პაციენტები

ქინოლონებს შეუძლიათ კრუნჩხვების ბარიერის შემცირება და კრუნჩხვეების გამოწვევა. ლევოფლოქსაცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ეპილეფსია (იხ. პუნქტი 4.3) და, სხვა ქინოლონების მსგავსად, სიფრთხილიდ უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში რომლებსაც აქვთ კრუნჩხვებისკენ მიდრეკილება ან უნდა მოხდეს ცერებრალური კრუნჩხვის ბარიერის შემამცირებელი აქტიური ნივთიერებებით კომბინირეული თარაპია, როგორიცაა თეოფილინი (იხ.ნაწილი 4.5). კრუნჩხვების შემთხვევაში (იხ. პუნქტი 4.8), უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინით მკურნალობა.

 

გლუკოზა 6-ფოსფატის დეჰიდროგენეზას დეფიციტის მქონე პაციენტები

ქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობისას, გლუკოზა-6-ფოსფატის დეჰიდროგენაზის მოქმედების ლატენტური ან ფაქტობრივი დეფექტების მქონე პაციენტები შესაძლოა მიდრეკილნი იყვნენ ჰემოლიზური რეაქციების განვითარებისკენ. ამიტომ, თუ ლევოფლოქსაცინის გამოყენება მოხდება ასეთ პაციენტებში, უნდა მოხდეს ჰემოლიზის პოტენციური განვითარების  მონიტორინგი.

 

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ვინაიდან ლევოფლოქსაცინის გამოყოფა ხდება თირკმელების საშუალებით, აუცილებელია ლევოფლოქსაცინის დოზის რეგულირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.2).

 

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

ლევოფლოქსაცინმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული, პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგ. ანგიონევროზული შეშუპება, რომელსაც მივყავართ ანაფილაქსიურ შოკამდე),  ზოგჯერ პირველი დოზის მიღების შემდეგაც (იხ. ნაწილი 4.8). პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა და დაუკავშირდნენ მათ ან სასწრაფო  დახმარების ექიმს, სასწრაფო ზომების მისაღებად.

 

კანის მხრივ მწვავე რეაქციების გამოვლენა

ლევოფლოქსაცინით მკურნალობის დროს გამოვლინდა მწვავე რეაქციები კანის მხრივ (SCARs), მათ შორის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN: ასევე ცნობილია როგორც ლაიელის სინდრომი), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური (იხ. პუნქტი  4.8). მედიკამენტის დანიშვნის დროს, პაციენტებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია კანის მწვავე რეაქციების ნიშნების, სიმპტომების გამოვლენისა და  ყურადღებით დაკვირვების შესახებ. თუ ამ რეაქციების დამადასტურებელი ნიშნები და სიმპტომები გამოვლინდება, ლევოფლოქსაცინი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და განიხილოს ალტერნატიული მკურნალობა. თუ პაციენტს განუვითარდა ისეთი სერიოზული რეაქცია, როგორიცაა SJS, TEN ან DRESS ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას, ლევოფლოქსაცინით მკურნალობა არ უნდა განახლდეს ასეთ პაციენტში.

 

დისგლიკემია

როგორც ყველა ქინოლონის შემთხვევაში, სისხლში გლუკოზის დონის მხრივ დარღვევები, მათ შორის  ჰიპოგლიკემია და ჰიპერგლიკემია გამოვლინდა, უფრო ხშირად ხდება ხანდაზმულებში, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც კომბინირებული თერაპიის სახით ღებულობენ ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს (მაგ. გლიბენკლამიდი) ან ინსულინს. გამოვლინდა ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. დიაბეტის მქონე პაციენტებში, რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი სიფრთხილით ( იხ. ნაწილი 4.8 ).

ლევოფლოქსაცინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ პაციენტი შეატყობინებს სისხლში გლუკოზის დარღვევას და განიხილონ ალტერნატიული არაფტორქინოლონური ანტიბაქტერიული თერაპია.

 

ფოტომგრძნობელობის პრევენცია

ფოტოსენსიბილიზაცია გამოვლინდა ლევოფლოქსაცინთან (იხ. პუნქტი 4.8). რეკომენდებულია პაციენტები მოერიდონ მზის ძლიერ სხივებს ან ხელოვნურ ულტრაიისფერ სხივებს (მაგ. ნათურა მზის გამოსხივებით, სოლარიუმი), მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში, რათა მოხდეს ფოტომგრძნობელობის თავიდან აცილება.

 

პაციენტები რომლებიც მკურნალობდნენ ვიტამინი K-ს ანტაგონისტებით

კოაგულაციის ტესტების შედეგების შესაძლო მომატების გამო (PT/INR) და/ან პაციენტებში სისხლდენის განვითარების რისკის გამო, ლევოფლოქსაცინის და ვიტამინი K-ს ანტაგონისტების (მაგ. ვარფარინი), კომბინირებული თერეპიის შემთხვევაში, უნდა მოხდეს კოაგულაციის ტესტების მონიტორინგი (იხ. ნაწილი 4.5)

 

ფსიქოზური რეაქციები

ფსიქოზური რეაქციები გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინოლონებს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, პროგრესირებდნენ თვითმკვლელობამდე მიყვანამდე და სახიფათო ქცევაზე, ლევოფლოქსაცინის მხოლოდ ერთი დოზის მიღების შემდეგ (იხ. პუნქტი 4.8). იმ შემთხვევაში თუ პაციენტს გამოუვლინდება აღნიშნული რეაქციები, უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინის მიღება სიმპტომების პირველივე ნიშნებიდან და უნდა მიემართოს ექიმს რჩევისთვის. გასათვალისწინებელია ალტერნატიული არაფტორქინოლონური ანტიბაქტერიული თერაპია და მიღებული იქნას შესაბამისი ზომები. სიფრთხილით უნდა მოხდეს ლევოფლოქსაცინის გამოყენება ფსიქოზური ან ანამნეზში ფსიქიატრიული დაავადების მქონე პაციენტებში.

 

QT ინტერვალის გახანგრძლივება

სიფრთხილით მიიღება ფტორქინოლონები, მათ შორის ლევოფლოქსაცინი, QT ინტერვალის  გახანგრძლივებისათვის ცნობილი  რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში, მაგალითად:

-        თანდაყოლილი გრძედის QT სინდრომი

-        იმ საშუალებების კომბინირებული თერაპია, რომელიც ცნობილია QT ინტერვალის გახანგრძლივებით (მაგ. კლასი IA და III ანტიარითმიული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოტიური საშუალებები)

-        დაუკორექტირებელი ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ. ჰიპოკალემია, ჰიპომაგნეზია)

-        გულის მხრივ დარღვევები (მაგ. გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია).

ხანდაზმული პაციენტები და ქალები შესაძლებელია იყვნენ უფრო მგრძნობიარენი QTc-ის გამახანგრძლივებელი მედიკამენტების მიმართ. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო ფტორქინოოლონების, მათ შორის ლევოფლოქსაცინის მიღებისას, ასეთი ჯგუფის პაციენტებში (იხ. პუნქტები 4.2 ‘’ხანდაზმული პაციენტები’’, 4.5, 4.8 და 4.9).

 

აორტის ანევრიზმა და დისექცია, გულის სარქვლის რეგურგიტაცია/არაკომპეტენტურობა

ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, ფტორქინოლონების მიღების შემდეგ, აორტის ანევრიზმისა და დისექცის განვითარების რისკი იზრდება, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე აორტის და მიტრალური სარქვლის უკმარისობის რისკი. პაციენტებში, რომლებიც ირებენ ფტორქინოლონებს, გამოვლინდა აორტის ანევრიზმისა და დისექციის შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული დარღვევით (მათ შორის ფატალური) და გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის შემთხვევები (იხ. ნაწილი 4.8).

ამრიგად, ფტორქინოლონები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სარგებელის-რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ და სხვა თერაპიული ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანევრიზმული ან გულის თანდაყოლილი დაავადების შემთხვევები ოჯახურ ანამნეზში, ან პაციენტებში, რომლებსაც დიაგნოზირებული აქვთ წინასწარ არსებული აორტის ანევრიზმა ან/ და აორტის დისექციის დიაგნოზი, ან გულის სარქვლის დაავადება, ან სხვა რისკ-ფაქტორების ან მიდრეკილების არსებობისას.

-        როგორც აორტის ანევრიზმისთვის, ასევე დისექციისთვის და გულის სარქვლის რეგურგიტაციისთვის/უკმარისობისთვის (მაგ: შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეხჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი) ან დამატებით

-        აორტის ანევრიზმისთვის და დისექციისთვის (მაგ: სისხლძარღვთა დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი და გიგანტური უჯრედული არტერიტი, ან ცნობილი ათეროსკლეროზი, ან სიოგრენის სინდრომი) ან დამატებით

-        გულის სარქვლის რეგურგიტაციისთვის / უკმარისობისთვის (მაგ: ინფექციური ენდოკარდიტი).

შეიძლება გაიზარდოს აორტის ანევრიზმისა და დისექციის, ასევე მათი დარღვევის რისკი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ერთდროულად სისტემური კორტიკოსტეროიდებით.

მუცლის, გულმკერდის ან ზურგის უეცარი ტკივილის შემთხვევაში, პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ  სამედიცინო დახმარებას მწვავე დისპნოეს, გულის პალპიტაციის საწყისი ეტაპის, მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარების შემთხვევაში.

 

პერიფერიული ნეიროპათია

სენსორული ან სენსორმოტორული პოლინეუროპათიული შემთხვევები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს პარესთეზია, ჰიპოესთეზია, დისესთეზია ან სისუსტე, გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს. ლევოფლოქსაცინით მომკურნალე პაციენებმა, მკურნალობის გაგრძელებამდე უნდა მიიღონ ექიმის კონსულტაცია, თუ გამოვლინდა ნეიროპათიული სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება (იხ. პუნქტი 4.8 ).

 

ჰეპატობილიარული დაავადებები

ღვიძლის ნეკროზის შემთხვევები, ღვიძლის ფატალურ უკმარისობამდე,  აღინიშნა ლევოფლოქსაცინის მიღების დროს, ძირითადად, იმ პაციენტებში რომელთაც აქვთ მწვავე დაავადებები, მაგ სეფსისი (იხ. პუნქტი 4.8). პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ მკურნალობა და დაუკავშირდნენ ექიმს თუ განვითარდა ღვიძლის დაავადების ნიშნები და სიმპტომები როგორიცაა: ანორექსია, სიყვითლე, მუქი ფერის შარდი, ქავილი და მუცლის შებერვა.

 

მიასთენია გრავისის გამწვავება

ფტორქინოლონებს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს, ახასიათებთ ნეირომუსკულური ბლოკირების მოქმედება და შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, მიასთენიის გრავისის მქონე პაციენტებში. ფტორქინოლონის გამოყენებამ მიასთენიის გრავისის მქონე პაციენტებში, შესაძლოა გამოავლინოს სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის  გარდაცვალებისა და რესპირატორული დახმარების საჭიროებების ჩათვლით. ლევოფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი მიასთენიის გრავისი.

