ლორისტა H 100მგ/12.5მგ #28ტ

ლორისტა H 100მგ/12.5მგ #28ტ

23.85 ლარი
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 56367
გააზიარე:

 გამოყენების ინსტრუქცია 

ლორისტა® H 100

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100 მგ/12,5 მგ

სავაჭრო დასახელება

ლორისტა® H 100 (Lorista® H 100)

ზოგადი დახასიათება

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ლოზარტანი და დიურეზული (Losartan and diuretics)

აღწერილობა

თეთრი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა

ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: კალიუმის ლოზარტანი 100 მგ, ჰიდროქლორთიაზიდი 12,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 400, ტიტანის დიოქსიდი E171, ტალკი.

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100 მგ/12,5 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი და სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი

II ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტი დიურეზულთან კომბინაციაში.

ათქ კოდი: [C09DA01].

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით.

ლოზარტანი - AT1 ტიპის II ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტია. II ანგიოტენზინი უერთდება AT1-რეცეპტორებს სხვადასხვა ქსოვილებში (მაგალითდ, სისხლძარღვების გლუვი კუნთების ქსოვილში, თირკმელზედა ჯირკვლებში, თირკმელებში და გულში) და იწვევს რიგ მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ეფექტებს, სისხლძარღვების შევიწროვებისა და ალდოსტერონის გამოთავისუფლების ჩათვლით. II ანგიოტენზინი ასევე ასტიმულირებს გლუვი კუნთების უჯრედების პროლიფერაციას. AT1-რეცეპტორების დაბლოკვით ლოზარტანი ახდენს ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (რაას)

ორ მსხვილ რანდომიზირებულ კონტროლირებად ცდაში (ONTARGET (Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trial) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropathy in Diabetes)) შესწავლილი იქნა აგფ (აგფი) გამოყენება კომბინაციაში II ანგიოტენზინი რეცეპტორების ბლოკატორებთან (არბ II).

ONTARGET კვლევა ჩატარდა პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც აწუხებდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებები და 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, რომლებსაც ახლდა სამიზნე ორგანოების დაზიანების ნიშნები. VA NEPHRON-D კვლევა ჩატარდა პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც ახლდა 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი და დიაბეტური ნეფროპათია.

ამ კვლევებმა არ აჩვენა კომბინირებული თერაპიის მნიშვნელოვანი დადებითი ზეგავლენა თირკმელების ფუნქციაზე და/ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგზე და სიკვდილობაზე, მაშინ, როდესაც აღინიშნა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე უკმარისობის და/ან ჰიპოტონიის მაღალი რისკი მონოთერაპიასთან შედარებით. ანალოგიური ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ამ შედეგებს შეიძლება კავშირი ჰქონდეთ სხვა აგფი-თანაც და არბ II-თანაც.

ამიტომ, აგფი და არბ II არ უნდა ინიშნებოდეს ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულებში.

ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) კვლევა მიმართული იყო აგფი ან არბ II სტანდარტული თერაპიისთვის ალისკირენის დამატების უპირატესობების გამოვლენა პაციენტებში 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. კვლევა ვადაზე ადრე იქნა შეწყვეტილი არასასურველი შედეგების მაღალი რისკის გამო. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო ინსულტი, სიკვდილობა და არასასურველი გვერდითი რეაქციები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია, თირკმელების დისფუნქცია) უფრო ხშირად გამოვლინდა პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ალისკირენს, ვიდრე პლაცების ჯგუფში.

ჰიდროქლორთიაზიდი - თიაზიდური დიურეზული. მოქმედებს თირკმლის დისტალური არხების დონეზე, ნატრიუმის იონებისა და ქლორის გამოყოფის გაზრდით. ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობის დასაწყისში სისხლძარღვებში სითხის მოცულობა მცირდება ნატრიუმისა და სითხის გამოყოფის გაზრდის შედეგად, რაც იწვევს არტერიული წნევის დაწევას და გულის წუთმოცულობის შემცირებას.

ჰიპონატრიემიისა და სითხის მოცულობის შემცირების შედეგად აქტიურდება რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა. II ანგიოტენზინის კონცენტრაციის რეაქციული გაზრდა ნაწილობრივ ზღუდავს არტერიული წნევის (აწ) დაწევას. თერაპიის გაგრძელებისას ჰიდროქლორთიაზიდის ჰიპოტენზიური ეფექტი დაფუძნებულია სისხლძარღვების ზოგადი პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებაზე. ლოზარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას დამატებითი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გააჩნია. გარდა ამისა, II ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტი ახდენს დიურეზული თერაპიის მეტაბოლური ეფექტების პრევენციას ან დასუსტებას და დადებითად მოქმედებს სტრუქტურულ ცვლილებებზე გულსა და სისხლძარღვებში.

II ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც თითოეული პრეპარატი ცალ-ცალკე არასაკმარისად ეფექტურია, ან როდესაც მონოთერაპია ტარდება პრეპარატის მაქსიმალური დოზების გამოყენებით, რაც ზრდის არასასურველი მოვლენების განვითარების სიხშირეს. ეს კომბინაცია აუმჯობესებს ტერაპიულ ეფექტს და ამცირებს არასასურველი მოვლენების ალბათობას.

კომბინაციის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი 24 საათის განმავლობაში შენარჩუნდება.

ფარმაკოკინეტიკა

ლოზარტანი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს ექვემდებარება ღვიძლში „პირველი გავლისას“, აქტიური მეტაბოლიტის (EXP-3174) და რიგი არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ბიოშეღწევადობა დაახლოებით 33% შეადგენს. საკვებთან ერთად პრეპარატის მიღება არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას მის შრატისმიერ კონცენტრაციაზე. სისხლის პლაზმაში ლოზარტანის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა შიგნით მიღებიდან 1 საათში, ხოლო EXP-3174 მაქსიმალური კონცენტრაცია - 3-4 საათში.

ლოზარტანის და EXP-3174 99%-ზე მეტი უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს, უპირატესად ალბუმინს. ლოზარტანის განაწილების მოცულობა 34 ლ-ს ტოლია. პრაქტიკულად არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

ლოზარტანი მეტაბოლიზდება EXP-3174 აქტიური მეტაბოლიტის (14%) და რიგი არააქტიურის წარმოქმნით. ლოზარტანის და EXP-3174 კლირენსი პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 10 მლ/წმ (600 მლ/წთ) და 0,83 მლ/წმ (50 მლ/წთ), შესაბამისად. ლოზარტანის და EXP-3174 კლირენსი თირკმელებში შეადგენს დაახლოებით 1,23 მლ/წმ (74 მლ/წთ) და 0,43 მლ/წმ (26 მლ/წთ). ლოზარტანის და EXP-3174 ნახევარგამოყოფის პერიოდები შეადგენს 2 საათს და 6-9 საათს, შესაბამისად. პრეპარატის დაახლოებით 58% გამოიყოფა ნაღვლის წვენით, 35% - თირკმელებით.

ჰიდროქლორთიაზიდი შეიწოვება, ძირითადად, თორმეტგოჯა ნაწლავში და წვრილი ნაწლავის პროქსიმულ ნაწილში. აბსორბცია შეადგენს 70% და 10%-ით იზრდება საკვებთან ერთად მიღებისას. სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1,5-5 საათში. განაწილების მოცულობა - დაახლოებით 3 ლ/კგ. სისხლის პლაზმის ცილებს უერთდება 40%-ით, გროვდება ერითროციტებში. არ მეტაბოლიზდება ღვიძლში, პრეპარატის 95% გამოიყოფა უცვლელი სახით უპირატესად თირკმელებით. ჰიდროქლორთიაზიდის თირკმლისმიერი კლირენსი ჯანმრთელ მოხალისეებში და პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით შეადგენს დაახლოებით 5,58 მლ/წმ (335 მლ/წთ). ჰიდროქლორთიაზიდს გამოყოფის ორფაზიანი პროფილი აქვს. საწყის ფაზაზე ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს, საბოლოო ფაზაზე (მიღებიდან 10-12 საათში) - დაახლოებით 10 სთ. აღწევს პლაცენტურ ბარიერში და გროვდება ამნიოზურ სითხეში. ჰიდროქლორთიაზიდის შრატისმიერი კონცენტრაცია ჭიპის ვენის სისხლში პრაქტიკულად ისეთივეა, როგორიც დედის სისხლში. კონცენტრაცია ამნიოზურ სითხეში აღემატება იგივეს ჭიპის ვენის სისხლის შრატში 19-ჯერ. ჰიდროქლორთიაზიდის დონე დედის რძეში ძალიან დაბალია. ჰიდროქლორთიაზიდი აღმოჩენილი არ იქნა ბუნებრივ კვებაზე მყოფი იმ ბავშვების სისხლის შრატში, რომელთა დედებიც იღებდნენ მას ლაქტაციის პერიოდში.

 

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ნაჩვენებია პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ შემთხვევებში, როდესაც არტერიული წნევის ადეკვატური კონტროლი შეუძლებელია ცალ-ცალკე გამოყენებული ლოზარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის მეშვეობით.

 

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატის მიღება დაიშვება სხვა ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

პრეპარატი მიიღება საკვების მიღების მიუხედავად ჭიქა წყლის მიყოლებით.

არტერიული ჰიპერტენზია

ლოზარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია არ არის განკუთვნილი საწყისი თერაპიისთვის; გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევებში, როდესაც არტერიული წნევის ადეკვატური კონტროლი შეუძლებელია ცალ-ცალკე გამოყენებული ლოზარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის მეშვეობით.

დოზების ტიტრირება რეკომენდებულია კომპონენტების მიხედვით. კლინიკური აუცილებლობისას მიზანშეწონილია მონოთერაპიიდან ფიქსირებული დოზით კომბინაციაზე გადასვლის განხილვა.

ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა - ლორისტა H-ის 1 ტაბლეტი (ლოზარტანი 50 მგ / ჰიდროქლორთიაზიდი 12,5 მგ) დღეში 1-ხელ. არასაკმარისი თერაპიული პასუხისას დოზა შეიძლება გაიზარდოს ლორისტა HD-ს 1 ტაბლეტამდე (ლოზარტანი 100 მგ / ჰიდროქლორთიაზიდი 25 მგ) დღეში 1-ხელ. მაქსიმალური დოზა - ლორისტა HD-ს 1 ტაბლეტი დღეში. როგორც წესი, ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან 3-4 კვირის განმავლობაში.

პრეპარატი ლორისტა H 100 (ლოზარტანი 50 მგ / ჰიდროქლორთიაზიდი 12,5 მგ) განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც ტიტრირების შედეგად ნაჩვენებია ლოზარტანის დოზა 100 მგ, და საჭიროებენ არტერიული წნევის დამატებით კონტროლს.

გამოყენება თირკმლებეის ფუნქციის დარღვევისას ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში

თირკმლის ზომიერი უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ამ კომბინაციის დანიშვნა რეკომენდებული არ არის ჰემოდიზალიზზე მყოფი პაციენტებისთვის და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) (თავი „უკუჩვენებები“).

მდგომარეობები, რომლებსაც ახლავს ინტრავასკულარული მოცულობის შემცირება

ლოზარტანი / ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას საჭიროა ინტრავასკულარული მოცულობის დეფიციტის და/ან ნატრიუმის უკმარისობის კორექცია.

გამოყენება ღვიძლის უკმარისობისას

გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (თავი „უკუჩვენებები“).

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში, როგორც წესი, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

 

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წელი)

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ აღნიშნული კომბინაციის გამოყენება ამ კატეგორიის პაციენტებში რეკომენდებული არ არის.

 

გვერდითი მოქმედება

გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (ცნობილი მონაცემების მიხედვით შეფასება შეუძლებელია). გვერდითი ეფექტების სიხშირე ჩამოთვლილია ორგანოთა ცალკეული სისტემებისთვის.

 

ლოზარტანის კალიუმისა და ჰიდროქლორთიაზიდის კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას აღნიშნული კომბინაციისთვის დამახასიათებელი უარყოფითი მოვლენები გამოვლენილი არ ყოფილა. აღნიშნული გვერდითი ეფექტები დადგენილია ადრე ლოზარტანის კალიუმის და/ან ჰიდროქლორთიაზიდის კვლევისას.

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში არტერიულ ჰიპერტენზიასთან მიმართებაში თავბრისხვევა იყო ერთადერთი გვერდითი ეფექტი, დაკავშირებული პრეპარატის გამოყენებასთან და რომელიც გამოუვლინდა პაციენტთა 1% ან მეტს.

პროდუქტის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ აღინიშნა შემდეგი არასასურველი ეფექტები.

 

 

გვერდითი რეაქცია

სიხშირე

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ჰეპატიტი

იშვიათი

ლაბორატორიული მაჩვენებლები

ჰიპერკალიემია, ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) მომატება

იშვიათი

 

შემდეგი არასასურველი ეფექტები აღინიშნა პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტისთვის და პოტენციურად შეიძლება გამოყენებული იქნას ლოზარტანის კალიმი / ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის მიმართ.

 

ლოზარტანი

 

 

გვერდითი რეაქცია

სიხშირე

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ანემია, შონლაინ-ჰენოხის დაავადება, ეკხიმოზი, ჰემოლიზი

არახშირი

თრომბოციტოპენია

უცნობია

დარღვევები გულის მხრივ

ჰიპოტენზია, ორთოსტაზული ჰიპოტენზია, სტერნალგია, სტენოკარდია, II ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ცერებროვასკულარული შემთხვევები, მიოკარდის ინფარქტი, გახშირებული გულისცემა, არითმია (წინაგულების ფუბრილაცია, სინუსური ბრადიკარდია, ტაქიკარდია, პარკუჭების ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია)

არახშირი

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

ვერტიგო, შუილი ყურებში

არახშირი

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

განფოკუსირებული მხედველობა, წვის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება

არახშირი

დაღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა, საჭმლის მონელების მოშლა

ხშირი

ყაბზობა, კბილის ტკივილი, სიმშრალე პირში, მეტეორიზმი, გასტრიტი, გულისრევა, ნაწლავების გაუვალობა

არახშირი

პანკრეატიტი

უცნობია

ზოგადი აშლილობები

ასთენია, მომატებული დაღლილობა, ტკივილი მკერდში

ხშირი

სახის შეშუპება, შეშუპება, სხეულის ტემპერატურის მომატება

არახშირი

გრიპისმაგვარი სიმპტომები, ზოგადი შეუძლოდყოფნის შეგრძნება

უცნობია

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ფუნქციური დარღვევები

უცნობია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ხორხისა და სახმო ხვრელის ჩათვლით, სასუნთქი გზების შესაძლო შემდგომი ობსტრუქციით, და/ან სახის, ტუჩების, ხახის და/ან ენის შეშუპება; ზოგიერთ პაციენტს დაუდგინდა ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, დაკავშირებული სხვა სამკურნალო საშალებების, მათ შორის აგფი-ს მიღებასთან; ჭინჭრის ციება

იშვიათი

ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები

ანორექსია, პოდაგრა

არახშირი

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

კუნთების კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი, ფეხების ტკივილი, მიალგია

ხშირი

ხელების ტკივილი, მუხლის ტკივილი, ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი, სახსრების შეშუპება, ართრალგია, ართრიტი, კოქსალგია, ფიბრომიალგია, კუნთების სისუსტე

არახშირი

რაბდომიოლიზი

უცნობია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

ხშირი

მომატებული აგზნებულობა, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, ტრემორი, შაკიკი, გულყრა

არახშირი

ფსიქიკის დარღვევები

უძილობა

ხშირი

შფოთვა, შფოთვითი აშლილობები, პანიკური აშლილობები, გონების დაბინდვა, დეპრესია, უჩვეულო სიზმრები, ძილის მოშლა, ძილიანობა, მეხსიერების დაბინდვა

არახშირი

დისჰევზია

უცნობია

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა

ხშირი

ღამის პოლიურია, ხშირი შარდვა, საშარდე გზების ინფექციები

არახშირი

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის მხრივ

ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული ფუნქციის მოშლა/იმპოტენცია

არახშირი

დარღვევები სუნთქვის სისტემის, მკერდის უჯრედის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ

ხველა, ზედა სასუნთქი გზების ანთება, ცხვირის შეგუბება, სინუსიტი, დარღვევები სინუსების მხრივ

ხშირი

დისკომფორტი ხახაში, ფარინგიტი, ლარინგიტი, დისპნოე, ბრონქიტი, სისხლდენა ცხვირიდან, რინიტი, შეგუბებითი მოვლენები სასუნთქ გზებში

არახშირი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ალოპეცია, დერმატიტი, კანის სიმშრალე, ერითემა, ჰიპერემია, ფოტომგრძნობელობა, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ოფლიანობა

არახშირი

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ვასკულიტი

არახშირი

დოზადამოკიდებული ორთოსტაზული ეფექტები

უცნობია

ლაბორატორიული მაჩვენებლები

ჰიპერკალიემია, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის უმნიშვნელო დაწევა, ჰიპოგლიკემია

ხშირი

შრატში შარდოვანას და კრეატინინის უმნიშვნელო მომატება

არახშირი

ღვიძლის ფერმენტების აქტივობის და ბილირუბინის მომატება

ძალიან იშვიათი

ჰიპონატრიემია

უცნობია

 

ჰიდროქლორთიაზიდი

 

 

გვერდითი რეაქცია

სიხშირე

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

აგრანულოციტოზი, აპლასტიკური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, პურპურა, თრომბოციტოპენია

არახშირი

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ანაფილაქსიური რეაქცია

იშვიათი

ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები

ანორექსია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია

არახშირი

ფსიქიკის დარღვევები

უძილობა

არახშირი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ცეფალგია

ხშირი

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის გავლადი განფოკუსირება

არახშირი

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ნეკროზირებადი ანგიიტი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი)

არახშირი

დარღვევები სუნთქვის სისტემის, მკერდის უჯრედის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ

რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, პნევმონიტისა და ფილტვების შეშუპების ჩათვლით

არახშირი

დაღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

სანერწყვე ჯირკვლის ანთება, სპაზმები, კუჭის ირიტაცია, ღებინება, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა

არახშირი

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზი), პანკრეატიტი

არახშირი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

არახშირი

კანის წითელი მგლურა

უცნობია

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

კუნთების კრუნჩხვები

არახშირი

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

გლიკოზურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმელების დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა

არახშირი

ზოგადი აშლილობები

სხეულის ტემპერატურის მომატება, თავბრუსხვევა

არახშირი

 

უკუჩვენებები

-        ჰიპერმგრძნობელობა ლოზარტანის, სულფონამიდის წარმოებულების (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი) ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ

-        ორსულობა (თავები „სიფრთხილის ზომები“, „ორსულობა და ლაქტაცია“)

-        თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ)

-        ანურია

-        ღვიძლის მძიმე უკმარისობა; ქოლესტაზი და სანაღვლე სადინარის გადაკეტვა

-        თერაპიის მიმართ მდგრადი ჰიპოკალიემია ან ჰიპერკალციემია

-        რეფრაქციული ჰიპონატრიემია

-        სიმპტომური ჰიპერურიკემია / პოდაგრა

-        ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების ან ატII რეცეპტორების ბლოკატორების ალისკირენთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში შარქიანი დიაბეტით ან თირკმლის ზომიერი / მძიმე უკმარისობით (გფს < 60 მლ/წთ/1,73 მ2) (თავები „ფარმაკოლოგიური თვისებები“, „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“)

 

ჭარბი დოზა

სპეციფიკური ცნობები ლოზარტანი 100 მგ / ჰიდროქლორთიაზიდი 12,5 მგ კომბინაციის ჭარბი დოზის შესახებ არ არსებობს.

მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი.

ჭარბი დოზის შემთხვევაში პრეპარატით თერაპია უნდა შეწყდეს, ხოლო პაციენტი გადაყვანილი უნდა იქნას მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. თუ პრეპარატი მიღებულია ცოტახნის წინ, მაშინ რეკომენდებულია გულისრევის გამოწვევა, ასევე ცნობილი მეთოდების მეშვეობით პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც მიმართული იქნება გაუწყლოების, ელექტროლიზური დისბალანსის, თირკმლის კომისა და ჰიპოტენზიის პრევენციისკენ.

ლოზარტანი

მონაცემები ჭარბი დოზის შესახებ შეზღუდულია. შესაძლო, უფრო სავარაუდო ნიშნები: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ბრადიკარდია (პარასიმპათიკური (ვაგუსის ხარჯზე) სტიმულირების შედეგად). სიმპტომური ჰიპოტენზიის გამოვლენისას უნდა დაინიშნოს შემანარჩუნებელი მკურნალობა.

არც ლოზარტანის, არც მისი აქტიური მეტაბოლიტის გამოყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით შეუძლებელია.

ჰიდროქლორთიაზიდი

ყველაზე ხშირი ნიშნები და სიმპტომები: ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია (გამოწვეულია ელექტროლიზების დონის დაწევით) და გაუწყლოება (ჭარბი დიურეზის შედეგი). იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად დაინიშნა დიგიტალისი, ჰიპოკალიემიამ შეიძლება გულის არითმია გამოიწვიოს.

რამდენად გამოიყოფა ჰიდროქლორთიაზიდი ჰემოდიალიზის დროს - უცნობია.

 

სიფრთხილის ზომები

ლოზარტანი

ანგიონევროზული შეშუპება

პაციენტები ანგიონევროზული შეშუპებით ანამნეზში (სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება) უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ (თავი „გვერდითი მოქმედება“).

ჰიპოტენზია და ინტრავასკულარული მოცულობის შემცირება

პაციენტებში ჰიპოვოლემიით და/ან ჰიპონატრიემიით (დიურეზულებით ინტენსიური თერაპიის, შემცირებული რაოდენობით დიეტის, დიარეის ან გულისრევის შედეგად) შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების შემდეგ. ეს მდგომარეობები საჭიროებს კორექციას მკურნალობის დაწყების წინ (თავები „მიღების წესი და დოზები“, „უკუჩვენებები“).

ელექტროლიზური ბალანსის დარღვევები

ელექტროლიზური ბალანსის დარღვევები ხშირად გვხვდება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, განსაკუთრებით დიაბეტის არსებობის დროს. ამგვარად, მკურნალობის დროს უნდა გაკონტროლდეს სისხლის პლაზმაში კალიუმი და კრეატინინის კლირენსი, კერძოდ, დაავადებულებში გულის უკმარისობით და კრეატინინის კლირენსით 30-50 მლ/წთ.

კალიშემანარჩუნებელი დიურეზულების, კალიუმის დანამატების და მარილის კალიუმის შემცველი შემცვლელების ლოზარტანთან / ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის (თავი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად“).

ღვიძლის ფუქნციის დარღვევა

ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემების საფუძვლეზე, რომლებიც ადემონსტრირებს სისხლის პლაზმაში ლოზარტანის კონცენტრაციების მნიშვნელოვან გაზრდას პაციენტებში ღვიძლის ციროზით, პრეპარატი ფრთხილად უნდა დაენიშნოს ავადმყოფებს ღვიძლის ფუქნციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევებით ანამნეზში.

ვინაიდან მონაცემები ლოზარტანის თერაპიული გამოყენების შესახებ პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით არ არსებობს, პრეპარატი უკუნაჩვენებია ამ კატეგორიის პაციენტებისთვის (თავები „მიღების წესი და დოზები“, „უკუჩვენებები“).

