მიგ საბავშვო100მგ/5მლ100მლ სუს

მიგ საბავშვო100მგ/5მლ100მლ სუს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: იბუპროფენი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 55077
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მიგ საბავშვო

 

1. პრეპარატი მიგი საბავშვოს აღწერა და გამოყენება

მიგი საბავშვო წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ სამკურნალო საშუალებას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, აასს) სიცხის დამწევი მოქმედებით.

მიგი საბავშვო გამოიყენება ბავშვებში სხეულის მასით 5 კგ-დან (6 თვის ასაკიდან) 29 კგ-მდე (9 წლამდე).

მიგი საბავშვო გამოიყენება ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში:

- ცხელება; 

- მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტკივილი. 

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღებამდე

პრეპარატი მიგი საბავშვოს გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

- ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) იბუპროფენის ან პრეპარატი მიგი საბავშვოს ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

- აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების შემდეგ გამოვლენილი ალერგიული რეაქციები, მაგალითად:

- ბრონქოსპაზმი;

- ბრონქული ასთმის შეტევები;

- ცხვირის ლორწოვანის შესიება;

- რეაქციები კანის მხრივ (გაწითლება, შეშუპება, გამონაყარი და სხვ.)

- სისხლის წარმოქმნის გაურკვეველი ეტიოლოგიის დარღვევა;

- თქვენ გაქვთ ან წარსულში არაერთხელ გქონდათ კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული) ან სისხლდენა (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი სხვადასხვა ეპიზოდი);

- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ჩატარებულ თერაპიასთან დაკავშირებული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან პერფორაცია წარსულში;

- სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ცერებრო-ვასკულური სისხლდენა) ან სხვა სისხლდენა აქტიურ ფაზაში;

- თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

- გულის იშემიური დაავადება;

- გულის მძიმე უკმარისობა;

- გამოხატული დეჰიდრატაცია (ღებინების, დიარეის ან არასაკმარისი სითხის მიღების შედეგად)

- ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.

სიფრთხილე პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღებისას:

გვერდითი მოქმედების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის უმცირესი ეფექტური დოზის რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში მიღების გზით, რაც აუცილებელია სიმპტომების მოსახსნელად.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ 

მოერიდეთ პრეპარატი მიგი საბავშვოს და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად მიღებას, ე.წ. ციკლოოქსიგენაზა-2-ის  ინჰიბიტორების (ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების) ჩათვლით.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები:

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მომატებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე გვერდითი მოქმედებების სიხშირე, განსაკუთრებით სისხლდენები და პერფორაციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც შესაძლოა სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს. ამიტომ, ხანდაზმულები ექიმის განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებენ. 

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლულების განვითარება და პერფორაცია, რაც შესაძლოა სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს, აღინიშნება ყველა აასს გამოყენებასთან დაკავშირებით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად მიმანიშნებელი სიმპტომების ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სერიოზული პათოლოგიის არსებობისა. 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულების განვითარებისა და პერფორაციის რისკი იზრდება აასს-ის დოზის გაზრდისას ანამნეზში წყლულის, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენის ან პერფორაციის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 2 ~პრეპარატი მიგი საბავშვოს გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში~), და აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთმა პაციენტებმა მკურნალობა მინიმალური შესაძლო დოზებით უნდა დაიწყონ. 

ამ პაციენტებისათვის, და აგრეთვე მათთვის, ვისთვისაც აუცილებელია თანმხლები თერაპია აცეტილსალიცილის მჟავის (ასმ) დაბალი დოზებით ან ისეთი პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევის რისკის გაზრდას, აუცილებელია განხილული იქნას დამცავი მოქმედების მქონე საშუალებებით, მაგალითად, მიზოპროსტოლით ან პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებით კომბინირებული თერაპიის შესაძლებლობა. 

 თუ ადრე თქვენს ბავშვს აღენიშნებოდა გვერდითი მოქმედებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მაშინ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს (უპირველეს ყოვლისა კუჭ-ნაწლავის მხრივ სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. 

სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბავშვი ერთდროულად ღებულობს პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს წყლულის ან სისხლდენების წარმოქმნის საშიშროება: პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ან ანტითრომბოციტული საშუალებები, მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა (იხ. პარაგრაფი 2 ~სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება~).

შეწყვიტეთ პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღება იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს თქვენს ბავშვს განუვითარდა სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან წყლული. თუ თქვენს ბავშვს განუვითარდა უჩვეულო სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ,   დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რადგან მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს (იხ. პარაგრაფი 4 ~შესაძლო გვერდითი მოქმედება~).

ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა და ცერებრო-ვასკულურ სისტემაზე

პრეპარატი მიგი საბავშვოს ანალოგიურმა პრეპარატებმა შეიძლება რამდენადმე გაზარდოს გულის შეტევის (~მიოკარდიუმის ინფარქტის~) ან ინსულტის განვითარების რისკი. ნებისმიერი გართულების რისკი იზრდება დოზის გაზრდის და თერაპიის ხანგრძლივობის შესაბამისად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას (მაქსიმუმ 3 დღე).

თუ თქვენს ბავშვს აქვს გულის დაავადებები, გადატანილი აქვს ინსულტი ან თვლით, რომ არსებობს აღნიშნული მდგომარეობების განვითარების რისკი (მაგალითად, მომატებული არტერიული წნევის, შაქრიანი დიაბეტის, ქოლესტერინის მომატებული დონის შემთხვევაში), კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

კანის რეაქციები

აასს-ის გამოყენებასთან დაკავშირებით აღწერილია კანის მძიმე რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები გაწითლებით და ბუშტუკების წარმოქმნით, ზოგჯერ ლეტალური შედეგით (ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი) (იხ. პარაგრაფი 4 ~შესაძლო გვერდითი მოქმედება~). 

როგორც ჩანს, მკურნალობის დასაწყისში კანის რეაქციების განვითარების რისკი უფრო მაღალია, რადგან, უმეტეს პაციენტში აღნიშნული რეაქციების განვითარება ხდება თერაპიის პირველი თვის განმავლობაში. კანზე გამონაყარის პირველი ნიშნების, ლორწოვანი გარსების დაზიანებების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოვლინების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატი მიგი საბავშვოს  გამოყენება და მიმართეთ ექიმს.  

ჩუტყვავილას დროს მიგი საბავშვოს  გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სხვა მითითება

მიგი საბავშვო გამოიყენება მხოლოდ მოსალოდნელი სარგებელისა და რისკის საგულდაგულო შეფასების შემდეგ, თუ თქვენს ბავშვს: 

- აქვს გარკვეული აუტოიმუნური ხასიათის დარღვევები (სისტემური წითელი მგლურა და კომბინირებული კოლაგენოზები); ამ შემთხვევაში იზრდება ტვინის გარსის არაინფექციური ანთების (ასეპტიური მენინგიტის) სიმპტომების განვითარების რისკი (იხ. პარაგრაფი 4 ~შესაძლო გვერდითი მოქმედება~);

- აქვს სისხლის წარმოქმნის გარკვეული მემკვიდრეობითი დარღვევები (მაგალითად, მწვავე გარდამავალი პორფირია).

-   ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობა საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:

- თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

- უშუალოდ მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევის შემდეგ;

- ალერგიის (მაგალითად, სხვა მედიკამენტების მიღებაზე გამოვლენილი კანის რეაქციები, ასთმა, პოლინოზი), ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება ან სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, რასაც თან ახლავს მათი შევიწროვება;

- დეჰიდრატაცია.

- ძალიან იშვიათად აღინიშნება მძიმე ხარისხის ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი). პრეპარატი მიგი საბავშვოს  მიღების დროს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების პირველი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. 

- იბუპროფენს, პრეპარატი მიგი საბავშვოს აქტიურ ნივთიერებას, შეუძლია დროებით დათრგუნოს თრომბოციტების ფუნქცია (თრომბოციტების აგრეგაცია). ამის გამო აუცილებელია სისხლის შედედების სისტემის დარღვევების მქონე პაციენტების საგულდაგულო მეთვალყურეობა. 