 

მხედველობის მხრივ დარღვევები

მხედველობის დარღვევის ან თვალებზე  რაიმე სახის ეფექტის განვითარების შემთხვევაში, დაუყონებლივ უნდა მიემართოს ოფთალმოლოგს (იხ. პუნქტები 4.7 და 4.8).

 

სუპერინფექცია

ლევოფლოქსაცინის მიღებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს არა-მგრძნობიარე ორგანიზმების რაოდენობის ზრდა. თერაპიის დროს სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში, უნდა მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება.

 

ლაბორატორიულ ანალიზებზე გავლენა

პაციენტები, რომლებიც ლევოფლოქსაცინით მკურნალობენ, შარდში ოპიატების განმსაზღვრელმა ანალიზებმა შეიძლება აჩვენოს ცრუ-დადებითი შედეგები. შესაძლებელია საჭირო გახდეს დადებითი ოპიატის განსაზღვრა უფრო სპეციფიკური მეთოდით.

ლევოფლოქსაცინმა შეიძლება შეაფერხოს მიკობაქტერიუმის ტუბერკულოზის ზრდა და შესაძლოა აჩვენოს ცრუ-უარყოფითი შედეგები ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიურ დიაგნოზში.

 

აღნიშნული მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი არ მიიღება გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებში, ლაქტაზების სრული დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის შემთხვევაში.

 

ამ მედიკამენტის თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ამიტომ შეიძლება ითქვას „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

 

4.5   ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

სხვა სამკურნალო პრეპარატების მოქმედება ლევოფლოქსაცინზე

რკინის მარილები, თუთიის მარილები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, დიდანოზინი. ლევოფლოქსაცინის შეწოვა მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც რკინის მარილები, ან მაგნიუმის და ალუმინის შემცველი ანტაციდები, ან დიდანოზინი (მხოლოდ დიდანოზინის კომპოზიციები ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ბუფერული საშუალებებით) ლევოფლოქსაცინთან ერთად მიიღება კომბინირებულად.

ფტორქინოლონების ერთდროული მიღება თუთიის შემცველ მრავალ ვიტამინებთან ერთად, ამცირებს მათ ორალურ შეწოვას. მიზანშეწონილია, რომ პრეპარატები რომლებიც შეიცავენ ორ ან სამვალენტიან კათონს, მაგალითად რკინის მარილებს, თუთიის მარილებს , მაგნიუმის ან ალუმინის ანტაციდებს ან დიდანოზინს (მხოლოდ დიდანოზინის კომპოზიციები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს ან მაგნიუმს ბუფერული საღუალებებით) არ მიიღება ლევოფლოქსაცინის მიღებამდე ან მიღების შემდეგ 2 საათით ადრე. (იხ. პუნქტი  4.2). კალციუმის მარილებს  მინიმალური გავლენა აქვთ ლევოფლოქსაცინის ორალურ შეწოვაზე.

 

სუკრალფატი

ლევოფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნა მცირდება სუკრალფატთან ერთად მიღებისას. თუ პაციენტმა უნდა  მიიღოს ორივე, სუკრალფატი და ლევოფლოქსაცინი, უმჯობესია სუკრალფატის მიღება ლევოფლოქსაცინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ (იხ. პუნქტი  4.2).

 

თეოფილინი, ფენბუფენი ან მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

კლინიკურ კვლევაში თეოფილინთან ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ იქნა გამოვლენილი. თუმცა, შეიძლება განვითარდეს ცერებრალური კრუნჩხვის ბარიერის მკვეთრი შემცირება, როდესაც ქინოლონებთან ერთად მიიღება თეოფილინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ან სხვა საშუალებები, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვის ბარიერს.

ლევოფლოქსაცინის კონცენტრაცია დაახლოებით 13 %-ით უფრო მაღალია ფენბუფენთან ერთად მიღებისას, ვიდრე როდესაც მიიღება მონოთერაპიის სახით.

 

პრობენეციდი და ციმეტიდინი

პრობენეციდს და ციმეტიდინს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ლევოფლოქსაცინის ელიმინაციაზე. ლევოფლოქსაცინის თირკმლისმიერი კლირენსი შემცირდა ციმეტიდინით (24 %) და პრობენეციდით  (34 %). ვინაიდან, ორივე წამალს შეუძლია ლევოფლოქსაცინის თირკმლის  ტუბულარული სეკრეციის ბლოკირება. ამასთან, კვლევაში გამოყენებული დოზების დროს, სტატისტიკურად მნიშვნელოვან კინეტიკურ განსხვავებებს ნაკლებად სავარაუდოა, ჰქონდეთ კლინიკური რელევანტურობა.

სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული ლევოფლოქსაცინი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმლისმიერ სეკრეციაზე, როგორიცაა პრობენეციდი და ციმეტიდინი, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

 

სხვა რელევანტური ინფორმაცია

კლინიკურმა ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა არ ახდენს გავლენას კლინიკურად რელევანტურ მოცულობაზე, როდესაც ლევოფლოქსაცინი მიიღება შემდეგ პრეპარატებთან ერთად : კალციუმის კარბონატი, დიგოქსინი, გლიბენკლამიდი, რანიტიდინი.

 

ლევოფლოქსაცინის გავლენა სხვა სამედიცინო პროდუქტებზე

ციკლოსპორინი

ციკლოსპორინის ნახევარგამყოფის პერიოდი ლევოფლოქსაცინთან ერთდროულად თერაპიის დროს გაიზარდა 33 %-ით.

