ეკვატორი 20მგ/10მგ #30ტ

ეკვატორი 20მგ/10მგ #30ტ

22.61 ლარი
ქვეყანა: უნგრეთი
მწარმოებელი: გედეონ რიხტერი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ამლოდიპინი+ლიზინოპრილი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 63760
გააზიარე:

სამკურნალო საშუალებ ის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

პრეპარატის სავაჭრო დასახელება : ეკვატორი® (EKVATOR®)

საერთაშორისო არა პატენტირებ ული დასახელება ( სად ):

ლიზინოპრილი/ამლოდიპინი ( Lisinopril/ amlodipine)

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

ტაბლეტები 10 მგ/5 მგ

აქტიური ნივთიერებ ები : ლიზინოპრილი - 10.00 მგ (ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით 10.88 მგ), ამლოდიპინი - 5.00 მგ (ამლოდიპინის ბეზილატის სახით 6.94 მგ).

დამხმარე ნივთიერებები : მაგნიუმის სტეარატი; ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A;მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიპი 12; მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიპი 101.

ტაბლეტები 20 მგ/5 მგ

აქტიური ნივთიერებ ები: ლიზინოპრილი - 20.00 მგ (ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით 21.76 მგ), ამლოდიპინი - 5.00 მგ (ამლოდიპინის ბეზილატის სახით 6.94 მგ).

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი; ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A;მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიპი 12; მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიპი 101.

ტაბლეტები 20 მგ/10 მგ

აქტიური ნივთიერებ ები: ლიზინოპრილი - 20.00 მგ (ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით 21.76 მგ), ამლოდიპინი - 10.00 მგ (ამლოდიპინის ბეზილატის სახით 13.88 მგ).

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი; ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A;მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიპი 12; მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიპი 101.

აღწერა

ტაბლეტები 10 მგ/5 მგ

თეთრი ან თითქმის თეთრი , მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები დახრილი კუთხით, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით და მეორე მხარეს გრავირებით „A+L“. დიამეტრი: 8 მმ ± 0.1 მმ.

გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვისა და გადაყლაპვის გასაადვილებლად და არა ტაბლეტის თანაბარ დოზებად გასაყოფად.

ტაბლეტები 20 მგ/5 მგ

თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „CF2“, ხოლო მეორე მხარეს გრავირების გარეშე.

ტაბლეტები 20 მგ/10 მგ

თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი (R: 13 მმ) ტაბლეტები CF3-ის გრავირებით ერთი მხარე, მეორე მხარე გრავირების გარეშე. დიამეტრი: 11 ± 0.1 მმ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: აგფ ინჰიბიტორები და კალციუმის არხების ბლოკატორები, ლიზინოპრილი და ამლოდიპინი.

ათქ კოდი: C09BB03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ეკვატორი ® არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ლიზინოპრილისა და ამლოდიპინის ფიქსირებულ დოზებს მოქმედი ნივთიერებების სახით.

ლიზინოპრილი

მოქმედების მექანიზმი

ლიზინოპრილი წარმოადგენს ფერმენტ პეპტიდილდიპეპტიდაზას ინჰიბიტორს. ის აინჰიბირებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტს (აგფ), რომელიც აკატალიზებს ანგიოტენზინ I-ის სისხლძარღვშემავიწროებელ პეპტიდად, ანგიოტენზინ II-ად, გარდაქმნას . ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს ალდოსტერონის სეკრეციას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ. აგფ-ის ინჰიბირება იწვევს ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის შემცირებას, რის შედეგადაც ქვეითდება სისხლძარღვშემავიწროებელი აქტივობა და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირება. ამ უკანასკნელმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის დონის მატება.

ფარმაკოდინამიკა

ვინაიდან ითვლება, რომ მექანიზმის საფუძველში, რომლის მეშვეობითაც ლიზინოპრილი აქვეითებს არტერიულ წნევას, დევს, უპირველეს ყოვლისა, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვა, ლიზინოპრილი ამცირებს არტერიულ წნევას არტერიული ჰიპერტენზის მქონე იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც აქვთ რენინის დაბალი შემცველობა. აგფ იდენტურია კინინაზა II-ისა, ფერმენტისა, რომელიც შლის ბრადიკინინს. თამაშობს თუ არა როლს ბრადიკინინის, ძლიერი სისხლძარღვგამაფართოებელი პეპტიდის, მომატებული დონე ლიზინოპრილის თერაპიულ ეფექტებში, ჯერ კიდევ გასარკვევია.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ლიზინოპრილის გავლენა გულის უკმარისობის დროს ავადობასა და სიკვდილიანობაზე შესწავლილი იქნა ლიზინოპრილის მაღალი დოზის (32.5 მგ ან 35 მგ დღე-ღამეში ერთხელ) დაბალ დოზასთან (2.5 მგ ან 5 მგ დღე-ღამეში ერთხელ) შედარების გზით. კვლევაში იღებდა მონაწილეობას 3164 პაციენტი, შემდგომი დაკვირვების პერიოდის მედიანა შეადგენდა 46 თვეს (გადარჩენილი პაციენტებისთვის). ლიზინოპრილის მაღალმა დოზამ უზრუნველყო რისკის 12%-ით შემცირება კომბინირებული საბოლოო წერტილის მიხედვით: ყველა მიზეზით გამოწვეული საერთო სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია (p = 0.002) და საერთო სიკვდილიანობისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მიზეზით ჰოსპიტალიზაციის რისკის 8%-ით შემცირება (p = 0.036) დაბალ დოზასთან შედარებით. აღინიშნებოდა საერთო სიკვდილიანობისა (8%; p = 0.128) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის (10%; p = 0.073) რისკის შემცირება. რეტროსპექტულ ანალიზში, გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა 24%-ით (p=0.002) შემცირდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილის მაღალ დოზებს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ დაბალ დოზებს.

სიმპტომების კუპირების მხრივ პაციენტებს შორის, რომლებიც იღებდნენ ლიზინოპრილის მაღალ და დაბალ დოზებს, განსხვავებები არ დაფიქსირებულა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ლიზინოპრილის მაღალი ან დაბალი დოზების მიმღებ პაციენტებში არასასურველი მოვლენების საერთო პროფილი მსგავსი იყო როგორც ხასიათით, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლებით. პროგნოზირებადი არასასურველი მოვლენები, რომლებიც წარმოიქმნა აგფ ინჰიბირების შედეგად, ისეთები, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა, კარგად ექვემდებარებოდა კორექციას და იშვიათად იწვევდა თერაპიის მოხსნას. ხველა ნაკლებად გავრცელებული იყო პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ლიზინოპრილის მაღალ დოზებს, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დაბალ დოზებს.

GISSI-3 კვლევაში გამოყენებული იქნა 2 x 2 ფაქტორიული დიზაინი, რათა შედარებულიყო ლიზინოპრილისა და ნიტროგლიცერინის ეფექტები, რომლებიც გამოიყენებოდა ცალკე ან კომბინაციაში 6 კვირის განმავლობაში, საკონტროლო ჯგუფთან მიმართებაში. კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 19,394 პაციენტი, რომლებიც ღებულობდნენ მკურნალობას მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ 24 საათის განმავლობაში, ლიზინოპრილმა უზრუნველყო სიკვდილის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 11%-იანი შემცირება კონტროლთან შედარებით (2p=0.03). ნიტროგლიცერინის მიღების დროს რისკის შემცირება არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, თუმცა ლიზინოპრილისა და ნიტროგლიცერინის კომბინაცია იწვევდა სიკვდილის რისკის სტატისტიკურად მნიშვნელოვან, 17%-იან შემცირებას კონტროლთან შედარებით (2p=0.02). ხანდაზმული ასაკის პაციენტების (>70 წლის) და ქალების ქვეჯგუფებში, რომლებიც წინასწარ იყვნენ გამოყოფილნი, როგორც სიკვდილის მაღალი რისკის მქონე პირები, მნიშვნელოვანი უპირატესობა აღინიშნებოდა კომბინირებულ საბოლოო წერტილთან მიმართებაში: სიკვდილიანობასთან და მიოკარდიუმის ფუნქციიასთან. კომბინირებული საბოლოო წერტილი ყველა პაციენტისა და ასევე ქვეჯგუფებისათვის, რომლებიც იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ, 6 თვის შემდეგ ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა იმ პაციენტებში, რომლებიც 6 კვირის განმავლობაში იღებდნენ ლიზინოპრილს ან ლიზინოპრილს ნიტროგლიცერინთან კიმბინაციაში, რაც მიუთითებდა ლიზინოპრილის პროფილაქტიკურ მოქმედებაზე. ისევე, როგორც ნებისმიერი სისხლძარღვგამაფართოებელი თერაპიის გამოყენებისას, ლიზინოპრილით მკურნალობისას აღინიშნებოდა არტერიული ჰიპოტენზიისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარების გაზრდილ სიხშირე, თუმცა ეს მოვლენებს თან არ ახლდა სიკვდილიანობის პროპორციულ ზრდა.

ორმაგად ბრმა რანდომიზებულ მულტიცენტრულ კვლევაში, რომელშიც ტარდებოდა ლიზინოპრილის შედარება კალციუმის არხების ბლოკატორთან 335 პაციენტს არტერიული ჰიპერტენზიით და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და ადრეული ნეფროპათიით, რომელიც ხასიათდება მიკროალბუმინურიით, 12 თვის განმავლობაში ლიზინოპრილის 10-20 მგ დღე-ღამეში ერთხელ მიღება ამცირებდა სისტოლური/დიასტოლური არტერიული წნევას ვერცხლისწყლის სვეტის 13/10 -მმ-ით, ხოლო შარდთან ერთად ალბუმინის ექსკრეციას- 40%-ით. კალციუმის არხების ბლოკატორთან შედარებით, რომელიც იწვევდა არტერიული წნევის ასეთივე შემცირებას, ლიზინოპრილის მიმღებ პაციენტებში გამოვლენილი იყო შარდში ალბუმინის ექსკრეციის მნიშვნელოვნად უფრო დიდი შემცირება, რაც მოწმობს იმაზე, რომ ლიზინოპრილის აგფ-ის მაინჰიბირებელი მოქმედება, მის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტთან ერთად, ასევე ამცირებს მიკროალბუმინურიას თირკმლის ქსოვილზე პირდაპირი ზემოქმედების მეშვეობით.

ლიზინოპრილით მკურნალობა გავლენას არ ახდენს გლიკემიის კონტროლზე, რასაც ადასტურებს გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) შემცველობაზე მნიშვნელოვანი გავლენის არარსებობა.

პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (რაას)

ორ დიდ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში ( ONTARGET ) (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trial) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropathy in Diabetes) შეისწავლებოდა აგფ ინჰიბიტორისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორის კომბინაცია.

ONTARGET კვლევაში ჩართული იყვნენ პაციენტები გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულური დაავადებებით ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, სამიზნე ორგანოების დაზიანების ნიშნებით.

VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტითა და დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებული პაციენტები. ამ კვლევებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი თირკმლის და/ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგების ან სიკვდილიანობის თვალსაზრისით, და, ამავე დროს, გამოავლინეს ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე უკმარისობის და/ან არტერიული ჰიპოტენზიის გაზრდილი რისკი ნახსენები პრეპარატებით მონოთერაპიასთან შედარებით.

