
ემანერა 20მგ #14კაფს
გააზიარე:
ემანერა®
1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ემანერა® ნაწლავებში ხსნადი კაფსულა20მგ
ემანერა® ნაწლავებში ხსნადი კაფსულა40მგ
ეზომეპრაზოლი (Esomeprazole)
2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ნაწლავებში ხსნადი თითოეული კაფსულა შეიცავს 20 მგ ეზომეპრაზოლს (ეზომეპრაზოლის მაგნიუმის დიჰიდრატის ფორმით).
ნაწლავებში ხსნადი თითოეული კაფსულა შეიცავს 40 მგ ეზომეპრაზოლს (ეზომეპრაზოლის მაგნიუმის დიჰიდრატის ფორმით).
დამხმარე ნივთიერებები, რომელთა შემადგენლობაც გათვალისწინებული უნდა იყოს სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში:
|
ნაწლავებში ხსნადი კაფსულები 20 მგ |
ნაწლავებში ხსნადი კაფსულები 40 მგ |
საქაროზა |
(28,46 – 32,56) მგ |
(56,93 – 65,11) მგ |
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6.1.
3. წამლის ფორმა
ნაწლავებში ხსნადი კაფსულები
20 მგ ნაწლავებში ხსნადი კაფსულები: კაფსულის კორპუსი და თავსახური ღია ვარდისფერი.
40 მგ ნაწლავებში ხსნადი კაფსულები: კაფსულის კორპუსი და თავსახური ყავისფერ-ვარდისფერი.
4. კლინიკური მონაცემები
4.1. გამოყენების ჩვენებები
ემანერას® ნაწლავებში ხსნადი ტაბლეტები ნაჩვენებია მოზრდილებში გამოსაყენებლად შემდეგი ჩვენებებით
გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება (გერდ)
• ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა;
• ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა პაციენტებში ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის განკურნების შემდეგ, რეციდივის თავიდან ასაცილებლად;
• გერდ სიმპტომური მკურნალობა.
შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიასთან კომბინაციაში Helicobacter pylori ერადიკაციისათვის და
• Helicobacter pylori-სთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა;
• Helicobacter pylori-სთან ასოცირებული პეპტიური წყლულის რეციდივის თავიდან აცილება.
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ასას თერაპია
• ასას მიღებასთან ასოცირებული კუჭის წყლულის მკურნალობა;
• ასას მიღებასთან ასოცირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა, ასოცირებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებასთან რისკის ჯგუფის პაციენტებში.
პეპტიური წყლულიდან სისხლდენის, ზოლინგერ-ელისონის სინდრომისას ინტრავენური მკურნალობის შემდეგ ხანგრძლივი თერაპიის სახით რეციდივის პროფილაქტიკა
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.
ემანერას® ნაწლავებში ხსნადი ტაბლეტები ნაჩვენებია 12 წლიდან ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად შემდეგი ჩვენებებით
გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება (გერდ)
• ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა;
• ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა პაციენტებში ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის განკურნების შემდეგ, რეციდივის თავიდან ასაცილებლად;
• გერდ სიმპტომური მკურნალობა.
შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიასთან კომბინაციაში Helicobacter pylori-სთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ.
4.2. დოზირების რეჟიმი და მიღების წესი
დოზირება
მოზრდილები
გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება
- ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა
40 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში 4 კვირის განმავლობაში.
რეკომენდებულია დამატებითი 4 კვირიანი მკურნალობის კურსი იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი ეტაპის შემდეგ არ მოხდა ეზოფაგიტის განკურნება, ან დაავადების სიმპტომები ნარჩუნდება.
- ხანგრძლივი თერაპია ეზოფაგიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით
20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში პაციენტებში ეზოფაგიტის გარეშე.
თუ 4 კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომების კონტროლი ვერ მოხერხდა, მაშინ აუცილებელია პაციენტის დამატებითი გამოკვლევა. სიმპტომების კუპირების შემდეგ, დაავადების შემდგომი კონტროლი შესაძლებელია მიღწეული იქნას დღე-ღამეში ერთხელ პრეპარატის 20 მგ მიღებით. შეიძლება 20 მგ-ს მიღება 1-ჯერ დღე-ღამეში რეჟიმით “საჭიროების მიხედვით”. პაციენტებში კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარების მაღალი რისკით, რომლებიც იღებენ ასას, პრეპარატის მიღება რეჟიმით “საჭიროების მიხედით”, რეკომენდებული არ არის.
კომბინაციაში შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიასთან Helicobacter pylori-ს ერადიკაციისათვის და
- Helicobacter pylori ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა და
- პეპტიური წყლულის რეციდივის პროფილაქტიკა Helicobacter pylori-სთან ასოცირებული წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში
20 მგ ემანერა 1 გ ამოქსაცილინთან და 500 მგ კლარითრომიცინთან ყველა პრეპარატი მიიღება 2-ჯერ დღე ღამეში 7 დღის მანძილზე.
პაციენტები რომლებსაც უტარდებათ ასას თერაპია
- ასას მიღებასთან ასოცირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა ჩვეულებრივი დოზა – 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში
მკურნალობის ხანგრძლივობა – 4-8 კვირა.
- ასას მიღებასთან ასოცირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა რისკის ჯგუფის პაციენტებში:
20 მგ დღე-ღამეში 1-ჯერ.
ხანგრძლივი თერაპიის სახით რეციდივის პროფილაქტიკისათვის პეპტიური წყლულიდან სისხლდენის ინტრავენური მკურნალობის შემდეგ
40 მგ ერთხელ დღე-ღამეში 4 კვირის განმავლობაში პეპტიური წყლულიდან განმეორებითი სისხლდენისას ინტრავენური ინიცირებული პროფილაქტიკის შემდეგ.
ზოლინგერ-ელისონის დაავადება
რეკომენდებული საწყისი დოზა – 40 მგ ემანერა 2-ჯერ დღე-ღამეში. შემდგომ დოზირება უნდა დაკორქტორდეს ინდივიდუალურად, მკურნალობის ხანგრძლივობა განპირობებულია კლინიკური ჩვენებებით. კლინიკური მონაცემების საფუძველზე პაციენტთა უმრავლესობაში დაავადების კონტროლი მიიღწევა ეზომეპრაზოლის დღე-ღამეში 80-160 მგ დოზის დიაპაზონში გამოყენებისას. დღე-ღამეში 80 მგ მეტი დოზის დანიშვნისას, დოზა უნდა გაიყოს ორ მიღებაზე.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო, პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევით, დოზის შეცვლა საჭირო არ არის. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, არ შეიძლება ემანერას მაქსიმალური დოზის გადაჭარბება, რომელიც შეადგენს 20 მგ (იხილეთ პუნქტი 5.2).
