ულტრაპროქტი #10 სუპოზ

ულტრაპროქტი #10 სუპოზ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ცინხოკაინი+ფლუოკორტოლონი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 6343
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სავაჭრო დასახელება:
ულტრაპროქტი

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება:
არ გააჩნია.

სამკურნალწამლო ფორმა
რექტალური სანთლები

აღწერა
მოყვითალო-თეთრი სანთლები, გლუვი ზედაპირით

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბუასილის და ანალური ნაპრალის სამკურნალო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ATC kodi: C05AX03

შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ფლუოკორტოლონის პივალატი 0,612მგ, ფლუოკორტოლონის ჰექსანოატი 0,630მგ, ცინქოკაინის ჰიდროქლორიდი 1,0მგ.
დამხმარე ნივთიერება: მყარი ცხიმი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ულტრაპროქტი - კომბინირებული პრეპარატი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, ადგილობრივ საანესთეზიო ეფექტს. შემადგენლობაში შედის ფლუორკორტოლონი ორი ფორმით, რაც უზრუნველყოფს მოქმედების სწრაფ დაწყებას და ხანგრძლივ მოქმედებას. ფლუორკორტოლონი ადგილობრივი გამოყენებისას ხელს უშლის ნეიტროფილების ერთ მხარეს დაგროვებას, რაც იწვევს ანთებითი ექსუდატის შემცირებას და ლიმფოკინების პროდუქციის შემცირებას, მაკროფაგების მიგრაციის შეჩერებას, ინფილტრაციის და გრანულაციის პროცესების შემცირებას. ცინქოკაინი ახდენს ადგილობრივ საანესთეზიო მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა
ადამიანებში და ცხოველებში რადიოაქტიური იზოტოპებით გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატის გამოყენებისას, შარდში და განავალში ისაზღვრება შეყვანილი დოზის მხოლოდ 1/5.
ფლუოკორტოლონის ჰექსანოატი შეიწოვება მნიშვნელოვნად უფრო ნელა ვიდრე პივალატი, ეს უზრუნველყოფს პრეპარატის ორფაზიან მოქმედებას (მოქმედების სწრაფი დაწყება და ხანგრძლივი ეფექტი). ფლუოკორტოლონის მეტაბოლიზმი და ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იყო პერორალური შეყვანის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 50 წუთს. გამოყოფის ძირითადი გზაა თირკმლის სისტემა.

გამოყენების ჩვენება
-ბუასილი
-ზედაპირული ანალური ნაპრალები
-პროქტიტი

გამოყენების მეთოდი და დოზები
ულტრაპროქტის გამოყენებამდე უნდა გასუფთავდეს ანალური მიდამო. უკეთესია პრეპარატის გამოყენება დეფეკაციის შემდეგ. ჩვეულებრივ საჭიროა დღეში ერთი სანთლის გამოყენება, სწორ ნაწლავში ღრმად შეყვანით. მძიმე ფორმისას პირველ დღეს შეყავთ ერთი სანთელი ორჯერ ან სამჯერ. თუ სითბოს ზემოქმედებით სანთლები დარბილდება ისინი უნდა მოათავსონ ცივ წყალში შეფუთვის მოხსნის გარეშე. მაშინ ისინი დაიბრუნებენ პირვანდელ კონსისტენციას. ულტრაპროქტის მიღების დაწყების შემდეგ ჩვულებრივ დგება სწრაფი გაუმჯობესება, მაგრამ ეს არ უნდა წარმოადგენდეს მკურნალობის ძალიან სწრაფად შეწყვეტის საფუძველს. რეციდივის თავიდან აცილების მიზნით პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს კიდევ მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში თუმცა უფრო ნაკლები სიხშირით (1-ჯერ დღეში) სიმპტომების სრული გაქრობის შემთხვევაშიც კი. თუმცა მკურნალობის ხანგრძლივობამ შესაძლებლობის შემთხვევაში არ უნდა გადააჭარბოს 4 კვირას.
გამოყენება ბავშვებში: კლინიკური მონაცემების ნაკლებობის გამო რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციების განვითარება: წვა, კანის ქავილი, პირის სიმშრალე.
აღწერილია სენსიბილიზაციის შემთხვევები სამკურნალო საშუალების ერთი ან რამდენიმე კომპონენტის მიმართ, განსაკუთრებით ცინქოკაინის მიმართ წინასწარგანწყობილ პირებში. აქტიური კომპონენტების დაბალი დოზების გამო, რომელსაც შეიცავს სამკურნალო საშუალება, სისტემური აბსორბციის სიმპტომების განვითარება ნაკლებსავარაუდოა. შეწოვის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სისტემური ხასიათის კორტიკოსტეროიდების კლასიკური გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი ძალიან სუსტადაა გამოხატული.
ხანგრძლივი (4 კვირაზე მეტი) გამოყენებისას არ შეიძლება ადგილობრივი თანხმლები სიმპტომების გამორიცხვა, როგორიცაა კანის ატროფია.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კანის ადგილობრივი რეაქციების განვითარება.