 

ვიტამინი K-ს ანტაგონისტები

კოაგულაციის ტესტების ზრდა (PT/INR) და/ან სისხლდენა, რომლებიც შეიძლება იყოს მწვავე, გამოვლინდა იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლევოფლოქსაცინით ვიტამინი K-ს ანტაგონისტთან ერთად (მაგ. ვარფარინი). კოაგულაციის ტესტები უნდა ჩაუტარდეთ იმ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ვიტამინი K-ს ანტაგონისტებთან ერთად (იხ. ნაწილი 4.4).

 

QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი მედიკამენტები

ლევოფლოქსაცინი, სხვა ფტორქინოლონების მსგავსად, სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ  QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ მედიკამენტებს (მაგ. IA  და III კლასის ანტიარითმული, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოტიკები) (იხ. ნაწილი 4.4 ‘’QT ინტერვალის გახანგრძლივება’’).

 

სხვა რელევანტური ინფორმაცია

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში, ლევოფლოქსაცინმა არ მოახდინა გავლენა თეოფილინის  ფარმაკოკინეტიკაზე (რომელიც არის კვლევის სუბსტრატი CYP1A2), რაც მიუთითებს, რომ ლევოფლოქსაცინი არ არის CYP1A2 ინჰიბიტორი.

 

ურთიერთქმედებების სხვა ფორმები

საკვები

არ არსებობს კლინიკურდ მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება საკვებთან. ამიტომ, ლევოფლოქსაცინის მიღება არ არის დამოკიდებული კვებაზე.

 

4.6   ფერტილურობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

შეზღუდული მონაცემები არსებობს ორსულ ქალებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ. ცხოველების კვლევებში არ არის მითითებული პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე მოქმედება რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან დაკავშირებით (იხ. პუნქტი 5.3). ამასთან, ადამიანზე მონაცემების არარსებობის გამო და იმის გამო, რომ  ექსპერიმენტული მონაცემებით ვლინდება ფტორქინოლონების მიერ მზარდი ორგანიზმის წონის ხრტილის დაზიანების განვითარების რისკი, ლევოფლოქსაცინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ ქალებში (იხ. პუნქტები 4.3 და 5.3).

 

ლაქტაციის პერიოდი

ლევოფლოქსცინი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისათვის. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ლევოფლოქსაცინის ექსკრეციის შესახებ დედის რძეში, ამასთან სხვა ფტორქინოლონები გადადის დედის რძეში. ადამიანზე მონაცემების არარსებობის და ექსპერიმენტული მონაცემებით ვლინდება ფტორქინოლონების მიერ მზარდი ორგანიზმის წონის ხრტილის დაზიანების განვითარების რისკი, ლევოფლოქსაცინი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის (იხ. პუნქტები 4.3 და 5.3).

 

ფერტილობა

ვირთხებში ლევოფლოქსაცინმა არ გამოიწვია ფერტილობის და რეპროდუქციული მოქმედების დაქვეითება.

 

4.7   ავტომანქანის და სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე ეფექტის მოხდენა

ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტმა (მაგალითად: თავბრუსხვევა / ვერტიგო, ძილიანობა, მხედველობის მხრივ დარღვევები) შეიძლება შეასუსტოს პაციენტის კონცენტრაციისა და რეაქციის უნარი, და აქედან გამომდინარე პაციენტს შესაძლებელია საფრთხე შეექმნას იმ სიტუაციებში, როდესაც აღნიშნული შესაძლებლობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია (მაგალითად: ავტომობილის ან სხვა მოწყობილობების მართვა).

 

4.8   არასასურველი ეფექტები

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ემყარება 8,300-ზე მეტ პაციენტში ჩატარებულ კლინიკური კვლევების მონაცემებს  და პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებას.

სიხშირეები განისაზღვრება შემდეგი კონვენციის გამოყენებით: ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად ( >1/100- დან 1</10-მდე), არახშირი (>1/1,000-დან 1/100-მდე), იშვიათი (>1/10,000-დან < 1/1,000-მდე),  ძალიან იშვიათად (<1/10,000), უცნობი სიხშირით  (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა).

სიხშირის თითოეული ჯგუფში, არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმწვავის შემცირების მიხედვით.

სისტემური ორგანოების კლასი

ხშირად

(>1/100-დან <1/10)

არახშირი

(>1/1,000-დან <1/100)

იშვიათი

(>1/10,000-დან <1/1,000)

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა)

ინფექციები და ინვაზიები

 

სოკოვანი ინფექცი-ები, მათ შორის კანდიდა ინფექცია: პათოგენის რეზისტენტულობა

 

 

სისხლი და ლიმ-ფური სისტემის მხრივ დარღვევები

 

ლეიკოპენია;

ეოზინოფილია

თრომბოციტოპენია

ნეიტროპენია

პანციტოპენია;

აგრანულოციტოზი;

ჰემოლიზური ანემია

იმუნური  სისტემის მხრივ დარღვევები

 

 

ანგიოედემა; ჰიპერ-მგრძნობელობა (იხ. პუნქტი 4,4)

ანაფილაქსიური შოკი;

ანაფილაქტოიდური შოკი a(იხ. ნაწილი 4.4)

ენდოკრინული დარღვევები

 

 

ანტიდიურეზული ჰორმონის (SIADH) არასათანადო სეკრეციის სინდრომი

 

მეტაბოლიზმი და კვების მხრივ დარღვევები

 

ანორექსია

ჰიპოგლიკემია, ძირითადად, დიაბეტიკ პაციენტებში, ჰიპოგლიკემიური კომა (იხ. პუნქტი 4.4)

