ექსტრასედი #30კაფს *

ექსტრასედი #30კაფს *

35.00 ლარი 28.00 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური პრეპარატები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კატაბალახა+პასიფლორა+სვია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 59291
გააზიარე:

ექსტრასედი #30კაფს

შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს:

√ ვალერიანას ფესვების  მშრალი ექსტრაქტი 75მგ,

√ პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი   100მგ, 

√ სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი 50მგ, 

√ მელისას (ბარამბოს) მშრალი ექსტრაქტი 50მგ,

√ მაგნიუმის ციტრატი 50მგ, 

√ ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) 2მგ.

 

ფარმაკოლოგიურითვისებებიდა მოქმედებისმექანიზმი

ვალერიანასფესვებისმშრალიექსტრაქტი ხასიათდება სედაციური თვისებებით, ახანგრძლივებს საძილე საშუალებების ეფექტს კომბინაციაში გამოყენებისას, გააჩნია გლუვკუნთოვანი სპაზმოლიზური ეფექტი და აუმჯობესებს გულის მუშაობას. 

პასიფლორასმშრალიექსტრაქტი შეიცავს ინდოლურ ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, კუმარინებს და ქინონებს, რომლებიც განაპირობებენ მის სედაციურ და ძილისმომგვრელ თვისებებს, გაღვიძების შემდგომი მოდუნების გარეშე. 

სვიისგირჩებისმშრალიექსტრაქტი შეიცავს ლუპულინს, ორგანულ მჟავებს, ქოლინს და ვიტამინებს, გააჩნია დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, კუჭის ლორწოვანის შემომგარსველი და შარდმდენი მოქმედება. 

მელისას (ბარამბოსმშრალექსტრაქტს აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, შარდმდენი და ჰიპოტენზიური მოქმედება, არეგულირებს გულის რითმს. 

მაგნიუმისციტრატი -მაგნიუმის ორგანული მარილია, რომელიც საკმაოდ კარგად შეიწოვება, მონაწილეობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნის პროცესში. რეკომენდებულია კუნთოვანი სისუსტის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, ნევრასთენიის 

სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. მაგნიუმის ციტრატი არეგულირებს წნევას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ამსუბუქებს პრემენსტრუალური (პმს) და კლიმაქტერული სინდრომის მიმდინარეობას, ხსნის ფეხის კუნთების კრუნჩხვებს და ამცირებს თავის ტკივილს შაკიკის დროს. 

ვიტამინი -მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადობას,   აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

 

ექსტრასედი ხასიათდება ძლიერი სედაციური მოქმედებით, აღადგენს ფიზიოლოგიურ ძილს, ამცირებს შფოთვას და ნევროზულობას, აუმჯობესებს გულის მუშაობას, არეგულირებს გულის რითმს და არტერიულ წნევას, ხასიათდება სპაზმოლიზური მოქმედებით, ამცირებს თავის ტკივილს და ხსნის დაძაბულობას. ექსტრასედი ამსუბუქებს პრემენსტრუალური სინდრომის და კლიმაქტერული პერიოდის გამოვლინებებს.

 

ჩვენება

* რთულად ჩაძინება, ღამე  გაღვიძების ეპიზოდები, უძილობა;

* სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა;

* შფოთვა, ნევროზი, მომატებული აგზნებადობა, ადვილად გაღიზიანებადობა;

* ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია;

* დეპრესია;

* პრემენსტრუალური სინდრომი (პმს);

* მენოპაუზის თანმხლები ნერვული და ემოციური დაძაბულობა;

* ორსულთა და მშობიარობის შემდგომი ნევროზები.

 

უკუჩვენებ 

სამ წლამდე ასაკი.

 

დოზირებადამიღებისწესი

ბავშვები 3-დან 12 წლამდე, ერთი კაფსულა ერთხელ დღეში.

მოზარდები 12 წლიდან ერთი - ორი კაფსულა ძილის წინ.

 

გვერდითიმოვლენები

ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

 

ვარგისობა და შენახვის წესი

ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25°C –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ!

 

გამოშვებისფორმა

კაფსულა №30, პლასტმასის ბოთლში, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

 

აფთიაქიდანგაცემისწესი

გაიცემა ურეცეპტოდ.

 

მწარმოებელი

VEFA İlaç, სტამბოლი/თურქეთი.

 

ექსკლუზიურიდისტრიბუტორისაქართველოში

ევროფარმა ჯორჯია.