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვები 12 წლის ასაკიდან
გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება
- ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა
40 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში 4 კვირის განმავლობაში.
რეკომენდებულია დამატებითი 4 კვირიანი მკურნალობის კურსი იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი ეტაპის შემდეგ არ მოხდა ეზოფაგიტის განკურნება, ან დაავადების სიმპტომები ნარჩუნდება.
- ხანგრძლივი თერაპია ეზოფაგიტის რეციდივების პროფილაქტიკის მიზნით
20 მგ დღე-ღამეში 1-ჯერ.
- გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების სიმპტომატური მკურნალობა
20 მგ დღე-ღამეში 1-ჯერ პაციენტებში ეზოფაგიტის გარეშე.
თუ 4-კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომების კონტროლი ვერ მიიღწევა, აუცილებელია პაციენტის დამატებითი გამოკვლევის ჩატარება. სიმპტომების კუპირების შემდეგ შემდგომი კონტროლი დაავადებაზე შეიძლება მიღწეული იყოს 20 მგ პრეპარატის დღე-ღამეში 1-ჯერ მიღებით.
Helicobacter pylori ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა
რაციონალური კომბინირებული თერაპიის შერჩევისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ოფიციალური ნაციონალური, რეგიონული და ადგილობრივი სახელმძღვანელოები ბაქტერიულ რეზისტენტობასთან, მკურნალობის ხანგრძლივობასთან (როგორც წესი 7, მაგრამ ზოგჯერ 14 დღემდე) და ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით. მკურნალობა უნდა ჩატარდეს სპეციალისტის კონტროლის ქვეშ.
სხეულისმასა |
დოზირება |
30 – 40 კგ |
კომბინაცია ორი ანტიბიოტიკით: ემანერა® 20 მგ, ამოქსიცილინი 750 მგ და კლარითრომიცინი 7,5 მგ/კგ სხეულის მასაზე ინიშნება ერთად დღე-ღამეში 2-ჯერ 1 კვირის განმავლობაში |
>40 კგ |
კომბინაცია ორი ანტიბიოტიკით: ემანერა® 20 მგ, ამოქსიცილინი 1 გ და კლარითრომიცინი 500 მგ ინიშნება ერთად დღე-ღამეში 2-ჯერ 1 კვირის განმავლობაში |
12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები
მონაცემების არასაკმარისი მოცულობის გამო, 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში პრეპარატი რეკომენდებული არ არის.
გამოყენების წესი
კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით. არ შეიძლება კაფსულის დაღეჭვა, ან გატეხვა.
ყლაპვის გაძნელების მქონე პაციენტებში კაფსულა უნდა გაიხსნას, ხოლო შიგნით არსებული გრანულები შეერიოს ნახევარ ჭიქა არაგაზირებულ წყალს. არ უნდა გამოიყენოთ სხვა სითხეები, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავში ხსნადი გარსის გახსნა. გრანულებიანი წყალი უნდა დაილიოს მაშინვე, ან 30 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ჭიქა ხელახლა უნდა აივსოს წყლით ნახევრამდე, მოივლოს მისი გვერდები და ხელახლა დაილიოს. არ შეიძლება გრანულების დაღეჭვა, ან გაჭყლეტა.
პაციენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ყლაპვა, კაფსულა უნდა გაიხსნას, შიგნით არსებული გრანულები გაიხსნას არაგაზირებულ წყალში და შეყვანილი იქნას კუჭის ზონდით. პროცედურის დაწყების წინ ყურადღებით უნდა შემოწმდეს, რომ შერჩეული შპრიცი და ზონდი შესაფერისია გამოსაყენებლად (იხილეთ პუნქტი 6.6).
4.3 უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ბენზიმიდაზოლის ჩანაცვლებულების, ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, როლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1.
ეზომეპრაზოლი არ უნდა დაინიშნოს ნელფინავირთან ერთად (იხილეთ პუნქტი 4.5).
4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ნებისმიერი საგანგაშო სიმპტომების გამოვლენისას (როგორიცაა სხეულის მასის მნიშვნელოვანი სპონტანური შემცირება, განმეორებითი ღებინება, დისფაგია, სისხლიანი ღებინება ან მელენა), ასევე კუჭის წყლულზე ეჭვის, ან გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის არსებობის გამორიცხვა, რადგან ემანერას მიღებამ შესაძლოა შეამციროს სიმპტომების გამოხატულება და გადაავადოს დიაგნოზის დადგენა.
ხანგრძლივი მკურნალობა
პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ხანგრძლივ თერაპიაზე (განსაკუთრებით 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში), უნდა იმყოფებოდნენ ექიმის რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ.
4.5. ურთერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ეზომეპრაზოლის გავლენა სხვა აქტიური სუბსტანციების ფარმაკოკინეტიკაზე
პროტეაზას ინჰიბიტორები
აღინიშნა ომეპრაზოლის პროტეაზის ზოგიერთ ინჰიბიტორთან ურთიერთქმედება. კლინიკური მნიშვნელობა და ურთიერთქმედების მექანიზმები ბოლომდე შესწავლილი არ არის. ომეპრაზოლით მკურნალობის ფონზე კუჭის წვენის pH მომატებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს პროტეაზის ინჰიბიტორების აბსორბციაზე.
