ზინგიბერი #30ტ

ზინგიბერი #30ტ

39.90 ლარი
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: ფარმაცი ლაბორატორიის ***
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კოჭა+ვიტ.ბ6
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 62527
გააზიარე:

 

ზინგიბერი #30

შემადგენლობა
კოჭას ფესვების ექსტრაქტი 75მგ (375მგ მშრალი ფხვნილი),
ვიტამინ B6 5მგ.

ფარმაკოლოგიურითვისებები
ზინგიბერში შემავალი კოჭასექსტრაქტის (Zingiber officinale) ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია H1 ჰისტამინური, M ქოლინორეცეპტორების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული 5-HT-3 სეროტონინული რეცეპტორების და ასევე დოფამინური D-2 რეცეპტორების ბლოკირებით. შესაბამისად კოჭას ექსტრაქტს გააჩნია პროკინეტიკური, ანტიქოლინერგული, ანტინეიროკინეტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება:
• ხსნის გულისრევას და ღებინებას;
• ზრდის საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს;
• აჩქარებს კუჭ-ნაწლავის შიგთავსის დაცლას;
• ამცირებს გასტროდუოდენალურ რეფლუქსს;
• ხსნის ყაბზობას და მეტეორიზმს;
• ხსნის ანთებას და ტკივილს.

ზინგიბერში შემავალ კოჭას ექსტრაქტს გააჩნია ციტოპროტექტორული ეფექტი, როგორც ნეფროტოქსიკურობის, ისე ტესტიკულარული ტოქსიკურობის საწინააღმდეგოდ, რითაც ამცირებს რადიო- და ქიმიოთერაპიით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს.
კოჭა არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს და არ ზემოქმედებს ჰიპოფიზზე, არ იწვევს გვერდით მოვლენებს ექსტრაპირამიდული დარღვევების სახით.
ოსტეო- და რევმატოიდული ართრიტების დროს ანთების ჩამოყალიბების მექანიზმში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროსტაგლანდინ E2-ის (PGE2) დონის მომატებას.
გარდა ამისა, ოსტეო- და რევმატოიდული ართრიტების დროს სინოვიალურ სითხეში, გროვდება 5-ლიპოოქსიგენაზას პროდუქტები ლეიკოტრიენები C4, E4 და D4, რომლებიც თავის მხრივ კიდევ უფრო აძლიერებენ სახსრის დაზიანებას.

ზინგიბერში შემავალი კოჭას ბიოაქტიური კომპონენტები მოქმედებენ ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, ისინი სელექციურად ახდენენ ანთების გამომწვევი პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას მხოლოდ COX2-ის ინჰიბირებით და არ მოქმედებენ COX1-ზე, რომელთა საშუალებითაც სინთეზირდება ლორწოვანი გარსის დამცავი ფუნქციის მქონე პროსტაგლანდინები. ამიტომ ზინგიბერში შემავალი კოჭა არ იწვევს იმ არასასურველ გვერდით მოვლენებს, რაც ახასიათებს  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს.
მეორე მხრივ, ზინგიბერის შემადგენლობაში შემავალი აქტიური კომპონენტები თრგუნავენ 5-ლიპოოქსიგენაზას სინთეზს და შესაბამისად მცირდება ანთების გამომწვევი ლეიკოტრიენების რაოდენობა.
ზინგიბერს, ანთების გამომწვევ მედიატორებზე ორმაგი ზემოქმედების და კუჭის ლორწოვანზე ციტოპროტექტორული მოქმედების გამო,  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისგან განსხვავებით, გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის გაღიზიანების გარეშე.

 

ზინგიბერისფარმაკოლოგიურიმოქმედებისშედარება  ანთებისსაწინააღმდეგოარასტეროიდულსაშუალებებთან
ზინგიბერისგან განსხვავებით  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები აინჰიბირებენ, როგორც COX2, ასევე COX1 რეცეპტორებს, შესაბამისად ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გარდა, ვლინდება არასტეროიდების არასასურველი გვერდითი ეფექტები: კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ასაკიან პაციენტებში -ნეფროტოქსიკურობა.

 

ზინგიბერში შემავალი ვიტამინ B6 (Pyridoxine) - წარმოადგენს ლიპიდების, ნახშირწყლების და ამინომჟავების მეტაბოლიზმის კოფაქტორს. მონაწილეობას ღებულობს: ჰორმონალური აქტივობის კონტროლში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხსნის გულისრევის შერძნებას, ამცირებს დაღლილობას და იცავს ორგანიზმს გამოფიტვისაგან.

 

ჩვენებები

• ნებისმიერი გენეზის გულისრევა და ღებინება (მოგზაურთა, ვირუსული, ინფექციური, ტოქსიური, ქიმიოთერაპიის შემდგომი);
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები;
• საყლაპავის რეფლუქსი;
• ზღვისა და ჰაერის დაავადება;
• ოსტეოართრიტი;
• რევმატოიდული ართრიტი;
• ართროზი;
• სპონდილოზი;
• ფიბრომიალგია;
• მიალგია;
• შაკიკი;
• ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული  საშუალებების აუტანლობა.

 

ზინგიბერისდოზირებადამიღებისწესი
1 ტაბლეტი ზინგიბერი შეიცავს 75 მგ კოჭას ექსტრაქტს, რაც უტოლდება 375მგ კოჭას მშრალ ფხვნილს.
მოზრდილებში:
დისპეპსიური სიმპტომების მოსახსნელად 1 ტაბლეტი ჭამამდე 15წთ-ით ადრე 3-ჯერ დღეში, სადღეღამისო დოზა - 3 ტაბლეტი (225 გ ექსტრაქტი, რაც შეესაბამება 1125მგ მშრალ ფხვნილს).
მგზავრობის წინ ერთი საათით ადრე 1 ტაბლეტი.

პედიატრია:

ასაკი

ტაბლეტი

ჯერადობადღე-ღამეში

2-3 წლამდე

1/4

3

4-6 წლამდე

1/3

3

7-12 წლამდე

1/2

3

 

ქიმიოთერაპიული ადრეული და მოგვიანებითი გულისრევის თავიდან აცილების მიზნით ზინგიბერით პრემედიკაცია სასურველია დაიწყოს 3 დღით ადრე. პაციენტს ენიშნება ზინგიბერი 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში, ქიმიოთერაპიის დღეს კი 3 ტაბლეტი ზინგიბერი 20 წუთით ადრე და განმეორებით 3 ტაბლეტი ქიმიოთერაპიიდან 6 საათის შემდეგ. მოგვიანებითი გულისრევის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ზინგიბერის 1 ტაბლეტის 3-ჯერადი მიღება ქიმიოთერაპიიდან 4-6 დღის განმავლობაში.
ზინგიბერი, გარდა ანტიემეტიური ეფექტისა, საგრძნობლად აუმჯობესებს პაციენტის თვითშეგრძნებას ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდში.

დოზირებაოსტეო-დარევმატოიდულიართრიტებისდროს, მოზრდილებში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (მაქსიმუმ 4 ტაბლეტი დღეში). კურსი შეიძლება გაგრძელდეს 36 კვირის მანძილზე..
მწვავეტკივილისდროს 1-2 ტაბლეტი სიმპტომურად.

 

გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

 

მწარმოებელი
Pharmacy Laboratories S.C.
პოლონეთი.