გლიცერინის სუპოზ2.11გ#10

გლიცერინის სუპოზ2.11გ#10

9.60 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: ნიჟფარმი სს
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გლიცერინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 61467
გააზიარე:

გლიცერინი, 1,24 გ, რექტალური სუპოზიტორიები

გლიცერინი, 2,11 გ, რექტალური სუპოზიტორიები

1. პრეპარატ გლიცერინის დახასიათება და გამოყენება

გლიცერინი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას გლიცეროლს და გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი გლიცერინის გამოყენება ნაჩვენებია 2-დან 18 წლამდე ასაკის მოზრდილებსა და ბავშვებში:

-    სხვადასხვა ეთიოლოგიის ყაბზობის სიმპტომური მკურნალობისთვის (როდესაც პერორალური პრეპარატების გამოყენება შეუძლებელია),

-    ყაბზობის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებსაც დეფეკაციის დროს გაჭინთვა არ შეუძლიათ.

პრეპარატი გლიცერინის მოქმედების წესი

რექტალური სუპოზიტორიების სახით გამოყენებისას არბილებს და პოხავს გამაგრებულ ფეკალურ მასებს, აადვილებს მათ გავლას მსხვილ ნაწლავში. გამაღიზიანებლად მოქმედებს ნაწლავის ლორწოვან გარსზე ნაწლავის მოტორიკის რეფლექსური სტიმულირებით, აინიცირებს დეფეკაციის პროცესს, აადვილებს განავლის მასების გავლას და გამოყოფას.

თუ გაუმჯობესება არ დადგა ან გაუარესებას გრძნობთ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

2. პრეპარატ გლიცერინის გამოყენებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ პრეპარატი გლიცერინი:

  • თუ გაქვთ ალერგია გლიცეროლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში),
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს,
  • ნაწლავის გაუვალობის დროს,
  • აპენდიციტის დროს,
  • სისხლდენის დროს
  • დიარეის დროს,
  • გამწვავების სტადიაში ჰემოროის დროს,
  • უკანა ტანის ნაპრალების დროს,
  • სწორი ნაწლავის ანთებითი დაავადებების და სიმსივნეების დროს,
  • მუცელში გაურკვეველი წარმოშობის ტკივილის დროს,
  • ჰემორაგიული რექტოკოლიტის დროს,
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში,
  • ორსულობის დროს (I ტრიმესტრი).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი გლიცერინის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თირკმლის უკმარისობისას პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.

სისტემატიური გამოყენება რეკომენდებული არ არის. ნაწლავის ნორმალური პერისტალტიკის აღდგენის შემდეგ მკურნალობა შეწყვიტეთ.

არ გამოიყენოთ 7 დღეზე მეტი დროის განმავლობაში.

სუპოზიტორიებს არ წაუსვათ მინერალური თხიერი ან მყარი ზეთები.

სუპოზიტორიების გამოყენებამდე და შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.

ბავშვები

2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენოთ.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი გლიცერინი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს აცნობეთ რას იღებთ, ცოტახნის წინ იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატების გამოყენება.

გლიცერინიან სუპოზიტორიებს შეუძლია რექტალურად გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალებების მოქმედების შესუსტება.

სხვა რექტალური პრეპარატების გამოყენების აუცილებლობისას დაცული უნდა იქნას არანაკლებ 1 საათიანი ინტერვალი მათ გამოყენებებს შორის. 

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ორსული ან მეძუძური დედა ხართ, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებას მოერიდეთ ორსულობის I ტრიმესტრში. პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმის აზრით, მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვისთვის.

ლაქტაცია

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატის გამოყენება არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

3. პრეპარატ გლიცერინის გამოყენება

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების თანახმად. ეჭვების გაჩენის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა

2,11 გ გლიცეროლის შემცველი 1 სუპოზიტორია 1-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 2 სუპოზიტორიამდე დღეში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

2-დან 12 წლამდე ბავშვები: 1,24 გ გლიცეროლის შემცველი 1 სუპოზიტორია 1-ჯერ დღეში.

12 წელზე უფროსი ბავშვები: 2,11 გ გლიცეროლის შემცველი 1 სუპოზიტორია 1-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 2 სუპოზიტორიამდე დღეში.

შეყვანის გზა და წესი

რექტალურად. პრეპარატი შეჰყავთ სწორ ნაწლავში და იქ ტოვებენ არანაკლებ 5 წუთი. ჩვეულებრივ დეფეკაცია ხდება პრეპარატის შეყვანიდან 5-10 წუთის შემდეგ. სუპოზიტორიის ნარჩენები ნაწლავიდან განავალთან ერთად გამოიყოფა.

თერაპიის ხანგრძლივობა

პრეპარატით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არაუმეტეს 7 დღეს შეადგენს.

თუ პრეპარატი გლიცერინისაჭიროზე მეტი გამოიყენეთ

ჭარბი დოზის სიმპტომი არის თხიერი განავალი. ჭარბი დოზის შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას.

პრეპარატის გამოყენების შესახებ შეკითხვების არსებობისას მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა არა ყველასთან.

პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი არასასურველი რეაქციები (არსებული მონაცემებით წარმოქმნის სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

-    ალერგიული რეაქციები;

-    ადგილობრივი რეაქციები (ქავილი, წვა ანუსის მიდამოში);

-    დეფეკაციის ფიზიოლოგიური პროცესის შესუსტება (ხანგრძლივი გამოყენებისას).