ურთიერთქმედების სხვა შესაძლო მექანიზმები – CYP2C19 ინჰიბირების მეშვეობით
ომეპრაზოლთან ერთად გამოყენებისას, სისხლის შრატში აღინიშნებოდა ატაზანავირის და ნელფინავირის კონცენტრაციის დაქვეითება, ამგვარად მოცემული პრეპარატების ერთდროულად დანიშვნა რეკომენდებული არ არის. ჯანმრთელ პირებში ომეპრაზოლის (40 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში) ატაზანავირთან 300 მგ/რიტონავირთან 100 მგ ერთად დანიშვნამ გამოიწვია ატაზანავირის ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვანი შემცირება (დაახლოებით 75% AUC, Cmax და Cmin). ატაზანავირის დოზის გაზრდა 400 მგ-მდე მითითებულ ეფექტს არ აკომპენსირებდა. ჯანმრთელ მოხალისეებში ომეპრაზოლის (20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში) 400 მგ ატაზანავირთან/100 მგ რიტონავირთან ერთად დანიშვნამ გამოიწვია ატაზანავირის AUC დაახლოებით 30% დაქვეითება, იმ მნიშვნელობებთან შედარებით, რომელიც აღინიშნა 300 მგ ატაზანავირის/100 მგ რიტონავირის დღე-ღამეში 1-ჯერ დანიშვნისას, ომეპრაზოლის გარეშე. ომეპრაზოლის (40 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში) ერთდროული გამოყენება ამცირებდა ნელფინავირის AUC, Cmax და Cmin საშუალო მნიშვნელობებს 36-39% და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის M8 Cmax და Cmin საშუალო მნიშვნელობებს 75-92%. ომეპრაზოლის და ეზომეპრაზოლის მსგავსი ფარმაკოდინამიკური მოქმედების და ფარმაკოკინეტიკური თვისებების გამო, ეზომეპრაზოლის და ატაზანავირის ერთდროული დანიშვნა რეკომენდებული არ არის (იხილეთ პუნქტი 4.4), ხოლო ეზომეპრაზოლის და ნელფინავირის ერთდროული დანიშვნა უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტი 4.3).
ომეპრაზოლთან (40 მგ დღე-ღამეში 1-ჯერ) ერთად დანიშვნისას, სისხლის შრატში აღინიშნებოდა საკვინავირის (რიტონავირთან ერთად) კონცენტრაციის მომატება (80-100%). დღე-ღამეში 1-ჯერ 20 მგ ომეპრაზოლის ერთდროული მიღება არ ახდენდა გავლენას დურანავირის (რიტონავირთან ერთად) და ამპრენავირის (რიტონავირთან ერთად) AUC-ზე. დღე-ღამეში 1-ჯერ 20 მგ ეზომეპრაზოლის ერთდროული მიღება არ ახდენდა გავლენას ამპრენავირის AUC-ზე (როგორც რიტონავირთან ერთად მიღებისას, ისე მის გარეშე). დღე-ღამეში 1-ჯერ 40 მგ ომეპრაზოლის ერთდროული მიღება არ ახდენდა გავლენას ლოპინავირის AUC-ზე (რიტონავირთან ერთად).
მეტოტრექსატი
ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა მეტოტრექსატის დონის მომატება სთან ერთად მიღებისას. მეტოტრექსატის მაღალი დოზების დანიშვნისას უნდა შეფასდეს პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების ეზომეპრაზოლის დროებით მოხსნის აუცილებლობა.
ტაკროლიმუსი
ეზომეპრაზოლის და ტაკროლიმუსის ერთდროულად შეყვანისას, რეგისტრირებულია პლაზმაში უკანასკნელის კონცენტრაციის მომატება. უნდა ჩატარდეს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის კონტროლი, აგრეთვე თირკმელების ფუნქციის (კრეატინინის კლირენსი) კონტროლი, და აუცილებლობისას უნდა დაკორექტირდეს ტაკროლიმუსის დოზა.
სამკურნალო საშუალებები, რომელთა აბსორბცია დამოკიდებულია pH მნიშვნელობაზე
ეზომეპრაზოლით და სხვა პტი მკურნალობის ფონზე მარილმჟავას სეკრეციის დათრგუნვამ შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატის შეწოვის შეცვლა (შემცირება ან გაზრდა), რომლის აბსორბცია დამოკიდებულია კუჭის წვენის pH. როგორც სხვა კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, ეზომეპრაზოლის მიღების ფონზე ისეთი პრეპარატების აბსორბცია, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ერლოტინიბი შესაძლოა დაქვეითდეს, ხოლო დიგოქსინის – გაიზარდოს. ომეპრაზოლის (20 მგ დღე-ღამეში) და დიგოქსინის ერთად მიღება ჯანმრთელ სუბიექტებში იწვევდა უკანასკნელის ბიოშეღწევადობის გაზრდას 10% (10 გამოკვლეულიდან 30%-მდე ორ პირში). დიგოქსინის ტოქსიკურობა აღინიშნებოდა იშვიათად. ხანდაზმულ პაციენტებში ეზომეპრაზოლის მაღალი დოზების დანიშვნისას, საჭიროა სიფრთხილე. გამოყენებისას საჭიროა დიგოქსინის თერაპიული მონიტორინგის გაძლიერება.
აქტიური სუბსტანციები, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C19
ეზომეპრაზოლი აინჰიბირებს CYP2C19, ძირითად ფერმენტს, რომელიც მონაწილეობს მის მეტაბოლიზმში. ამგვარად, როდესაც ეზომეპრაზოლი კომბინირდება CYP2C19 მეტაბოლიზებად აქტიური ნივთიერებებთან, როგორიცაა დიაზეპამი, ციტალოპრამი, იმიპრამინი, კლომიპრამინი, ფენიტოინი და სხვ., შესაძლებელია პლაზმაში ამ აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციის მომატება, რამაც შესაძლოა მოითხოვოს დოზის შემცირება. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოთ ეზომეპრაზოლის “საჭიროების მიხედვით” დანიშვნისას.
დიაზეპამი
30 მგ ეზომეპრაზოლის და CYP2C19 სუბსტრატის, დიაზეპამის, ერთდროულ მიღებას თან ახლავს უკანასკნელის კლირენსის 45%-ით შემცირება.
ფენიტოინი
40 მგ ეზომეპრაზოლის დანიშვნა ეპილეფსიის მქონე პაციენტებში იწვევდა პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის მომატებას დოზის ბოლოს 13%. ამასთან დაკავშირებით ეზომეპრაზოლის დანიშვნისას ან მოხსნისას ფენიტოინით თერაპიის ფონზე რეკომენდებულია ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციების კონტროლი.
ვორიკონაზოლი
ომეპრაზოლი (40მგ 1-ჯერ დღე-ღამეში) ზრდიდა ვორიკონაზოლის (CYP2C19 სუბსტრატი) Cmax და AUC 15% და 41% შესაბამისად.
