აციდოლაკი #10პაკ
გააზიარე:
პრობიოტიკი
აციდოლაკი®
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
ჩვილი ბავშვებისთვის, ბავშვებისა და მოზრდილებისთვის
Lactobacillus rhamnosus GG DSM 33156
ფრუქტოოლიგოსაქარიდები (FOS)
10 საშე
ლიოფილიზატი
აციდოლაკი® არის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს რძემჟავა ბაქტერიების ლიოფილიზატს Lactobacillus rhamnosus GG DSM 33156 და ფრუქტოოლიგოსაქარიდებს (FOS).
პროდუქტი რეკომენდებულია ანტიბიოტიკოთერაპიის პერიოდში, ასევე ანტიბიოტიკების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ნაწლავის ბაქტერიული ფლორის შესავსებად. მისი მიღება შესაძლებელია მოგზაურობისას, კლიმატური ზონის ცვლილებისას, როდესაც მიკროფლორის შემადგენლობის ცვლილება შეიძლება მოხდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ინგრედიენტების კომბინაცია ხელს უწყობს ნაწლავის კოლონიზაციას სასარგებლო ბაქტერიების მიერ და ახანგრძლივებს მათ სიცოცხლისუნარიანობის პერიოდს.
შემადგენლობა:
მალტოდექსტრინი, ფრუქტოოლიგოსაქარიდები (FOS), რძემჟავა ბაქტერიების ლიოფილიზატი Lactobacillus rhamnosus GG DSM 33156.
აციდოლაკი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ შეიცავს ძროხის რძის ცილებს, ლაქტოზას, გლუტენს, ამიტომ შეიძლება გამოყენებული იქნას პირებში, რომლებსაც აწუხებთ ამ ნივთიერებების მიუღებლობა.
რეკომენდაციები გამოყენებისთვის:
ჩვილები და 3 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 პაკეტი დღეში.
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 1–2 პაკეტი დღეში.
მომზადების მეთოდი:
შესაძლებელია პაკეტის შიგთავსის პერორალურად პირდაპირ მიღება ან უშუალოდ გამოყენების წინ წინასწარ გაზავება არა უმეტეს 37°C ტემპერატურის მქონე სითხეში. ძუძუზე მყოფი ბავშვებისთვის პაკეტის შიგთავსი უნდა იყოს გაზავებული გამოწველილ დედის რძეში.
აციდოლაკი უნდა იქნას გამოყენებული უშუალოდ მომზადების შემდეგ.
| ინგრედიენტები | 1 საშე (დღიური პორცია) | 2 საშე (დღიური პორცია) |
|---|---|---|
| Lactobacillus rhamnosus GG DSM 33156 რძემჟავა ბაქტერიების ლიოფილიზატი | 4 მლრდ (4 × 10⁹ კწე*) | 8 მლრდ (8 × 10⁹ კწე*) |
| ფრუქტოოლიგოსაქარიდები (FOS) | 0,8 გ | 1,6 გ |
* კწე — კოლონიის წარმომქმნელი ერთეული
გამოშვების ფორმა:
30 გ (3 გ × 10 პაკეტი)
ვარგისიანობა:
მითითებულია შეფუთვის ფსკერზე.
შენახვა:
ინახება დახურულ შეფუთვაში არაუმეტეს 15–25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით სინათლისა და ნესტისაგან.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კვების ერთადერთი წყარო.
არ უნდა იყოს გამოყენებული პროდუქტის ინგრედიენტების მიმართ ალერგიის მქონე პირების მიერ.
სს ფარმაცევტული ქარხანა „პოლფარმა“
პელპლინსკას ქ. 19
83-200 სტაროგარდ გდანსკი, პოლონეთი.










