ბრონქომაქსი 100მლ სიროფი
გააზიარე:
ბრონქომაქსი სიროფი 100მლ
შემადგენლობა
სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავს:
ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) ექსტრაქტი 125.0 მგ,
ვიზიცინის (Adhatoda vasica) ექსტრაქტი 75.0 მგ,
რეჰანის (Ocimum sanctum) ექსტრაქტი 25.0 მგ,
კოჭას (Zingiber officinale) ექსტრაქტი 5.0 მგ,
წიწაკის (Piper longum) ექსტრაქტი 10.0 მგ,
პიტნის (Mentha arvensis) ექსტრაქტი 5.0 მგ,
ალბიციას (Albizia lebbeck) ექსტრაქტი 15.0 მგ,
კურკუმას (Curcuma longa) ექსტრაქტი:15.0 მგ,
კანტაკარის (Solanum xanthocarmum) ექსტრაქტი 25.0 მგ,
ნატურალური ფიჭვის თაფლი 125 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სუკროზა, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, თხევადი გლუკოზა (გოგირდის დიოქსიდის გარეშე), NF (GF 40), სორბიტოლის ხსნარი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ციტრატი (ტრინატრიუმის ციტრატი), პიტნის არომატიზატორი, თაფლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
დახასიათება
ბრონქომაქსი ფიტოპრეპარატია ცხრა მცენარის კომბინაციით; გააჩნია ამოსახველებელი, მუკოლიზური, ბრონქოლიზური, ანტიალერგიული, გაციების საწინააღმდეგო ეფექტი. ბრონქომაქსი მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედების წყალობით ამცირებს ხველის სიხშირესა და ინტენსივობას, ხელს უწყობს ნახველის ადვილად გამოძევებას. ბრონქომაქსი ეფექტურად ამსუბუქებს ხველას და არ იწვევს ძილიანობას.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბრონქომაქსის შემადგენელი თითოეული მცენარე გამოირჩევა ხველის საწინააღმდეგო მოქმედებით. ბრონქომაქსიით მკურნალობის ფონზე სწრაფად მცირდება ხველის სიხშირე და ინტენსივობა; მცირდება ნახველის სიბლანტე და ადვილდება ამოხველება. ძირტკბილას (Glycyrrhiza glabra) ექსტრაქტი ფიტომედიცინაში ცნობილია, როგორც მუკოლიზური, დამამშვიდებელი, ანტიალერგიული, ასთმის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ვიზიცინის (Adhatoda vasica) ექსტრაქტს გააჩნია მუკოლიზური, ამოსახველებელი, ბრონქოდილატატორული ეფექტი. რეჰანის (Ocimum sanctum) ექსტრაქტს აქვს გაციების საწინააღმდეგო, ხველის საწინააღმდეგო, ასთმის საწინააღმდეგო, იმუნომოდულატორული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კოჭას (Zingiber officinale) ექსტრაქტი გამოირჩევა ანტიალერგიული, გაციების საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. წიწაკის (Piper longum) ექსტრაქტს აქვს ანტიალერგიული, ასთმის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება. პიტნის (Mentha arvensis) ექსტრაქტი გამოირჩევა გამაგრილებელი, დამამშვიდებელი, გაციების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური მოქმედებით. ალბიციას (Albizzia lebbeck) ექსტრაქტს აქვს ამოსახველებელი, ასთმის საწინააღმდეგო, ბრონქოდილატატორული, ანტიალერგიული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კურკუმას (Curcuma longa) ექსტრაქტი ფიტომედიცინაში ცნობილია, როგორც გაციების საწინააღმდეგო, მუკოლიზური, ასთმის საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, სპაზმოლიზური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. კანტაკარის (Solanum xanthocarmum) ექსტრაქტს ააჩნია ამოსახველებელი, ბრონქოლიზური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება; ეფექტურია ყელის ტკივილის დროს. ფიჭვის თაფლი არბილებს ხველას, ამსუბუქებს ყელის გაღიზიანებასა და ტკივილს, ამცირებს გაციების სიმპტომებს.
ჩვენებები
რესპირაციული ტრაქტის ანთებითი დაავადებები: ბრონქიტი, ასთმის თანმხლები ხველა, მწეველთა ხველა, რესპირაციული ალერგოზი.
დოზირება
1-2 წლის ასაკის ბავშვები: 1,25 მლ 3-ჯერ დღეში, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით;
2 - 5 წლის ასაკის ბავშვები: 2,5 მლ 3-ჯერ დღეში;
5 - 12 წლის ასაკში: 5 მლ 3-ჯერ დღეში;
მოზრდილებში:10 მ. 3-ჯერ დღეში.
განსაკუთრებული მითითებები
ბრონქომაქსის სიროფის მიღების დროს არ არის საჭირო ხველის სხვა სიროფების მიღება.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზებით პრეპარატის მიღებისას რაიმე გვერდითი მოვლენა გამოვლენილი არ არის.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა
ბრონქომაქსი სიროფი 100 მლ მინის ბოთლში.