ცილოსტაზოლი
ომეპრაზოლი როგორც ეზომეპრაზოლი, მოქმედებს, როგორც CYP2C19 ინჰიბიტორი. ჯვარედინ კვლევაში ჯანმრთელ მოხალისეებში 40 მგ ომეპრაზოლის დანიშვნისას იზრდებოდა ცილოსტაზოლის Cmax და AUC 18% და 26% შესაბამისად, მისი ერთი აქტიური მეტაბოლიტის – 29% და 69% შესაბამისად.
ციზაპრიდი
40 მგ ეზომეპრაზოლის ერთდროულმა მიღებამ გამოიწვია ჯანმრთელ მოხალისეებში ციზაპრიდის შემდეგი პარამეტრების მომატება: AUC 32%-ით, ნახევარგამოყოფის პერიოდი (T 1/2)- 31% ით, პლაზმაში ციზაპრიდის მაქსიმალური კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. ინტერვალის უმნიშვნელო ზრდა QTc ციზაპრიდის იზოლირებული შეყვანისას ეზომეპრაზოლის დამატებით არ ღრმავდებოდა.
ვარფარინი
40 მგ ეზომეპრაზოლის დანიშვნისას (კლინიკურ კვლევაში) პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვარფარინს, კოაგულაციის დრო რჩებოდა დასაშვებ ფარგლებში. ამის მიუხედავად პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღინიშნა სნშ მატების რამოდენიმე ცალკეული კლინიკურად მნიშვნელოვანი შემთხვევა ამ პრეპარატების ერთად მიღებისას. ეზომეპრაზოლით თერაპიის ინიცირების ან შეწყვეტისას ვარფარინით ან სხვა კუმარინის წარმოებულებით მკურნალობის ფონზე რეკომენდებულია მონიტორინგი.
კლპიდოგრელი
ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევების შედეგებმა აჩვენა ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება კლოპიდოგრელსა (დარტყმითი დოზა - 300მგ/ შემანარჩუნებელი დოზა – 75მგ) და ეზომეპრაზოლს (40მგ/დღე-ღამეში პერორალურად) შორის, რაც იწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციის (AUC მნიშვნელობა) დაქვეითებას საშუალოდ 40%-ით და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების (ადფ ინდუცირებული) მაქსიმუმის დაქვეითებას საშუალოდ 14%-ით.
კლოპიდოგრელის ფიქსირებულ კომბინაციასთან ერთდ მიღებისას - 20 მგ ეზომეპრაზოლი + 81 მგ აცეტილსალიცილის მჟავა – კლოპიდოგრელის აქტიური ნივთიერების ექსპოზიცია (AUC მნიშვნელობა) შემცირდა თითქმის 40%, კლოპერიდოლით მონოთერაპიასთან შედარებით. ამასთან თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების მაქსიმალური დონეები (ადფ ინდუცირებული) ორივე ჯგუფში ერთნაირი იყო.
ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების კლინიკური გამოვლინებების მონაცემები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მოვლენების შესახებ, რომელიც მიღებულია ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების შედეგად, ურთიერთგამომრიცხავია. უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა თავი აარიდოთ მითითებული პრეპარატების ერთდროულად გამოყენებას.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების არარსებობა
ამოქსიცილინი და ქინიდინი
ეზომეპრაზოლი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ამოქსიცილინის და ქინიდინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ნაპროქსენი ან როფეკოქსიბი
ხანმოკლე კვლევამ ეზომეპრაზოლის და ნაპროქსენის ან როფეკოქსიბის ერთდროული გამოყენების შესაფასებლად, არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.
სხვა აქტიური სუბსტანციების გავლენა ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე
პრეპარატები, რომლებიც აინჰიბირებენ CYP2C19 და/ან CYP3A4
ეზომეპრაზოლი მეტაბოლიზდება CYP2C19 და CYP3A4 მონაწილეობით. ეზომეპრაზოლის და CYP3A4 ინჰიბიტორის, კლარითრომიცინის (500 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში), ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია ეზომეპრაზოლის AUC მნიშვნელობის ორჯერ გაზრდა. ეზომეპრაზოლის და CYP2C19 და CYP3A4 კომბინირებული ინჰიბიტორის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეზომეპრაზოლის AUC მნიშვნელობის 2-ჯერ მეტად გაზრდა. CYP2C19 და CYP3A4 ინჰიბიტორი ვორიკონაზოლი ზრდიდა ომეპრაზოლის AUCT 280%-ით. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში ეზომეპრაზოლის დოზის კორექცია საჭირო არ არის. საჭიროა დოზის კორექციის აუცილებლობის შეფასება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ასევე ხანგრძლივი თერაპიის ჩატარებისას.
პრეპარატები, რომლებიც აინდუცირებენ CYP2C19 და/ან CYP3A4
CYP2C19ან CYP3A4 მაინდუცირებელი პრეპარატების გამოყენებამ (რიფამპიცინი და კრაზანა) შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში ეზომეპრაზოლის კონცენტრაციის შემცირება, მისი მეტაბოლიზმის დაჩქარების შემდეგად.
ბავშვთა პოპულაცია
ურთიერთქმედებების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილი პაციენტების მონაწილეობით.
4.6 ფერტილურობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ამჟამად ორსულებში ეზომეპრაზოლის გამოყენების შესახებ საკმარისი რაოდენობის მონაცემები არ არის. ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგები დიდი რაოდენობის ორსულებში, რომლებიც იღებდნენ ომეპრაზოლის რაცემიულ ნარევს, აჩვენებს პრეპარატის მალფორმაციული (ნაყოფის განვითარების დარღვევა) და ფეტოტოქსიკური ეფექტის არარსებობას. ცხოველებზე ჩატარებულმა ეზომეპრაზოლის კვლევებმა ემბრიონის და ნაყოფის განვითარებაზე პირდაპირი ან ირიბი ნეგატიური მოქმედება არ გამოავლინა. რაცემიული ნარევის კვლევებმა ცხოველებში, პირდაპირი ან ირიბი ნეგატიური მოქმედება ორსულობაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე არ გამოავლინა. ორსულ ქალებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით.
