დიკლო-5 5% 45გ გელი
გააზიარე:
დიკლო-5 5% გელი
სავაჭროდასახელება: დიკლო-5.
საერთაშორისოარაპატენტირებულიდასახელება: დიკლოფენაკი.
სამკურნალწამლოფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისთვის.
შემადგენლობადაგამოშვებისფორმა
ჰომოგენური, გამჭვირვალე გელი 45გ 5% ტუბში,
1გ შეიცავს 50მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, ეთანოლი 96%, პროპილენ
გლიკოლი, მეთილჰიდროქსიბენზოატი და გამოხდილი წყალი.
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიოდული საშუალება.
ათქკოდი: M02AA15.
ფარმაკოლოგიურითვისებები
აქტიური კომპონენტი დიკლოფენაკი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით, რაც იწვევს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას და ამის შედეგად ანთების და შეშუპების შემცირებას, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას სახსრებში.
პრეპარატის რეკომენდებული წესით წასმისას აბსორბირდება დიკლოფენაკის არანაკლებ 6%.
ჩვენება
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი; ქსოვილების რევმატული დაზიანება; პოდაგრული ართრიტი); ხრტილების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ტრავმებით განპირობებული ანთება (გაჭიმვის, დატვირთვისა და დაზიანებისას).
რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, სპონდილიტი, პოდაგრა, ნევრალგია, მიალგია.
დოზირება
მოზრდილებსა და მოზარდებში 14 წლის ასაკის ზემოთ.
დიკლო-5 შეიზილეთ 3-4 ჯერ დღეში, ნელი მასაჟით კანის იმ უბანში, სადაც ტკივილი ან ანთებაა ლოკალიზებული. გელის რაოდენობა დამოკიდებულია დაზიანებული კერის ზომაზე. ჩვეულებრივ 2-4 გ (6-12 სმ. გელის შესაბამისი) საკმარისია. მაქსიმალური დოზა შეადგენს 16 გ დღეში. შესაძლოა მსუბუქი სიგრილის შეგრძნება გელის შეზელისას.
დიკლო-5-ის გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.
14 წლამდე ასაკის ბავშვებში დიკლო-5 არ არის რეკომენდებული.
დაუკავშირდით ექიმს, თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა 7 დღის ვადაში.
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც არის აღწერილი ინსტრუქციაში, ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასაპ-ის მიმართ;
- ბრონქული ასთმის, ცხვირის ან ცხვირის ახლო ღრუების მორეციდივე პოლინოზისა და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასაპ-ის აუტანლობა (ანამნეზში);
- ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი;
- ბავშვთა ასაკი 14 წლამდე;
- კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.
სიფრთხილით
ღვიძლისმიერი პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში), ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა, სისხლის შედედების დარღვევა (მათ შორის ჰემოფილია, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, მიდრეკილება სისხლდენებისადმი); ბრონქული ასთმა, ხანდაზმული ასაკი, ორსულობის I და II ტრიმესტრი.
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობიდან 2 კვირის შემდეგ, განიცდით პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებას. გელი არ უნდა მოხვდეს თვალში და ლორწოვანზე.
გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს დიკლო-5-ით მკურნალობა.
მიღებაორსულობისადალაქტაციისპერიოდში
გამოყენება ორსულობისა (III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
გვერდითიმოქმედება
კანისსაფარისმხრივ: ეგზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი
(ქავილი, ჰიპერემია, კანის დამუშავებული უბნის შეშუპება, პაპულოზურ-ვეზიკულური გამონაყარი, აქერცვლა).
ალერგიული რეაქციები (კანის წვა და ქავილი, კანის ერითემატოზური გამონაყარი,
ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები (შოკის ჩათვლით) ამ დროს უნდა შეწყდეს დიკლო-5 -ის გამოყენება.
ჭარბიდოზირება
დაბალი სისტემური აბსორბციის გამო აპლიკაციის დროს ჭარბი დოზირება ნაკლებსავარაუდოა. შემთხვევით შიგნით მიღებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ღებინების ინდუქცია, აქტივირებული ნახშირი, დიურეზის ფორსირება, სიმპტომური თერაპია. დიალიზი ეფექტური არ არის დიკლოფენაკის პლაზმის ცილებთან კავშირის მაღალი ხარისხის გამო (დაახლეობით 99%).
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან
პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ფოტოსენსიბილიზაციის გამომწვევი საშუალებების მოქმედება.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აღწერილი არ არის.
დიკლო-5-ის გამოყენებამ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო
არასტეროიდებთან ერთად შესაძლოა გაზარდოს გვერდითი ეფექტების გამოვლენის
რისკი.
განსაკუთრებულიმითითებები
გელი იდება მხოლოდ კანის დაუზიანებელ უბნებზე. დადების შემდეგ საჭირო არ
არის ოკლუზიური სახვევის დადება.
თვალებში, ლორწოვან გარსსა და ღია ჭრილობებზე პრეპარატის მოხვედრა არ შეიძლება.
მხოლოდ გარეგანი გამოიყენებისათვის.
გამოშვებისფორმა
გელი გარეგანი გამოყენებისთვის 5%.
45გ გელი ალუმინის ტუბში, პლასტმასის სახურავით. ტუბის ხვრელი დაცულია
ალუმინის მემბრანით. სახურავი წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, აქვს
მემბრანის გასახვრეტი მოწყობილობა. ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად
მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვისპირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის
შემდეგ.
შენახვის ვადა 3 წელი
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III (გამოყენება შესაძლებელია ექიმის
დანიშნულების გარეშე).
მწარმოებელი
S.C. Slavia Pharm S.R.L,Theodor Pallady 44C,
Bucharest, Romania.