ჰიპერგლიკემია;

 (იხ. პუნქტი 4.4)

ფსიქიატრიული დარღვევები *

უძილობა

შფოთვა;

დაბნეული მდგომარეობა;

ნერვიულობა

ფსიქოზური რეაქ-ციები (მაგ. ჰალუ-ცინაცია, პარანოია)

დეპრესია; აგიტა-ცია; უჩვეულო სიზ-მრები; კოშმარები; დელირიუმი, მეხსიერების დაქვეითება

ფსიქოზური დარღვევები:

თვითდაზიანება, თვით-მკვლელობის იდეები ან თვითმკვლელობის მცდელობა (იხ. პუნქტი 4.4)

 

 

სისტემური ორგანოების კლასი

ხშირად

(>1/100-დან <1/10)

არახშირი

(>1/1,000-დან <1/100)

იშვიათი

(>1/10,000-დან <1/1,000)

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა)

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ*

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა

ძილიანობა;

კანკალი; დისგეზია;

კონვულსიები (იხ. ნაწილები 4.3 და 4.4); პარესთეზია

პერიფერიულ სენსორული ნეიროპათია (იხ. ნაწილი 4.4); პერიფერიული სენსო-რული, მოტორული ნეიროპათია (იხ. ნაწილი 4.4);  პაროსმია, მათ შორის ანოსმია; დისკინეზია; ექსტრაპირამიდული დარღვევები; გემოვნების დაკარგვა; გონების დაკარგვა; კეთილ-თვისებიანი ინტრაკრანი-ალური ჰიპერტენზია

მხედველობის მხრივ დარღვევები*

 

 

მხედველობის მხრივ დარღვევები, როგო-რიცაა ბუნდოვანი ხედვა (იხ. ნაწილი 4.4

მხედველობის დროებითი დაკარგვა (იხ. ნაწილი 4.4);

უვეიტი (თვალის ანთების ფორმა)

ყურის და ლაბი-რინთის მხრივ* დარღვევები

 

ვერტიგო

ტინიტუსი

სმენის  დაკარგვა; სმენის დაქვეითება

კარდიალური დარღვევები

 

 

ტაქიკარდია, პალპიტაცია

 

პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწ-ვიოს კარდიალური შეტე-ვა, ვენტიკულარული არითმია და torsade de pointes (ძირითადად გამოვლინდა QT ინტერ-ვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში, ელექტრო-კარდიოგრამის  QT ინტერ-ვალის გახანგრძლივება (იხ. ნაწილები 4.4 და 4.9)

ვასკულარული დარღვევები

 

 

 

ჰოპოტენზია

 

რესპირატორული, ტორაკალური და მედიასტინალური დარღვევები

 

დისპნოე

 

ბრონქოსპაზმი;

ალერგიული პნევმონიტი

სისტემური ორგანოების კლასი

ხშირად

(>1/100-დან <1/10)

არახშირი

(>1/1,000-დან <1/100)

იშვიათი

(>1/10,000-დან <1/1,000)

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა)

გასტროინტესტი-ნალური დარღვევები

დიარეა; ღებინება; გულისრევა

მუცლის ტკივილი; დისპეფსია;

მეტეორიზმი;

ყაბზობა

 

დიარეა-ჰემორაგიული, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს ენტეროკოლიტის ნიშანი, მათ შორის ფსევ-დომემბრანული კოლიტი (იხ. ნაწილი 4.4); პანკრეატიტი

ჰეპატობილიარუ-ლი დარღვევები

ღვიძლის ფერ-მენტის რაოდე-ნობის გაზრდა (ALT/AST, ტუტე  ფოსფატაზა, GGT)

სისხლში ბილირუბინის დონის მომატება

 

სიყვითლე და ღვიძლის მწვავე დაზიანება, ღვიძ-ლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით, პირველ რიგში მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4); ჰეპატიტი

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები b

 

გამონაყარი; ქავილი; ურტიკარია; ჰიპერჰიდროზი

წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)(იხ.პუნქტი 4.4); ,,ფიქსირებული წამლის ამოფრქვევა’’ (FDE)

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი; სტივენ-ჯონ-სონის სინდრომი; მულტი-ფორმული ერითემა; ფოტომგრძნობელობის რეაქცია (იხ. ნაწილი 4.4); ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი;

კუნთოვანი და   შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები*

 

ართრალგია; მიალგია

მყესების მხრივ დარ-ღვევები (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4) მათ შორის ტენდინიტი (მაგ. აქი-ლევსის მყესი); კუნ-თების სისუსტე, რომელსაც შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4)

რაბდომიოლიზი;

მყესის გაწყვეტა (მაგ. აქილევსის მყესი) (იხ. ნაწილები 4.3 და 4.4); მყესის; კუნთების დაზიანება; ართრიტი

სისტემური ორგანოების კლასი

ხშირად

(>1/100-დან <1/10)

არახშირი

(>1/1,000-დან <1/100

იშვიათი

(>1/10,000-დან <1/1,000)

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირე ვერ დადგინდა)

თირკმლის და შარდის მხრივ დარღვევები

 

სისხლში კრეატინინის დონის გაზრდა

თირკმლის მწვავე უკმარისობა (მაგ. ინტერსტიციული ნეფრიტი )

 

ზოგადი დარღვე-ვები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა*

 

ასთენია

პირექსია

ტკივილი (მათ შორის ზურგის ტკივილი, გულ-მკერდის და კიდურების)

a ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები ზოგჯერ შეიძლება პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი მოხდეს.

b ლორწოვანი გარსის მხრივ რეაქციები, ზოგჯერ შეიძლება პირველი დოზის მიღების შემდგაც გამოვლინდეს