არსებული ინფორმაცია ორსულობის დროს პრეპარატის მიღების შესახებ (დაახლოებით 300-1000 ორსულობა) აჩვენებს პრეპარატის მალფორმირებული და ფეტოტოქსიკური ეფექტების არარსებობას.
ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე (იხილეთ პუნქტი 5.3).
ლაქტაციის პერიოდი
ექსკრეტირდება თუ არა ეზომეპრაზოლი დედის რძეში უცნობია. არ არსებობს საკმარისი მონაცემები ახალშობილებზე/ჩვილებზე ეზომეპრაზოლის ზემოქმედების შესახებ. პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.
რეპროდუქციული ფუნქცია
ომეპრაზოლის რაცემიული ნარევის კვლევის ჩატარებისას ცხოველებზე ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე დადგენილი არ არის.
4.7 ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ეზომეპრაზოლი უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ცნობილია ისეთი არასასურველი რეაქციების შესახებ, როგორიცაა (თავბრუსხვევა (არახშირად) და მხედველობის გაუარესება (იშვიათად) (იხილეთ პუნქტი 4.8). ასეთი სიმპტომების განვითარებისას რეკომენდებული არ არის სატრანსპორტო საშუალების მართვა ან დანადგარებთან მუშაობა.
4.8 არასასურველი რეაქციები
უსაფრთხოების პროფილის მიმოხილვა
კლინიკური ცდების ჩატარებისას (აგრეთვე პოსტმარკეტინგულ კვლევებში) ყველაზე ხშირად დარეგისტრირდა შემდეგი არასასურველი რეაქციები: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა და ღებინება. გარდა ამისა, უსაფრთხოების პროფილი მსგავსია პრეპარატის სხვადასხვა სამკურნალო ფორმებისთვის, გამოყენების წესებისთვის, ასაკობრივი ჯგუფებისა და პაციენთა კატეგორიისთვის. არ გამოვლენილა პრეპარატის დოზასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები.
კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოვლენილი არასასურველი რეაცქიები დაჯგუფებულია ქვემოთ ჩამოთვლილი სისტემურ-ორგანოთა კლასისა და განვითარების სიხშირის მიხედვით.
გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირის კლასიფიკაცია წარმოდგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად:
• ძალიან ხშირი (≥ 1/10)
• ხშირი (≥ 1/100 <1/10)
• არახშირი (≥ 1/1 000 <1/100)
• იშვიათი (≥ 1/10 000 <1/1000)
• ძალიან იშვიათი (<1/10 000)
• სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
სისტემური ორგანოები დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ფსიქიკური დარღვევები
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
დარღვევები სმენის ორგანოების მხრივ და ლაბირინთის ფუნქციის დარღვევა დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუს ორგანოების და შუასაყარის მხრივ
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ჰეპატობილიარული დარღვევები
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
დარღვევები თირკმლების და შარდის გამომყოფი გზების მხრივ |
სიხშირე იშვიათი
ძალიან იშვიათი იშვიათი
არახშირი იშვიათი სიხშირე უცნობია
არახშირი იშვიათი ძალიან იშვიათი
ხშირი არახშირი იშვიათი
იშვიათი
არახშირი
იშვიათი
ხშირი
არახშირი იშვიათი სიხშირე უცნობია
არახშირი
იშვიათი ძალიან იშვიათი
არახშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
ცნობილი არ არის არახშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი ძალიან იშვიათი
ძალიან იშვიათი
იშვიათი |
არასასურველი რეაქცია ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია
აგრანულოციტოზი, პანციტოპენია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (სხეულის ტემპერატურის მომატება, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი) პერიფერიული შეშუპებები ჰიპომაგნემია (იხილეთ პუნქტი 4.4), მძიმე ჰიპომაგნემია შესაძლოა კორელირებდეს ჰიპოკალცემიასთან უძილობა აგზნება, ცნობიერების არევა, დეპრესია აგრესია, ჰალუცინაციები
თავის ტკივილი თავბრუსხვევა, პარესთეზიები, ძილიანობა გემოს დარღვევა არამკვეთრი მხედველობა
ვერტიგო
ბრონქოსპაზმი
მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა/ღებინება, კუჭის ფსკერზე პოლიპები პირის სიმშრალე სტომატიტი, კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი მიკროსკოპული კოლიტი
“ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება ღვიძლის უკმარისობა, ენცეფალოპათია
ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში დერმატიტი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება ქვემწვავე კანის წითელი მგლურა (იხილეთ პუნქტი 4.4)
ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა (იხილეთ პუნქტი 4.4) ართრალგია, მიალგია კუნთების სისუსტე
ინტერსტიციული ნეფრიტი; ზოგიერთ პაციენტში აგრეთვე დარეგისტრირდა თირკმლის უკმარისობა
გინეკომასტია სისუსტე/შეუძლოდ ყოფნა, მომატებული ოფლიანობა
|
საეჭვო გვერდითი რეაქციების ინფორმირება
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მიღებული საეჭვო გვერდითი რეაქციების ინფორმირება მნიშვნელოვანია, პრეპარატის „სარგებლის/რისკის“ შეფარდების უწყვეტი მონიტორინგის მიზნით. სამედიცინო მუშაკებს სთხოვენ, რომ ყველა საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაცია მიაწდონ ინფორმირების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
4.9 ჭარბი დოზირება
ინფორმაცია ადამიანში დოზის მიზანმიმართული გადაჭარბების შესახებ შეზღუდულია. 280 მგ მიღებას თან ახლავს ზოგადი სისუსტე და სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ერთჯერადად 80 მგ ეზომეპრაზოლის მიღებას რაიმე უარყოფითი შედეგი არ გამოუწვევია. სპეციფიური ანტიდოტი უცნობია. ეზომეპრაზოლი კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს, ამიტომ დიალიზი არამიზანშეწონილია. როგორც დოზის გადაჭარბების ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური, ზოგადი შემანარჩუნებელი ღონისძიებების გატარებით.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
მჟავიანობის დარღვევასთან დაკავშირებული მდგომარეობების სამკურნალო საშუალება. პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: A02BC05
5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ეზომეპრაზოლი წარმოადგენს ომეპრაზოლის S–იზომერს და თრგუნავს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას სპეციფიური და მიზანმიმართული მოქმედების მექანიზმით – პარიეტულ უჯრედებში სპეციფიურად აინჰიბირებს პროტონის ტუმბოს. ომეპრაზოლის ორივე იზომერს, R და S–იზომერებს, აქვს ერთნაირი ფარმაკოდინამიკური აქტივობა.