- პრეპარატი მიგი საბავშვოს ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში საჭიროა ღვიძლის მაჩვენებლების, თირკმელების ფუნქციის და სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი. 

- პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღების დროს ქირურგიული ჩარევის ჩატარებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს.

- ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, რომელიც არ შეიძლება განიკურნოს ამ პრეპარატების დოზის გაზრდით. თუ პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღების მიუხედავად, თქვენს ბავშვს ხშირად აწუხებს თავის ტკივილი, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

- ანალგეზიური საშუალებების ხშირმა, ~ჩვეულმა~ მიღებამ, განსაკუთრებით რამოდენიმე ტკივილგამაყუჩებელი მოქმედი ნივთიერების ერთდროულად გამოყენებამ, შეიძლება მიგვიყვანოს თირკმელების შეუქცევად დაზიანებამდე თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკის თანხლებით (ანალგეტიკური ნეფროპათია).

- აასს-მა, კერძოდ კი იბუპროფენმა, შეიძლება შენიღბოს ინფექციისა და ცხელების სიმპტომები. 

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით.

იბუპროფენის მოქმედებაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ზოგიერთმა ანტიკოაგულანტმა (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები) (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა/ასპირინი, ვარფარინი, ტიკლოპიდინი), არტერიული წნევის დამაქვეითებელმა ზოგიერთმა პრეპარატმა (აგფ ინჰიბიტორები, მაგალითად, კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ II ანტაგონისტები), ასევე სხვა პრეპარატებმა. თავის მხრივ, იბუპროფენმაც შეიძლება მოახდინოს გავლენა ჩამოთვლილი პრეპარატების მოქმედებაზე. ამიტომ, იბუპროფენისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

ქვემოთ მითითებული სამკურნალწამლო ნივთიერებების ან პრეპარატების ჯგუფის მოქმედება შეიძლება შეიცვალოს პრეპარატი მიგი საბავშვოსთან ერთდროულად მიღებისას. 

მოქმედების გაძლიერება და/ან გვერდითი მოქმედება:

შემდეგ პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლში მათი კონცენტრაცია:

- დიგოქსინი (გულის მუშაობის გამაძლიერებელი საშუალება);

- ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი);

- ლითიუმი (ფსიქიური დარღვევების სამკურნალო საშუალება); სწორი გამოყენებისას (მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში) ლითიუმის, დიგოქსინისა და ფენიტოინის კონცენტრაციის განსაზღვრა პლაზმაში, როგორც წესი, არ არის საჭირო. 

- ანტიკოაგულანტები, მაგალითად, ვარფარინი;

- მეტოტრექსატი (ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებისა და გარკვეული რევმატული დაავადებების სამკურნალო პრეპარატი); არ მიიღოთ მიგი საბავშვო მეტოტრექსატის მიღებამდე ან შემდეგ 24 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია სისხლში მეტოტრექსატის კონცენტრაციის მომატება და მისი გვერდითი მოქმედებების გამოვლენის რისკის გაზრდა; 

- აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), მაგალითად  გლუკოკორტიკოიდები (კორტიზონისა და კორტიზონის მსგავსი ნივთიერებების შემცველი პრეპარატები), რადგან იზრდება წყლულისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი; 

- თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო საშუალებები), რადგან იზრდება  კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი; 

- პრობენიციდს ან სულფინპირაზონის შემცველი პრეპარატები (პოდაგრის სამკურნალო საშუალებები), რადგან შესაძლოა ორგანიზმიდან იბუპროფენის გამოყოფის შეფერხება.   იბუპროფენი შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და, შედეგად, იზრდება მისი გვერდითი მოქმედებების გამოვლენის რისკი. 

მოქმედების შესუსტება:

- სითხის გამოყოფის გამაძლიერებელი საშუალებები (დიურეზულები) და მაღალი არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებები (ჰიპოტენზიური პრეპარატები), რადგან იზრდება თირკმელების მხრივ დარღვევების რისკი.

