სეპტურა #30ტ

სეპტურა #30ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სხვა ჯგუფის დიურეტიკები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 56541
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სეპტურა შემოგარსული 30 ტაბლეტი

შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას:
- რთული სქელი ექსტრაქტი არყის ხის ფოთლების, ოხრახუშის ფესვები, ლობიოს
ნაყოფსაფარი (Eხტრაცტუმ სპისსუმ ცომპოსიტუმ (4-7:1) ეხ: Bეტულაე ფოლიო 4,40 ნაწ., Pეტროსელინი რადიცე
2,66 ნაწ., Pჰასეოლი პერიცარპიო 1,00 ნაწ.) – 86,2 მგ
- გვირილას ბალახის მშრალი ექსტრაქტი (ჩჰამომილლაე ჰერბაე ეხტრაცტუმ სიცცუმ (7-9:1)) - 8
მგ
- წითელი მოცვის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Vიტის იდაეაე ფოლიი ეხტრაცტუმ სიცცუმ (3-
6:1)) - 26მგ
- ლობიოს ნაყოფსაფარი, ფხვნილი (Pჰასეოლი პერიცარპიუმ) -78 მგ
- კალიუმის ციტრატი (Kალიი ციტრას) - 19 მგ
- ნატრიუმის ციტრატი (Nატრიი ციტრას) - 16 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
ბირთვი: ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, საქაროზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი,
კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
გარსი: საქაროზა, ტალკი, გაფრქვევით გამშრალი არაბული გუმფისი, ინდიგოტინი E
132, ჩაპოლ®
1295 (ფუტკრის თეთრი ცვილის E 901 და კარნაუბის ცვილის E 903
ნარევი).
გამოშვების ფორმა: ალუმინის ფოლგის და პვქ ბლისტერი (2X15 ან 4X15 ტაბლეტი)
მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
2
მწარმოებელი
პოზნანის სამკურნალო მცენარეების ქარხანა “ჰერბაპოლი” სს
ტოვაროვას ქ. 47-51, 61-896 პოზნანი, პოლონეთი
1. რას წარმოადგენს სეპტურა და რისთვის გამოიყენება
სეპტურა არის ტრადიციული გამოყენების სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც
გააჩნია ზომიერი შარდმდენი მოქმედება. გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით
საშარდე სისტემის და შარდ-კენჭოვანი დაავადებების ინფექციებისას. პრეპარატის
ეფექტურობა აღნიშნული ჩვენებების შემთხვევებში დასტურდება ხანგრძლივი
გამოყენებით და გამოცდილებით.
2. პრეპარატი სეპტურას გამოყენებამდე საჭირო აუცილებელი ინფორმაცია
პრეპარატი სეპტურას მიღება არ შეიძლება რთულყვავილოვანი ოჯახის მცენარეების
მიმართ (Aსტერაცეაე, იგივე ჩომპოსიტაე) ან პრეპარტის ნებისმიერი ინგრედიენტის
მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეშუპებების დროს, რომელიც გამოწვეულია
გულის და თირკმლის უკმარისობით.
განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატის გამოყენებისას განსაკუთრებული ჯგუფის
პაციენტებში.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში
უსაფრთხო გამოყენების დამადასტურებელი მონაცემების არ არსებობის გამო.
სხვა
თუ სიმპტომები ძლიერდება ან არ გაივლის, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ორსულობა
უსაფრთხო გამოყენების დამადასტურებელი მონაცემების არ არსებობის გამო, არ
არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს.
ლაქტაციის პერიოდი
უსაფრთხო გამოყენების დამადასტურებელი მონაცემების არ არსებობის გამო, არ
არის რეკომენდირებული პრეპარტის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიკური მოწყობილობების მოხმარება
პრეპარტის გამოყენება არ ახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტის და მექანიკური
საშუალებების მართვის უნარზე.
სხვა პრეპარატების გამოყენება
3
აუცილებლად აცნობეთ ექიმს ყველა სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შესახებ,
მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ. სხვა სამკურნალო
საშუალებებთან ურთიერთქმედება ამ დრომდე გამოვლენილი არ არის.
3. პრეპარატ სეპტურას გამოყენების წესი
მიიღება შიგნით 2 შემოგარსული ტაბლეტი დღეში 3-ჯერ ჭიქა წყალთან ერთად ან
ექიმის ინდივიდუალური რეკომენდაციების შესაბამისად.
ექიმის კონტროლის ქვეშ შესაძლებელია გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში, ასევე
სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში.
სეპტურას ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის ცნობილი.
პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას და არასასურველი სიმპტომების
გამოვლენისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედებები
ნებისმიერი პრეპარტის მსგავსად შესაძლოა სეპტურამაც გამოიწვიოს გვერდითი
მოქმედებები.
ამ დრომდე არ გამოვლენილა გვერდითი მოქმედებები.
პრეპარატში ოხრახუშის ფესვის ექსტრაქტის არსებობის გამო, რომელსაც გააჩნია
პოტენციურად ფოტოსენსიბილიზაციის უნარი, არსებობს უმნიშვნელო ალბათობა
იმისა, რომ ღია ფერის კანის ადამიანებში მზეზე ხარგძლივი ყოფნისას გამოვლინდეს
კანის ცვლილებები.
5. სეპტურას შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
შენახვისას შესაძლოა აღინიშნოს გარსის გამუქება, რაც არ ახდენს ზეგავლენას
პრეპარტის თერაპიულ თვისებებზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი სეპტურა შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის
გასვლის შემდეგ.
6. დამატებითი ინფორმაცია
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ პასუხისმგებელ სუბიექტს.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.