ფარმაკოდინამიკის მსგავსების საფუძველზე, ეს შედეგები ასევე გამოყენებადია სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან მიმართებაში.

ამგვარად, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას ერთდროულად გამოყენებული დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში .

ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) კვლევაში შეისწავლეს ალისკირენის დამატების უპირატესობა აგფ ინჰიბიტორით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორით სტანდარტულ თერაპიისას პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და თირკმლის ქრონიკული დაავადებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებით ან ერთისაც და მეორის არსებობისას. კვლევა ნაადრევად იქნა შეწყვეტილი არასასურველი შედეგების გაზრდილი რისკის გამო. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილი და ინსულტი უფრო ხშირად აღინიშნებოდა ალისკირენის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. არასასურველი მოვლენები და განსაკუთრებული ინტერესის მქონე სერიოზული არასასურველი მოვლენები (ჰიპერკალიემია, არტერიული ჰიპოტენზია და თირკმლის უკმარისობა) ასევე უფრო ხშირად გვხვდებოდა ჯგუფში, რომელშიც ღებულობდნენ ალისკირენს, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

ბავშვთა ასაკის პაციენტები

კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 6-16 წლის ასაკის 115 ბავშვი პაციენტები 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით ღებულობდნენ 0.625 მგ, 2.5 მგ ან 20 მგ ლიზინოპრილს დღე-ღამეში ერთხელ, ხოლო პაციენტები 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასით ღებულობდნენ 1.25 მგ, 5 მგ ან 40 მგ-ს ლიზინოპრილს დღე-ღამეში ერთხელ. 2-კვირიანი მკურნალობის შემდეგ (დღე-ღამეში ერთხელ მიღბისას) არტერიული წნევა მცირდებოდა დოზადამოკიდებული წესით მდგრადი ანტიჰიპერტენზიული ეფექტით, რომელიც ვლინდებოდა 1.25 მგ-ზე მეტი დოზით მიღებისას.

ნახსენები ეფექტი დადასტურდა „მოხსნის“ ფაზაში, როდესაც დიასტოლური არტერიული წნევა დაახლოებით 9 მმ.ვწყ.სვ-ზე უფრო მეტად გაიზარდა პლაცებოს ჯგუფში რანდომიზირებულ პაციენტებში, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც რანდომიზირებულნი იყვნენ ლიზინოპრილის საშუალო და მაღალი დოზების ჯგუფებში. ლიზინოპრილის დოზადამოკიდებული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ერთნაირი იყო რამოდენიმე დემოგრაფიულ ქვეჯგუფში: დაყოფა ასაკის, ტანერის სტადიის, სქესისა და რასის მიხედვით.

ამლოდიპინი

ამლოდიპინი წარმოადგენს დიჰიდროპირიდინის ჯგუფის (ნელი კალციუმის არხების ბლოკატორი ან კალციუმის იონების ანტაგონისტი) კალციუმის იონების შემავალი დინების ინჰიბიტორს და ბლოკავს მიოკარდიუმის და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში მათ შეღწევას მემბრანების გავლით.

ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი მომადუნებელი ზემოქმედებით. ზუსტი მექანიზმი, რომლის წყალობითაც ამლოდიპინი ამსუბუქებს სტენოკარდიის გამოვლინენებს, უცნობია, თუმცა ამლოდიპინი ამცირებს ზოგად იშემიურ დატვირთვას ორი მექანიზმის მეშვეობით:

- ამლოდიპინი აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს, ამცირებს რა ამით საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვას). ვინაიდან გულის შეკუმშვის სიხშირე სტაბილური რჩება, ეს იწვევს მიოკარდიუმის მიერ ენერგიის მოხმარებისა და ჟანგბადის მოთხოვნილების შემცირებას.

- ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი, სავარაუდოდ, ასევე მოიცავს ძირითადი კორონარული არტერიებისა და არტერიოლების გაფართოებას, როგორც უბნებში ნორმალური სისხლის მიმოქცევით, ასევე იშემიის უბნებში. ეს იწვევს მიოკარდიუმისათვის ჟანგბადის მიწოდების ზრდას ვაზოსპასტიური სტენოკარდიის (პრინცმეტალის სტენოკარდიის ან ვარიანტული სტენოკარდიის) მქონე პაციენტებში.

ამლოდიპინის დღე-ღამეში ერთხელ მიღება იწვევს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან შემცირებას არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში 24 საათის განმავლობაში. მოქმედების ნელი დაწყების გამო არ ვლინდება სწრაფი ჰიპოტენზიური ეფექტი.

სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის დღე-ღამეში ერთხელ მიღება ზრდის ფიზიკური დატვირთვის შესრულების დროს, აფერხებს სტენოკარდიის შეტევისა და ST სეგმენტის დეპრესიის განვითარებას (1 მმ-ით), ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირესა და ნიტროგლიცერინის ტაბლეტების მოხმარებას.

ამლოდიპინი არ ახდენს რაიმე უარყოფითი გავლენას ნივთიერებათა ცვლაზე ან სისხლის პლაზმის ლიპიდების კონცენტრაციაზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრონქული ასთმის, შაქრიანი დიაბეტის და პოდაგრის მქონე პაციენტების მკურნალობისას.

გულის უკმარისობა

NYHA კლასიფიკაციის მიხედვით გულის უკმარისობის II-IV ფუნქციური კლასის (ფკ) მქონე პაციენტებში ფიზიკური დატვირთვით ჩატარებული ჰემოდინამიკისა კვლევებისა და კონტროლირებადი კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ამლოდიპინი არ იწვევს კლინიკურ გაუარესებას, რაზეც მოწმობს ფიზიკური დატვირთვის ამტანობის, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის და კლინიკური სიმპტომატიკის გაზომვის შედეგები.

პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის (PRAISE) შედეგებმა, რომელშიც შეფასდა პრეპარატის ზემოქმედება NYHA კლასიფიკაციის მიხედვით III-IV ფკ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დიგოქსინს, დიურეზულებს და აგფ ინჰიბიტორებს, აჩვენა, რომ ამლოდიპინი არ იწვევს სიკვდილიანობის რისკის ან კომბინირებულ საბოლოო წერტილის ზრდას: სიკვდილიანობისა და გულის უკმარისობით ავადობისა.

ხანგრძლივი, პლაცებო- კონტროლირებადი კვლევის (PRAISE-2) შედეგები პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ NYHA-ს კლასიფიკაციის მიხედვით III და IV ფკ გულის უკმარისობა კლინიკური სიმპტომების ან ობიექტური ნიშნების გარეშე, რომლებიც მიუთითებდნენ საწყის გულის იშემიური დაავადების არსებობაზე და ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორების, დიგიტალისის და დიურეზულების სტაბილურ დოზებს, მიუთითებენ იმაზე, რომ ამლოდიპინი არ ახდენს გავლენას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით განპირობებულ საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე. ამ ჯგუფის პაციენტებში უფრო ხშირად რეგისტრირდებოდა ფილტვის შეშუპების შემთხვევები.

ჰიპოტენზიური და ჰიპოლიპიდური პრეპარატების გავლენა გულის შეტევების სიხშირეზე (ALLHAT)

თერაპიის ახალი სქემების: ამლოდიპინის 2.5–10 მგ/დღე-ღამეში (კალციუმის არხების ბლოკატორის) ან ლიზინოპრილის 10–40 მგ/დღე-ღამეში (აგფ ინჰიბიტორის), პირველი რიგის თერაპიის სახით, და მსუბუქი და საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპერტენზიის დროს თიაზიდური დუირეტიკის ქლორტალიდონის 12.5–25 მგ/დღე-ღამეში შედარების მიზნით ჩატარებული იყო რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, ავადობისა და სიკვდილიანობის კვლევა სახელწოდებით „ანტიჰიპერტენზიული და ჰიპოლიპიდური პრეპარატების გავლენის შესწავლა გულის შეტევების სიხშირეზე“(ALLHAT).

55 წლის და უფროსი ასაკის ჰიპერტენზიის მქონე 33,357 პაციენტი იყო რანდომიზებული და იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ საშუალოდ 4.9 წლის განმავლობაში. პაციენტებს ჰქონდათ გიდ-ის (გულის იშემიური დაავადების ), როგორც მინიმუმი, ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი, ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის ჩათვლით (კვლევაში ჩართვამდე 6 თვეზე ადრე) ან დოკუმენტურად დამოწმებული სხვა ათეროსკლეროზული გსდ (გულ-სისხლძარღვთა დაავადებება) (სულ 51.5%), ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი (36.1%), ქოლესტერინი -მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (ქს-მსლპ) <35 მგ/დლ (11.6%), მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, დიაგნოსტირებული ელექტროკარდიოგრაფიის ან ექოკარდიოგრაფიის საფუძველზე (20.9%) და მწეველობა კვლევაში ჩართვის დროს (21.9%).

პირველადი საბოლოო წერტილი იყო ფატალური გიდ-ის ან არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის კომპლექსი. ამლოდიპინითა და ქლორტალიდონით მკურნალობას შორის პირველად საბოლოო წერტილში მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა: ფარდობითი რისკი (ფრ) 0.98; 95% ნი [0.90–1.07], p=0.65. მეორად საბოლოო წერტილებს შორის, გულის უკმარისობის (კომბინირებული გულ-სისხლძარღვთა საბოლოო წერტილის კომპონენტი) სიხშირე მნიშვნელოვნად მაღალი იყო ამლოდიპინის მიმღებთა ჯგუფში ქლორტალიდონის მიმღებთა ჯგუფთან შედარებით (10.2%-ი 7.7%-თან შედარებით ფრ 1.38, 95% ნი [1.25–1.52], p<0.001). ამასთან ამლოდიპინით მკურნალობასა და ქლორტალიდონით მკურნალობას შორის საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელში მნიშვნელოვანი განსხვავებები არ ყოფილა: ფრ 0.96, 95% ნი [0.89–1.02], p=0.20.

პედიატრიული პაციენტები (6 წლის და უფროსი ასაკის)

6-17 წლის 268 ბავშვის მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში , რომელთა უმეტესობას მეორადი ჰიპერტენზია ჰქონდა, 2.5 მგ და 5.0 მგ ამლოდიპინის პლაცებოსთან შედარებამ აჩვენა, რომ ამლოდიპინის ორივე დოზამ სისტოლური არტერიული წნევა უფრო მნიშვნელოვნად შეამცირა, ვიდრე პლაცებომ. ამლოდიპინის ორ დოზას შორის სხვაობა არ ყოფილა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

ამლოდიპინის ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებაზე ან საერთო განვითარებაზე გრძელვადიანი ზემოქმედების კვლევები არ ჩატარებულა. ამლოდიპინის გამოყენების გრძელვადიანი ეფექტურობა ბავშვებში ავადობის შემცირების მიზნით და ზრდასრულებში გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილიანობის შესამცირებლად ასევე არ არის დადგენილი.