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის, ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შესახებ, რომელიც ინსტრუქციაში მითითებული არ არის. არასასურველი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ უშუალოდ შეგვატყობინოთ (იხ. ქვევით). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დაეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვის სფეროში მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური (რუსჯანმეთვალყურეობა).

109012, ქ.მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, ს. 4, შენ. 1

ტელეფონი: +7 800 550 99 03

e-mail: [email protected]

www.roszdravnadzor.gov.ru

სომხეთის რესპუბლიკა

დტსს "აკადემიკოს ე.გაბრიელიანის სახ. წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი"

0051, ქ.ერევანი, კომიტასის გამზ. 49/5

ტელეფონები: (+374 10) 20-05-05, (+374 96) 22-05-05

e-mail: [email protected]

www.pharm.am

ბელარუსის რესპუბლიკა

უს "ჯანდაცვაში ექსპერტიზებისა და გამოცდების ცენტრი"

220037, ქ.მინსკი, ტოვარიშჩესკის ჩიხი, 2ა

www. rceth.by

ყაზახეთის რესპუბლიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რსს სწუ-ით "სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი"

010000, ქ.ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა.იმანოვის ქ., 13

ტელეფონი: 8 (7172) 78-98-57

e-mail: [email protected]

www.ndda.kz

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის დეპარტამენტი

720044, ქ.ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ტელეფონი: +996 (312) 21-92-78

e-mail: [email protected]

www.pharm.kg

5. პრეპარატ გლიცერინის შენახვა

პრეპარატი შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას ისე, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მისი დანახვა.

არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე და კონტურულ უჯრედულ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) ამოწურვის შემდეგ.

ვარგისობის ვადის ამოწურვის ვადას წარმოადგენს თვის ბოლო დღე.

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

პრეპარატი არ გადააგდოთ კანალიზაციაში. ფარმაცევტთან დააზუსტეთ როგორ მოახდინოთ არასაჭირო პრეპარატის უტილიზება (განადგურება). ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი გლიცერინი შეიცავს

მოქმედი ნივთიერება: გლიცეროლი (გლიცერინი).

გლიცერინი, 1,24 გ, რექტალური სუპოზიტორიები

თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 1,24 გ გლიცეროლს (გლიცერინს).

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მაკროგოლი 400, სტეარინის მჟავა 95, ნატრიუმის კარბონატის დეკაჰიდრატი.

გლიცერინი, 2,11 გ, რექტალური სუპოზიტორიები

თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 2,11 გ გლიცეროლს (გლიცერინს).

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): მაკროგოლი 400, სტეარინის მჟავა 95, ნატრიუმის კარბონატის დეკაჰიდრატი.

პრეპარატ გლიცერინის გარეგნულობა და შეფუთვის შიგთავსი

რექტალური სუპოზიტორიები

ტორპედოსმაგვარი ფორმის, გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე, თითქმის უფერო ან მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობის, გაპოხილი ზედაპირით, ჰიგროსკოპული სუპოზიტორიები. დაიშვება ძაბრისებრი ჩაღრმავების არსებობა უმნიშვნელო რაოდენობის ჰაერის ბუშტუკებით.

5 სუპოზიტორია ალუმინი-პოლიეთილენის ორშრიანი ფირფიტის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 2 კონტურული უჯრედული შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სს "ნჟფარმი", რუსეთი

სალგანსკაიას ქ., ს. 7, ქ.ნიჟნი ნოვგოროდი, 603105

ტელ.:  (831) 278-80-88; ფაქსი: (831) 430-72-28

E-mail: [email protected]

მომხმარებლების პრეტენზიები უნდა გაეგზავნოს სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს ან სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს:

რუსეთის ფედერაცია, სომხეთის რესპუბლიკა, ბელარუსის რესპუბლიკა

სს "ნიჟფარმი", რუსეთი

სალგანსკაიას ქ., ს. 7, ქ.ნიჟნი ნოვგოროდი, 603105.

ტელ.:  (831) 278-80-88; ფაქსი: (831) 430-72-28

E-mail: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

შპა "STADA Kazakhstan", ყაზახეთის რესპუბლიკა

სუიუნბაის გამზ., სახლი 258 ვ, ქ.ალმატი, 050011

ტელ.: (727) 2222-100

ფაქსი: (727) 398-64-95

e-mail: [email protected]

ყირგიზეთის რესპუბლიკა

სს "ნიჟფარმი"-ს წარმომადგენლობა ყირგიზეთის რესპუბლიკაში

ბაიტიკ ბაატირის ქ., 17/3, ქ.ბიშკეკი, 720005

 

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (39 აფთიაქი)

რეგიონი (117 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2025-09-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2025-09-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2025-09-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2025-09-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2025-03-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2025-09-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2025-09-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2025-09-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2025-09-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2025-09-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2025-09-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2025-09-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2025-09-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2025-03-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2025-09-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2025-09-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2025-09-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2025-09-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2025-09-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2025-09-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2025-09-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2025-09-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2025-09-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2025-09-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2025-09-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2025-09-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2025-09-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2025-09-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2025-09-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2025-09-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2025-09-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2025-09-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2025-09-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2025-09-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2025-09-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2025-09-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2025-09-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2025-03-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2025-03-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2025-09-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2025-09-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2025-09-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2025-09-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2025-09-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2025-09-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2025-09-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2025-09-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2025-09-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2025-09-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2025-09-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2025-09-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2025-09-01