- აგფ ინჰიბიტორები (გულის უკმარისობისა და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები), რადგან იზრდება თირკმელების ფუნქციის დარღვევების რისკი.

- აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზები, რადგან შეიძლება შესუსტდეს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების ანტიაგრეგანტული მოქმედება. 

სხვა შესაძლო ურთიერთქმედება:

- ზიდოვუდინი (შიდსის სამკურნალო საშუალება), რადგან არსებობს სახსრებში სისხლჩაქცევებისა და ჰემატომების რისკის მომატება ჰემოფილიის მქონე აივ-ინფიცირებულ პაციენტებში. 

- ციკლოსპორინი (იმუნური რეაქციის დამაქვეითებელი საშუალება, რომელიც გამოიყენება, მაგალითად, ტრანსპლანტაციის შემდეგ, ასევე რევმატიზმის სამკურნალოდ), თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკთან დაკავშირებით;

- ტაკროლიმუსი, თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკთან დაკავშირებით;

- კალიუმის დამზოგველი დიურეზულები (გარკვეული დიურეზულები); იბუპროფენთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში იზრდება სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატების რისკი. 

- სულფონილშარდოვანას პრეპარატები (შაქრის შემცველობის დამაქვეითებელი საშუალებები); მიუხედავად იმისა, რომ იბუპროფენისა და სულფონილშარდოვანას პრეპარატების ურთიერთქმედება ჯერ განსაზღვრული არ არის, სხვა აასს-გან განსხვავებით, ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებისას პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის კონტროლირება.

- იბუპროფენისა და CYP2ჩ9 იზოფერმენტის ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებისას იბუპროფენის (CYP2C9 სუბსტრატის) ზემოქმედება შეიძლება გაიზარდოს. ვორიკონაზოლთან და ფლუკონაზოლთან (CYP2C9 ინჰიბიტორებთან) იბუპროფენის ერთდროულად გამოყენების კვლევებში შ(+)-იბუპროფენის ზემოქმედების მაჩვენებლები იზრდებოდა დაახლოებით 80-100%-ით. იბუპროფენისა და CYP2C9 ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში მიზანშეწონილია იბუპროფენის დოზის შემცირება, განსაკუთრებით, თუ იბუპროფენი მაღალი დოზით გამოიყენება ვორიკონაზოლთან და ფლუკონაზოლთან კომბინაციაში. 

პრეპარატი მიგი საბავშვოს საკვებთან და სასმელთან მიღება

პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღების დროს, შეძლებისდაგვარად, მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, რადგან ეს იწვევს გვერდითი მოქედებების რისკის გაზრდას, ძირითადად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

ორსულობა

პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღების პერიოდის განმავლობაში დაორსულების შემთხვევაში აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.  

იბუპროფენის მიღება ნებადართულია ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. 

მიგი საბავშვოს მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის ბოლო ტრიმესტრში დედისთვის და ბავშვისთვის გართულებების მომატებული რისკის გამო.    

მიგი საბავშვო მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), რომლებსაც შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ქალის რეპროდუქციულ უნარზე. ეს მოქმედება შექცევად ხასითს ატარებს პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ძუძუთი კვების პერიოდი

მოქმედი ნივთიერება იბუპროფენი და მისი დაშლის პროდუქტები უმნიშვნელო რაოდენობით ხვდება დედის რძეში. ვინაიდან ახალშობილისთვის უარყოფითი შედეგების შესახებ ცნობები დღემდე არ არსებობს, პრეპარატის ხანმოკლე გამოყენებისას ძუძუთი კვების შეწყვეტის აუცილებლიბა, როგორც წესი, არ დგება. თუმცა, პრეპარატის მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში მიზანშეწონილია ძუძუთი კვების შეწყვეტა. 

ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე  

ვინაიდან პრეპარატი მიგი საბავშვოს მაღალი დოზებით მიღებისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გვერდით მოვლენებს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა დაღლილობა და თავბრუსხვევა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სწრაფი რეაგირების უნარის, საგზაო მოძრაობაში ორიენტირებისა და მექანიზმების მართვის უნარის დარღვევა. აღნიშნული რეაქციები განსაკუთრებით გამოხატულია ალკოჰოლთან ერთდროულად მიღებისას. თქვენ შეიძლება დაკარგოთ მოულოდნელ სიტუაციებზე სწრაფი და ზუსტი რეაგირების უნარი. ამ შემთხვევაში, არ შეიძლება ავტომობილის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა! არ შეიძლება მექანიზმებთან ან ხელსაწყოებთან მუშაობა! არ შეიძლება მუშაობა ფეხებისთვის საიმედო საყრდენის გარეშე!

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი მიგი საბავშვოს ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

მოცემული პრეპარატი შეიცავს თხევად მალტიტოლს.

თუ თქვენს ბავშვს აქვს აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

მოცემული პრეპარატი შეიცავს 3,7 მგ/მლ ნატრიუმს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინება აუცილებელია პაციენტებისათვის, რომლებიც არიან დიეტაზე ნატრიუმის შეზღუდული მოხმარებით. 

3. მიგი საბავშვოს მიღების წესი

მიგი საბავშვო ყოველთვის მიიღება წინამდებარე ინსტრუქციის ზუსტად დაცვით. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება

ჩვეულებრივი დოზები: 

ცხრილი

მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 6 საათს.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას (მაქსიმუმ 3 დღე).

თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევისას დოზის შემცირება საჭირო არ არის. 

მიგი საბავშვოს გამოყენება რეკომენდებული არ არის 6 თვემდე ასაკის ბავშვებში 5 კგ-მდე სხეულის მასით. 

გამოყენების წესი

შიგნით მისაღები საშუალება ბავშვებისათვის. 

ზუსტი დოზირებისთვის შეფუთვაში მოთავსებულია შპრიცი პრეპარატის პერორალური მიღებისთვის (გრადუირებული 5 მლ-მდე 0,5 მლ ნიშნულებით)
1. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონის შიგთავსი.

2. ფლაკონის გასახსნელად დააჭირეთ თავსახურს და დაატრიალეთ ისრებით მითითებული მიმართულებით.

3. ჩასვით ნახვრეტში სუსპენზიის პერორალური შეყვანის შპრიცი.

4. შპრიცის ადგილზე დაფიქსირებით გადააბრუნეთ ფლაკონი და ფრთხილად დააფიქსირეთ დგუში საჭირო ნიშნულზე.

5. გადააბრუნეთ ფლაკონი ძირით ქვემოთ მდგომარეობაში და ფრთხილად ამოიღეთ შპრიცი დატრიალებით.

6. სიროფის შესაყვანათ მოათავსეთ შპრიცის თავი ბავშვის პირში და ნელა დააჭირეთ დგუშს შპრიცის კორპუსის მიმართულებით. პრეპარატი შეიყვანეთ ბავშვის ყლაპვის სიხშირის მიხედვით.

გამოყენების შემდეგ თავი დაახურეთ ფლაკონს. ამოიღეთ დგუში შპრიცის კორპუსიდან, გარეცხეთ თბილი წყლით და გააშვრეთ. შეინახეთ შპრიცი სუსპენზიის პერორალური შეყვანისთვის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 

პრეპარატი მიგი საბავშვოს გამოყენების ფონზე რამდენიმე პაციენტში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი დისპეფსია. თუ ეს განუვითარდა თქვენს ბავშვს, მიეცით მას პრეპარატი ჭამის დროს.

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი მიგი საბავშვოს მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მხოლოდ ხანმოკლე თერაპიისათვის.

მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ გაგიუარესდათ სიმპტომები ან არ გაგიუმჯობესდათ მდგომარეობა 3 დღის განმავლობაში.

მიგი საბავშვოს მიღება არ შეიძლება 3 დღეზე მეტი დროის განმავლობაში ექიმის ან სტომატოლოგის კონსულტაციის გარეშე.