უკუჩვენება
-ტუბერკულოზური ან სიფილისური პროცესები პრეპარატის შეყვანის ადგილას.
-ვირუსული დაავადებები (ვაქცინალური დაავადება, ჩუტყვავილა).
-ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.


განსაკუთრებული მითითებები
სოკოვანი ინფექციების არსებობისას აუცილებელია შესაბამისი დამატებითი მკურნალობა. თავიდან უნდა აიცილონ ულტრაპროქტის შემთხვევითი კონტაქტი თვალებთან.
გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია ხელების ინტენსიური დაბანა.
გარეგანი გამოყენებისთვის განკუთვნილი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სენსიბილიზაცია. ამ შემთხვევაში აუცილებელია მოცემული საშუალების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. სანთლების ადგილობრივი გამოყენებისას დაზიანებული კანის არეში, კორტიკოსტეროიდები, შეიძლება შეიწოვოს სისტემური ხასიათის გვერდითი მოვლენების გამოსაწვევად საკმარისი რაოდენობით.

ჭარბი დოზირება
ფლუოკორტოლონის და ცინქოკაინის ჰიდროქლორიდის რთული ეთერების მწვავე ტოქსიკურობის კვლევის შედეგების მიხედვით, ნაკლებსავარაუდოა მწვავე ინტოქსიკაცია ულტრაპროქტის რექტალურად ერთჯერადად გამოყენებისას შემთხვევითი ჭარბი დოზირების შემთხვევაშიც კი. პრეპარატის შემთხვევით ორალურად მიღებისას სავარაუდოა პირველ რიგში ცინქოკაინის ჰიდროქლორიდის სომატური ხასიათის გვერდითი მოვლენების განვითარება, რომლებიც დოზის მიხედვით შეიძლება გამოვლინდეს როგორც მძიმე გულ-სისხლძარღვთა სიმპტომები (დაქვეითება გულის ფუნქციის გაჩერებამდეც) და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევის სიმპტომები (კრუნჩხვები, შეჩერება სუნთქვის ფუნქციის გაჩერებამდეც).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებზე გლუკოკორტიკოსტეროიდების გავლენის ექსპერიმენტულმა კვლევამ აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ იმ ქალების ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ სისტემურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში არსებობს სასის ნაპრალის განვითარების მომატებული რისკი.
სამკურნალო საშუალება ულტრაპროქტი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში. მეორე და მესამე ტრიმესტრში სამკურნალო საშუალება უნდა გამოიყენონ სიფრთხილით და ჩვენების მიხედვით რისკის და სარგებლის შეფარდების გათვალისწინებით.
სამკურნალო საშუალების კომპონენტების ლაქტატში შეღწევის შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე
არ მოქმედებს.

ვარგისობის ვადა
3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები
2-8°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
5 სანთელი პოლიეთილენით ლამინირებულ ალუმინის სტრიპში. 2 სტრიპი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე

განმცხადებელი ფირმის/მწარმოებლის დასახელება, მისამართი
ინტენდის გმბჰ
მაქს-დორნ-შტრასსე 10, 10589 ბერლინი, გერმანია
ინტენდინს მანუფაქტურინგ ს.პ.ა
ე. შერინგის ქუჩა 21, 20090 სეგრატე (მილანი), იტალია.