მოქმედების მექანიზმი
ეზომეპრაზოლი წარმოადგენს სუსტ ფუძეს, რომელიც გროვდება და კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტული უჯრედების სეკრეტორული არხების მჟავე გარემოში გადადის აქტიურ ფორმაში და თრგუნავს ფერმენტ H+K+-ატფ-აზას, პროტონის ტუმბოს აქტივობას, ამ დროს ხდება მარილმჟავას როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებული სეკრეციის ინჰიბირება.
გავლენა კუჭში მჟავის სეკრეციაზე
პერორალურად 20 მგ ან 40 მგ ეზომეპრაზოლის მიღების შემდეგ, ეფექტი ვითარდება 1 საათის განმავლობაში. 5 დღის განმავლობაში 20 მგ ეზომეპრაზოლის დღე-ღამეში 1-ჯერ რეგულარულად მიღებისას, მარილმჟავას საშუალო პიკური კონცენტრაცია პენტაგასტრინით სტიმულაციის შემდეგ, მცირდება 90%-ით (პრეპარატის მიღებისას 6-7 საათის შემდეგ გაზომვისას თერაპიის მე-5 დღეს).
პაციენტებში გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების (გერდ) სიმპტომებით, ეზომეპრაზოლის 20 მგ ან 40 მგ დოზით 5 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ, კუჭშიდა pH მნიშვნელობა ნარჩუნდებოდა 4-ს ზევით, საშუალოდ 13 და 17 საათი, შესაბამისად. პაციენტების რაოდენობა, რომელთა კუჭშიდა pH-ს მნიშვნელობა 4-ზე მეტი ნარჩუნდებოდა 8,12 და 16 საათი 20 მგ ომეპრაზოლისთვის, შეადგენდა 76%, 54% და 24%, შესაბამისად, ხოლო 40 მგ ეზომეპრაზოლისთვის – 97%, 92% და 56% შესაბამისად.
კონცენტრაციის შესაფასებლად AUC პარამეტრის გამოყენებით გამოვლენილი იქნა კორელაცია პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციასა და მჟავას სეკრეციის ინჰიბირებას შორის.
ეზომეპრაზოლის მიღებისას დოზით 40 მგ რეფლუქს-ეზოფაგიტის განკურნება დგება 4 კვირის შემდეგ თერაპიისას დაახლოვებით 78% პაციენტებში და 8 კვირაში – 93%.
20 მგ ეზომეპრაზოლის დღე-ღამეში 2-ჯერ მიღება შესაბამის ანტიბიოტიკებთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში იწვევს H. pylori-ს წარმატებულ ერადიკაციას დაახლოებით 90% პაციენტში. პაციენტებში თორმეტგოჯა ნაწლავის გაურთულებელი წყლულით, ერთკვირიანი ერადიკაციული თერაპიის შემდეგ, სიმპტომების ეფექტური კონტროლისა და წყლულის შეხორცებისათვის ანტისეკრეტორული პრეპარატებით შემდგომი მონოთერაპია საჭირო არ არის.
რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პაციენტები ენდოსკოპიურად დადასტურებული სისხლდენით Iა, Iბ, IIა ან IIბ ტიპი ფორესტით (9%, 43%, 38% და 10% შესაბამისად) პეპტიური წყლულიდან რანდომიზებული იყვნენ ჯგუფში, რომელიც იღებდა ეზომეპრაზოლის ხსნარს ინფუზიისთვის (n=375) და პლაცებო ჯგუფში (n=389). ენდოსკოპიური ჰემოსტაზის შემდეგ პაციენტები იღებნდენ 80 მგ ეზომეპრაზოლს 30 წუთის განმავლობაში ინტრავენური ინფუზიის სახით, შემდგომი უწყვეტი (8 მგ/სთ) ინფუზიით, ან პლაცებოს 72 საათის განმავლობაში. საწყისი 72 საათის შემდეგ, ყველა პაციენტი ღიად იღებდა 40 მგ ეზომეპრაზოლს შიგნით 27 დღის განმავლობაში, მარილმჟავას სეკრეციის დასათრგუნად. 3 დღის განმავლობაში განმეორებითი სისხლდენის შემთხვევები შეადგენდა 5,9% ეზომეპრაზოლის ჯგუფში, პლაცებოს ჯგუფში 10,3% შედარებით და 30 დღის შემდეგ – 7,7% 13,6% შესაბამისად.
ანტისეკრეტორული პრეპარატების მიღების ფონზე, მჟავას სეკრეციის დაქვეითების შედეგად პლაზმაში გასტრინის კონცენტრაცია იზრდება. ასევე კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითების გამო, იზრდება ქრომოგრანინი (CgA).
CgA მომატებულმა დონემ შესაძლოა ხელი შეუშალოს კვლევების შედეგებს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოსავლენად. ლიტერატურული წყაროებიდან მიღებული ცნობები ადასტურებენ პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებით თერაპიის შეწყვეტის აუცილებლობას CgA დაგეგმილ გაზომვამდე 5 დღიდან 2 კვირით ადრე. ეს პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების მკურნალობის შემდეგ CgA-ს ცრუ მომატებული დონეების ნორმალურ დიაპაზონში დაბრუნების საშუალებას იძლევა
პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ეზომეპრაზოლს, აღინიშნა ECL (ენტეროქრომაფინმაგვარი) უჯრედების მომატებული რაოდენობა, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს პლაზმაში გასტრინის კონცენტრაციის მატებასთან.
პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ანტისეკრეტორულ პრეპარატებს, რამდენადმე იზრდება კუჭში ჯირკვლოვანი კისტების განვითარების სიხშირე. ეს ფიზიოლოგიური ცვლილება წარმოადგენს მარილმჟავას სეკრეციის ინჰიბირების შედეგს და აქვს კეთილთვისებიანი და შექცევადი ხასიათი.
კუჭში მარილმჟავას სეკრეციის დამთრგუნავი პრეპარატების, მათ შორის პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების (პტი) გამოყენებას თან ახლავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნორმაში არსებული ბაქტერიების რაოდენობის მომატება. პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების, როგორიცაა Salmonella, Campylobacter და ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში შესაძლოა Clostridium difficile განვითარების რისკის უმნიშვნელო მომატება.