ფარმაკოკინეტიკა

ლიზინოპრილი

ლიზინოპრილი არის სულფჰიდრილის ჯგუფის არ-შემცველი აგფ ინჰიბიტორი, რომელიც აქტიურია შინაგანად მიღებისას.

შეწოვა

შინაგანად მიღების შემდეგ სისხლის შრატში ლიზინოპრილის მაქსიმალური კონცენტრაციას ადგილი აქვს დაახლოებით 7 საათის მერე, ამასთან მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის უმნიშვნელო გახანგრძლივების ტენდენცია. შარდით გამოყოფის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე ლიზინოპრილის შეწოვის საშუალო ხარისხი შეადგენს დაახლოებით 25%-ს, ვარიაბელობა სხვადასხვა პაციენტებს შორის შეადგენს 6-დან 60%-მდე დოზების შესწავლილ დიაპაზონში (5-დან 80 მგ-მდე). გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლიზინოპრილის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მცირდება დაახლოებით 16%-ით. ლიზინოპრილის შეწოვა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.

განაწილება

ლიზინოპრილი არ უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, გარდა მოცირკულირე ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტისა (აგფ). ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლიზინოპრილი პრაქტიკულად არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

გამოყოფ

ლიზინოპრილი არ ექვემდებარება მეტაბოლიზმს და გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით. ლიზინოპრილის მრავალჯერადი მიღებისას ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12.6 საათს. ლიზინოპრილის კლირენსი ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს დაახლოებით 50 მლ/წთ-ია. სისხლის შრატში კონცენტრაციის შემცირებას აქვს პროლონგირებული ტერმინალური ფაზა, რაც არ უწყობს ხელს ორგანიზმში მოქმედი ნივთიერების დაგროვებას. ნახსენები ტერმინალური ფაზა, სავარაუდოდ, წარმოადგენს აგფ-თან გაჯერებულ შეკავშირებას და არ არის დოზის პროპორციული.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში

ღვიძლის უკმარისობა

ციროზით დაავადებულ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევა იწვევს ლიზინოპრილის შეწოვის შემცირებას (დაახლოებით 30%-ს შარდით გამოყოფის მონაცემების მიხედვით,), თუმცა სისტემური ექსპოზიცია იზრდება (დაახლოებით 50%-ით) ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, კლირენსის შემცირების გამო.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის ფუნქციის დარღვევა ამცირებს ლიზინოპრილის გამოყოფას, რომელიც გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით, მაგრამ ეს შემცირება კლინიკურად მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე შეადგენს 30 მლ/წთ-ზე ნაკლებს. თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 30-დან 80 მლ/წთ-მდე), AUC-ის საშუალო მნიშვნელობა იზრდება მხოლოდ 13%-ით, მაშინ, როდესაც თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 5-დან 30 მლ/წთ-მდე) აღინიშნება AUC-ის საშუალო მნიშვნელობის 4.5-ჯერ ზრდა. ლიზინოპრილის ორგანიზმიდან გამოდევნა შესაძლებელია დიალიზის საშუალებით. 4-საათიანი ჰემოდიალიზის შემდეგ ლიზინოპრილის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდებოდა საშუალოდ 60%-ით, ხოლო დიალიზური კლირენსი შეადგენდა 40-დან 55 მლ/წთ-მდე.

გულის უკმარისობა

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლიზინოპრილის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იყო უფრო მაღალი ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით (AUC-ის ზრდა საშუალოდ 125%-ით), მაგრამ შარდით გამოყოფის მონაცემების საფუძველზე, ლიზინოპრილის შეწოვა მათთან მცირდება დაახლოებით 16%-ით ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.

პედიატრიული პაციენტები

ლიზინოპრილის ფარმაკოკინეტიკური პროფილი შესწავლილი იქნა 6-დან 16 წლამდე ასაკის 29 პაციენტთან, რომლებიც იყვნენ დაავადებულნი არტერიული ჰიპერტენზიით, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარით 30 მლ/წთ/1.73 მ2-ზე მეტი. ლიზინოპრილის 0.1-დან 0.2 მგ-მდე /კგ-ზე დოზით მიღების შემდეგ, ლიზინოპრილის მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიღწეული იქნა 6 საათის განმავლობაში, ხოლო შეწოვის ხარისხი, შარდით გამოყოფის მონაცემების საფუძველზე, შეადგენდა დაახლოებით 28%-ს. ეს მაჩვენებლები მოზრდილებში ადრე მიღებული მაჩვენებლების ანალოგიურია.

AUC და C max მნიშვნელობები ბავშვებში შედარებადია იმათთან, რომლებიც მიღებულია ზრდასრულებში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებს, ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით, აღენიშნებათ სისხლის პლაზმაში ლიზინოპრილის უფრო მაღალი კონცენტრაცია და ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ ფართობის უფრო მაღალი მნიშვნელობები (დაახლოებით 60%-ით მეტი).

ამლოდიპინი

შეწოვა, განაწილება და სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება

თერაპიული დოზების პერორალური მიღების შემდეგ ამლოდიპინი კარგად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა პერორალური მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-დან 80%-მდე. განაწილების მოცულობა დაახლოებით 21 ლ/კგ-ია. in vitroკვლევებმა აჩვენა, რომ მოცირკულირე ამლოდიპინის დაახლოებით 97.5% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

საკვების მიღება არ მოქმედებს ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე.

ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფ

სისხის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენს დაახლოებით 35-50 საათს და შეესაბამება პრეპარატის დღე-ღამეში ერთხელ მიღებას. ამლოდიპინი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით, ამასთან საწყისი ნაერთის 10% და მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა შარდით.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში

ღვიძლისუკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები ძალიან შეზღუდულია. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსი შემცირებულია, რაც იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას და AUC-ის დაახლოებით 40-60%-ით ზრდას.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში პრაქტიკულად ერთნაირია. აღინიშნება ამლოდიპინის კლირენსის შემცირების ტენდენცია, რაც იწვევს ხანდაზმულ პაციენტებში AUC-ისა და ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდას.

გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში AUC-ისა და ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა შეესაბამებოდა კვლევაში მყოფი ასაკობრივი ჯგუფის მოლოდინებს.

პედიატრიული პაციენტები

ჩატარებული იყო ფარმაკოკინეტიკური კვლევა 1-დან 17 წლამდე ასაკის 74 არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტზე (34 პაციენტი 6-დან 12 წლამდე ასაკის და 28 პაციენტი 13-დან 17 წლამდე ასაკის), რომლებიც ღებულობდნენ 1.25-დან 20 მგ-მდე ამლოდიპინს დღე-ღამეში ერთხელ ან ორჯერ. 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და 13-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში კლირენსი შიგნით მიღების დროს (CL/F) შეადგენდა 22.5 და 27.4 ლ/ს, შესაბამისად, ბიჭებში და 16.4 და 21.3 ლ/სთ გოგონებში. აღინიშნებოდა ამლოდიპინის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ცვალებადობა სისხლის პლაზმაში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ამლოდიპინის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.

კომბინირებული პრეპარატიფიქსირებული დოზით

პრეპარატ ეკვატორის ® აქტიურ ნივთიერებებს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება აღწერილი არ არის. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (AUC, C max , t max , T 1/2 ) არ განსხვავდებოდა აქტიური ნივთიერებების ცალ-ცალკე მიღების შემდეგ მიღებული მაჩვენებლებისგან.

საკვების მიღება გავლენას არ ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პრეპარატ ეკვატორის ® შეწოვაზე.

გამოყენების ჩვენებები

ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ზრდასრულებში.

პრეპარატი ეკვატორი ® ნაჩვენებია ჩანაცვლებითი თერაპიის სახით ზრდასრულ პაციენტებში არტერიული წნევის ადეკვატური კონტროლით ლიზინოპრილისა და ამლოდიპინის მითითებულ დოზებში ერთდროული მიღების ფონზე.

უკუჩვენებები

ლიზინოპრილთან დაკავშირებული:

- მომატებული მგრძნობელობა ლიზინოპრილის ან სხვა ნებისმიერი ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორის მიმართ.

- ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორებით ადრინდელ მკურნალობასთან.

- მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება.

- ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრი (იხ. ნაწილები „სიფრთხილის ზომები“ და „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს“ ).

- პრეპარატ ეკვატორის ® ერთდროული მიღება ალისკირენის პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (გფს <60 მლ/წთ/1.73 მ2 )(იხ. ნაწილები „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“ და „ფარმაკოდინამიკა“).

- საკუბიტრილ/ვალსარტანთან ერთდროული გამოყენება. არ დაიწყოთ პრეპარატ ეკვატორის ® მიღება საკუბიტრილის/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან 36 საათზე ადრე (იხ. აგრეთვე ნაწილები „სიფრთხილის ზომები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

ამლოდიპინთან დაკავშირებული:

- მომატებული მგრძნობელობა ამლოდიპინის ან დიჰიდროპირიდინის სხვა ნებისმიერი წარმოებულის მიმართ.

- გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია.

- შოკი (მათ შორის კარდიოგენული შოკი).

- მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქცია (აორტის სტენოზის მძიმე ხარისხი).

- ჰემოდინამიკურად არასტაბილური გულის უკმარისობა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.

პრეპარატ ეკვატორთან ® დაკავშირებული :

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უკუჩვენება, რომელიც დაკავშირებულია ცალკეული კომპონენტების გამოყენებასთან ასევე ვრცელდება კომბინირებულ პრეპარატ ეკვატორზე ® .

- მომატებული მგრძნობელობა „შემადგენლობის“ განყოფილებაში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გამოყენე ბა ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს

ორსულობა

პრეპარატ ეკვატორის ® გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრის განმავლობაში რეკომენდებული არ არის; ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში.

ორსულ ქალებში ლიზინოპრილისა და ამლოდიპინის გამოყენების გამოცდილება ადეკვატურად კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში არ არსებობს. თუმცა, ორსულობის დროს ორივე მოქმედი ნივთიერების გამოყენება არ არის რეკომენდებული ან უკუნაჩვენებია (ინფორმაცია მოქმედი ნივთიერებების შესახებ იხილეთ ქვემოთ).

ორსულობის დადასტურების შემთხვევაში პრეპარატ ეკვატორის ® მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ალტერნატიული მკურნალობა (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“).

ორსულობის დროს პრეპარატ ეკვატორის ® მიღება არ უნდა დაიწყოთ. თუ პრეპარატ ეკვატორით ® მკურნალობა აუცილებელია, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა იქნან გადაყვანილნი ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ პრეპარატებზე ორსულობის დროს გამოყენების ცნობილი უსაფრთხოების პროფილით.

ლიზინოპრილის გამოყენება

აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში რეკომენდებული არ არის (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“).

აგფ ინჰიბიტორების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის განმავლობაში (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“ და „სიფრთხილის ზომები“).

ეპიდემიოლოგიური მონაცემები ტერატოგენობის რისკის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, დამაჯერებელი არ არის; თუმცა, რისკის მცირედი ზრდის გამორიცხვა არ შეიძლება. თუ აგფ ინჰიბიტორით მკურნალობის გაგრძელება არ ითვლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა იქნან გადაყვანილნი ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ საშუალებებზე ორსულობის დროს გამოყენების ცნობილი უსაფრთხოების პროფილით. ორსულობის დადასტურების შემთხვევაში აგფ ინჰიბიტორით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, საჭიროებისას, დაიწყოს ალტერნატიული მკურნალობა.

