ნეიროსტატი 50მლ პერორ/წვ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ნეიროსტატი 50მლ ფლ
შემადგენლობა
2 მლ პერორალურად მისაღები წვეთები (40 წვეთი)
აქტიური ნივთიერებები:
კუნელის ექსტრაქტი (Hawthorn extract) 32,6 მგ
ვალერიანის ექსტრაქტი (Valeriana off. extract) 10,2 მგ
მელისას ექსტრაქტი (Lemon Balm extract) 30 მგ
კალციუმის ლაქტატი 33 მგ
მაგნიუმის თიოსულფატი 6,7 მგ
დამხმარენივთიერებები:
ლაქტოზა, მარწყვის არომატიზატორი, დეიონიზირებული წყალი.
აღწერა: გამჭვირვალე ხსნარი.
ფარმაკოლოგიურიჯგუფი
სედატიური მოქმედების ფიტოპრეპარატი მინერალებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნეიროსტატი – წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაში შედის სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტები და მინერალები. ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას. კუნელი აუმჯობესებს გულის მუშაობას, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, იწვევს არტერიული წნევის ნორმალიზაციას. ვალერიანის ექსტრაქტი ახდენს სედატიურ და ტრანქვილიზურ მოქმედებას, არეგულირებს გულის მუშაობას და ძილის ციკლს, აქვს სპაზმოლიზური და ნაღველმდენი მოქმედება. ზრდის საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს და ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზაციას. მელისა ახდენს სედატიურ, ჰიპოტენზიურ, სპაზმოლიზურ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას. კალციუმი იწვევს გულის მუშაობის ნორმალიზაციას, მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში და სისხლის შედედების პროცესში. მაგნიუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, განაპირობებს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ჩვენებები
- გაღიზიანებადობა, შფოთვა და მომატებული აგზნებადობა
- ნევროზისმსგავსი მდგომარეობები სკოლის ასაკის ბავშვებში
- ძილის დარღვევა
- ნეიროცირკულაციური დისტონია
- გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ფუნქციონარული დარღვევები, რითმის დარღვევა (ტაქიკარდია)
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები
უკუჩვენებები
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია)
გვერდითი მოვლენები
არ არის გამოვლენილი.
ორსულობა და ლაქტაცია
კვლევები ორსულობისა და და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ არ არსებობს.
დოზირების რეჟიმი
|
ასაკი |
როგორც დამამშვიდებელი |
ძილის დარღვევისას |
|
0-2 წელი |
4-6 წვეთი 1-2 ჯერ |
10-12 წვეთი ძილის წინ |
|
2-6 წელი |
8-10 წვეთი 2-3 ჯერ |
15-20 წვეთი ძილის წინ |
|
6 წლის მაღლა და მოზრდილები |
10-15 წვეთი 2-3 ჯერ |
30-40 წვეთი ძილის წინ |
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ნეიროსტატი სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ ურთიერთქმედებს
გამოშვების ფორმა
პერორალუდ მისაღები წვეთები 50მლ შუშის ფლაკონში.
მუყაოს კოლოფში მოთავსებული 1 ფლაკონი და პიპეტი.
შენახვის წესი
ინახება ოთახის ტემპერატურაზე , მშრალ და ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
24 თვე
გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Helba Pharmaceuticals Inc. Co., Turkey
მწარმოებელი
Merkez Laboratory Pharmaceutical and Trade Co., Turkey