* ძალიან იშვიათ შემთხვევებში გახანგრძლივებული (თვეებამდე ან წლებამდე), გათიშვა და პოტენციურად შეუქცევვადი წამლის სერიოზული რეაქციები, რომლებიც გავლენას ახდენს რემდენიმე, სისტემური ორგანოების კლასებზე და შეგრძნებებზე (მათ შორის ისეთი რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა ტენდონიტი, მყესის გაწყვეტა, ართლარგია, კიდურების ტკივილი, სვლის დარღვევა, ნეიროპათია, რომლებიც დაკავშირებულია პარესთეზიასთან, დეპრესიასთან, დაღლილობასთან, მეხსიერების დაქვეითებასთან, ძილის მხრივ დარღვევებთან, და სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის მხრივ დარღვევასთან) გამოვლინდა ქინოლონების და ფტორქინოლონების გამოყენებისას ზოგიერთ შემთხვევაში მიუხედავად არსებული რისკ-ფაქტორებისა (იხ. 4.4).

**პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფტორქინოლონებს, გამოვლინდა აორტის ანევრიზმისა და დისექციის შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული დარღვევით (მათ შორის ფატალური) და გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის შემთხვევები (იხ. 4,4).

 

სხვა არასასურველი ეფექტები, რომლებიც ასოცირდება ფტორქინოლონის მიღებასთან, მოიცავს :

  • პორფირიის მქონე პაციენტებში პორფირიის შეტევებ1

 

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

მნიშვნელოვანია მარკეტინგული აუტორიზაციის შემდეგ გვერდითი ეფექტების შეტყობინება. აღნიშნული იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლის / რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის თანამშრომლებს სთხოვენ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინებას ეროვნული სისტემის საშუალებით.

 

4.9   დოზის გადაჭარბება

ცხოველებში ტოქსიკურობის შესწავლის ან კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევებით, რომელიც ჩატარებულია სუპრა-თერაპიული დოზებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნები, რომლიც მოსალოდნელია ლევოფლოქსცინის მიღების შემდეგ, არის ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სიმპტომები, როგორიცაა დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვები, იზრდება QT ინტერვალი, ასევე გასტროინტესტინალური რეაქციები როგორიცაა, გულისრევა და ლორწოვანის ეროზია.

CNS-ის ეფექტები, მათ შორის დაბნეულობა, კრუნჩხვის, ჰალუცინაციებისა და ტრემორის ჩათვლით, გამოვლინდა პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებით.

დოზის გადაჭარბების შემთხევაში, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. უნდა განხორციელდეს ECG-ს მონიტორინგი, რადგან არსებობს QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობა. ანტაციდები შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭის ლორწოვანი გარსის დასაცავად. ჰემოდიალიზი, მათ შორის პერიტონეალური დიალიზი და CAPD არაეფექტურია სხეულიდან ლევოფოქსაცინის გამოდევნისათვის. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.

 

  1. 5.      ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1   ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქინოლონების ანტიბაქტერიული საშუალებები, ფტორქინოლონები

ათქ კოდი: J01MA12

ლევოფლოქსაცინი არის ფტორქინოლონის კლასის სინთეზური ანტიბაქტერიული საშუალება და წარმოადგენს ოფლოქსაცინის რასემიტული აქტიური ნივთიერების S (-) ენანტიომერს.

 

მოქმედების მექანიზმი

როგორც ფტორქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალება, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს DNA-DNA გირაზის კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV-ზე.

 

PK/PD ურთიერთობა

ლევოფლოქსაცინის ბაქტერიციდული ხარისხი დამოკიდებულია შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის თანაფარდობაზე (Cmax) ან მის ქვეშ მყოფ (AUC)  და მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე (MIC).

 

რეზისტენტულობის მექანიზმი

ლევოფლოქსაცნისადმი რეზისტენტობა მიიღწევა სტადიური პროცესის მუტაციის  საშუალებით, როგორც ტიპი II  ტოპოიზომერაზებში, დნმ გირაზა და ტოპოიზომერაზა IV-ში. რეზისტენტულობის სხვა მექანიზმები, როგორიც არის გამტარიანობის ბარიერები (გავრცელებული Pseuddomonas aeruginosa) გადინების მექანიზმებმა შეიძლება ასევე იმოქმედოს ლევოფლოქსაცინის მგრძნობელობაზე.

ვლინდება ჯვარედინი რეზისტენტობა ლვოფლოქსაცინსა და სხვა ფტორქინოლონებს შორის. მოქმედების მექანიზმის გამო, ზოგადად ლევოფლოქსაცინსა და ანტიბაქტერიული საშუალებების სხვა კლასებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობა არ არის.

 

საკონტროლო წერტილი

EUCAST-მა რეკომენდაცია გაუწია MICC-ის გამყოფ ნიშნებს ლევოფლოქსაცინისთვის, განცალკევება შესაძლებელი აშუალედურად მგრძნობიარე ორგანიზმებისაგან და რეზისტენტული ორგანიზმებისგან შუალედურად მგრძნობიარე ორგანიზმები, წარმოდგენილა ქვემოთ მოცემულ ცხრილში MIC ტესტირებისთვის (მგ/ლ).

 

EUCAST  კლინიკური MIC-ის ლევოფლოქსაცინის გამყოფი ნიშნები ( ვერსია 7.0, 2020-04):

 

პათოგენი

მგრძნობიარე

რეზისტენტული

ენტერობაქტერიები

< 0.5 მგ/ლ

>1 მგ/ლ

ფსევდომონას სპპ.

<0.001 მგ/ლ

>1 მგ/ლ

აცინეტობაქტერია სპპ.

< 0.5 მგ/ლ

>1 მგ/ლ

სტაფილოკოკუს აურეუს

< 0.001მგ/ლ

>1 მგ/ლ

კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკი

< 0.001მგ/ლ

>1 მგ/ლ

Enterococcus spp. (მხოლოდ საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები)

< 4მგ/ლ

>4მგ/ლ

სტრეპტოკოკი A,B,C,G

< 0.001 მგ/ლ

>2 მგ/ლ

S. პნევმონია

< 0.001 მგ/ლ

>2 მგ/ლ

H. გრიპი

<  0.06 მგ/ლ

>0.06 მგ/ლ

M. კატარალისი

<0.125 მგ/ლ

>0.125 მგ/ლ

არასპეციფიკური გამყოფი ნიშნის კავშირი *

< 0.5 მგ/ლ

>1 მგ/ლ

  • ·             ძირითადად შრატის ფარმაკოკინეტიკაზე დაფუძნებული (იხ. www.nak-deutschland.org)

 

       

 

რეზისტენტულობის პრევალენტობა შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში ცალკეული სახეობებისთვის, სასურველია რეზისტენტულობის შესახებ ადილობრივი ინფორმაცია, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობის დროს. საჭიროებისამებრ, ექსპერტების რჩევა უნდა იქნას გათვალისწინებული, როდესაც ადგილობრივი გავრცელება წინააღმდეგობის ისეთია, რომ ზოგიერთი ნივთიერების სასარგებლო თვისებები გარკვეული სახის ინფექციებში საეჭვოა.

 

ხშირი მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამ-დადებითი ბაქტერიები

ციმბირის წყლულის შტამი

მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკი

საპროფილური სტაფილოკოკი

სტრეპტოკოკი C და G ჯგუფის

სტრეპტოკოკური აგალაქტია

სტრეპტოკოკური პნევმონია

სტრეპტოკოკური პიოგენური

 

აერობული გრამ–უარყოფითი ბაქტერიები

Eikenella corrodens

ჰემოფილური გრიპი

ჰემოფილური პარა-გრიპი

კლებსიელა ოქსიტოკა

მორაქსელა კატარალიზი

მულტოციდის პასტერელა

ვულგარული პროტეი

Providencia rettgeri

 

ანაერობული ბაქტერიები

პეპტოსტრეპტოკოკი

 

სხვა

ქლამიდოფილია პნევმონია

Clamydophila psittaci

ქლამიდია ტრახომატისი

ლეგიონელეზური პნეუმონია

პნევმონიის მიკოპლაზმა

მიკოპლაზმა ჰომინისი

Ureaplasma urealyticum

 

სახეობები, რომლების მიმართ მიღებული რეზისტენტულობა შეიძლება გახდეს პრობლემა

აერობული გრამ–დადებითი ბაქტერიები

ფეკალური ენტეროკოკი

მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკი #

კოაგულაზა ნუგატიური სტაფილოკოკი spp

 

აერობული გრამ–უარყოფითი ბაქტერიები

ბაუმანის აკინეტობაქტერია

ციტრობაკტერ ფრეუნდი

ენტერობაქტერია აეროგენეზი

კლოაკის ენტერობაქტერია

ეშერიხია კოლი

პნევმონია კლებსიელლა

Morganella morganii

პროტეუს მირაბილის მიკრობი

Providencia stuartii

„ლურჯჩირქოვანი“ ჩხირი

მარცესცენს სერაცია

 

ანაერობული ბაქტერია

ბაქტერიოიდული ფრაგილისი

 

არსებითად რეზისტენტული შტამები

 

აერობული გრამ–დადებითი ბაქტერია

ფეციუმ-ენტეროკოკი

# მეთილიცინის მიმართ რეზისტენტული S.aureus, დიდი ალბათობით მდგრადია ფტორქინოლონის მიმართ, მათ შორის ლევოფლოქსაცინის. 

 

5.2   ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ორალურად მიღებული ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება, პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა  1-2 სთ განმავლობაში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 99-100 %.

საკვები მცირე გავლენას ახდენს ლევოფლოქსაცინის შეწოვაზე.

სტაბილური მდგომარეობის მიღწევა ხდება 48 საათში, 500 მგ დოზის დღეში ერთხელ ან ორჯერ მიღების შემდეგ.

 

განაწილება

ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40 % უერთდება შრატის ცილებს.

ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა 500 მგ დოზის ერთჯერადი და განმეორებითი მიღების შემდეგ არის დაახლოებით 100 ლ და  სხეულის ქსოვილებში ვლინდება ფართო განაწილება.

 

ქსოვილებში და სხეულის სითხეებში შეღწევადობა

გამოვლენილია, რომ ლევოფლოქსაცინი აღწევს ბრონქების ლორწოვან გარსში, ეპითელურ სითხეში, ალვეოლარულ მაკროფაგებში, ფილტვების ქსოვილში, კანზე (სითხიანი ბუშტუკები), პროსტატის ქსოვილსა და შარდში. ამასთან, ლევოფლოქსაცინს აქვს ცუდი შეღწევადობა ცერებროსპინალურ სითხეში.

 

ბიოტრანსფორმაცია

ლევოფლოქსაცინი მეტაბოლიზდება ძალიან მცირე რაოდენობით, მეტაბოლიტები არიან დესმეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინ  N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები შეადგენს დოზის ˂5 %-ს და გამოიყოფა შარდში.

ლევოფლოქსაცინი სტერეოქიმიურად სტაბილურია და არ განიცდის ქირალურ ინვერსიას.

