ლიმფომიოზოტი #100ტ

ლიმფომიოზოტი #100ტ

51.90 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ბიოლოგიშ ჰელმიტელ ჰეელი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლიმფომიოზოტი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 58085
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია
ლიმფომიოზოტი (Lymphomyosot)

ტაბლეტები

ჰომეოპათიური პრეპარატი

ჩვენება:

ლიმფატიზმი (ლიმფური ორგანოების ჰიპერტროფიისადმი მიდრეკილება, შეშუპებისადმი მიდრეკილება და მგრძნობიარობა ინფექციის მიმართ; ჯირკვლების შეშუპება, ტონზილების ჰიპერტროფია და ქრონიკული ტონზილიტი.

უკუჩვენება:
ცნობილი ალერგია (გადამეტებული მგრძნობელობა) პრეპარატის ერთი ან მეტი ინგრედიენტის მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:

ამ მედიკამენტში არსებული ჰომეოპათიურმა განზავებებმა არ გამოავლინეს ტოქსიკურობა ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ისევე, როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის პროფესიონალს ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებისას.

ეს პროდუქცია შეიცავს ლაქტოზას. თუ გაქვთ ლაქტოზას (რძის შაქარი) აუტანლობა, ამ სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
თუ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან პროფესიონალს ჯანდაცვის დარგში

წამალთშორისი ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი.
თქვენი ექიმი უნდა იყოს ინფორმირებული თქვენს მიერ ბოლო პერიოდში გამოყენებული წამლების შესახებ, ურეცეპტო წამლების ჩათვლითაც კი.


დოზირება და გამოყენების წესი:

ზოგადად, 3 ტაბლეტი პირის ღრუში გასაწუწნად დღეში 3-ჯერ.

გვერდითი ეფექტი:


ისევე, როგორც ყველა წამალმა, ამ ჰომეოპათიურმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, თუმცა ისინი ყველასთან არ ვითარდება. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები კანზე (გადამეტებული მგრძნობელობის რეაქციები).

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი


შენახვის პირობები:
განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ინგრედიენტები:

Mყოსოტის არვენსის D3 15 მგ
Vერონიცა ოფფიცინალის D3 15 მგ
თეუცრიუმ სცოროდონია D3 15 მგ
Pინუს სყლვესტრის D4 15 მგ
Gენტიანა ლუტეა D5 15 მგ
Eქუისეტუმ ჰყემალე ეხ ჰერბა რეც. D4 15 მგ
შმილლახ D6 15 მგ
შცროპჰულარია ნოდოსა D3 15 მგ
ჟუგლანს D3 15 მგ
ჩალციუმ პჰოსპჰორიცუმ D12 15 მგ
Nატრიუმ სულფურიცუმ D4 15 მგ
Fუმარია ოფფიცინალის D4 15 მგ
Lევოტჰყროხინუმ D12 15 მგ
Aრანეა დიადემა D6 15 მგ
Gერანიუმ რობერტიანუმ D4 30 მგ
Nასტურტიუმ ოფფიცინალე D4 30 მგ
Fერრუმ ჯოდატუმ D12 30 მგ

შემავსებლები:
მაგნიუმის სტეარატი

შეფუთვა:
შეფუთვა, რომელშიც განთავსებულია 100 ტაბლეტი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე


მწარმოებელი:
ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ (Bიოლოგისცჰე Hეილმიტტელ Hეელ GმბH)
დრ-რექევეგ-შტრასე 2-4,
76532 ბადენ-ბადენი, გერმანია


დისტრიბუტორი:
შპს ბიომედიკა (Bიომედიცა)
ა. პოლიტოვსკაიას ქ. 38, GE-0186 თბილისი

ბოლო განახლების თარიღი: 2018 წლის თებერვალი


ბეჭედი დასმულია /ხელმოწერილია /Biologische Heilmittel Heel GmbH/