კალციუმი+D3 #20ტ საღეჭი
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალებები, ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
კალციუმის კარბონატი+ქოლეკალციფეროლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 5829
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
კალციუმი D3 ნიკომედი
CALCIUM D3 NICOMED
CALCIUM D3 NICOMED
საერთაშორისო დასახელება - colecalciferol, calcium carbonate
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A12AX
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები; D3 ვიტამინის პრეპარატები
ნოზოლოგიური ჯგუფი - ოსტეოპოროსის და კალციუმის დეფიციტის საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
20, 50 და 100 საღეჭი ტაბლეტები
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ კომპონენტებს: კალციუმის კარბონატს - 1250 მგ (500 მგ კალციუმის ექვივალენტს), ქოლეკალციფეროლს (ვიტამინ D3)-200 სე (საერთაშორისო ერთეულს). დამხმარე კომპონენტები: სორბიტოლი, იზომალტი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ასპარტამი, ფორთოხლის ზეთი, ცხიმოვანი მჟავას მონო და დიგლიცერიდები. ტაბლეტის წონა - 1749 მგ.
აღწერილობა
მრგვალი, თეთრი, გარსის გარეშე ორმხრივად ამობურცული ტაბლეტები ფორთოხლის გემოთი. შესაძლოა ჰქონდეთ მცირე ზომის ღია ყვითელი ჩანართები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. ამცირებს რეზორბციას (გაწოვას) და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, ავსებს ორგანიზმში კბილების მინერალიზაციისთვის აუცილებელ კალციუმისა და ვიტამინი D3ის ნაკლებობას.
კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში და სისხლის შედედების სისტემის კომპონენტია.
ფარმაკოდინამიური თვისებები
D ვიტამინი ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავებში. კალციუმისა და D ვიტამინის გამოყენება წინააღმდეგობას უწევს პარათჰორმონის გამომუშავების მომატებას, რომელიც წარმოადგენს ძვლოვანი რეზორბციის (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.
ფარმაკოკინეტიკა
ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილ ნაწლავში. აქტიური D ვიტამინდამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით კალციუმი იონიზირებული ფორმით, შეიწოვება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში.
ჩვენებები
კალციუმი-D3 ნიკომედი - კალციუმისა და ვიტამინი D3-ის დამატებითი წყარო რეკომენდებულია:
- ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა, კომპლექსური თერაპია (მენო პაუზური, სენილური, სტეროიდული, იდიოპატური და სხვა) და მისი გართულება (ძვლების მოტეხილობა).
- კალციუმისა და/ან D ვიტამინის დეფიციტის მდგომარეობისას, რო მელიც დაკავშირებულია მათი საკვებით არასაკმარის მიღებასთან.
- ორგანიზმის კალციუმისა და D ვიტამინისადმი გაზრდილი მოთხოვნილე ბის დროს.
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
- ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდში.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში - 2 ტაბლეტი დღეში, უპირატესად ჭამის დროს. 12 წლამდე ბავშვებში - დოზირება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. ტაბლეტი შეიძლება დაიღეჭოს ან პირდაპირ გადაიყლაპოს.

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა აღინიშნოს ნაწლავების დისფუნქცია (ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი). იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (კალციუმის შემცველობის ზრდა სისხლსა და შარდში).
უკუჩვენება
- პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
- ჰიპერკალციემია ან ჰიპერკალციურია (სისხლსა ან შარდში კალცი უმის კონცენტრაციის მომატება), მათ შორის ხანგრძლივი იმობილიზაციით განპირობებული.
- სარკოიდოზი.
- თირკმლების უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში სადღეღამისო დოზა არ უნდა იყოს 1500 მგ კალციუმზე და 600 სე ვიტამინი D3-ზე მეტი. ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს დედის რძით, ამიტომ აუცილებელია დედისა და ბავშვის ორგანიზმში კალციუმისა და D ვიტამინის დამატებითი წყაროებით შესვლის გათვალისწინება და საჭიროა სამედიცინო კონტროლი.
განსაკუთრებული მითითებები
- კალციუმი -D3 ნიკომედის ტაბლეტი შეიცავს ასპარტამს, რომელიც ორგანიზმში ტრანსფორმირდება ფენილალანინად. ამიტომ არ შეიძლება პრეპარატის მიღება ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ფენილკეტონურია. - პაციენტებში, რომლებიც ერთდოულად ღებულობენ საგულე გლი კოზიდებსა და/ან დიურეტიკებს, აუცილებელია კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის შრატში. - სისხლის შრატში კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის მომატებისას საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის დროებით შეწყვეტა. - დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია D ვიტამინის დამატებითი შესვლის წყაროს გათვალისწინება.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს. დოზის გადაჭარბებისას შეიძლება აღინიშნებოდეს ანორექსია, წყუ რვილი, შარდის გამოყოფის შემცირება, გულისრევის შეგრძნება, ღები ნება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალციემია, ჰიპერკრეატინემია. ამ დროს რეკომენდებულია ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეტიკების (მაგალითად, ფუროსემიდი), გლუკოკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბისფოსფონატების გამოყენება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- ვიტამინ D3ის აქტივობა შესაძლოა შემცირდეს მისი ფენიტოინთან ან ბარბიტურატებთან ერთდროულად მიღებისას.
- საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულად მკურნალობისას აუცი ლებელია ეკგ და კლინიკური კონტროლი, ვინაიდან კალციუმის პრეპარა ტები საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიური ეფექტების პოტენცირებას ახდენენ.
- კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატები აძლიერებენ ტეტ რაციკლინების შეწოვას კუჭნაწლავის ტრაქტიდან. ამიტომ ტეტრაციკლი ნის ჯგუფის პრეპარატებისა და კალციუმიD3 ნიკომედის მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 საათისა.
- ბისფოსფონატის პრეპარატების ან ნატრიუმის ფთორიდის შეწო ვის შემცირების თავიდან ასაცილებლად, კალციუმიD3 ნიკომედის მიღება რეკომენდებულია მათი მიღებიდან არა ნაკლებ 2 საათის შემდეგ.
- გლუკოკორტიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ შეიძლება საჭირო გახადოს კალციუმიD3 ნიკომედის დოზის გაზრდა.
- ქოლესტირამინის პრეპარატებით და მინერალური ან მცენარეული ზეთის ფუძეზე დამზადებული საფაღარათე საშუალებებით ერთდროულად მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს ვიტამინ D3 –ის შეწოვა.
- თიაზიდური რიგის დიურეტიკების ერთდროულად გამოყენების დროს იზრდება ჰიპერკალციემიის წარმოქმნის რისკი, ვინაიდან ისინი ზრდიან კალციუმის მილაკოვან რეაბსორბციას. ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკები, პირიქით, ზრდიან კალციუმის გამოყოფას თირკმლებით.
შენახვის პირობები და ვადები
ფლაკონი უნდა იყოს მჭიდროდ დახურული. ინახება 15-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
3 წელი. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ნიკომედ ფარმა A/C, ნორვეგია
ნორვეგია
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით