მულეინის ზეთი 30მლ ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
მულეინ ზეთი (Mullein oil)
სამკურნალწამლო ფორმა: წვეთები
შემადგენლობა: მომზადებულია ჩვეულებრივი ქერიფქლას (verbascum thapsus) ახლად მოკრეფილი ყვავილებისგან.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოყენების ჩვენება: შარდის შეუკავებლობა, ღამის შარდვის შეუკავებლობა ბავშვებში (ენურეზი), ინტერსტიციული ცისტიტი, შარდ-სასქესო გზების დაავადებები და ფუნქციური მოშლილობები.
ფამაკოლოგიური და კლინიკური თვისებები: ქერიფქლას ზეთი გამოკვეთილ ზემოქმედებას ახდენს შარდის ბუშტზე, ეფექტურია შარდსასქესო გზების გაღიზიანებისას, შარდის მუდმივი - წვეთებით გამოყოფისას, შარდზე გასვლის გახშირებული სურვილისას, ღამით შარდის შეუკავებლობისას, მათ შორის - ღამის ენურეზისას ბავშვებში. უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა ქერიფქლას ყვავილების მიმართ. გვერდითი ეფექტები: იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები მცენარე ქეირიფქლას მიმართ.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: თავსებადია სხვა პრეპარატებთან.
მიღების წესი: მიიღება პერორალურად, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
დოზირება:
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 20 წვეთი 2-ჯერ დღეში.
ბავშვები 6-დან 12 წლამდე: 15 წვეთი 2-ჯერ დღეში.
ბავშვები 6 წლამდე: 10 წვეთი 2-ჯერ დღეში.
მიღებამდე წვეთების შესაბამისი ოდენობა იხსნება მცირე რაოდენობა წყალში.
დოზის გადაჭარბება: ინფორმაცია დოზის გადაჭარბების უარყოფითი ეფექტების შესახებ არ არის გამოვლენილი.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა: 50-დან 70 დღემდე, საჭიროებისას უფრო ხანგრძლივად.
გამოშვების ფორმა: 30 მლ-იანი თეთრი გამჭირვალე, დაბალი სიმკვირივის პოლიეთილენის ფლაკონი საწვეთურით და ჩამაგრებული თეთრი სახურავით. ყველა ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 C.
ვარგისიანობის ვადა: გამოშვების თარიღიდან 5 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
დამზადებულია ინდოეთში,
მწარმოებელი: R.S. BHARGAVA PHARMACY 10081, ბარანი, პანი მილ ინდასტრიალ ესტეიტი, ბულანდაშაჰარი 203001 (u.-p.) INDIA
E-mail: [email protected] ,
www.rsbhargava.com