პრეპარატი მიგი საბავშვოს დოზის გადაჭარბების შემთხვევები

პრეპარატი მიგი საბავშვო გამოიყენება ექიმის მითითების დაცვით ან ჩანართში მოყვანილი დოზირების შესაბამისად. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბავშვს ტკივილი არასაკმარისად შეუმსუბუქდა, დამოუკიდებლად ნუ გაზრდით დოზას – მიმართეთ მკურნალ ექიმს.  

დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომები:

- დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის წასვლის წინა მდგომარეობა და გონების დაკარგვა (ბავშვებში ასევე მიოკლონური კრუნჩხვა);

- დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

- ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

- არტერიული წნევის დაცემა;

- სუნთქვის შესუსტება (დათრგუნვა);

- კანისა და ლორწოვანი გარსების შინდისფერი შეფერილობა (ციანოზი).

მოცემული პრეპარატის წინააღმდეგ სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. 

პრეპარატი მიგი საბავშვოს დოზის გადაჭარბების შესახებ ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მოწამვლის სიმძიმის მიხედვით ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ზომების შესახებ. 

პრეპარატი მიგი საბავშვოს დოზის მიღების გამოტოვება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. 

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება 

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ მიგი საბავშვოსაც აქვს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. თუ შენიშნავთ, რომ თქვენს ბავშვს აღენიშნება ქვემოთ მითითებული გვერდითი მოქმედებები, აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.

შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება:

• ნაწლავური სისხლდენის ნიშნები, როგორიცაა მწვავე ტკივილი მუცლის არეში, კუპრისებრი განავალი, ღებინება სისხლით ან შავი, ყავის მარცვლების მაგვარი ნაწილაკებით;

• იშვიათი, მაგრამ სერიოზული ალერგიული რეაქციების ნიშნები, როგორიცაა ასთმა, მშრალი ხიხინი ან გაურკვეველი ქოშინი, სახის, ენის ან ხახის შესიება, სუნთქვის გაძნელენა, ტაქიკარდია (გულის შეკუმშვათა მომატებული სიხშირე), არტერიული წნევის დაქვეითება, რომელიც იწვევს შოკს. აღნიშნული რეაქცია შეიძლება განვითარდეს პრეპარატის პირველივე გამოყენების შემდეგაც კი. ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი. 

• მძიმე ხარისხის კანის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი მთელს სხეულზე, კანის აქერცვლა, ბუშტუკები ან კანის განშრევება.

შესაძლო გვერდითი  მოქმდება

შემდეგი გვერდითი მოქმედებების სიაში მითითებულია ყველა გვერდითი მოქმედება, რომლებსაც ადგილი ჰქონდა იბუპროფენით მკურნალობისას, მათ შორის რევმატიზმის მქონე ავადმყოფებში მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ. დადგენილი სიხშირე, ძალიან იშვიათი შემთხვევების ჩათვლით, მიეკუთვნება ხანმოკლე მკურნალობას იბუპროფენის დღე-ღამური დოზებით 1200 მგ-მდე პერორალური სამკურნალო საშუალების შემთხვევაში და 1800 მგ-მდე სანთლების შემთხვევაში.

უნდა აღინიშნოს, რომ პრეპარატის შემდეგი არასასურველი რეაქციები დამოკიდებულია დოზაზე და პაციენტთა ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

ყველაზე ხშირია გვერდითი მოქმედებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

მაგალითად, არსებობს კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის (პეპტიური წყლულის), პერფორაციის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების რისკი, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, (იხ. პარაგრაფი 2: ~განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღებისას:~).  

არსებული ცნობებით პრეპარატის გამოყენების ფონზე შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის ტკივილი, კუპრისებრი განავალი, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება და წყლულები), გაძლიერდეს ნაწლავური დარღვევები, წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება (იხ. პარაგრაფი 2: ~განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატი მიგი საბავშვოს მიღებისას:~). 

იშვიათად აღინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი). კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და მიღების ხანგრძლივობაზე.