ცნობილია, რომ ქალებში აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს აპროვოცირებს ფეტოტოქსიკურობას (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიონი, თავის ქალას ძვლების ოსიფიკაციის შენელება) და ნეონატალურ ტოქსიკურობას (თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია). თუ აგფ ინჰიბიტორი გამოიყენება ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია თირკმელებისა და თავის ქალას ულტრაბგერითი გამოკვლევა. ჩვილები, რომელთა დედებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ არტერიული ჰიპოტენზიის დროული გამოვლენის მიზნით (იხ. ნაწილები "უკუჩვენებები" და "სიფრთხილის ზომები").

--------------------------------

ამლოდიპინის გამოყენება

ორსულ ქალებში ამლოდიპინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნებოდა რეპროდუქციული ტოქსიკურობა მაღალი დოზების გამოყენებისას.

ორსულობის დროს გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ უფრო უსაფრთხო ალტერნატიული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, და ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც თავად დაავადება დაკავშირებულია მაღალ რისკთან დედისა და ნაყოფისთვის.

ძუძუთი კვება

ინფორმაცია ლიზინოპრილის გამოყენების შესახებ ძუძუთი კვების დროს არ გაგვაჩნია. ამლოდიპინი გამოიყოფა დედის რძეში. ბავშვის მიერ დედის რძესთან ერთად მიღებული ამლოდიპინის რაოდენობა შეფასებულია 3-7%-იანი ინტერკვარტილური დიაპაზონით, მაქსიმუმით 15%. ამლოდიპინის გავლენა ბავშვზე არ არის შეფასებული.

პრეპარატ ეკვატორის ® გამოყენება არ არის რეკომენდებული, და სასურველია ალტერნატიული პრეპარატების გამოყენება დადგენილი უსაფრთხოების პროფილით, განსაკუთრებით ახალშობილის ან დღენაკლული ბავშვის ძუძუთი კვების დროს.

ფერტილობა

ადეკვატურად კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემები ლიზინოპრილისა და ამლოდიპინის ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.

ამლოდიპინის გამოყენება

ზოგიერთ პაციენტთან, რომლებიც ღებულობდნენ კალციუმის არხის ბლოკატორებს, აღინიშნა სპერმატოზოიდის თავებში შექცევადი ბიოქიმიური ცვლილებები. კლინიკური მონაცემები ამლოდიპინის ფერტილობაზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ არასაკმარისია. ვირთხებზე ჩატარებულმა ერთმა კვლევამ გამოავლინა არასასურველი გავლენა მამრის რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

მიღების წესი და დოზირება

დოზები

რეკომენდებული დოზა: ერთი ტაბლეტი დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: ერთი ტაბლეტი.

როგორც წესი, კომბინირებული პრეპარატები ფიქსირებული დოზით საწყისი თერაპიისთვის არ არის შესაფერისი.

პრეპარატი ეკვატორი ® ნაჩვენებია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც ლიზინოპრილისა და ამლოდიპინის შერჩეული ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზები შეადგენს 10 მგ და 5 მგ-ს პრეპარატ ეკვატორის ® შემთხვევაში, 10მგ/5მგ, 20მგ და 10მგ ტაბლეტები- პრეპარატ ეკვატორის ® შემთხვევაში, 20 მგ / 10 მგ ტაბლეტები, და ასევე 20 მგ და 5 მგ პრეპარატ ეკვატორის ® შემთხვევაში 20 მგ/5 მგ ტაბლეტები, შესაბამისად.

დოზის კორექტირების აუცილებლობის დროს შეიძლება განხილული იყოს ცალკეული კომპონენტებით დოზის შერჩევის მიზანშეწონილობა.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ოპტიმალური საწყისი დოზისა და შემანარჩუნებელი დოზის დასადგენად დოზის შერჩევა უნდა ჩატარდეს ინდივიდუალური წესით, პრეპარატის ცალკეული კომპონენტების - ლიზინოპრილის და ამლოდიპინის- გამოყენებით.

პრეპარატ ეკვატორით ® თერაპიის დროს უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის, სისხლის შრატში კალიუმის და ნატრიუმის დონის კონტროლი. თირკმლის ფუნქციის გაუარესების შემთხვევაში, პრეპარატ ეკვატორის ® მიღება უნდა შეწყდეს და ჩანაცვლდეს შესაბამისი წესით შერჩეული მისი ცალკეული კომპონენტებით. ამლოდიპინი დიალიზით არ გამოიყოფა.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის დოზირების რეკომენდაციები დადგენილი არ არის, ამიტომ ასეთ პაციენტებში დოზის შერჩევა უნდა განხორციელდეს სიფრთხილით და უნდა დაიწყოს დოზირების დიაპაზონში ყველაზე დაბალი დოზით (იხ. ნაწილები „უსაფრთხოების ზომები“ და „ ფარმაკოკინეტიკა“). ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ოპტიმალური საწყისი დოზისა და შემანარჩუნებელი დოზის დასადგენად დოზის შერჩევა უნდა ჩატარდეს ინდივიდუალური წესით, ლიზინოპრილისა და ამლოდიპინის თავისუფალი კომბინაციის გამოყენებით.

ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს არ არის შესწავლილი. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის გამოყენება უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი დოზით და მოხდეს დოზის ნელი ტიტრირება.

პედიატრიული პაციენტები (18 წელზე ნაკლები)

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატ ეკვატორის ® უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის .

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (> 65 წელი)

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

კლინიკურ კვლევებში ამლოდიპინის ან ლიზინოპრილის ეფექტურობის ან უსაფრთხოების პროფილის ასაკიდან გამომდინარე ცვლილებები არ ყოფილა გამოვლენილი. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზის დასადგენად, დოზის კორექცია უნდა ჩატარდეს ინდივიდუალური წესით, ლიზინოპრილისა და ამლოდიპინის თავისუფალი კომბინაციის გამოყენებით.

გამოყენების ინსტრუქცია

შინაგანი გამოყენებისთვის.

ვინაიდან საკვების მიღება გავლენას არ ახდენს შეწოვაზე, პრეპარატი ეკვატორი ® შეიძლება მიღებულ იქნას საკვების მიღების მიუხედავად, ანუ ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

გვერდითი მო ქმედება

კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში (n=195), არასასურველი რეაქციების სიხშირე პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ ორივე მოქმედ ნივთიერებას, არ აღემატებოდა შესაბამის სიხშირეს პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მოქმედ ნივთიერებებიდან ერთს. არასასურველი რეაქციები არ განსხვავდებოდა იმათგან, რომლებიც ადრე იყო დარეგისტრირებული ამლოდიპინის და/ან ლიზინოპრილის მიღებისას. არასასურველი რეაქციები, ჩვეულებრივ, იყო მსუბუქი, ხანმოკლე და იშვიათად იწვევდა მკურნალობის შეწყვეტას. კომბინირებული პრეპარატის მიღებისას ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციები მოიცავდა თავის ტკივილს (8%), ხველას (5%) და თავბრუსხვევას (3%).

სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით მისი შეფასება შეუძლებელია). თითოეული სიხშირის ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.

ცალკე ლიზინოპრილით და ამლოდიპინით მკურნალობის დროს აღწერილია შემდეგი არასასურველი მედიკამენტოზური რეაქციები (ამრ):

ორგანოთა სისტემის კლასი

სიხშირე

ლიზინოპრილის ამრ

ამლოდიპინის ა მრ

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

იშვიათად

ჰემოგლობინის შემცველობის შემცირება,

ჰემატოკრიტის შემცირება

 
 

ძალიან იშვიათად

ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის დათრგუნვა,

აგრანულოციტოზი (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“),

ლეიკოპენია, ნეიტროპენია,

თრომბოციტოპენია,

ჰემოლიზური ანემია,

ანემია,

ლიმფადენოპათია

თრომბოციტოპენია,

ლეიკოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათად

აუტოიმუნური დაავადება

ალერგიული რეაქციები

 

სიხშირე უცნობია

ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქცია

 

დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ

იშვიათად

ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (ადჰ ასს)

 

დარვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვე ბის მხრივ

ძალიან იშვიათად

ჰიპოგლიკემია

ჰიპერგლიკემია

ფსიქიკური დარღვევები

არახშირად

განწყობის ცვალებადობა,

ძილის დარღვევები,

ჰალუცინაციები

უძილობა,

განწყობის ცვალებადობა (მათ შორის შფოთვა);

დეპრესია

იშვიათად

გონების აღრევა

გონების აღრევა

სიხშირე უცნობია

დეპრესიის სიმპტომები

 

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად

თავბრუსხვევა,

თავის ტკივილი

ძილიანობა,

თავბრუსხვევა,

თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში )

არახშირად

ვერტიგო,

პარესთეზია,

გემოვნების დარღვევები

გულის წასვლა,

ტრემორი,

გემოვნების დარღვევები,

ჰიპესთეზია,

პარესთეზია

იშვიათად

ყნოსვითი დარღვევები

 

ძალიან იშვიათად

 

ჰიპერტონუსი,

პერიფერიული ნეიროპათია

სიხშირე უცნობია

გულის წასვლა

ექსტრაპირამიდული აშლილობა

დარღვევ ები მხედველობის ორგანოს მხრივ

ხშირად

 

მხედველობის დარღვევა

(მათ შორის დიპლოპია)

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთ ული დარღვევები

არახშირად

 

ხმაური ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

ხშირად

 

გულისცემის შეგრძნება

არახშირად

მიოკარდიუმის ინფარქტი, შესაძლოა არტერიული წნევის ჭარბი დაქვეითების ფონზე მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“),

ტაქიკარდია,

გულისცემის შეგრძნება

არითმიები (მათ შორის ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია)

ძალიან იშვიათად

 

მიოკარდიუმის ინფარქტი

დარღვევები სისხლძარღვ ების მხრივ

ხშირად

ორთოსტატული მოვლენები (მათ შორის არტერიული ჰიპოტენზია)

"ალები"

არახშირად

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, სავარაუდოდ, არტერიული წნევის ჭარბი დაქვეითების ფონზე მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“),

რეინოს სინდრომი

არტერიული ჰიპოტენზია

ძალიან იშვიათად

 

ვასკულიტი

დარღვევები სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ

ხშირად

ხველა

ქოშინი

არახშირად

რინიტი

ხველა ,

რინიტი

ძალიან იშვიათად

ბრონქოსპაზმი,

ალერგიული ალვეოლიტი/ეოზინოფილური პნევმონია,

სინუსიტი

 

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირად

დიარეა,

ღებინება

მუცლის ტკივილი ,

გულისრევა,

დისპეფსია,

დეფეკაციის რითმის ცვლილებები (დიარეა და ყაბზობა)

არახშირად

მუცლის ტკივილი,

გულისრევა,

საჭმლის მონელების დარღვევა

ღებინება,

პირის სიმშრალე

იშვიათად

პირის სიმშრალე

 

ძალიან იშვიათად

პანკრეატიტი,

ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება

პანკრეატიტი,

გასტრიტი,

ღრძილების ჰიპერპლაზია

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვ ელგამომმყოფი გზების მხრივ

ძალიან იშვიათად

ჰეპატიტი - ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური,

სიყვითლე და ღვიძლის უკმარისობა (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“)

ჰეპატიტი,

სიყვითლე,

„ღვიძლის“ ფერმენტების აქტივობის მომატება**

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

არახშირად

კანისმიერი გამონაყარი,

კანის ქავილი

ალოპეცია,

კანისმიერი გამონაყარი,

ეგზანთემა,

პურპურა,

კანის ფერის შეცვლა,

ჰიპერჰიდროზი,

კანის ქავილი, ჭინჭრის ციება

იშვიათად

ფსორიაზი,

ჭინჭრის ციება,

ალოპეცია, მომატებული მგრძნობელობა /ანგიონევროზული შეშუპება: სახის, ხელებისა და ფეხების, ტუჩების, ენის, ხმოვანი ღიობის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“)

 

ძალიან იშვიათად

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი,

სტივენს-ჯონსონის სინდრომი,

მულტიფორმული ერითემა,

ვულგარული პემფიგუსი,

გაძლიერებული ოფლიანობა,

კეთილთვისებიანი კანის ლიმფადენოზი *

მულტიფორმული ერითემა,

ანგიონევროზული შეშუპება,

ექსფოლიატიური დერმატიტი,

სტივენს-ჯონსონის სინდრომი,

კვინკეს შეშუპება,

ფოტოსენსიბილიზაცია

სიხშირე უცნობია

 

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

დარღვევები ძვალ- კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილ მხრივ

ხშირად

 

კოჭის შეშუპება,

კუნთების კრუნჩხვები

არახშირად

 

ართრალგია,

მიალგია,

ზურგის ტკივილი

თირკმლის და საშარდე გზების მხრივ დარღვევები

ხშირად

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

 

არახშირად

 

შარდვის დარღვევა,

ნიქტურია,

შარდვის გახშირება

იშვიათად

თირკმლის მწვავე უკმარისობა,

ურემია

 

ძალიან იშვიათად

ოლიგურია/ანურია

 

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ

არახშირად

იმპოტენცია

იმპოტენცია, გინეკომასტია

იშვიათად

გინეკომასტია

 

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილ ზე

ძალიან ხშირად

 

შეშუპებები

ხშირად

 

გაზრდილი დაღლილობა,

ასთენია

არახშირად

მომატებული დაღლილობა,

ასთენია

ტკივილი გულმკერდის არეში,

ტკივილი,შეუძლოდ ყოფნა

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

არახშირად

სისხლის შრატში შარდოვანასა და კრეატინინის კონცენტრაციის მომატება,

ჰიპერკალიემია,

„ღვიძლის“ ფერმენტების აქტივობის მომატება

სხეულის მასის მატება,

სხეულის მასის დაკლება

იშვიათად

ჰიპერბილირუბინემია,

ჰიპონატრიემია

 

* აღწერილია სიმპტომთა კომპლექსი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შემდეგებიდან ერთს ან რამდენიმეს: ცხელება, ვასკულიტი, მიალგია, ართრალგია/ართრიტი, დადებითი რეაქცია ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე (ანა), ერითროციტების დალექვის სიჩქარის (ედს) მომატება, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი, კანისმიერი გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია ან სხვა ცვლილებები კანის მხრივ.

** ყველაზე ხშირად შეესაბამება ქოლესტაზს.

კლინიკური კვლევებიდან მიღებული უსაფრთხოების მონაცემები მოწმობენ, რომ ლიზინოპრილი, როგორც წესი, კარგად აიტანება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პედიატრიულ პაციენტებში და რომ ლიზინოპრილის უსაფრთხოების პროფილი პაციენტების ამ ასაკობრივ ჯგუფში შედარებადია ზრდასრული პაციენტების ლიზინოპრილის უსაფრთხოების პროფილთან.

შეტყობინებასაეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია ინფორმაციის შეგროვება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ. ეს იძლევა საშუალებას გაგრძელდეს სამკურნალო პრეპარატის სარგებლისა და რისკის თანაფარდობის მონიტორინგი. ჯანდაცვის მუშაკებს სთხოვენ შეატყობინონ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით.

დოზის გადაჭარბება

არ არის მონაცემები ადამიანებში პრეპარატ ეკვატორის ® დოზის გადაჭარბების შესახებ.

ლიზინოპრილის დოზის გადაჭარბება

ადამიანებში დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. აგფ ინჰიბიტორების დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს არტერიულ ჰიპოტენზიას, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებს, თირკმლის უკმარისობას, ჰიპერვენტილაციას, ტაქიკარდიას, გულისცემის შეგრძნებას, ბრადიკარდიას, თავბრუსხვევას, შფოთვას და ხველას.

დოზის გადაჭარბების დროს რეკომენდებულია ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური შეყვანა. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში პაციენტი უნდა დააწვინოთ ზურგზე ოდნავ აწეული ფეხებით. შესაბამისი შესაძლებლობის არსებობისას ასევე შეიძლება იქნას განხილული ანგიოტენზინ II-ის ინფუზიური შეყვანის და/ან კატექოლამინების ინტრავენური შეყვანის მიზანშეწონილობა.

თუ პრეპარატის მიღება მოხდა ცოტა ხნის წინ, აუცილებელია მიღებულ იქნას ზომები ლიზინოპრილის გამოსადევნად (მაგალითად, ღებინების გამოწვევა, კუჭის გამორეცხვა, სორბენტების და ნატრიუმის სულფატის შეყვანა). ლიზინოპრილის სისხლის სისტემური ცირკულაციიდან გამოდევნა შესაძლებელია ჰემოდიალიზის ჩატარებით (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“). მედიკამენტური თერაპიის მიმართ რეზისტენტული ბრადიკარდიის განვითარების დროს ნაჩვენებია რითმის ხელოვნური წამყვანის დაყენება. აუცილებელია ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების, სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობის და კრეატინინის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი.

ამლოდიპინის დოზის გადაჭარბება

ადამიანებში განზრახ დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები შეზღუდულია.

სიმპტომები

არსებული მონაცემების თანახმად, დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი პერიფერიული ვაზოდილატაცია შესაძლო რეფლექსური ტაქიკარდიით. ასევე შემოსულია შეტყობინებები გამოხატული და, სავარაუდოდ, ხანგრძლივი არტერიული ჰიპოტენზიის შესახებ შოკამდე ლეტალური შედეგით.

იშვიათად იყო შეტყობინებები ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპების, როგორც ამლოდიპინის დოზის გადაჭარბების შედეგის შესახებ, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს რეაქციის დაგვიანებული დაწყებით ( მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ) და მოითხოვოს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ფილტვების არაკარდიოგენული შოკის განვითარებას, შეიძლება იყოს ნაადრევი სარეანიმაციო ზომები (სითხით გადატვირთვის ჩათვლით), ჩატარებული პერფუზიისა და გულის წუთმოცულობის შესანარჩუნებლად.

მკურნალობა

ამლოდიპინის დოზის გადაჭარბების შედეგად განვითარებული კლინიკურად მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზიის დროს აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მხარდასაჭერად აქტიური ზომების მიღება, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული სისტემების მაჩვენებლების ხშირი კონტროლის ჩათვლით, ქვედა კიდურების ამაღლებული პოზიციის უზრუნველყოფა და მოცირკულირე სისხლის მოცულობისა და დიურეზის კონტროლი.

სისხლძარღვთა ტონუსისა და არტერიული წნევის აღსადგენად შესაძლოა საჭირო გახდეს ვაზოპრესორების შეყვანა, იმ პირობით, რომ მათი გამოყენების უკუჩვენებები არ არსებობს. კალციუმის გლუკონატის ინტრავენურმა შეყვანამ შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს კალციუმის არხების ბლოკადით გამოწვეული ეფექტების უკუგანვითარებაზე.

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეფექტური იყოს კუჭის ამორეცხვა. ჯანმრთელ მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევებში, 10 მგ ამლოდიპინის მიღებიდან 2 საათამდე პერიოდში აქტივირებული ნახშირის მიღებამ შეამცირა ამლოდიპინის შეწოვის სიჩქარე.

ვინაიდან ამლოდიპინი მნიშვნელოვნად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, დიალიზი არაეფექტურია.

პრეპარატ ეკვატორის ® დოზის გადაჭარბებამშეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი პერიფერიული ვაზოდილატაცია გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიით, მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობით, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, თირკმლის უკმარისობით, ჰიპერვენტილაციით, ტაქიკარდიით, გულისცემის შეგრძნებით, ბრადიკარდიით, თავბრუსხვევით, შფოთვით და ხველით. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის ჩატარება (პაციენტის ზურგზე დაწვენა, მონიტორინგი, და, საჭიროების შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციების, არტერიული წნევის, მოცირკულირე სისხლის მოცულობისა და ელექტროლიტური ბალანსის, და ასევე სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის შენარჩუნება). გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის შემთხვევაში აუცილებელია ქვედა კიდურების ამაღლებული მდგომარეობის უზრუნველყოფა; თუ სითხის შეყვანამ არ გამოიღო საკმარისი შედეგი, შეიძლება საჭირო გახდეს შემანარჩუნებელი თერაპია პერიფერიული ვაზოპრესორების შეყვანით, იმ პირობით, რომ არ არსებობს მათი გამოყენების უკუჩვენებები. შესაბამისი შესაძლებლობის არსებობისას ასევე შეიძლება განიხილებოდეს ანგიოტენზინ II-ის ინფუზიური წესით შეყვანის მიზანშეწონილობა. კალციუმის გლუკონატის ინტრავენურმა შეყვანამ შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს კალციუმის არხების ბლოკადით გამოწვეული ეფექტების უკუგანვითარებაზე.

ლიზინოპრილის სისტემური ცირკულაციიდან გამოდევნა შესაძლებელია ჰემოდიალიზის საშუალებით.დიალიზის დროს მაღალი დენადობის პოლიაკრილონიტრილის მემბრანების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებ ებთან

ლიზინოპრილთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები

ჰიპტენზიული პრეპარატები

ლიზინოპრილის სხვა ჰიპოტენზიულ პრეპარატებთან (მაგალითად, ნიტროგლიცერინთან და სხვა ნიტრატებთან ან სხვა სისხლძარღვთა გამაფართოებელ საშუალებებთან) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა.

კლინიკური კვლევის ფარგლებში მიღებული მონაცემები გვაჩვენებენ, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა, გამოწვეული აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული მიღებით, დაკავშირებულია გაზრდილ სიხშირესთან ისეთი არასასურველი მოვლენებისა, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა) ერთი პრეპარატის გამოყენების არასასურველ მოვლენების სიხშირესთან შედარებით, რომელიც მოქმედებს რაას-ზე (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“, „სიფრთხილის ზომები“და „ფარმაკოდინამიკა“).

პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი

აგფ ინჰიბიტორების საკუბიტრილთან/ვალსარტანთან ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკის გამო (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“ და „სიფრთხილის ზომები“).

აგფ ინჰიბიტორების ძუძუმწოვრების უჯრედებში რაპამიცინის სამიზნე ინჰიბიტორებთან (mTOR) (მაგალითად, ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი), ნეიტრალური ენდოპეპტიდაზას ინჰიბიტორებთან (მაგალითად, რაცეკადოტრილი), ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორთან ან ვილდაგლიპტინთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“).

დიურეზულები

როდესაც ლიზინოპრილით თერაპიას დიურეტიკი ემატება, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, როგორც წესი, ძლიერდება. პაციენტებს, რომლებიც იღებენ დიურეზულებს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც დიურეზულების მიღება ახლახან დაენიშნა, ლიზინოპრილით თერაპიის დროს მათი დამატებისას იშვიათად შეიძლება აღენიშნებოდეთ არტერიული წნევის ძლიერი დაწევა. სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანა ლიზინოპრილის მიღების დროს შესაძლებელია დიურეზულის მიღების მოხსნის გზით ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე (იხ. ნაწილები „სიფრთხილის ზომები“ და „დოზირება და მიღების წესი“).

კალიუმის შემცველი საკვები დანამატები, კალიუმის დამზოგავი დიურეზულები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები და სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე სისხლის შრატში.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა ზოგადად ნორმალური მნიშვნელობების ფარგლებში რჩება, ლიზინოპრილის მიმღებ ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპერკალიემია. კალიუმის დამზოგავი დიურეზულების (ისეთების, როგორიცაა სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის შემცველი საკვები დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მნიშვნელოვანი მატება, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ლიზინოპრილის სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას, რომლებიც ზრდიან სისხლის შრატში კალიუმის შემცველობას, როგორიცაა ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი (ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი) უნდა იქნას დაცული სიფრთხილე (რადგან ცნობილია, რომ ტრიმეტოპრიმი მოქმედებს კალიუმის დამზოგავი დიურეზულის, ამილორიდის მსგავსად). ამრიგად, ლიზინოპრილის ზემოთ აღნიშნულ პრეპარატებთან ერთდროული მიღება რეკომენდებული არ არის. ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატები უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის პერიოდული მონიტორინგის ჩატარებით (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“ ).

ციკლოსპორინი : აგფ ინჰიბიტორებისა და ციკლოსპორინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მონიტორინგი.

ჰეპარინი: აგფ ინჰიბიტორებისა და ჰეპარინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მონიტორინგი.

თუ ლიზინოპრილი კალიუმის არადამზოგავ დიურეზულთან ერთდროულად გამოიყენება, ჰიპოკალიემია, რომელიც განპირობებულია დიურეზულის მიღებით, შეიძლება შემცირდეს.

ლითიუმის პრეპარატები

ლითიუმის პრეპარატებისა და აგფ ინჰიბიტორების ერთდროული მიღებისას აღინიშნებოდა სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი მატება და ტოქსიკურობა. თიაზიდური დიურეზულების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს ლითიუმის ტოქსიკურობის რისკი და გააძლიეროს აგფ ინჰიბიტორების გამოყენების ფონზე უკვე გაზრდილი ლითიუმის ტოქსიკურობა. ლიზინოპრილისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, მაგრამ ამ კომბინაციის გამოყენების დადასტურებული აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში უნდა ტარდებოდეს სისხლის შრატში ლითიუმის კონცენტრაციის გულდასმითი კონტროლი (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ), მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა ≥3 გ/დღე-ღამეში

აგფ ინჰიბიტორების არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავასთან ანთების საწინააღმდეგო დოზებით, ცოგ-2 ინჰიბიტორებისა და არასელექციური აასპ) ერთდროულად მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება. აგფ ინჰიბიტორების და აასპ-ის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკი, მათ შორის ღვიძლის მწვავე უკმარისობის, და ასევე სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მომატების რისკი, განსაკუთრებით უკვე არსებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ასეთი ეფექტები ჩვეულებრივ შექცევადია. ამ ჯგუფების პრეპარატები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული კომბინაციაში, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. პაციენტები უნდა მოიხმარდნენ საკმარისი რაოდენობის სითხეს, ხოლო ამ ჯგუფების პრეპარატების ერთდროული გამოყენების დაწყების შემდეგ და პერიოდულად შემდგომში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგს.

ოქროს პრეპარატები

ნიტრიტოიდული რეაქციები (ვაზოდილატაციის სიმპტომები, მათ შორის, ჰიპერემია, გულისრევა, თავბრუსხვევა და არტერიული ჰიპოტენზია, რომლებიც შეიძლება იყოს ძალიან მძიმე) ოქროს შემცველი საინექციო პრეპარატის შეყვანის შემდეგ (მაგალითად, ნატრიუმის აუროთიომალატი) მიღების შემდეგ უფრო ხშირად აღინიშნებოდა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის მიმღებ პაციენტებში.

ტრიციკლურიანტიდეპრესანტები/ ნეიროლეპტიკები / ანესთეტიკები

ზოგიერთი ანესთეტიკების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და ნეიროლეპტიკების აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი არტერიული წნევის დაქვეითება (იხ. განყოფილება „სიფრთხილის ზომები“).

სიმპაომიმეტიკები

სიმპატომიმეტიკებმა შეიძლება შეამცირონ აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.

დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აგფ ინჰიბიტორებისა და დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების (ინსულინები, შინაგანად მისაღები დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ჰიპოგლიკემიური ეფექტი ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკით. ნახსენები მოვლენის განვითარება ყველაზე უფრო სავარაუდოა პრეპარატების კომბინაციით მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში, და ასევე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

აცეტილსალიცილისმჟავა, თრომბოლიტიკები, ბეტა-ადრენობლოკატორები, ნიტრატები

ლიზინოპრილის ერთდროულად გამოყენება შესაძლებელია აცეტილსალიცილის მჟავასთან (კარდიოლოგიური დოზებით), თრომბოლიზურებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან და/ან ნიტრატებთან.

ამლოდიპინთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები

სხვა სამკურნალო პრეპარატების გავლენა ამლოდიპინზე

იზოფერმენტ CYP3A4 - ის ინჰიბიტორები

ამლოდიპინის იზოფერმენტ CYP3A4-ის ძლიერ ან საშუალო ინჰიბიტორებთან (პროტეაზას ინჰიბიტორები, აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, მაკროლიდები, ისეთები, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, ვერაპამილი ან დილთიაზემი) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამლოდიპინის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა, რასაც შეუძლია გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკის ზრდას. ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ასეთი ვარიაციების კლინიკური სურათი შეიძლება უფრო გამოხატული იყოს ხანდაზმულ ადამიანებში. ამასთან დაკავშირებით რეკომენდებულია გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობა, ასევე შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

კლარითრომიცინი არის იზოფერმენტ CYP3A4 -ის ინჰიბიტორი. კლარითრომიცინის გამოყენება ამლოდიპინის მიმღებ პაციენტებში ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკს. პაციენტებს, რომლებიც კლარითრომიცინს ერთდროულად იღებენ ამლოდიპინთან, ესაჭიროებათ გულდასმითი დაკვირვება.

იზოფერმენტ CYP3A4 - ის ინდუქტორები

იზოფერმენტ CYP3A4-ის ცნობილი ინდუქტორების ერთდროული გამოყენებისას, ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება შეიცვალოს. ამასთან დაკავშირებით, ნახსენები პრეპარატების კომბინირებული მიღების დროს და მის შემდეგ, განსაკუთრებით იზოფერმენტ CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორების (მაგალითად, რიფამპიცინი, Hypericum perforatum ) მიღებისას, უნდა კონტროლდებოდეს არტერიული წნევა და, საჭიროების შემთხვევაში, კორექტირდებოდეს პრეპარატების დოზა.

ამლოდიპინის გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად მიღება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა გაეზარდოს ბიოშეღწევადობა და, ამის შედეგად, გაძლიერდეს ჰიპოტენზიური ეფექტი.

დანტროლენი (ინფუზია)

ვერაპამილის მიღებისა და დანტროლენის ინტრავენური შეყვანის შემდეგ ცხოველებში დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია ლეტალური შედეგით და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, ჰიპერკალიემიასთან ერთად. ჰიპერკალიემიის რისკის გამო, რეკომენდებულია კალციუმის არხების ისეთი ბლოკატორების, როგორიცაა ამლოდიპინი, ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ავთვისებიანი ჰიპერთერმიისადმი და რომლებიც იღებენ მკურნალობას ავთვისებიანი ჰიპერთერმიის გამო.

ამლოდიპინის გავლენა სხვა სამკურნალო პრეპარატებზე

ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აძლიერებს სხვა ისეთი სამკურნალო პრეპარატების შესაბამის ეფექტებს, რომლებსაც აქვთ ანტიჰიპერტენზიული თვისებები.

ტაკროლიმუსი

ტაკროლიმუსისა და ამლოდიპინის ერთდროულად გამოყენებისას ტაკროლიმუსის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება, თუმცა ამ ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების მექანიზმი ბოლომდე ცნობილი არ არის. ტაკროლიმუსის ტოქსიკური მოქმედების თავიდან ასაცილებლად ამლოდიპინის გამოყენება პაციენტებში მოითხოვს სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში ტაკროლიმუსის დოზის კორექტირებას.

რაპამიცინის სამიზნეინჰიბიტორები(mTOR) ძუძუმწოვრების უჯრედებში

mTOR ისეთი ინჰიბიტორები, როგორიცაა სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი, წარმოადგენენ იზოფერმენტ CYP3A4 - ის სუბსტრატებს. ამლოდიპინი არის იზოფერმენტ CYP3A4 - ის სუსტი ინჰიბიტორი. ამლოდიპინმა mTOR ინჰიბიტორებთან ერთდროულად მიღებისას, შეიძლება გაზარდოს mTOR ინჰიბიტორების კონცენტრაცია სისხლში.

ციკლოსპორინი

ციკლოსპორინისა და ამლოდიპინის ურთიერთქმედების კლინიკური კვლევები ჯანმრთელ მოხალისეებში ან პაციენტთა სხვა ჯგუფებში არ ჩატარებულა, გარდა ტრანსპლანტირებული თირკმლის მქონე პაციენტებისა (სადაც აღინიშნა ციკლოსპორინის ნარჩენი კონცენტრაციის ზრდა საშუალოდ 0%-დან 40%-მდე). უნდა განიხილებოდეს ციკლოსპორინის კონცენტრაციის მონიტორინგის შესაძლებლობა ამლოდიპინს მიმღებ თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში და, აუცილებლობის შემთხვევაში, ციკლოსპორინის დოზის შემცირება.

სიმვასტატინი

ამლოდიპინის 10 მგ და სიმვასტატინის 80 მგ მრავალჯერადი ერთდროული მიღება იწვევდა სიმვასტატინის კონცენტრაციის 77%-ით ზრდას შესაბამის კონცენტრაციასთან შედარებით სიმვასტატინის მონოთერაპიის დროს. სიმვასტატინის დოზა ამლოდიპინის მიმღებ პაციენტებში უნდა შეიზღუდოს 20 მგ-ით დღე-ღამეში.

