პრეგნიოფოლი #90ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
PregnioFol®
დასახელება: პრეგნიოფოლი®
ფარმაცევტული ფორმა: ტაბლეტები
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს ფოლიუმის მჟავა 800 მკგ. კალიუმის იოდიდი 200 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, სორბიტოლი.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები:
ფოლიუმის მჟავა - ესაა B ჯგუფის წყალში ხსნადი ვიტამინი. მას გააჩნია უმნიშვნელოვანესი როლი იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და სისხლის წარმოქმნის პროცესში; ასტიმულირებს ერითროგენეზს, მეგალობლასტების სრულ მომწიფებასა და ნორმობლასტების წარმოქმნას. ფოლიუმმჟავას დეფიციტს მოზრდილებში მივყავართ მეგალობლასტური ანემიის განვითარებამდე, ხოლო ორსულობისას მისი ნაკლებობა იწვევს ნერვული მილის ჩამოყალიბების დარღვევას ნაყოფში. ფოლიუმის მჟავა უდიდეს როლს ასრულებს ორსულობისწინა პერიოდში და განსაკუთრებით ორულობის პირველ კვირებში. ფოლიუმის მჟავა არეგულირებს საჭმლის მონელების პროცესს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამაგრებს ნერვულ სისტემას. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალოდ.
იოდი - არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლისა და მისი ჰორმონის ფუნქციონირებას. იოდის დღიური დოზაა 200 მკგ. იოდის ნაკლებობა იწვევს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ენდემური ჩიყვი, ჰიპოთირეოზი, კრეტინიზმი. იოდის ნაკლებობა ამცირებს გონებრივ აქტივობას; იოდდეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარება.
ორსულობის პერიოდში იოდის ნაკლებობა იწვევს ნაყოფის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენასა და კრეტინიზმს. იოდდეფიციტი არღვევს არა მხოლოდ ბავშვის ინტელექტს, არამედ სმენას, მხედველობას, მეხსიერებასა და მეტყველების უნარს.
ჩვენებები:
ü ორსულობის დაგეგმვა (ორსულობისწინა პერიოდი)
ü იოდისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ü ნაყოფის ნერვული სისტემის, კიდურების, გულის ჩამოყალიბების დარღვევის პრენატალური პროფილაქტიკა
ü ორგანიზმის ზრდა-განვითარების დარღვევათა პროფილაქტიკა მოზარდ ასაკში
ü ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მეხსიერების დაქვეითება
ü პერიფერიული ნეიროპათია
ü რეციდივების პროფილაქტიკა იოდდეფიციტის მკურნალობისშემდგომ პერიოდში
უკუჩვენებები: პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ჰიპერთირეოზი.
დოზირება: პრეგნიოფოლის® 1 ტაბლეტი მიიღება ერთხელ დღეში, ჭამის დროს ან შემდეგ. მკურნალობის კურსის განსაზღვრა ხდება ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები: პაციენტები აღნიშნულ პრეპარატს იტანენ კარგად.
იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია.
წამალთა ურთიერთქმედება: პრეგნიოფოლი® არ ინიშნება ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორებიცაა: ანალგეტიკები, ანტიკონვულსანტები, ანტაციდები, ქოლესტირამინი, სულფანილამიდები, ანტიბიოტიკები, ციტოსტატიკები. ზემოაღნიშნული მედიკამენტები აფერხებენ ფოლიუმმჟავას შეწოვას. პრეგნიოფოლისა® და კალიუმშემნახველი დიურეტიკების კომბინაციაში გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალემია. პრეგნიოფოლისა® და ლითიუმის პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩიყვი და ჰიპერთირეოზი.
განსაკუთრებული მითითებები: იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ღებულობს
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალო პრეპარატებს ან სხვა რომელიმე იოდშემცველ მედიკამენტს, პრეგნიოფოლის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
შენახვისა და ტრანსპორტირების წესი: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისგან დაცულ ადგილას, 25 °C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #50
კოლოფში 5 ბლისტერი; 10 ტაბლეტი თითოეულ ბლისტერზე.
ვარგისიანობის ვადა: გამოშვებიდან 3 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
EU, Polipharm Sp. zo.o ul. Pilsudskiego 40 48-303 Nysa, Poland. European Union
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში:
,,EuroPharma Georgia“