ასევე არსებობს ცნობები შეშუპების, არტერიული წნევის მომატების და გულის უკმარისობის შესახებ აასს-ით ჩატარებული მკურნალობის ფონზე. 

ისეთმა მედიკამენტებმა, როგორიცაა მიგი საბავშვო, შეიძლება ოდნავ გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების რისკი.

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ხშირად (გვხვდება 100 პაციენტიდან 1-10-ში)

დარღვევები კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა გულძმარვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, ფაღარათი, შეკრულობა, ასევე უმნიშვნელო სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, რომლებმაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი სხეულაკების შემცირება (ანემია). 

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ზოგჯერ (გვხვდება 1000 პაციენტიდან 1-10-ში)

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანზე გამონაყარის და ქავილის თანხლებით, აგრეთვე, ასთმის შეტევები (ზოგ შემთხვევაში არტერიული წნევის დაცემით).

აღნიშნულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და შეწყვიტეთ პრეპარატი მიგი საბავშვოს  მიღება.

დარღვევა ნერვული სისტემის მხრივ: დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, მაგალითად, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, აგზნება, გაღიზიანებადობა ან დაღლილობა. 

დარღვევა მხედველობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა.

აღნიშნულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და შეწყვიტეთ პრეპარატი მიგი საბავშვოს  მიღება.

დარღვევა კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული) შესაძლო სისხლდენისა და პერფორაციის განვითარებით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება წყლულების წარმოქმნით (წყლულოვანი სტომატიტი), წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი).

დარღვევა კანისა და თმების მხრივ: სხვადასხა ტიპის გამონაყარი კანზე. 

გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება იშვიათად (გვხვდება 10000 პაციენტიდან 1-10-ში)

დარღვევები ყურების მხრივ: შუილი ყურებში (ტინიტუსი).

დარღვევები თირკმელებისა და შარდმდენი ორგანოების მხრივ: შესაძლებელია თირკმლის ქსოვილის დაზიანება (თირკმლის დვრილების ნეკროზი), განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს, და სისხლში რძემჟავას კონცენტრაციის მომატება. 

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ძალიან იშვიათად (10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები)

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: აღწერილია ინფექციური ანთებითი პროცესების გამწვავების შემთხვევები (მაგალითად, მანეკროზებელი ფასციიტის განვითარება), რომლებიც უკავშირდება გარკვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) გამოყენებას, რომლებსაც აგრეთვე მიეკუთვნება მიგი საბავშვო. 

აღინიშნებოდა თავის ტვინის გარსის ანთების სიმპტომები (ასეპტიური მენინგიტი), მაგალითად, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება, კეფის კუნთების რიგიდობა და ცნობიერების დაბინდვა. აღნიშნული მოვლენების განვითარების რისკი იზრდება გარკვეული აუტოიმუნური დარღვევების (სისტემური წითელი მგლურა, კომბინირებული კოლაგენოზები) მქონე პაციენტებში.

პრეპარატი მიგი საბავშვოს გამოყენების ფონზე ინფექციის ნიშნების გამოვლენის ან დამძიმებისას შემთხვევაში (მაგალითად, გაწითლება, შეშუპება, სიცხე, ტკივილი, ცხელება) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სისხლის წარმოქმნის დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი). 

პირველი ნიშნები შეიძლება იყოს: ცხელება, ყელის ტკივილი, ეროზია პირის ღრუში, გრიპისმაგვარი სიმპტომები, გამოხატული დაღლილობა, სისხლდენა ცხვირიდან, კანის სისხლდენა.

აღნიშნულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. არ მიიღოთ დამოუკიდებლად ტკივილგამაყუჩებელი ან სიცხის დამწევი საშუალებები. 

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: მძიმე ხარისხის გენერალიზებული ალერგიული რეაქციები.

გამოვლენის შესაძლო ფორმები: სახის შეშუპება, ენის შეშუპება, ხახის შეშუპება, რასაც თან ახლავს სასუნთქი გზების შევიწროება, ქოშინი, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაცემა სიცოცხლისთვის საშიშ შოკამდე. 