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვის შედეგად აღინიშნა თირკმელების ფუნქციის ცვლილებები, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით (კერძოდ, პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დამოკიდებულებით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის მიმართ: პაციენტები გულის მძიმე უკმარისობით ან თირკმლის ქრონიკული დისფუნქციით).

როგორც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების შემთხვევაში, პაციენტებში თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზით აღინიშნა შარდოვანას და კრეატინინის დონეების გაზრდა; ეს ცვლილებები შექცევადია თერაპიის მოხსნისას. ლოზარტანის გამოყენება ფრთხილად უნდა მოხდეს პაციენტებში თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზით.

თირკმელების ტრანსპლანტაცია

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია.

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

პაციენტებს პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმით, როგორც წესი, არ გააჩნიათ რეაქცია რენინ-ანგიოტენზინის სისტემის დამთრგუნველ ჰიპოტენზიურ საშუალებებზე. შედეგად, ლოზარტანი / ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გულის კორონარული დაავადება და ცერებროვასკულარული დარღვევები

როგორც ნებისმიერი სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაწევამ პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით და ცერებროვასკულარული დაავადებებით შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდის ინფარქტი ან ინსულტი.

გულის უკმარისობა

პაციენტებში გულის უკმარისობით (თირკმლის უკმარისობით ან მის გარეშე) არსებობს მძიმე არტერიული ჰიპოტენზიისა და თირკმლის უკმარისობის (ხშირად მწვავე) განვითარების მაღალი რისკი.

მიტრალური ან აორტული სარქველის სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათია

როგორც სხვა ვაზოდილატატორების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეთ პრეპარატის დანიშვნას პაციენტებში აორტული სტენოზით, მიტრალური სარქველის სტენოზით ან ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათიით.

ეთნიკური თავისებურებანი

ნაჩვენებია, რომ ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს, ლოზარტანს და ანგიოტენზინის სხვა ანტაგონისტებს ბევრად ნაკლები ჰიპოტენზიური ეფექტი აქვთ მუქკანიან პაციენტებში გამოყენებისას, შესაძლოა, ამ პოპულაციაში რენინის დაბალი აქტივობის მეტი სიხშირის გამო.

ორსულობა

II ანგიოტენზინის რეცეპტორების ინჰიბიტორების (არა II) მიღების დაწყება არ შეიძლება ორსულობის დროს. თუ შესაძლებელია, პაციენტებს, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, უნდა დაენიშნოთ ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ალტერნატიული სახეობები, რომლებმაც კარგად დაიმკვიდრეს თავი უსაფრთხოების თვალსაზრისით ორსულობის პერიოდში გამოყენებისას. პრსულობის დადგენის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს არა-II-ის გამოყენება და, საჭიროების შემთხვევაში, დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია (თავები „უკუჩვენებები“ და „ორსულობა და ლაქტაცია“).

 

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა ასოცირდება ჰიპოტონიის, ჰიპერკალიემიის განვითარების მაღალ რისკთან და თირკმელების ფუნქციის დარვევებთან (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) მონოთერაპიასთან შედარებით. რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფი, არბ II ან ალისკირენის გამოყენებით არ შეიძლება რეკომენდებული იყოს ნებისმიერი პაციენტისთვის, განსაკუთრებით პაციენტებისთვის დიაბეტური ნეფროპათიით (თავები „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“, „ფარმაკოლოგიური თვისებები“).

ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც აგფი და არბ II ერთად გამოყენება აბსოლუტურად ნაჩვენებია, საჭიროა სპეციალისტის მიერ მეთვალყურეობა და თირკმელების ფუნქციის, წყალ-ელექტროლიზური ბალანსის, არტერიული წნევის აუცილებელი მონიტორინგი. ეს ეხება კანდესარტანის ან ვალსარტანის დანიშვნას დამატებითი თერაპიის სახით აგფ ინჰიბიტორებთან პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით. რაას-ის ორმაგი ბლოკადის ჩატარება სპეციალისტის მიერ მეთვალყურეობის ქვეშ და თირკმელების ფუნქციის, წყალ-ელექტროლიზური ბალანსის, არტერიული წნევის აუცილებელი მონიტორინგით, შესაძლებელია პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით ალდოსტერონის ანტაგონისტების (სპირონოლაქტონის) აუტანლობისას, რომლებსაც აღენიშნებათ გულის ქრონიკული უკმარისობის სიმპტომების პერსისტირება, სხვა ადეკვატური თერაპიის ჩატარების მიუხედავად.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიპოტენზია და წყალ-ელექტროლიზური ბალანსის დარღვევა

როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია. ამიტომ საჭიროა სისტემური ანალიზის ჩატარება წყალ-ელექტროლიზური ბალანსის დარღვევის კლინიკური ნიშნების გამოსავლენად (ჰიპოვოლემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპომაგნიემია ან ჰიპოკალიემია), მაგალითად, დიარეის ან გულისრევის შემდეგ. ასეთ პაციენტებში რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს ელექტროლიზების შემცველობა პლაზმაში. ცხელ ამინდში, პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ შეშუპებები, შეიძლება აღინიშნოს დილუციური ჰიპონატრიემია.

ზეგავლენა მეტაბოლიზმსა და ენდოკრინულ სისტემაზე

თიაზიდებით თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზას მიმართ ტოლერანტობის გაუარესება. შესაძლოა საჭირო გახდეს დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების, მ.შ. ინსულინის დოზის კორექცია (თავი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“). თიაზიდებით თერაპიის ჩატარებისას ლატენტურ შაქრიან დიაბეტს შეუძლია მანიფესტირება.

თიაზიდებს შეუძლიათ შეამცირონ კალციუმის გამოყოფა შარდით და ამით გამოიწვიონ სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის ხანმოკლე უნმიშვნელო გაზრდა. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება მოწმობდეს ფარულ ჰიპერპარათირეოდიზმს. პარაფარისბრი ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევის წინ თიაზიდური დიურეზულების გამოყენება უნდა შეწყდეს.

