პროსტაკაფსი #30კაფს

პროსტაკაფსი #30კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 63027
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პროსტაკაფსი - უნიკალური მცენარეული პრეპარატი მამაკაცებისთვის ექსკლუზიურად ევროფარმა ჯორჯიასგან !

პროსტაკაპსი შემავალი მცენარეების კომბინაცია სპეციალურად იქნა შერჩეული მამაკაცებისთვის შარდ-სასქესო ინფექციების და პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობისთვის.

პალმის ხის ექსტრაქტი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინ E-ს და ბეტა-კაროტენს. იგი მოქმედებს როგორც დიურეტიკი და გამოირჩევა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით, მისი უნიკალური თვისებების გამო გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ და პროსტატის ჰიპერპლაზიის სიმპტომების შესამცირებლად.

ჯერ კიდე 1970 წელს ამერიკაში დაიწყო კვლევა ლიკოპინის ეფექტურობის და უსაფრთხოების დასადგენად, კვლევებმა დაადასტურა რომ იგი მოქმედებს უჯრედის დნმ ის დონეზე, ახდენს პროსტატის სიმსივნის პრევენციას და სიმსივნის შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებს სიმპტომებს და სიმსივნის პროგრესს.

ჭინჭრის ფესვების ექსტრაქტი გამოირჩევა დიურეზული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიჰისტამინური ეფექტით და ეფექტურად გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ. ცდებმა დაადასტურა რომ მისი მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს პროსტატის ჰიპერპლაზიის სიმპტომებს (პროსტატა მცირდება ზომაში და შარდვა უმჯობესდება) და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

დათვის კენკრის ექსტრაქტი გამოირჩევა ძლიერი დიურეზული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით, აუმჯობესებს ცირკულაციას თირკმელებში და მილაკების ფუნქციას.

გოგრის თესლის ზეთი შეიცავს უამრავ ისეთ სასარგებლო ნივთიერერბებს როგორიც არის აუცილებელი ცხიმოვან მჟავები, მაგნიუმი, თუთია და გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, მნიშვნელოვნად ამცირებს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეულ სიმპტომებს და აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციას. გოგრის თესლში შემავალი ნივთიერებები ხელს უშლიან თირკმელში კენჭის წარმოქმნას (ამცირებენ ისეთ ნივთიერებებს რომლებიც ხელს უწყობენ მის წარმოქმნას და ზრდიან ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლიან მის წარმოქმნას), აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და გააჩნიათ დიურეზული მოქმედება. გოგრის თესლის ზეთი მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას და გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

თუთია მნიშვნელოვანია უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, იგი უჯრედის სტრუქტურული ნაწილია, გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს იმუნური სსიტემის ფუნქციონირებას. თუთიას თანამედროვე მედიცინაში ექიმები აქტიურად იყენებენ შარდ-სასქესო გზების ინფექციების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, იგი აუმჯობესებს ეპუთელიალური უჯრედების რეპარაციას და მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, არეგულირებს მეტაბოლიზმს , მნიშვნელოვნად ამცირებს კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზიის სიმპტომებს და პაციენტის მდგომარეობას.

სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტია, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და სისხლის მიმოქცევას, მნიშვნელოვანია ფერმენტების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ჩატარებულმა გამოკვლევებმა დადასტურა რომ სელენი მნიშვნელოვნად ამცირებს პროსტატის ჰიპერპლაზიით გამოწვეულ სიმპტომებს.

პროსტაკაპსი ევროპული ხარისხი, გარანტირებული სწრაფი შედეგი და აბსოლიტური უსაფრთხოება !

პროსტაკაფსი გაიცემა ურეცეპტოდ!