ვალერიანის ნაყენი 25მლ (საქ)
გააზიარე:
ვალერიანასნაყენი
(VALERIANAE TINCTURA)
სამკურნალოსაშუალებისშემადგენლობა
1 ფლაკონი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს:
ვალერიანას ფესვების ნაყენი (Valerianae radix) (1 : 5) (ექსტრაგენტი-ეთანოლი 70%) 25 მლ.
დამხმარე ნივთიერებები: ექსტრაგენის გარდა, არ არსებობს
სამკურნალოფორმა
ნაყენი გამჭვირვალე სითხეა მოყვითელო-მურადან წითელ-მურა ფერამდე, დამახასიათებელი სასიამოვნო სუნით. დასაშვებია ნალექის არსებობა.
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი
საძილე და სედატიური საშუალება.
ათქკოდი N05CM09.
ვალერიანას ფესვებსა და ფესურებში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ეთერზეთი, ვალერიანის მჟავა, ბორნეოლი, ალკალოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, შაქრები) ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ამცირებენ აგზნების პროცესებს, აძლიერებენ სხვა სედაციური, საძილე, ანალგეზიური და სპაზმოლიზური საშუალებების ეფექტებს.
ჩვენებები
ცენტრალური ნევრული სისტემის (მომატებული ემოციური აგზნებადობა, გაღიზიანება, ძილის დარღვევა და სხვ.), გულ-სისხლძარღვთა სისტემის (ნეიროცირკულატორული დისტონიები) მოქმედების ფუნქციური დარღვევები.
უკუჩვენებები
დეპრესია და სხვა დარღვევები, რომლებსაც თან ახლავს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიმართ.
უსაფრთხოებისზომებიგამოყენებისას
პრეპარატი შეიცავს სპირტს. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ ნაყენს, თავი უნდა შეიკავონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისაგან, რადგანაც პრეპარატი შეიცავს ეთილის სპირტს.
დაიცავით სამკურნალო საშუალების გამოყენების რეკომენდაციები. რეკომენდაციების დარღვევამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.
განსაკუთრებულიგაფრთხილებები
გამოყენებაორსულობისაანლაქტაციისპერიოდში
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ავტოტრანსპორტისმართვასადასხვამექანიზმებთანმუშაობაზე ზემოქმედებისუნარი
პრეპარატის მიღების პერიოდში საჭიროა თავის შეკავება ტრანსპორტის მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან.
ბავშვები
არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ეთანოლის შემცველობის გამო.
გამოყენებისმეთოდებიდადოზები
ვალერიანას ნაყენი მიიღება პერორალურად. მოზრდილებში რეკომენდირებულია 20 – 30 წვეთი 3 – 4-ჯერ დღეში სტაბილური სამკურნალო ეფექტის მიღწევამდე, 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - გადაანგარიშებით 1 წვეთი სიცოცხლის ყოველ წელზე 3-4 ჯერ დღე-ღამეში.
დოზისგადაჭარბება
პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ფსიქიკური აგზნება,
გამოხატული გვერდითი რეაქციების განვითარება: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, მხედველობისა და სმენის სიმახვილის დაქვეითება, გულის ფრიალი.
პრეპარატის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტა და დროულად მიღებული გადაუდებელი დახმარების ღონისძიებები (კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება და სხვ.) და სიმპტომური მკურნალობა ხელს უწყობს დოზის გადაჭარბების კლინიკური გამოვლინებების სწრაფ აღმოფხვრას.
გვერდითიეფექტები
პრეპარატი, როგორც წესი კარგად გადაიტანება, თუმცა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნებოდეს ემოციური რეაქციების დათრგუნვა, ძილიანობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, დეპრესია, გულისრევა, სპაზმური ტკივილი მუცელში, სისუსტე. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება (კანის გაწითლება, გამონაყარი, ქავილი, კანის შეშუპება).
ნებისმიერი არასასურველი მოვლენების გამოვლინების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს!
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთანდაურთიერთქმედებისსხვაფორმები
ვალერიანას ნაყენმა შეიძლება გააძლიეროს საგულე, სედაციური, საძილე, ანალგეზიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედება, გააძლიეროს ალკოჰოლის, ჰიპოტენზიური, ანქსიოლიზური საშუალებების მოქმედება.
ვარგისობისვადა
5 წელი.
შენახვისპირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
25 მლ ფლაკონებში.
აფთიაქიდანგაცემისპირობები
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი -III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.