ვიადორი 150მლ საბავ.სიროფი

ვიადორი 150მლ საბავ.სიროფი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 62784
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ვიადორი
VIADOR
სავაჭრო დასახელება
ვიადორი, VIADOR

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
-

წამლის ფორმა
სიროფი.
აღწერილობა: ღია ყვითელი – ნარინჯისფერი სითხე ხილის სურნელით.

შემადგენლობა
150მლ სიროფი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
წყლის წიწმატის სითხოვანი ექსტრაქტი 1.200გ
ნაღველას სითხოვანი ექსტრაქტი 0.048გ
ვარდკაჭაჭას სითხოვანი ექსტრაქტი 0.048გ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატის ჰიდრატის ფორმით) 7.875მგ
დამხმარე ნივთიერებები: მალტიტოლი, გლიცერინი, კალიუმის სორბატი, არომატიზატორი “გარგარი”, ყვითელი სანსეტი გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი
-

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
-

ფარმაკოთერაპიული თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ვიადორი – კომბინირებული მცენარეული პრეპარატია, რომელიც აუმჯობესებს მადას კუჭ-ნაწლავის სეკრეციის სტიმულაციის გზით. მოქმედების მექანიზმს განსაზღვრავს პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები. ვიადორის მცენარეული ექსტრაქტები ავლენენ სინერგისტულ მოქმედებას. აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და ხელს უწყობენ მონელებას. წყლის წიწმატის ექსტრაქტი - შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს, რომელიც აუმჯობესებს მონელების პროცესს დისპეფსიის დროს, ავლენს ანტიჰისტამინურ ეფექტს და იწვევს მადის მომატებას.
ნაღველას ექსტრაქტი - აუმჯობესებს მადას და ხელს უწყობს მონელებას. ვარდკაჭაჭას ექსტარქტი - ასტიმულირებს მადას და ხსნის დისპეფსიურ მოვლენებს. ავლენს ნაღველმდენ და შარდმდენ მოქმედებას. შეიცავს ინულინს, რომელიც არეგულირებს ნაწლავური ფლორის შემადგენლობას.
მანგანუმი - არეგულირებს რკინის ათვისებას. წარმოადგენს მთავარ კატალიზატორს გლუკოზისა და ცხიმების მეტაბოლიზმში. Uზრუნველყოფს მათ ენერგიად გარდაქმნას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ - ვიადორის თერაპიული ეფექტი განპირობებულია მისი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით, ამიტომ კლინიკური ფარმაკოკინეტიკური დაკვირვებების წარმოება შეუძლებელია;

გამოყენების ჩვენებები:
ვიადორი განკუთვნილია ბავშვებისთვის, შემდეგი ჩივილებით:
- უმადობა;
- მონელების დარღვევა;
- დისპეფსია;

გამოყენების წესი და დოზები
სიროფი ვიადორი მიიღება შიგნით 5მლ/10კგ წონაზე საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე დღეში 2-ჯერ. შესაძლებელია მცირე რაოდენობით სითხეში შერევა. არ არის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის – 20მლ გადაჭარბება. სიროფის დოზირებისთვის გამოიყენება საზომი ჭიქა 2.5მლ-ის, 5მლ-ის, 10მლ-ის, 15მლ-ის, 20მლ-ის შესაბამისი გრადუირებით. Mმურნალობის კურსი და ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისკომპონენტების მიმართ;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები ბავშვებში – გასტრიტი, დუოდენური წყლული;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- 1 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოქმედება
პრეპარატი კარგად გადაიტანება. რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს გულისრევა, ალერგიული რეაქციები. პრეპარატის გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით მიიღება ქოლგისებრთა ოჯახის მცენარეებზე ალერგიის შემთხვევაში. გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
პრეპარატი განკუთვნილია ბავშვთა ასაკში მისაღებად. ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე პრეპარატის ზემოქმედება შესწავლილი არ არის.


გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.

ჭარბი დოზირება
ვიადორის დოზის გადაჭარბების შესახებ შეტყობინება არ დაფიქსირებულა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა.

გამოშვების ფორმა.
შიგნით მისაღები 150მლ სიროფი ყვითელ მინის ფლაკონში с навинчивающейся защитной крышкой.. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასა და საზომ ჭიქასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობისვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის მფლობელია კომპანია
“როტაფარმი”, დიდი ბრიტანეთი
(“ROTAPHARM”, GREAT BRITAIN).

"როტაფარმ ილაჩლარი ლიმიტედ შირკეტი" თურქეთი
(„ROTAPHARM“, TURKEY).
დამზადებულია:
"ფარმამაგ ამბალაჟ სანაი ვე ტიჯარეტ ა.შ." თურქეთი
(ავჯილარ ილჰესი, ბაგლარიჩი ჯადესი #14, კატ: 2, სტამბული)
"Farmamag Ambalaj Sanayi ve Ticaret A.S.", Turkey.