ორ კვლევაში რანიტიდინით აქტიური კონტროლის სახით ეზომეპრაზოლმა აჩვენა დიდი ეფექტურობა კუჭის წყლულის მკურნალობისას პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ასას, არასელექტიური ცოგ-2 ინჰიბიტორების ჩათვლით.
კლინიკური ეფექტიანობა
ორ კვლევაში რანიტიდინით, როგორც შედარების პრეპარატით, ეზომეპრაზოლმა აჩვენა დიდი ეფექტურობა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკაში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ასას, ცოგ-2 ინჰიბიტორების ჩათვლით (ასაკობრივი ჯგუფი >60 და/ან ანამნეზში პეპტიური წყლულით).
ბავშვთა პოპულაცია
გერდ მქონე <1-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტების კვლევაში, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნე პტი-ს, 61% პაციენტში აღინიშნა ECL უჯრედების მსუბუქი ხარისხის ჰიპერპლაზია, კლინიკურად უმნიშვნელო და ატროფიული გასტრიტის, ან კარცინოიდული სიმსივნეების განვითარების გარეშე.
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ეზომეპრაზოლი არამდგრადია მჟავა გარემოში, ამიტომ შიგნით მიიღება კუჭის მჟავისადმი მდგრადი გარსით დაფარული გრანულების/მარცვლების სახით.
R-იზომერში კონვერსია ინ ვივო პირობებში უმნიშვნელოა. ეზომეპრაზოლი სწრაფად შეიწოვება, პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს მიღებიდან დაახლოებით 1-2 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64% 40 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ და იზრდება 89%-მდე დღე-ღამეში ერთხელ პრეპარატის განმეორებითი შეყვანის შემდეგ; 20 მგ დოზისთვის – 50% და 68% შესაბამისად. საკვების მიღება აფერხებს და ამცირებს ეზომეპრაზოლის შეწოვას, თუმცა, ეს არსებით გავლენას არ ახდენს ეზომეპრაზოლის ფარმაკოლოგიურ მოქმედებაზე მჟავას სეკრეციის მიმართ.
განაწილება
ჯანმრთელ პირებში წონასწორული კონცენტრაციებისას განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,22 ლ/კგ სხეულის მასაზე. ეზომეპრაზოლის შეკავშირება პლაზმის ცილებთან – 97%.
მეტაბოლიზმი
ეზომეპრაზოლი მთლიანად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 (CYP) სისტემით. ძირითადი ნაწილი მეტაბოლიზდება პოლიმორფული იზოფერმენტ CYP2C19 მონაწილეობით, ამ დროს წარმოიქმნება ეზომეპრაზოლის ჰიდროქსი- და დისმეთილ-მეტაბოლიტები. დარჩენილი ნაწილის მეტაბოლიზმი დამოკიდებულია სხვა სპეციფიურ ეზოფორმაზე, CYP3A4, ამ დროს წარმოიქმნება ეზომეპრაზოლის სულფონწარმოებული, პლაზმის ძირითადი მეტაბოლიტი.
გამოყოფა
ქვემოთ მოყვანილი პარამეტრები ძირითადად გამოსახავენ ფარმაკოკინეტიკას პირებში, აქტიური ფერმენტით CYP2C19 (სწრაფი მეტაბოლიზატორები).
საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 17 ლ/სთ ერთჯერადი მიღების შემდეგ და დაახლოებით 9 ლ/სთ – მრავალჯერადი მიღებისას. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1,3 საათს დღე-ღამეში 1-ჯერ რეგულარული მიღების შემდეგ. დღე-ღამეში ე-ჯერ მიღებისას ეზომეპრაზოლი სრულად გამოიყოფა პლაზმიდან მიღებებს შორის შუალედში და არ გროვდება ორგანიზმში.
ეზომეპრაზოლის ძირითადი მეტაბოლიტები კუჭის სეკრეციაზე გავლენას არ ახდენენ.
პერორალური მიღებისას 80%-მდე გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდით, დანარჩენი - განავლით. შარდში ვლინდება უცვლელი ნივთიერების 1%-ზე ნაკლები.
ლინეარულობა/არალინეარულობა
ეზომეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იყო 40 მგ დოზისთვის, დღე-ღამეში 2-ჯერ მიღებისას. ფართობი მრუდის ქვეშ “კონცენტრაცია პლაზმაში – დრო” იზრდება ეზომეპრაზოლის განმეორებითი მიღებისას. ასეთი ზრდა არის დოზადამოკიდებული და განმეორებითი მიღებისას აქვს დოზაზე არახაზოვანი დამოკიდებულება, რაც “ღვიძლში პირველადი გავლისას” მეტაბოლიზმის დაქვეითების და სისტემური კლირენსის შემცირების შედეგია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ეზომეპრაზოლის და/ან მისი სულფონური მეტაბოლიტის მიერ იზოფერმენტ CYP2C19 ინჰიბირებით.
გამოყენება პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში
ნელი მეტაბოლიზატორები
მოსახლეობის დაახლოებით 2,9±1,5% აქვს CYP2C19 ფერმენტის (ნელი მეტაბოლიზატორები) დაქვეითებული აქტივობა. ასეთ პაციენტებში ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი სავარაუდოდ ძირითადად ხორციელდება CYP3A4 იზოფერმენტით. 40 მგ ეზომეპრაზოლის დღე-ღამეში 1-ჯერ რეგულარული მიღების ფონზე, საშუალო ფართობი მრუდის ქვეშ “პლაზმაში კონცენტრაცია – დრო” ნელ მეტაბოლიზატორებში აღმოჩნდა დაახლოებით 100% მეტი, ვიდრე ჩქარ მეტაბოლიზატორებში. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციების საშუალო მნიშვნელობები გაზრდილი იყო დაახლოებით 60%-ით.
მითითებული თავისებურებები არ ახდენენ გავლენას ეზომეპრაზოლის დოზირებაზე და მიღების წესზე.