თიაზიდური დიურეზულების გამოყენებას შეიძლება უკავშირდებოდეს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის მომატება.

ზოგიერთ პაციენტში თიაზიდებით თერაპიამ შეიძლება მოახდინოს ჰიპერურიკემიის და/ან პოდაგრის შეტევის პროვოცირება. ვინაიდან ლოზარტანი ამცირებს შარდმჟავას კონცენტრაციას, მისი კომბინაცია ჰიდროქლორთიაზიდთან ამცირებს დიურეზულების გამოყენებასთან დაკავშირებული ჰიპერურიკემიის წარმოქმნის ალბათობას.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან პროგრესირებადი დაავადებით თიაზიდების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, ვინაიდან მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ქალაშიდა ქოლესტაზი, ხოლო წყალ-ელექტროლიზური ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებებს შეუძლიათ მოახდინონ ღვიძლის კომის პროვოცირება. პრეპარატი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებისთვის (თავი „უკუჩვენებები“).

 

ამკკ

დანიის ეროვნული კიბოს რეესტრის თანახმად, ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში გამოვლინდა ამკკ მომატებული რისკი [ბაზალური უჯრედების კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა] ჰიდროქლორთიაზიდის კუმულატიური დოზის გაზრდისას. ჰიდროქლორთიაზიდის ფოტოსინთეზური მოქმედება შეიძლება აღმოჩნდეს არამელანომური კანის კიბოს შესაძლო მექანიზმი. 

პაციენტები, რომლებიც ჰიდროქლორთიაზიდს იღებენ მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან, ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ამკკ განვითარების რისკის და კანის რეგულარული შემოწმების საჭიროების შესახებ ნებისმიერი ახალი საეჭვო ცვლილების, ასევე უკვე არსებულის ცვლილებების გამოვლენის მიზნით.

კანის ყველა საეჭვო ცვლილების შესახებ დაუყოვცნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს. კანის საეჭვო მოინაკვეთები გამოკვლეული უნდა იყოს სპეციალისთის მიერ. დიაგნოზის დასაზუსტებლად შესაძლოა საჭირო გახდეს კანის ბიოფტატების ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

ამკკ განვითარების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით პაციენტებისთვის რეკომებდებული უნდა იყოს პროფილაქტიკური ზომების დაცვა, როგორებიც არის მზის სინათლის და უი-სხივების ზემოქმედების შეზღუდვა, ასევე შესაბამისი დამცავი საშუალებების გამოყენება.

ანამნეზში ამკკ მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენების მიზანშეწონილობის გადახედვა.

 

სხვა თავისებურებანი

პაციენტებს, რომლებიც იღებენ თიაზიდებს, შეიძლება აღენიშნოთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანამნეზში ალერგიის ან ბრონქული ასთმის არსებობის მიუხედავად. არსებობს შეტყობინებები სისტემური წითელი მგლურას გამწვავების ან წარმოქმნის შესახებ თიაზიდური პრეპარატების გამოყენებისას.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

არა-II-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში (თავი „სიფრთხილის ზომები“). არა-II-ის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში (თავები „უკუჩვენებები“, „სიფრთხილის ზომები“).

ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას ტერატოგენობის გამოვლინების რისკის შესახებ ეპიდემიოლოგიური მონაცემები იძლევა საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას, თუმცა რისკის გარკვეული ზრდა გამორიცხული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური მონაცემები არა-II-ის ტერატოგენობის შესახებ არ არსებობს, პრეპარატების ამ ჯგუფში მსგავსი რისკების გამორიცხვა არ შეიძლება. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შეუძლებელია არა-II-ის ჩანაცვლება სხვა ალტერნატიული თერაპიით, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, გადაყვანილნი უნდა იყვნენ თერაპიაზე სამკურნალო საშუალებებით, რომელთა უსაფრთხოების პროფილი ორსული ქალებისთვის კარგად არის შესწავლილი. ორსულობის დადგომისას არა-II-ის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, და საჭიროებისას დაინიშნოს სხვა თერაპია.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში არა-II-ის გამოყენებისას დადგენილია ფოტოტოქსიკური მოქმედების (თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ოლიგოჰიდროამნიოზი, თავის ქალის გაძვალების დაგვიანება) და ნეონატალური ტოქსიკურობის (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია) გამოვლინება.

იმ შემთხვევაში, თუ არა-II-ის გამოყენება ხორციელდება ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია უბგ-ს ჩატარება თირკმელების და თავის ქალის ძვლების მდგომარეობის გასარკვევად.

ახალშობილებში, რომელთა დედები იღებდნენ არა-II, აუცილებელია აწ-ს კონტროლი ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების პრევენციისთვის (თავები „უკუჩვენებები“, „სიფრთხილის ზომები“).

ჰიდროქლორთიაზიდი

ცნობები ორსულობის დროს ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენების შესახებ შეზღუდულია, განსაკუთრებით ეს ეხება პირველ ტრიმესტრს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემები არასაკმარისია.

ჰიდროქლორთიაზიდი აღწევს პლაცენტაში. მოქმედების ფარმაკოლოგიური მექანიზმიდან გამომდინარე, შეიძლება იმის მტკიცება, რომ მის გამოყენებას ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში შეუძლია დაარღვიოს ფოტოპლაცენტური პერფუზია და გამოიწვიოს ისეთი აშლილობები ნაყოფსა და ახალშობილში, როგორებიცაა სიყვითლე, ელექტროლიზური ბალანსის დარღვევა და თრომბოციტოპენია.

ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენება არ შეიძლება ჰესტაციური შეშუპებების, ჰესტაციური ჰიპერტენზიის ან ორსულობის ტოქსიკოზის დროს პლაზმის მოცულობის შემცირების და პლაცენტური ჰიპოპერფუზიის რისკის გამო დაავადების მიმდინარეობაზე დადებითი ეფექტის არქონის დროს.

ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენება არ შეიძლება პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ორსულებში, იმ იშვიათი შემთხვევების გარდა, როდესაც ალტერნატიული თერაპიის ჩატარება შეუძლებელია.

ლაქტაცია

მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ლაქტაციის პერიოდში არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის. უნდა დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია იმ პრეპარატების გამოყენებით, რომლებმაც დადებითად დაიმკვიდრეს თავი ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ახალშობილების ან დღენანკლული ბავშვების ძუძუთი კვების დროს.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიდროქლორთიაზიდი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. ინტენსიური დიურეზის გამომწვევ თიაზიდურ პრეპარატებს მაღალი დოზებით შეუძლიათ ლაქტაციის დათრგუნვა. პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის. საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს პრეპარატის მინიმალური დოზები.

 

ზეგავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა. საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც მოითხოვს მაღალ ყურადღებას (ავტომობილის მართვა, რთულ მექანიზმებთან მუშაობა), უნდა გახსოვდეთ, რომ ჰიპოტენზიური თერაპიის დროს ზოგჯერ ვითარდება თავბრუსხვევა და ძილიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყიში ან დოზის გაზრდისას.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ლოზარტანი

რიფამპიცინი და ფლუკონაზოლი ამცირებენ აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციას. ასეთი ურთიერთქმედების კლინიკური შედეგები შესწავლილი არ არის.

როგორც II ანგიოტენზინის მაბლოკირებელი ან მისი მოქმედების დამაქვეითებელი სხვა პრეპარატების შემთხვევაში, კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულებთან (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), ასევე კალიუმის შემცველ დანამატებთან ან  მარილების შემცვლელებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის გაზრდა. ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის.

როგორც ნატრიუმის გამოყოფაზე მოქმედი სხვა პრეპარატებისთვის, შესაძლებელია ორგანიზმიდან ლითიუმის გამოყოფის შემცირება. ამიტომ არა-II-ის და ლითიუმის მარილების ერთად გამოყენებისას კარგად უნდა გაკონტროლდეს ამ უკანასკნელის დონე სისხლის პლაზმაში.

არა-II-ის და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) ერთად გამოყენებისას (მაგალითად, ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორები (ცოგ-2), აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებში და არასელექციური ასაპ) შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპოტენზიური მოქმედების დასუსტება. არა-II-ის ან დიურეზულების ასაპ-თან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკი, თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით, და გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის გაზრდა (განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ქრონიკულად სუსტი ფუნქციით. ამ კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს ფრთხილად, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში. პაციენტები უნდა იღებდნენ სათანადო რაოდდენობით სითხეს, ასევე განხილული უნდა იქნას თირკმელების ფუნქციური მაჩვენებლების კონტროლის შესაძლებლობა თანმხლები თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად მკურნალობის განხორციელების მიმდინარეობისას.

ზოგიერთ პაციენტში თირკმელების დარღვეული ფუნქციით, რომლებიც იღებენ ასაპ, ცოგ-2 ინჰიბიტორების ჩათვლით, არა-II-ის თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციური მაჩვენებლების შემდგომი გაუარესება. თუმცა, ეს ეფექტი, როგორც წესი, შექცევადია.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა

კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა აგფი, არბ II ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების მეშვეობით ასოცირდება გვერდითი ეფექტების განვითარების უფრო მაღალ სიხშირესთან, როგორებიცაა ჰიპოტონია, ჰიპერკალიემია და თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით), მონოთერაპიასთან შედარებით (თავები „უკუჩვენებები“, „სიფრთხილის ზომები“, „ფარმაკოლოგიური თვისებები“).

არსებული მონაცემების საფუძველზე, რაას ორმაგი ბლოკადა აგფი, არბ II ან ალისკირენის გამოყენებით არ შეიძლება რეკომენდებული იყოს ნებისმიერი პაციენტისთვის, განსაკუთრებით დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებისთვის.

პაციენტებში შარქიანი დიაბეტით ან თირკმლის ზომიერი / მძიმე უკმარისობით (გფს < 60 მლ/წთ/1,73 მ2) ალისკირენის და აგფი ან არბ II ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია.

ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც აგფი და არბ II ერთად გამოყენება აბსოლუტურად ნაჩვენებია, საჭიროა სპეციალისტის მიერ მეთვალყურეობა და თირკმელების ფუნქციის, წყალ-ელექტროლიზური ბალანსის, არტერიული წნევის აუცილებელი მონიტორინგი.

ჰიპოტენზიური მოქმედების მქონე სხვა სამკურნალო საშალებებს განეკუთვნება ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ბაკლოფენი და ამიფოსტინი.  ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენება ზრდის ჰიპოტეზნიის რისკს.

ჰიდროქლორთიაზიდი

თიაზიდური დიურეზულების და შემდეგი პრეპარატების ერთად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება.

ეთანოლი, ბარბიტურატები, ნარკოტიკული საშუალებები და ანდიდეორესანტები

შეიძლება გამოვლინდეს ორთოსტაზული ჰიპოტენზიის გამძაფრება.

ანტიდიაბეტური პრეპარატები (პერორალური და ინსულინი)

თიაზიდების გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს გლუკოზას მიმართ ტოლერანტობაზე, რის შედეგადაც შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექცია. მეტფორმინის გამოყენება უნდა მოხდეს ფრთხილად ლაქტოციდოზის რისკის გამო, რომელსაც იწვევს თირკმლის შესაძლო მფუნქციური უკმარისობა, დაკავშირებული ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებასთან.

სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატები

ადიციური ეფექტი.

ქოლესტირამინი და კოლესტიპოლური ფისი

ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა მცირდება ამინოცვლადი ფისების თანდასწრებით. ქოლესტირამინის ან კოლესტიპოლური ფისების ერთჯერადი დოზა აერთებს ჰიდროქლორთიაზიდს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი შეწოვის შემცირებით 85%-ით და 43%-ით, შესაბამისად.

კორტიკოსტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (აკტჰ)

ელექტროლიზების კონცენტრაციის გამოხატული შემცირება (კერძოდ, ჰიპოკალიემია).

პრესორული ამინები (მაგალითად, ადრენალინი)

შესაძლებელია სუსტი რეაქცია პრესორულ ამინებზე, რომელიც, ამავდროულად, არასაკმარისია, რათა გამოირიცხოს მათი გამოყენება.

ჩონჩხის კუნთების რელაქსანტები, არამადეპოლარიზებელი საშუალებები (მაგალითად, ტუბოკურარინი)

შესაძლებელია მომატებული აღქმადობა კუნთების რელაქსანტების მიმართ.

ლითიუმი

დიურეზულები აქვეითებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან მის ტოქსიკურ მოქმედებას. ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის.

პოდაგრას სამკურნალოდ გამოსაყენებელი სამკურნალო საშალებები (პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი)

შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის კორექცია, რომელიც ხელს უწყობს შარდმჟავას გამოყოფას, ვინაიდან ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში შარდმჟავას კონცენტრაციის გაზრდა. შესაძლოა საჭირო გახდეს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის გაზრდა. თიაზიდურ პრეპარატებს შეუძლიათ გაზარდონ ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის განვითარების ალბათობა.

ანტიქოლინერგიული საშუალებები (მაგალითად, ატროპინი, ბიპერიდენი)

კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის და დეფეკაციის გაუარესების გამო თიაზიდური დიურეზულების ბიოლოგიური შეღწევადობა იზრდება.

ციტოტოქსიკური საშუალებები (მაგალითად, ციკლოფოსფამიდი, მეთოტრექსატი)

თიაზიდებს შეუძლიათ შარდით ციტოტოქსკური პრეპარატების გამოყოფის შემცირება და ძვლის ტვინის ფუქნციის დათრგუნვისკენ მიმართული მათი მოქმედების პოტენცირება.

სალიცილატები

სალიცილატების მაღალი დოზების გამოყენებისას ჰიდროქლორთიაზიდს შეუძლია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მათი ტოქსიკური ზემოქმედების გაძლიერება.

მეთილდოპა

აღინიშნა ჰემოლიზური ანემიის ცალკეული შემთხვევები ჰიდროქლორთიაზიდისა და მეთილდოპას ერთად გამოყენებისას.

ციკლოსპორინი

ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერურიკემიის და პოდაგრის გართულებების განვითარების რისკი.

საგულე გლიკოზიდურები

თიაზიდური დიურეზულებით გამოწვეულმა ჰიპოკალიემიამ ან ჰიპომაგნიემიამ შეიძლება განავითაროს საგულე გლიკოზიდურით გამოწვეული გულის არითმიის შეტევა.

სამკურნალო საშალებები, რომელთა მოქმედება იცვლება სისხლში კალიმის დონის შეცვლისას

რეკომენდებულია კალიუმის დონის პერიოდული განსაზღვრა და ეკგ კონტროლი ლოზარტანი / ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის და იმ პრეპარატების ერთად გამოყენების შემთხვევებში, რომელთა მოქმედება დამოკიდებულია სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციაზე (მაგალითად, საგულე გლიკოზიდურები და ანტიარითმიული პრეპარატები), ასევე პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ „torsades de pointes“ (პარკუჭების ტაქიკარდია), ზოგიერთი ანტიარითმიული პრეპარატის ჩათვლით (ჰიპოკალიემია პარკუჭების ტაქიკარდიისთვის ხელისშემწყობი ფაქტორია):

-        Iა კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი);

-        III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი);

-        ზოგიერთი ანტიფსიქოზური პრეპარატი (თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ამისულპრიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი);

-        სხვა (ბეპრიდილი, ციზაპრისი, დიფემანილი, ერითრომიცინი (ვენაში შესაყვანი), ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, ტერფენადინი, ვინკამინი (ვენაში შესაყვანი)).

კალციუმის მარილები

თიაზიდურ დიურეზულებს შეუძლიათ სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის გაზრდა მისი გამოყოფის შემცირების მეშვეობით. აღნიშნული პრეპარატების დანიშვნის აუცილებლობისას უნდა გაკონტროლდეს კალციუმის კონცენტრაცია და შედეგების შესაბამისად ჩატარდეს დოზის კორექცია.

ზეგავლენა ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე

კალციუმის მეტაბოლიზმზე ზეგავლენის მოხდენით, თიაზიდურ დიურეზულებს შეუძლიათღ პარაფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის კვლევის შედეგების გაყალბება (იხილეთ თავი „სიფრთხილის ზომები“).

კარბამაზეპინი

აღინიშნება სიმპტომური ჰიპონატრიემიის რისკი. საჭიროა ავადმყოფზე კლინიკური და ბიოლოგიური მეთვალყურეობა.

იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები

დიურეზულებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში არსებითად იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი, განსაკუთრებით იოდის შემცველი პრეპარატების მაღალი დოზებისას. ასეთების გამოყენებამდე უნდა ჩატარდეს პაციენტის ჰიდრატაცია.

ამფოტერიცინი B (პარენტერალური შეყვანის) კორტიკოსტეროიდები, აკტჰ, მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები ან გლიცირიზინი (ძირტკბილას ფესვისგან)

ჰიდროქლორთიაზიდს შეუძლია ელექტროლიზური დისბალანსის, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის გაძლიერება.

 

შენახვის პირობები და ვადა

ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა - 5 წელი.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

 

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

 

შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერში. 14 ტაბლეტი ბლისტერში.

3 ან 6 ბლისტერს (ბლისტერს 10 ტაბლეტით) სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

2 ან 4 ბლისტერს (ბლისტერს 14 ტაბლეტით) სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

 

მწარმოებელი

კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.