ნებისმიერი აღნიშნული სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პრეპარატის პირველივე გამოყენებისას, საჭიროა სასწრაფო საექიმო დახმარება.

ფსიქიკური დარღვევები: ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია.  

დარღვევები გულისა და სისხლძარღვების მხრივ: გულისცემა, გულის უკმარისობა, გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტონია).

დარღვევები სასუნთქი ორგანოების, გულ-მკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი და მშრალი ხიხინი. 

დარღვევები კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: საყლაპავის (ეზოფაგიტი) და კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეატიტი) ანთება, ნაჭდევისებრი შევიწროების წარმოქმნა წვრილ და მსხვილ ნაწლავში (ნაწლავის დიაფრაგმისებრი სტრიქტურა).

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ღვიძლის დაზიანება, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე ანთება (ჰეპატიტი). 

ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.

დარღვევები კანისა და თმის მხრივ: მძიმე ხარისხის კანის რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი გაწითლებით და ბუშტუკების წარმოქმნით (მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ლაიელის სინდრომი), თმის ცვენა (ალოპეცია). 

ჩუტყვავილას დროს ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მძიმე ხარისხის კანის ინფექციებისა და რბილი ქსოვილების მხრივ გართულებების განვითარება (იხ. ასევე ~ინფექციები და ინვაზიები~).

დარღვევები თირკმელებისა და შარდმდენი ორგანოების მხრივ: დაქვეითებული დიურეზი (გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება) და ქსოვილებში სითხის შეკავება (შეშუპება), განსაკუთრებით პაციენტებში არტერიული ჰიპერტონიით ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით; ნეფროზული შეშუპება (ორგანიზმში სითხის დაგროვება [შეშუპება] და შარდთან ერთად მნიშვნელოვანი რაოდენობის ცილების გამოყოფა); თირკმელების ანთებითი დაავადება (ინტერსტიციული ნეფრიტი), რომელსაც შეიძლება თან ახლდეს თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა. 

დაქვეითებული დიურეზი, ორგანიზმში სითხის შეკავება (შეშუპება) და ცუდი განწყობა შეიძლება იყოს თირკმელების ფუნქციის დარღვევის სიმპტომები, თირკმელების უკმარისობამდე. 

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის ან დამძიმების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატი მიგი საბავშვოს  მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენების გაუარესებისას, ან ნებისმიერი სხვა გვერდითი მოქმედების გამოვლენისას, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. პრეპარატი მიგი საბავშვოს შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი მიგი საბავშვო არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონზე ან კოლოფზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გადის მითითებული თვის ბოლო დღეს.

სტაბილურობა ფლაკონის გახსნის შემდეგ: 6 თვე 25°ჩ დაბალ ტემპერატურაზე შენახვის პირობით.

მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. 

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია 

პრეპარატი მიგი საბავშვოს შემადგენლობა
პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს იბუპროფენი.

1 მლ სუსპენზია შეიცავს 20 მგ იბუპროფენს.

დამხმარე კომპონენტები:

ნატრიუმის ბენზოატი, უწყლო ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი, საქარინ-ნატრიუმი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიპრომელოზა, ქსანტანის გუმფისი, თხევადი მალტიტოლი, გლიცერინი, გაწმენდილი წყალი, მარწყვის არომატიზატორი (შეიცავს ნატურალური არომატიზატორების იდენტურ ნივთიერებებს, ნატურალური არომატიზატორის პრეპარატებს, პროპილენგლიკოლს).

პრეპარატი მიგი საბავშვოს აღწერა და გამოშვების ფორმა

მიგი საბავშვო არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის შიგნით მისაღები ბლანტი სუსპენზია. 

მიგი საბავშვო გამოდის ფლაკონებში შიგნით მისაღები 100 მლ სუსპენზიით. 

შეფუთვაში მოთავსებულია შპრიცი სუსპენზიის პერორალური შეყვანისთვის.

(გრადუირებული 5 მლ-მდე 0,5 მლ ნიშნულებით). 

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.