გენდერული განსხვავებები
40 მგ ეზომეპრაზოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ, საშუალო ფართობი მრუდის ქვეშ “დრო – პლაზმაში კონცენტრაცია” ქალებში დაახლოებით 30% მეტია, ვიდრე მამაკაცებში. დღე-ღამეში 1-ჯერ რეგულარული მიღებისას, გენდერული განსხვავება არ აღინიშნა. ეს მონაცემები არ ახდენენ გავლენას ეზომეპრაზოლის დოზირებაზე და მიღების წესზე.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით, ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი შესაძლოა დარღვეული იყოს. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, მეტაბოლიზმის სიჩქარე დაქვეითებულია, რაც იწვევს “პლაზმაში დრო-კონცენტრაციის” მრუდის ქვეშ ფართობის ორჯერ გაზრდას. ამიტომ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით ეზომეპრაზოლის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ.
ეზომეპრაზოლი და მისი ძირითადი მეტაბოლიტები არ აკუმულირდება დღე-ღამეში 1-ჯერ მიღებისას.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
კვლევა პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით, არ ჩატარებულა. რადგან თირკმლებით გამოიყოფა არა საწყისი ნივთიერება, არამედ მისი მეტაბოლიტები, სავარაუდოა, რომ პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით ომეპრაზოლის მეტაბოლიზმი არ იცვლება.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში (71-80 წელი) ეზომეპრაზოლის მეტაბოლიზმი მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიცდის.
გამოყენება პედიატრიაში
12-18 წლის ბავშვები
12 – 18 წლის ასაკის ბავშვებში 20 მგ და 40 მგ ეზომეპრაზოლის რეგულარული მიღებისას ეზომეპრაზოლის AUC და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (tmax) მოზრდილების მსგავსია ორივე დოზისთვის.
5.3 უსაფრთხოების წინაკლინიკური კვლევები
წინაკლინიკური მონაცემები ადასტურებს, რომ არ არსებობს რაიმე სახის საფრთხე ადამიანებისთვის უსაფრთხოების, ტოქსიკური განმეორებითი დოზების, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენობის, რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევების ჩატარებისას. ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები, რომლებიც არ აღინიშნებოდა კლინიკური კვლევების ჩატარებისას, აღინიშნა ცხოველებში პრეპარატის ზემოქმედების ისეთ დონეებზე, რომლებიც მათი მსგავსი იყო კლინიკურ კვლევებში და შესაძლოა გამოყენებული იყო კლინიკურ პრაქტიკაში.
ვირთხებში რაცემიული ნარების კანცეროგენობის კვლევების ჩატარებისას დარეგისტრირდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰიპერპლაზია და კარცინოიდული სიმსივნე. ეს დაავადებები წარმოადგენს ხანგრძლივი, გამოხატული ჰიპერგასტრინომიის შედეგს, რაც მეორადია კუჭის მჟავას შემცირებული წარმოების მიმართ და აღინიშნება ვირთხებში კუჭის მჟავას სეკრეციის ინჰიბიტორების ხანგრძლივად გამოყენების შემდეგ.
6. ფარმაცევტული თვისებები
6.1 დამხმარე საშუალებების ჩამონათვალი
გრანულები
შაქრის სფეროები (საქაროზა და სიმინდის სახამებელი)
პოვიდონი K30,
ნატრიუმის ლაურილსულფატი
ოლივინილის სპირიტი
ტიტანიუმის დიოქსიდი (E171)
მაკროგოლი 6000
მაკროგოლი 3000
ტალკი (E553b)
პოლისორბატი 80 (E433)
მეტაკრილის მჟავას და ეთილაკრილატის სოპოლიმერი (1:1) (დისპერსია 30%)
კაფსულის გარსი
ჟელატინი (E441)
ტიტანიუმის დიოქსიდი (E171)
რკინის ოქსიდი წითელი (E172)
6.2 შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
6. 3 ვარგისობის ვადა
2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული თარიღის შემდეგ.
6.4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
ინახება არა უმეტეს 300C-ზე.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში ნესტისაგან დაცვის იზნით.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
6.6 შეფუთვის სახეობა და შემცველობა
14 ან 28 ნაწლავში ხსნადი კაფსულები (2 ან 4 ბლისტერი ოპა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგის აპკის, 7 ნაწლავში ხსნადი კაფსულა) კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
6.7 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან სამკურნალო საშუალების გამოყენების ან მასთან მუშაობის შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას
განსაკუთრებული მოთხოვნები უტილიზაციისთვის არ არსებობს.
დარჩენილი სამკურნალო პრეპარატი და ნარჩენები უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.
პრეპარატის შეყვანა კუჭის ზონდით
1. გახსენით კაფსულა, მოათავსეთ გრანულები შესაბამის შპრიცში და შეავსეთ ის დაახლოებით 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით.
ზოგიერთი ზონდისთვის საჭიროა 50 მლ წყალში გახსნა, რათა თავიდან იქნას აცილებული მილის გაჭედვა.
2. ამის შემდეგ შპრიცი მაშინვე უნდა შეინჯღრეს, რათა გრანულები თანაბრად განაწილდეს სუსპენზიაში.
3. შპრიცი დაიკავეთ წვერით ზევით და დარწმუნდით, რომ წვერი არ არის გაჭედილი.
4. შეუერთეთ შპრიცი ზონდს, მითითებული მდგომარეობის შენარჩუნებით.
5. შეანჯღრიეთ შპრიცი და განათავსეთ წვერით ქვევით. დაუყოვნებლივ შეიყვანეთ 5-10 მლ ზონდში. გადააბრუნეთ შპრიცი ინექციის შემდეგ და შეანჯღრიეთ (შპრიცი უნდა გეჭიროთ წვერით ზევით გაჭედვის თავიდან ასაცილებლად).
6. გადააბრუნეთ შპრიცი წვერით ქვევით და დაუყოვნებლის შეიყვანეთ კიდევ 5-10 მლ სუსპენზია ზონდში. გაიმეორეთ ეს პროცედურა სანამ არ შეიყვანთ მთელ სუსპენზიას.
7. შეავსეთ შპრიცი 25 მლ წყლით და 5 მლ ჰაერით და გაიმეორეთ ნაბიჯი 5, თუ აუცილებელია შპრიცში დარჩენილი ნალექის ჩამორეცხვა. ზოგიერთი ზონდისთვის საჭიროა 50 მლ წყალი.
გაცემის რეჟიმი
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი -III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
7. რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
„კრკა, დ.დ“, ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.