 

ელიმინაცია

ორალური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ლევოფლლოქსაცი შედარებით ნელა გამოიდევნება პლაზმიდან (t1/2=6-8სთ). ექსკრეცია, ძირითადად, მიმდინარეობს თირკმლისმიერი საშუალებით (მიღებული დოზის ˃ 85 %).

500 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, ლევოფლოქსაცინის სხეულის სრული კლირენსი იყო 175+/- 29.2 მლ/წთ.

ლევოფლოქსაცინის  ფარმაკოკინეტიკის მხრივ დიდი განსხვავებები არ არის  ორალური და ინტრავენური მიღების შემდეგ, ვარაუდობენ რომ ორალური და ინტრავენური მიმართულებები ცვალებადია.

 

სწორხაზოვანება

ლევოფლოქსაცინი ემორჩილება ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას  50-დან 1000 მგ-მდე დიაპაზონში.

 

მოსახლეობის სპეციალური ჯგუფები

თირკმლის უკმარისობის მქონე სუბიექტები

ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციის დაქვეითებაზე. თირკმლის ფუნქციის შემცირებით მცირდება თირკმლისმიერი ელიმინაცია და კლირენსი, ხოლო ელიმინაციის ნახევარგამყოფის პერიოდი იზრდება. როგორც ქვემოთ მოცმულია ცხრილში

თირკმლის უკმარისობის დროს 500 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ გამოვლენილი ფარმაკოკინეტიკა

CLcr[მლ/წთ]

< 20

20-49

50-80

CLR[მლ/წთ]

13

26

57

t ½ [სთ]

35

27

9

 

ხანდაზმულები

არ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ახალგაზრდა და ხანდაზმულ  ადამიანებში ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ. იმ პაციენტების გარდა, რომელთა კრეატინინის კლირენსი განსხვავდება.

 

გენდერული განსხვავებები

მამრობითი და მდედრობითი სუბიექტების ცალკეულმა ანალიზებმა გამოავლინა მცირედი გენდერული განსხვავებები ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკის მხრივ. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს გენდერული განსხვავებები წარმოადგენდეს კლინიკურად რელევანტურს.

 

5.3   უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

არაკლინიკური მონაცემები არ ავლენს განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანისთვის, ერთჯერადი დოზის ტოქსიკურობის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე, ტრადიციული კვლევების საფუძველზე.

ლევოფლოქსაცინმა არ გამოიწვია ფერტილობის და რეპროდუქციული მოქმედების დაქვეითება ვირთხებში, ნაყოფზე  დედობრივი ტოქსიკურობის ერთადერთი ეფექტი იყო დაგვიანებული მომწიფება.

ლევოფლოქსაცინი არ იწვევს გენის მუტაციას ბაქტერიულ ან ძუძუმწოვართა უჯრედებში, მაგრამ იწვევს ქრომოსომულ დარვევებს in vitro ჩინური ჰიმსტერის ფილტვის უჯრედებში. ამ ეფექტებს შეიძლება მივაკუთვნოთ ტოპოიზომერაზის II ინჰიბიცია. In vivo ტესტებში (მიკრონუკლეუსი, დის ქრომატიდების გაცვლა, დნმ-ის არანამკურნალევი სინთეზი, დომინანტური ლეტალური ტესტები) არ აჩვენებს რაიმე გენოტოქსიკურ პოტენციალს.

თაგვებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლევოფლოქსაცინს ჰქონდა ფოტოტოქსიური მოქმედება მხოლოდ ძალიან მაღალი დოზების დროს. ლევოფლოქსაცინმა არ აჩვენა გენოტოქსიკური პოტენციალი ფოტომუტაგენობის ანალიზში, და შეამცირა სიმსივნის განვითარება ფოტოკარცინოგენურობის კვლევაში.

სხვა ფტორქინოლონების მსგავსად, ლევოფლოქსაცინმა გავლენა მოახდინა ხრტილოვანზე (ბუშტუკოვანი და ღრუები) ვირთაგებში და ძაღლებში. ეს შედეგები, ძირითადად, გამოვლინდა ახალგაზრდა ცხოველებში.

 

  1. 6.     ფარმაცევტული თვისებები

6.1   დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

მიკროკრისტალური ცელულოზა

ცელულოზის ფხვნილის სახით

პრეჟელატინიზებული სახამებელი

სიმინდის სახამებელი

კროსპოვიდონი

პოვიდონი K 25

ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი

ლაქტოზას მონოჰიდრატი

ჰიპრომელოზა

ტიტანის დიოქსიდი

მაკროგოლი 4000

რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები

 

6.2   შეუთავსებლობები

არ არის ცნობილი

 

6.3   შენახვის ვადა

3 წელი

 

6.4   შენახვის სპეციალური ზომები

ინახება 250C  დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში

 

6.5   შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა

PVC/PVDC -ალუმინის ბლისტერები

შეფუთვის ზომა: 10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

 

6.6   განადგურების სპეციალური მოთხოვნები

ნებისმიერი გამოუყენებელი მედიკამენტი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

  1. 7.      მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ

პრინცრეგენტენშტრასე. 79

81675 მიუნხენი

გერმანია

 

  1. 8.    მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი გერმანიაში

70183.00.00

 

  1. 9.     გერმანიაში პირველი ავტორიზაციის თარიღი

17.12.2008

 

  1. 10.  ტექსტი მიმოხილვის თარიღი

11/2020

 

  1. 11.  მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

სამედიცინო პროდუქტის გაცემის წესი შეესაბამება სამედიცინო დანიშნულებას.