სედოტრე #28ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სედოტრე
SEDOTRE
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
გრიფონია სიმპლიციფოლიკას ექსტრაქტი-75მგ
მელისას მშრალი ექსტრაქტი-75მგ
ვალერიანის მშრალი ექსტრაქტი-40მგ
ვიტამინი B1 – 0,7მგ
ვიტამინი B6 - 1მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის ოქსიდი, ვალერიანის ძირების მშრალი ექსტრაქტი 0,8%-იანი ვალერიანის მჟავით ტიტრირებული (14,4%). ტაბლეტის გარსის შემადგენლობა: პოლიდექსტროზა, ჰიდროქსიმეთილცელულოზა, ტალკი, შელაკი, საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები. ანტიაგლომერანტული ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი - ვიტ B6 (0,36%), თიამინის ჰიდროქლორიდი – ვიტ B1 (0,25%). საღებავი: ლურჯი (E 133) ტიტანის დიოქსიდი (E 171).
შემადგენლობა დოზა
შეესაბამება
2 ტაბლეტი დღეში %ღDA
2 ტაბლეტი დღეში
ვიტამინი B1 1,4მგ 100
ვიტამინი B6 2 მგ 100
Griffonia Simplicifolia მშრალი ექსტრაქტი 150მგ
მელისას მშრალი ექსტრაქტი 150მგ
ვალერიანის მშრალი ექსტრაქტი 80მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კომბინირებული სედატიური მოქმედების პრეპარატი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
Griffonia Simplicifolia-ს ექსტრაქტი შეიცავს სეროტონინის წინამორბედს
5-ჰიდროქსიტრიფტოფანს, რომლის დეფიციტი აღინიშნება გუნება-განწყობის
დარღვევების და უძილობისას. ვალერიანის ექსტრაქტს ახასიათებს გამოხატული სედატიური, ანტიჰიპერტენზიული, ანტიარითმიული, ვეგეტომასტიმულირებელი, ტრანქვილიზური ეფექტი. მელისას ახასიათებს სედატიური, სპაზმოლიზური, ანალგეზიური, ანტიკონვულსიური, მსუბუქი საძილე მოქმედება. თიამინი და პირიდოქსინი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ჩვენებები:
გაღიზიანება, შფოთვა, გუნება-განწყობის დაქვეითება.
ძილის დარღვევის მსუბუქი ფორმები.
კლიმაქტერული სინდრომი.
ნეიროცირკულატორული დისტონია.
დოზირების რეჟიმი:
მოზრდილები:
შფოთვის, დაძაბულობისა და გაღიზიანებული მდგომარეობების დროს:
1-2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
ძილის დარღვევების დროს: 2 ტაბლეტი ძილის წინ.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.
შენახვის პირობები ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა შემოგარსული ტაბლეტები #28.
მწარმოებელი
MONTEFARMAKO OTC S.p.A








