კუნელის ნაყენი 25მლ (საქ)

კუნელის ნაყენი 25მლ (საქ)

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კუნელი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 55671
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სამკურნალო საშუალება

კუნელის ნაყენი
გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება
კუნელის ნაყენი

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება
თინცტურა ცრატაეგი

გამოშვების ფორმა
პერორალურად მისაღები ნაყენი

გარეგნული აღწერა მოყვითალო-წითელი ფერის გამჭვირვალე სითხე, მოტკბო გემოთი.

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: კუნელის ნაყოფი დაქუცმაცებული - 100.0 გ
დამხმარე ნივთიერება: ეთილის სპირტი 70% 1000 მლ ნაყენის მისაღებად.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პარასამკურნალო ანტიარითმული საშუალება.


ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოკინეტიკა კუნელის ნაყოფში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური
ნივთიერებები (ფლავონოიდები, გოლინი, აცეტილგოლინი, Mმთრინლავი ნივთიერებები, ფიტოსტერინები,ტრიტერპენის მჟავები) აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას კორონალურ და თავის ტვინის სისხლძარღვებში. ამაღლებენ მიოკარდის მგრძნობელობას გულის
გლიკოზიდების მიმართ და ამცირებენ მათ აღგზნებადობას , რაც გარკვეულწილად აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვებს.
პრეპატარი ადვილად შეიწოვება პირის ღრუდან მიღებისას. ეფექტი ვლინდება 30წთ-1სთ-ის შემდეგ.


ჩვენება: გულსისხლძაღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევები (ჰიპერტონული ტიპის ნეიროცირკულატორული დისტონია), აგრეთვე როგორც დამხმარე საშუალება მსუბუქი ფორმის არითმიის შემთხვევაში(მოციმციმე არითმია , პაროქსიზმული ტაქიკარდია)

მიღების წესი და დოზირება
ნაყენი მიიღება პერორალურად, მცირე რაოდენობის წყალში გახსნით:
მოზრდილები. თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული მკურნალობის სხვა სქემა, 20 – 30 წვეთი 3 – 4-ჯერ დღეში სტაბილური სამკურნა-ლო ეფექტის მიღწევამდე,
ბავშვებში12 წლის ზემოთ - 1 წვეთი 1 წელიწადზე გადაანგარი-შებით.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდ-ში;
- 12 წლამდე ასაკი.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ოსრულობისა და ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდირებული ეთილის სპირიტს შემცველობის გამო.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი, როგორც წესი კარგად გადაიტანება, თუმცა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნებოდეს ძილიანობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს შესაძლებელია ალერ-გიული რეაქციების განვითარება (კანის შეწითლება, ქავილი, გამო-ნაყარი და სხვ).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კუნელის ნაყენი აძლიერებს საგულე გლიკოზიდების ეფექტს განსაკუთრებული მითითებანი
ამ პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. პრეპარატის მიღების შეწყვეტისას, აბსტინენციის სინდრომი არ ვლინდება.


ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე:
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა ისეთი პოტენციურად საშიში საქმიანობისას, რაც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენ-ტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, გულისცემის აჩქა-რება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.

შეფუთვა
25 მლ პეტის ნარინჯისფერ მიხრახნილ საცობიან ფლაკონებში.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 15°ჩ ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი
შპს “იმედი”
მისამართი:
თბილისი, რუსთავის გზატკეცილი, # 36
ტელ: (995 32) 214 56 57 599518193