კლინიკური ურთიერთქმედების კვლევებში, ამლოდიპინს არ მოუხდენია გავლენა ატორვასტატინის, დიგოქსინის ან ვარფარინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.

 

სიფრთხილის ზომები

ყველა ქვემოთ მოცემული გაფრთხილება, რომელიც დაკავშირებულია ცალკეული კომპონენტების გამოყენებასთან, ასევე ვრცელდება კომბინირებულ პრეპარატ ეკვატორზე ® .

ლიზინოპრილთანდაკავშირებულნი

სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია

სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია იშვიათად აღინიშნება გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ლიზინოპრილს, არტერიული ჰიპოტენზია უფრო სავარაუდოა, თუ პაციენტს დაქვეითებული აქვს მოცირკულირე სისხლის მოცულობა, მაგალითად, დიურეზულების, საკვები მარილის შემზღუდველი დიეტის, დიალიზის, დიარეის ან ღებინების ან მძიმე რენინ-დამოკიდებული ჰიპერტენზიის დროს ( იხ. ნაწილები „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“ და „გვერდითი მოქმედება“) . გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელსაც თან ახლავს ან არ ახლავს თირკმლის უკმარისობა, ადგილი ჰქონდა სიმპტომურ არტერიულ ჰიპოტენზიას. ნახსენები მოვლენა მეტადაა სავარაუდო გულის უფრო მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და წარმოადგენს მარყუჟოვანი დიურეზულების მაღალი დოზებით მიღების, ჰიპონატრიემიის ან თირკმლის ფუნქციური უკმარისობის შედეგს. მკურნალობის დასაწყისში და დოზის კორექციის დროს უნდა ჩატარდეს იმ პაციენტების გულდასმითი მონიტორინგი, რომლებიც იმყოფებიან სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების მომატებული რისკის ჯგუფში. იგივე რეკომენდაციები ვრცელდება გულის იშემიური დაავადების ან ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებშიც არტერიული წნევის ზედმეტმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა.

არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე და, საჭიროების შემთხვევაში, გაუკეთდეს ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. ხანმოკლე ჰიპოტენზიური რეაქცია არ წარმოადგენს ლიზინოპრილის შემდგომი გამოყენების უკუჩვენებას, რომლის გამოყენებაც, ჩვეულებრივ, შესაძლებელია არტერიული წნევის აღდგენისთანავე, მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდის შემდეგ.

გულის უკმარისობის მქონე ზოგიერთ პაციენტთან, ნორმალური ან დაბალი არტერიული წნევით, ლიზინოპრილის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისტემური არტერიული წნევის დამატებითი შემცირება. ნახსენები ეფექტი მოსალოდნელია და, როგორც წესი, არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას. თუ არტერიული ჰიპოტენზია კლინიკურად გამოხატული ხდება, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან ლიზინოპრილის მიღების შეწყვეტა.

არტერიული ჰიპოტენზია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს

ლიზინოპრილით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ვაზოდილატატორებით მკურნალობის შემდეგ აქვთ ჰემოდინამიკის შემდგომი სერიოზული გაუარესების რისკი. ესენი არიან პაციენტები ვწყ.სვ. 100 მმ ან უფრო დაბალი სისტოლური არტერიული წნევით ან კარდიოგენული შოკით. მიოკარდიუმის ინფარქტიდან პირველი 3 დღის განმავლობაში დოზა უნდა შემცირდეს, თუ სისტოლური არტერიული წნევა შეადგენს ვწყ.სვ.120 მმ ან უფრო დაბალია. შემანარჩუნებელი დოზები უნდა შემცირდეს 5 მგ-მდე ან, დროებით, 2.5 მგ-მდე, თუ სისტოლური არტერიული წნევა შეადგენს ვწყ. სვ.100 მმ ან უფრო დაბალია. არტერიული ჰიპოტენზიის შენარჩუნების შემთხვევაში (ვწყ.სვ. 90 მმ -ზე ნაკლები სისტოლური არტერიული წნევა ნარჩუნდება 1 საათზე მეტხანს) ლიზინოპრილი უნდა მოიხსნას .

აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი/ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

ისევე, როგორც აგფ-ის სხვა ინჰიბიტორები, ლიზინოპრილი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში მიტრალური სარქვლის სტენოზით და მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქციით, როგორიცაა აორტის სტენოზი ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი <80 მლ/წთ), ლიზინოპრილის საწყისი დოზა უნდა იქნას შერჩეული პაციენტის კრეატინინის კლირენსიდან გამომდინარე, ხოლო შემდეგ პაციენტის მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით. კალიუმის და კრეატინინის შემცველობის გეგმიური კონტროლი წარმოადგენს ასეთი პაციენტების მკურნალობის სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის ნაწილს.

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში აგფ ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყების შემდეგ არტერიულმა ჰიპოტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება. ასეთ შემთხვევებში შემოდიოდა ინფორმაცია თირკმლის მწვავე უკმარისობის შესახებ, რომელიც, ჩვეულებრივ, შექცევადია.

ზოგიერთ პაციენტს თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზით, რომლებიც ღებულობდნენ ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს, აღენიშნებოდათ სისხლში შარდოვანას და სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მატება, რაც, როგორც წესი, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ეს განსაკუთრებით მოსალოდნელია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. თანმხლები ვაზორენალური არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში არსებობს მძიმე არტერიული ჰიპოტენზიისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების მაღალი რისკი. ასეთ პაციენტებში მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, დაბალი დოზებით და დოზა უნდა გაიზარდოს ფრთხილად. ვინაიდან დიურეზულებით მკურნალობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების განვითარებას, მათი გამოყენება უნდა შეწყდეს, ხოლო თირკმლის ფუნქცია უნდა გაკონტროლდეს ლიზინოპრილით თერაპიის პირველი კვირების განმავლობაში.

ზოგიერთ არტერიულიჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს, რომლებსაც არ ჰქონდათ გამოხატული რენოვასკულური ჰიპერტენზია, აღენიშნებოდათ სისხლში შარდოვანასა და სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის მატება, ჩვეულებრივ, უმნიშვნელო და ტრანზიტორული, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ლიზინოპრილი ერთდროულად გამოიყენებოდა დიურეზულთან ერთად. ეს განსაკუთრებით მოსალოდნელია პაციენტებში, რომლებსაც მანამდე აღენიშნებოდათ თირკმლის უკმარისობა. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება და/ან დიურეზულის და/ან ლიზინოპრილის მოხსნა.

მიოკარდიუმისმწვავე ინფარქტის დროს ლიზინოპრილით მკურნალობა არ უნდა იქნას დაწყებული თირკმლის უკმარისობის ნიშნების მქონე პაციენტებთან, კერძოდ, სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციით 177 მკმოლ/ლ-ზე მეტი და/ან პროტეინურიით, რომელიც აღემატება 500 მგ/დღე-ღამეში. ლიზინოპრილით მკურნალობის დროს თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარების შემთხვევაში (სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია 265 მკმოლ/ლ-ზე მეტია ან მკურნალობამდე შესაბამისი მაჩვენებლის ორჯერ მეტია), ექიმმა უნდა განიხილოს ლიზინოპრილის მოხსნის მიზანშეწონილობა.

ჰიპერმგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება

მიღებისას, შემოდიოდა შეტყობინებები სახის, ხელებისა და ფეხების, ტუჩების, ენის, სახმო ღიობის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს, ლიზინოპრილის ჩათვლით. ანგიონევროზული შეშუპება შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დროს ნებისმიერ წუთში. ასეთ შემთხვევებში ლიზინოპრილი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას, დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა, უზრუნველყოფილ იქნას სამედიცინო დაკვირვება, რათა დავრწმუნდეთ, რომ პაციენტის გაწერამდე ყველა სიმპტომები გაქრა. ენის შეშუპების იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას თან არ ახლავს სუნთქვის უკმარისობა, პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ხანგრძლივი დაკვირვება, ვინაიდან ანტიჰისტამინური საშუალებებითა და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა შეიძლება არ იყოს საკმარისი.

ძალიან იშვიათად შემოდიოდა ინფორმაცია ლეტალური შედეგების შესახებ ანგიონევროზული შეშუპების გამო, რომელიც იყო დაკავშირებული ხორხის ან ენის შეშუპებასთან. პაციენტებს ენის, ხმოვანი ღიობის და ხორხის დაზიანებით შეიძლება განუვითარდეთ სასუნთქი გზების ობსტრუქცია, განსაკუთრებით იმ პაციენტებს, რომლებმაც ადრე გადატანილი აქვთ სასუნთქი გზების ოპერაცია. ასეთ შემთხვევებში მათ დაუყოვნებლივ უნდა აღმოუჩინოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ის შეიძლება მოიცავდეს ადრენალინის შეყვანას და/ან სასუნთქი გზების თავისუფალი გამტარობის შენარჩუნებას. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ სიმპტომების მთლიანად და სტაბილურად გაქრობამდე.

ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები ანგიონევროზულ შეშუპებას იწვევენ უფრო ხშირად ნეგროიდული რასის პაციენტებში, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენელ პაციენტებში.

პაციენტებს, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც არ იყო დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან, შეიძლება ჰქონდეთ ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკი აგფ ინჰიბიტორის მიღებისას (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).

აგფ ინჰიბიტორების საკუბიტრილთან/ვალსარტანთან ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებულ რისკთან დაკავშირებით. საკუბიტრილის/ვალსარტანის პირველი დოზა არ უნდა იქნას მიღებული ლიზინოპრილის ბოლო დოზის მიღებიდან 36 საათზე ადრე. ლიზინოპრილით მკურნალობა არ უნდა იქნას დაწყებული საკუბიტრილის/ვალსარტანის ბოლო დოზის მიღებიდან 36 საათზე ადრე (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

აგფ ინჰიბიტორების რაცეკადოტრილთან, mTOR-ის ინჰიბიტორებთან (მაგალითად, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი) და ასევე ვილდაგლიპტინთან ერთდროულად მიღებამ შეიძლება გაზარდოს ანგიონევროზული შეშუპების (მაგალითად, სასუნთქი გზების ან ენის შეშუპება, სუნთქვის უკმარისობით ან მის გარეშე) განვითარების რისკი (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“). აგფ ინჰიბიტორების მიმღებ პაციენტებში რაცეკადოტრილით, mTOR ინჰიბიტორებით და ვილდაგლიპტინით მკურნალობა უნდა დაიწყოს სიფრთხილით.

ანაფილაქტოიდური რეაქციები ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში

იყო შეტყობინებები ანაფილაქტოიდური რეაქციების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ დიალიზზე მაღალი ნაკადის, მაღალი გამტარობის დიალიზის მემბრანების გამოყენებით (მაგალითად, AN 69) და ერთდროულად იღებდნენ აგფ ინჰიბიტორს. ასეთ პაციენტებში უნდა იქნას განხილული დიალიზის მემბრანის სხვა ტიპის ან სხვა კლასის ჰიპოტენზიური პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობა.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ( დსლპ) აფერეზის დროს

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, დექსტრანის სულფატით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) აფერეზის დროს იშვიათ შემთხვევებში წარმოექმნებოდათ სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები. ეს რეაქციები თავიდან აცილებული იქნა აგფ ინჰიბიტორის დროებითი მოხსნით თითოეული აფერეზის პროცედურის წინ.

დესენსიბილიზაცია

პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს ჰიმენოპტერის(მაგალითად, Hymenoptera-venom) შხამით დესენსიბილიზაციის დროს, ვითარდება მდგრადი ანაფილაქტოიდური რეაქციები. ასეთ პაციენტებში ანაფილაქტოიდური რეაქციების პრევენცია ხდებოდა აგფ ინჰიბიტორების დროებით მოხსნით და ხელახლა ვითარდებოდა ამ სამკურნალო საშუალების შემთხვევითი მიღების შემდეგ.

ღვიძლის უკმარისობა

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას თან ახლდა სინდრომი, რომელიც იწყება ქოლესტაზური სიყვითლით, პროგრესირებდა ფულმინანტურ ნეკროზამდე და (ზოგჯერ) იწვევდა ლეტალურ შედეგს. ამ სინდრომის განვითარების მექანიზმი გაურკვეველია. პაციენტებმა, რომლებსაც ლიზინოპრილის მიღების ფონზე უვითარდებათ სიყვითლე ან მნიშვნელოვნად მომატებული აქვთ „ღვიძლის“ ფერმენტების აქტივობა, უნდა შეწყვიტონ ლიზინოპრილის მიღება და იმყოფებოდნენ შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი

აგფ ინჰიბიტორების მიმღებ პაციენტებში აღინიშნა ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია და ანემია. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში და სხვა დამამძიმებელი ფაქტორების არარსებობის შემთხვევაში ნეიტროპენია იშვიათად ვითარდება. ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი შექცევადია და ქრება აგფ ინჰიბიტორის მოხსნის შემდეგ.

ლიზინოპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, იმუნოდეპრესანტებით მკურნალობისას, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობისას, ან ამ დამამძიმებელი ფაქტორების კომბინაციის დროს, განსაკუთრებით მანამდე არსებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს. ზოგიერთ ამ პაციენტს განუვითარდა სერიოზული ინფექციური დაავადებები, რომლებიც ზოგჯერ არ ექვემდებარებოდა ინტენსიურ ანტიბიოტიკოთერაპიას. ლიზინოპრილით მკურნალობის დროს ასეთი პაციენტებისათვის რეკომენდებულია პერიოდულად ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევები (სისხლის ანალიზი ლეიკოციტარული ფორმულის გამოთვლით) და მიეცეთ გაფრთხილება ინფექციური დაავადების პირველი ნიშნების შესახებ ექიმისთვის შეტყობინების აუცილებლობის შესახებ.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (RAAS) ორმაგი ბლოკადა

დამტკიცებულია, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული მიღება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის) რისკს. ამრიგად, აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული მიღების მეშვეობით რაას-ის ორმაგი ბლოკადა რეკომენდებული არ არის (იხ. ნაწილები „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“ და „ფარმაკოდინამიკა“).

რაას-ის ორმაგი ბლოკადის უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში პრეპარატების მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, თირკმლის ფუნქციის, სისხლში ელექტროლიტების შემცველობისა და არტერიული წნევის მონიტორინგით.

აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

რასა

ნეგროიდული რასის პაციენტებში ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები უფრო ხშირად იწვევენ ანგიონევროზულ შეშუპებას, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლებში.

სხვა აგფ ინჰიბიტორების მსგავსად, ლიზინოპრილი ნეგროიდული რასის პაციენტებში შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს არტერიული წნევის დაწევასთან მიმართებაში, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლებში, რაც, შესაძლოა, განპირობებულია იმით, რომ ნეგროიდული რასის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში რენინის დაბალი შემცველობა უფრო მაღალი სიხშირით გვხვდება.

ხველა

აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას შემოდიოდა შეტყობინებები ხველის შესახებ. ხველა, ჩვეულებრივ, არაპროდუქტიულია, პერსისტირებადია და ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ხველა, რომელიც ინდუცირებულია აგფ ინჰიბიტორით, გათვალისწინებული უნდა იქნას ხველის დიფერენციალური დიაგნოზის დროს.

ქირურგიული ჩარევა/ანესთეზია

პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ ფართო ოპერაციული ჩარევა ან საერთო ანესთეზიისას პრეპარატებით, რომლებიც იწვევენ არტერიულ ჰიპოტენზიას, ლიზინოპრილმა შეიძლება დაბლოკოს ანგიოტენზინ II- ის წარმოქმნა რენინის კომპენსატორული გამოტყორცნის შემდეგ. თუ არტერიული ჰიპოტენზია ვითარდება ზემოთ აღნიშნული მექანიზმის შედეგად, კორექცია შეიძლება განხორციელდეს მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდით.

ჰიპერკალიემია

აგფ ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიონ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მომატება, რადგან ისინი ბლოკავენ ალდოსტერონის გამოყოფას. როგორც წესი, ეს ეფექტი არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. ამისდამიუხედავად, თირკმლის უკმარისობის, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კალიუმის შემცველი კვების დანამატებს, კალიუმის დამზოგავ დიურეზულებს (მაგალითად, სპირონოლაქტონს, ტრიამტერენს ან ამილორიდს), და, პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა (მაგალითად, ჰეპარინი, ტრიმეტოპრიმი ან კომბინირებული პრეპარატი კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილი დასახელებით ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლი, და ასევე განსაკუთრებით, ალდოსტერონის ანტაგონისტები ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები) შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერკალიემია. კალიუმის დამზოგავი დიურეზულები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს. ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სისხლის შრატში კალიუმის შემცველობისა და თირკმლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი (იხ. განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს, რომლებიც იღებენ პერორალურად ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს ან ღებულობენ ინსულინს, აგფ ინჰიბიტორით მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში უნდა ჩაუტარდეს გლიკემიის გულდასმითი კონტროლი (იხ. ნაწილი "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან").

ლითიუმის პრეპარატები

როგორც წესი, არ არის რეკომენდებული ლითიუმისა და ლიზინოპრილის პრეპარატების კომბინაცია (იხ. განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

ორსულობა

ორსულობის დროს აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის დაწყება არ შეიძლება. თუ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის გაგრძელება საჭიროდ ჩაითვლება, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა იქნან გადაყვანილნი ალტერნატიულ ჰიპოტენზიულ პრეპარატებზე, რომლებსაც ორსულობის დროს გამოყენებისთვის ცნობილი უსაფრთხოების პროფილი აქვთ. ორსულობის დადასტურების შემთხვევაში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და, აუცილებლობის შემთხვევაში, დაიწყოს ალტერნატიული მკურნალობა (იხ. ნაწილები "უკუჩვენებები" და "გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ").

ამლოდიპინთან დაკავშირებული:

ამლოდიპინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ჰიპერტონული კრიზის დროს დადგენილი არ არის.

გულის უკმარისობა

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ამლოდიპინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების (ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის NYHA-ს, კლასიფიკაციის III და IV კლასი) მონაწილეობით ჩატარებულ ხანგრძლივ პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, პაციენტების ჯგუფში, რომლებიც ღებულობდნენ ამლოდიპინს, ფილტვის შეშუპება დარეგისტრირდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს მიმღებ ჯგუფში (იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკა“).

კალციუმის არხების ბლოკატორები, მათ შორის ამლოდიპინი, სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან მათ შეიძლება გაზარდონ მომავალში გულ-სისხლძარღვთა გართულებებისა და სიკვდილიანობის რისკი.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნება ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება და AUC მაჩვენებლები იზრდება, თუმცა შესაბამისი დოზირების რეკომენდაციები არ არის შემუშავებული. ამიტომ, ამლოდიპინის მიღება უნდა დაიწყოს დოზირების დიაპაზონში ყველაზე დაბალი დოზით: და მკურნალობის დაწყებაც და დოზის გაზრდაც უნდა განხორციელდეს სიფრთხილით. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ დოზის ნელი ზრდა და გულდასმითი დაკვირვება.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზა უნდა გაიზარდოს სიფრთხილით (იხ. ნაწილები „მიღების წესი და დოზები“ და „ფარმაკოკინეტიკა“).

თირკმლის უკმარისობა

ასეთ პაციენტებში ამლოდიპინის დანიშვნა შესაძლებელია ჩვეულებრივი დოზებით. სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილებები არ კორელირებს თირკმლის უკმარისობის ხარისხთან. ამლოდიპინი არ გამოიყოფა დიალიზით.

პრეპარატ ეკვატორთან ® დაკავშირებული

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ „პრეპარატი არ შეიცავს ნატრიუმს“.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ლიზინოპრილთან დაკავშირებული

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას გასათვალისწინებელია თავბრუსხვევის ან დაღლილობის შესაძლო განვითარება.

ამლოდიპინთან დაკავშირებული

ამლოდიპინმა შეიძლება მოახდინოს უმნიშვნელო ან საშუალო დონის გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, თუ პაციენტებს ამლოდიპინის მიღების დროს აღენიშნებათ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა ან გულისრევა. შესაძლოა დაირღვეს რეაქციის უნარი.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, პრეპარატ ეკვატორმა ® შესაძლოა გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე (განსაკუთრებით პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში).

შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ/პე/პვდქ – ალუმინის ფოლგა).

1, 3 ან 6 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ნესტისგან დასაცავად.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

ეკვატორი® ტაბლეტები , 10 მგ/5 მგ:

4 წელი.

ეკვატორი ® ტაბლეტები, 20 მგ/5 მგ:

3 წელი.

ეკვატორი ® ტაბლეტები , 20 მგ/10 მგ:

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინფორმაცია მწარმოებ ელზე

ღსს „გედეონ რიხტერი“

1103 ბუდაპეშტი, დიომროის ქ. 19-21, უნგრეთი

ნებისმიერი ინფორმაციისთვის პრეპარატოს შესახებ, ასევე პრეტენზიების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს :

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში

მისამართი : საქართველო, 0160, ქალ. თბილისი. ს. კანდელაკის ქ.№8

ტელეფონი: +995-322-37-11-00

ელექტრონული მისამართი: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში

მისამართი : ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 7340025 ქალ. დუშანბე, რ-ნი ისმაილი სომონი,

რუდაკის პრ-ტი 127, შპს „რუდაკი პლაზა“ მე-5 სართული, ოფისი 507, 508

ტელეფონი: +992-44-603-33-36

ელექტრონული მოსამართი: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა თურქმენეთში

მისამართი: თურქმენეთი, 744036 ქალ. აშხაბადი, ათათურქის ქ., ს.82, ბიზნეს-ცენტრი ბერკარარი, Е-6

ტელეფონი: +993-12-46-82-11

ელექტრონული მისამართი: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა მონღოლეთში

მისამარტი: მონღოლეთი, ქალ. ულან-ბატორი, რაიონი ხან-უულ, 11 ქვერაიონი, სტადიონი ორგილ (17012), დიდი მონღოლური სახელმწიფოს ქუჩა, ს. 118, ბინა 200/1

ტელეფონი: +976-70-11-40-02

ელექტრონული მისამართი : [email protected]