ნიუ ნორდიკი ეფლ საიდერი#60ტ

ნიუ ნორდიკი ეფლ საიდერი#60ტ

118.67 ლარი 100.87 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: შვედეთი
მწარმოებელი: ნიუ ნორდიკი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 55830
გააზიარე:

New Nordic/Apple Cider™ 600 

ნიუ ნორდიკი/ეფლ საიდერი 600

კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ჯანსაღი მეტაბოლიზმი, წონის კლება. 

მწარმოებელი კომპანია: New Nordic

მწარმოებელი ქვეყანა: შვედეთი

გამოშვების ფორმა: აბი N60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

1 აბი

ვაშლის ძმრის ფხვნილი

600 მგ

არტიშოკის ექსტრაქტი (Cynara scolymus L.) 13,5:1

70 მგ

სამკურნალო ბაბუაწვერას ექსტრაქტი

(Taraxacum officinale Web.) 5:1

70 მგ

ქოლინი (Vit.B4)

41,25 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვაშლის ძმრის მაღალკონცენტრირებული, მაღალი ბიოათვისების  მქონე ტაბლეტები არტიშოკის, ბაბუაწვერასა და ქოლინის შემცველობით. ხელს უწყობს ცხიმების წვის,  საჭმლის მონელების, სხეულის სითხის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებისა და წონის კლების პროცესს.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ვაშლის ძმრის ექსტრაქტი  600 - აძლიერებს ცხიმების წვის პროცესს  ბუნებრივი მეტაბოლიზმის გაძლიერებით. არტიშოკი ასტიმულირებს ღვიძლის აქტივობას და ნაღვლის გამოყოფას, რაც აუცილებელია ცხიმების დაშლის პროცესში.ბაბუაწვერას ექსტრაქტი- ხელს უწყობს ჭარბი სითხის სწრაფ გამოდევნას  ორგანიზმიდან,  არის ეფექტური შარდმდენი საშუალება. ქოლინი - ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციების და ლიპიდური (ცხიმოვანი) ცვლის ნორმალიზებას.

ჩვენებები: გამოიყენება სხეულის წონის კონტროლისთვის, ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებისა და  ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნისთვის.

მიღების წესი და დოზირება: რეკომენდებულია 18 წლიდან, საკვების მონელების ხელშეწყობისა და წონის მატების პრევენციისთვის 1 აბი დილით, საუზმის დროს, დიეტოთერაპიისა და წონაში კლების მიზნით 1 აბი 2-3 ჯერ დღეში, კვების დროს, წყლის მიყოლებით. 

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკი. ორსულობის, ლაქტაციის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს მიმართეთ ექიმს. 

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N60 აბი, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. 

ვარგისიანობის ვადა: წარმოებიდან 36 თვის მანძილზე, იხ.შეფუთვაზე. 

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: New Nordic Healthbrands AB, Södra Förstadsgatan 3, SE – 211 43, Malmö, შვედეთი. 

წარმოების მისამართი: Viagatan 16 692 21, Kumla, შვედეთი 

წარმოებულია GMP სტანდარტების სრული დაცვით. 

არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენსა და სხვა მავნე დანამატებს, არის ვეგანური.

 

შეფუთვაზე ვერცხლის ხის ლოგო  სკანდინავიური მაღალი ხარისხის, ეფექტიანობისა  და უსაფრთხოების გარანტი.