ტენოტენი #40ტ საწუწნი
გააზიარე:
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
ტენოტენი
სავაჭრო სახელწოდება
ტენოტენი
წამლის ფორმა
ჰომეოპათიური საწუწნი ტაბლეტები.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: თავის ტვინის სპეციფიური ცილების აფინურად გაწმენდილი ანტისხეულები S-100 – 0,003 გ*.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
*დაიტანება ლაქტოზის მონოჰიდრატზე წყალ-სპირტოვანი ნარევის სახით მოქმედი ნივთიერების აქტიური ფორმის არაუმეტეს 10-15 ნგ/გ შემცველობით.
აღწერილობა
ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები, ნაზოლით და ნაჭდევით, თეთრდან თითქმის თეთრ ფერამდე.
ბრტყელ მხარეზე ნაზოლით დატანილია წარწერა MATERIA MEDICA, მეორე ბრტყელ მხარეზე დატანილია წარწერა TENOTEN.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰომეოპათიური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
პრეპარატი ავლენს დამამშვიდებელ, შფოთვის საწინააღმდეგო (ანქსიოლიტურ) მოქმედებას, ამავე დროს არ იწვევს არასასურველ ჰიპნოგენურ და მიორელაქსანტურ ეფექტებს. აუმჯობესებს ფსიქოემოციური დატვირთვების გადატანას. გააჩნია სტრესს-პროტექტორული, ნოოტროპული, ანტიამნესტიური, ჰიპოქსიის საწინააღმდეგო, ნეიროპროტექტული, ანტიასთენიური, ანტიდეპრესიული მოქმედება.
ინტოქსიკაციის პირობებში, ჰიპოქსიის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის შემდგომი მდგომარეობის დროს ახდენს ნეიროპროტექტურ მოქმედებას, ზღუდავს დაზიანების ზონას, ახდენს შესწავლის და მეხსიერების პროცესის ნორმალიზებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
აინჰიბირებს ლიპიდების პეროქსიდირების პროცესებს.
ახდენს S-100 ცილის ფუნქციური აქტივობის მოდიფიცირებას, რომელიც ხორციელდება ტვინში სინაფსური (ინფორმაციული) და მეტაბოლური პროცესების ერთობლიობით. ახდენს გაზმ-მიმეტურ და ნეიროტროფულ მოქმედებას, ზრდის სტრეს-მალიმიტირებელ სისტემათა აქტივობას, ხელს უწყობს ნეირონული პლასტიკურობის პროცესების აღდგენას.
1Mმოქმედი ნივთიერების აქტიური ფორმა – აქტიური ფორმა მოქმედი ნივთიერების არაუმეტეს 10-15 ნგ/გ შემცველობით.
ფარმაკოკინეტიკა
ანალიზის თანამედროვე ფიზიკოქიმიური მეთოდების მგრძნობელობა (გაზურ-სითხოვანი ქრომატოგრაფია, მაღალეფექტური სითხოვანი ქრომატოგრაფია, გაზური ქრომატო-მასპექტრომეტრია) არ იძლევა საშუალებას შეაფასოს პრეპარატ ტენოტენის აქტიური ნივთიერების შემცველობა ბიოლოგიურ სითხეებში, ორგანოებსა და ქსოვილებში. პრეპარატის სპეციფიკური შემადგენლობის გამო (იხ. ნაწილი „შემადგენლობა“), რაც ტექნიკურად შეუძლებელს ხდის ფარმაკოკინეტიკის შესწავლას.
გამოყენების ჩვენება
ნევროზული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, ფსიქოსომატური დაავადებები; სტრესული აშლილობები მომატებული ნერვული დაძაბულობით, გაღიზიანებადობით, შფოთვით და ვეგეტატური რეაქციებით.
ცენტრალური ნერვული სისტემის ზომიერად გამოხატული ორგანული დაზიანება, მათ შორის ტრავმული და დისცირკულარული წარმოშობის, რომელსაც თან ახლავს ემოციური ფონის არამდგრადობა, გაღიზიანებადობა, მეხსიერების დაქვეითება, ვეგეტატური დარღვევები.
უკუჩვენება
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ბავშვთა ასაკი; ბავშვებში და 18 წლამდე პირებში ნაჩვენებია პრეპარატი საბავშვო ტენოტენის გამოყენება.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ტენოტენის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის შესწავლილი. პრეპარატის გამოყენების საჭიროებისას უნდა გათვალისწინდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობა.
გამოყენების წესი და დოზები
მიიღება შიგნით. ერთ მიღებაზე – 1 ან 2 ტაბლეტი (პირის ღრუში ჩერდება სრულ გახსნამდე – არა კვების დროს). მიიღება 2-ჯერ დღეში; აუცილებლობის შემთხვევაში – 4 მიღებამდე დღეში. მკურნალობის კურსი 1-3 თვე; აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შესაძლოა გაიზარდოს 6 თვემდე ან განმეორდეს 1-2 თვის შემდეგ.
მკურნალობის დაწყებიდან 3-4 კვირის შემდეგ, მდგომარეობის მდგრადი გაუმჯობესების არარსებობისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
შესაძლოა განვითარდეს ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატების რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გავლენა სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმების მართვის უნარზე
არ გამოვლენილა პრეპარატ ტენოტენის უარყოფითი გავლენა სატრანსპორტო საშუალების და სხვა პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დისპეფსია პრეპარატში შემავალი დამხმარე ნივთიერებების გამო.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთზემოქმედების შემთხვევები დღემდე გამოვლენილი არ ყოფილა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზის მონოჰიდრატი, ამასთან დაკავშირებით არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებში თანდაყოლილი გალაქტოზემიით, გლუკოზის ან გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით, ან თანდაყოლილი ლაქტაზური უკმარისობით.
პრეპარატ ტენოტენის გამააქტივირებელი თვისებების გამო, მისი ბოლო მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე არაუგვიანეს 2 საათით ადრე.
გამოშვების ფორმა
ჰომეოპათიური საწუწნი ტაბლეტები. 20 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის გარსის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 2 კონტურული უჯრედული შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
თუ ვიზუალური დათვალიერებისას გამოვლინდა რაიმე დეფექტი, პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
იურიდიული პირი, რომლის სახელზეც გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა/ მომხმარებელთაგან პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია
შპს ,,სსფ მატერია მედიკა ჰოლდინგი“;
რუსეთი, 127473, ქ. მოსკოვი, მე-3 სამოტეჩნი შესახ. სახლი 9.
ტელ/ფაქსი: +7 (495) 684-43-33.
„ცხელი ხაზის“ ტელეფონები: +7 (495) 681-09-30, +7 (495) 681-93-00.
E-mail: [email protected]
სამკურნალო პრეპარატის წარმოების ადგილის მისამართი
რუსეთი, 454139, ქ. ჩელიაბინსკი, ბუგურუსლანსკაიას ქ., სახლი 54
წარმოების განვითარებისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
შპს ,,სსფ მატერია მედიკა ჰოლდინგი“ ი.იუ. კრასნოვა
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს. მთარგმნელი:










