ბოდრინი #30კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბოდრინი
BODRIN
სავაჭროდასახელება: ბოდრინი
საერთაშორისოარაპატენტირებულიდასახელება: -
პრეპარატისფორმა: მყარიჟელატინისკაფსულები
აღწერა: ‘00’ ზომის მყარი ჟელატინის კაფსულები, გაუმჭვირვალე ყავისფერი თავსახურით, სპილოს ძვლისფერი სხეულით, რომელიც შეიცავს მუქ მონაცრისფრო-ყავისფერ ფხვნილს თეთრი ფერის ნაწილაკებით; შენახვის დროს კონგლომერატების წარმოქმნა დასაშვებია.
შემადგენლობა
თითოკაფსულაშეიცავს:
კრაზანას ყვავილების მშრალი ექსტრაქტი (Hypericum perforatum): 300მგ
შავბალახას ღეროსა და ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Leonurus cardiaca): 100მგ
პიონის ფესვის მშრალი ექსტრაქტი (Paeonia lactiflora): 100მგ
დამხმარენივთიერებები: კალციუმის კარბონატი, კალციუმის უწყლო ჰიდროფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის დიოქსიდი, კოლოიდური, უწყლო.
კაფსულისგარსისშემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, ჟელატინი.
ათქკოდი: N07XX
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები
ფარმაკოლოგიურითვისებები
ფარმაკოდინამიკა
ბოდრინი ავლენს ანტიდეპრესანტულ და სედატიურ მოქმედებას. პრეპარატი აუმჯობესებს განწყობას, ზრდის ფსიქიურ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს ძილის ნორმალიზებას. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით.
კრაზანას ყვავილების მშრალ ექსტრაქტს გააჩნია ანტიდეპრესანტული, ანქსიოლიზური და სედაციური მოქმედება. თრგუნავს მაო-ს მოქმედებას, უკავშირდება ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებს, აინჰიბირებს სეროტონინის, ნორეპინეფრინის და დოფამინის უკუმიტაცებას. დადებითად ზემოქმედებს ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციურ მდგომარეობაზე.
აუმჯობესებს განწყობას, ზრდის ფსიქიურ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს ძილის ნორმალიზებას. გააჩნია სპაზმოლიზური ეფექტი.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აგზნების პროცესის დათრგუნვის გამო, საგულე შავბალახას ღეროსა და ფოთლების მშრალ ექსტრაქტს გააჩნია სეტაციური ეფექტი. ასევე გააჩნია კარდიოტონური და დიურეზული მოქმედება.
პიონის ფესვის მშრალ ექსტრაქტს გააჩნია სტრესოპროტექტორული, ანქსიოლიზური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, მემბრანო მასტაბილიზირებელი და ანტიჰიპოქსიური თვისებები.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ ბოდრინის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით, რის გამოც კინეტიკური კვლევების ჩატარება არ არის შესაძლებელი.
გამოყენებისჩვენებები:
- ასთენიური სინდრომი;
- დეპრესიული და განგაშის აშლილობები;
- ძილის დარღვევა;
- ნევროზული (მათ შორის ტაქიკარდიის და კარდიალგიის თანხლებით);
- მომატებული გაღიზიანება, მათ შორის კანის დაავადებების, ტკივილის, ტრავმების და დამწვრობის დროს (როგორც კომპლექსური მკურნალობის ნაწილი);
- არტერიული ჰიპერტენზიის საწყისი სტადია (როგორც კომპლექსური მკურნალობის ნაწილი).
გამოყენებისწესიდადოზირება
პრეპარატი ბოდრინი მიიღება შიგნით, თითო კაფსულა ძილის წინ, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ეროზიული გასტრიტი გამწვავების ფაზაში;
- ორსულობა;
- ლაქტაცია;
- ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.
გვერდითიმოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში (მათ შორის ეპიგასტრიუმის მიდამოში), პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, ფაღარათი და ყაბზობა.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: მოუსვენრობა, გადაჭარბებული დაღლილობა, თავის ტკივილი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: რკინადეფიციტური ანემია.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, კანის შეშუპება, კანის პიგმენტაცია, ფოტოსენსიბილიზაცია (ხშირად აივ-ინფიცირებულ პაციენტებში), ზრდის ცხოველის ბეწვის მიმართ სენსიტიურობას.
განსაკუთრებულიმითითებები
პრეპარატის მიღების დროს (განსაკუთრებით თეთრკანიანი პაციენტებისთვის) საჭიროა მზეზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნისგან და სოლარიუმში ვიზიტისგან თავის შეკავება.
საჭიროა თავის შეკავება სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღებისგან, განსაკუთრებით იმ პრეპარატების, რომლებიც იწვევენ ფოტოსენსიბილიზაციას.
ბოდრინის და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გავლენა სატრანსპორტოსაშუალებებისმართვასადამექანიზმებთანმუშაობისუნარზე
მკურნალობის დროს აუცილებელია სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ისეთ პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის დროს, რომლებიც მოითხოვს მომატებული ყურადღების კონცენტრაციასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.
გამოყენებაორსულობისდალაქტაციისდროს
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენებაპედიატრიაში
პრეპარატი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვაპრეპარატებთანურთიერთქმედება
პრეპარატი აძლიერებს საძილე და ანალგეზიური, ასევე სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას.
დოზისგადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ძილიანობა.
მკურნალობა: სიმპტომური.
გამოშვების ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები.
10 კაფსულა მოთავსებულია ბლისტერზე.
3 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვისპირობები
შეინახეთ ტენისა და სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობისვადა
წარმოების თარიღიდან 3 წელი.
ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდანგაცემისპირობა
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელი:
„დრ. სერტუს ილაჯ სანაი ვე თიჯარეთ ლიმიტედ შირკეტი“, თურქეთი
(“DR SERTUS İLAÇ SANAYİ VE TİCARET LİMİTED ŞİRKETİ”, TURKEY).
წარმოებულია
„ადიფარმ ლტდ“, 130 ბულვარი სიმეონოვსკოე შოსე, 1700 სოფია, ბულგარეთი (“ADIPHARM LTD”, 130 Simeonovsko shosse blvd., 1700 Sofia, Bulgaria).










