ბიოდრაინი #60ტ *

ბიოდრაინი #60ტ *

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 60678
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ბიოდრაინი ტაბლეტები #60.

ბიოდრაინი არის რბილი ეფექტური ანტიოქსიდანტური ფორმულა, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული ფესვების ბოჭკოები - ინულინი, ხილისა და ბოსტნეულის უჯრედისი, ციტრუსების რბილობი, ასევე კარგად ნაცნობი სამკურნალო მცენარეები, როგორიცაა ბაბუაწვერას, ცინარის, ბეგქონდარას, ნიახურის, ჭინჭარის და ბაღის სატაცურის ექსტრაქტები.
ბიოდრაინი:

  • • უზრუნველყოფს ორგანიზმის ღრმა დეტოქსიკაციას - ეფექტურ წმენდს დაგროვილი შლაკებისგან, ტოქსინებისგან და მეტაბოლოტებისგან.
  • • ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას.
  • • აუმჯობესებს საკვების მონელებას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას.
  • • აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას.
  • • კანს სძენს ბუნებრივად ჯანმრთელ იერს.
  • • ხელს უწყობს წონაში ბუნებრივ კლებას.

 

მოქმედების მექანიზმი:
ბაღის სატაცურის, არტიშოკისა და ბაბუაწვერას ექსტრაქტები ასტიმულირებენ ნაღვლის მჟავების გამოყოფას და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების აქტივობას, რაც ხელს უწობს ცხიმების დაშლას და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას. თრგუნავს ქოლესტერინის სინთეზს, ასრულებს ჰეპატოპროტექტორულ ფუნქციას, ახდენს ღვიძლის მუშაობის ნორმალიზებას, როგორც ორგანიზმის ფილტრისა.

ვარდკაჭკაჭას ფესვების ფხვნილსა და მრავალძარღვას თესლის ფხვნილში დიდი რაოდენობით არის ბოჭკოვანი ნივთიერებები, რომლებიც სასარგებლოა ნაწლავების პერისტალტიკისთვისა და საჭმლის მონელებისთვის. გაჯირჯვებისას ქმნიან სიმაძღრის შეგრძნებას, კვებავენ ნაწლავების ნატურალურ მიკროფლორას, აჩქარებენ რთულად გადასამუშავებელი ნივთიერებების გადაადგილებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, უზრუნველყოფენ ნორმალურ ევაკუაციას და ტოქსიური ნივთიერებების მოშორებას.

ჭინჭრისა და ბეგქონდარას ექსტრაქტი უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას.

ციტრუსების რბილობი შეიცავს ბიოფლავონოიდებს, რომლებიც ხასიათდება ანტიოქსიდაციური მოქმედებით, ამაგრებენ სისხლძარღვთა კედელს, რაც ხელს უწყობს ორგანიმზს ადვილად გამოიყვანოს დაგროვილი სითხე და ტოქსინები ცხიმოვანი ქსოვილიდან. გააჩნია დაზიანებული სისხლძარღვების კედლის და კაპილარების აღმდგენი მოქმედება.

1 ტაბლეტის შემადგენლობა:

  • • ხილის ოლიგოსაქარიდები (ინულინი) მცენარეული (ვარდკაჭკაჭას - ციკორია) ფესვების ბოჭკოები - 333მგ.
  • • ხილისა და მცენარეების ბოჭკოები - 200მგ.
  • • ციტრუსის რბილობის ექსტრაქტი - 130მგ.
  • • ბაღის სატაცური - 85მგ.
  • • ჭინჭარის ექსტრაქტი - 80მგ.
  • • ბაბუაწვერას ექსტრაქტი - 50მგ.
  • • ცინარის ექსტრაქტი - 37მგ.
  • • ნიახურის ექსტრაქტი - 55მგ.
  • • ბეგქონდარას ექსტრაქტი - 21მგ.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებისა და მოზარდებისთვის 15 წლის ასაკის ზევით 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს, საშუალო რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მინიმალური მკურნალობის კურსი 2 კვირა, იდეალური - 6 კვირა.
რეკომენდირებულია ბიოდრაინის გამოყენება 4-6 კვირიანი კურსით წელიწადში 2-ჯერ.
ბიოდრაინით მკურნალობის დროს აუცილებელია ყოველდღიურად 1,5-2 ლიტრამდე წყლის მიღება.
გამოიყენება ვეგეტარიანელებში და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

უკუჩვენება:
• ორსულობა; ლაქტაცია; ასაკი 15 წლამდე.
• მწვავე ქირურგიული მდგომარეობები (ნაღვლის ბუშტის ემპიემა, ნაღვლის გამოყოფის დარღვევა ნაღვლის სადინრის დახშობის გამო, ნაწლავის გაუვალობა და სხვა).
• დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენება.

შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურისა.
გააჩნია GMP სერტიფიკატი.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.
მწარმოებელი: Legosan AB, შვედეთი "New Nordic Manufacturing ApS" დანიასთვის

New Nordic Manufacturing ApS, Ny Qstergade 11, DK - 4000 Roskilde, Denmark - www.Newnordic.com