ოსტრუმი #30კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ოსტრუმი
შემადგენლობა:
ქოლინის ბიტარტრატი 140 მგ. მაგნიუმის ორატატი 70 მგ. გინკგო ბილობას ექსტრაქტი 20 მგ. ვიტამინი B12 2 მკრ. პანტოთენის მჟავა (B 5) 6 მგ.
ვიტამინი B 6 1,8 მგ. ვიტამინი B9( ფოლიუმის მჟავა) 0,15 მგ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ქოლინის ბიტარტრატი: (ვიტამინი B4) უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გადაცემას თავის ტვინში.აუმჯობესებს ნეიროკომუნიკაციას. ქოლინი - არის აცეტილქოლინის, ფოსფოლიპიდების და ბეტაინის პრეკურსორი. აუცილებელია უჯრედის მემბრანის სტრუქტურული ერთიანობისთვის. ქოლინის დეფიციტი იწვევს თავის ტვინის ფუნქციების დარღვევას და მეხსიერების დაქვეითებას.
მაგნიუმის ორატატი: ხსნის ნერვულ დაძაბულობას. აუმჯობესებს ტვინში მეტაბოლურ პროცესებს.მონაწილეობს ნეირონთა რეგენერაციაში. იცავს ტვინის უჯრედებს ინტოქსიკაციისგან.
გინკგო ბილობას ექსტრაქტი :აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას,მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას.
პანტოთენის მჟავა :(ვიტამინ B 5) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმში, რომელიც აუცილებელია უჯრედებისა და ქსოვილების აღდგენითი პროცესებისათვის.
პანტოთენის მჟავა გარდაქმნის ქოლინს აცეტილქოლინად( ნეირომედიატორი)რომელიც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გადაცემას.
ვიტამინი B6 :უზრუნველყოფს ამინომჟავების მეტაბოლიზმს და ტრანსპორტს უჯრედის მემბრანის გავლით ,რაც აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქიონირებისათვის. ჰიპოქსიისას ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს. კერძოდ, ვიტამინი B12, ფოლიუმის მჟავის და ცხიმოვანი მჟავების წარმოქმნას.
ვიტამინი B12 :იცავს ნერვულ ქსოვილს და ნერვული უჯრედების გარსს დაზიანებისაგან.უწყობს ხელს აცეტილქოლინის(ნეირომედიატორი) გამომუშავებას,რაც შეუცვლელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ფოლიუმის მჟავა : მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნაში. წარმოადგენს თავის ტვინის უჯრედების «საკვებს“. ფოლიუმის მჟავის დეფიციტი იწვევს ფსიქიურ და ნერვულ აშლილობას, მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებას.
ოსრტუმი შეიძლება გამოვიყენოთ კოგნიტური ფუნქციების გასაუმჯობესებლად (ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების გაძნელება). იშემიური ინსულტის შემდგომ პერიოდში, ნეიროსენსორული დარღვევებისას (თავბრუსხვევა,ყურებში შუილი, ჰიპოაკუზია), გონებრივი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის,ასთენიის დროს,ინტელექტუალურ-ფსიქიკური დარღვევების შემთხვევაში,თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევებისას( ქრონიკული, მწვავე), სტრესის,შფოთვის უძილობის მოსაწესრიგებლად, დიაბეტური რეთინოპათია, ნეიროპათია, ანგიოპათიისას. ალცეიმერის დაავადების, პარკინსონიზმის და დემენციის შემთხვევაში.
მიღების წესი და ხანგრძლივობა: მოზრდილებში 1 კაფსულა 1- ჯერ დღეში ჭამის დროს. მიღების ხანგძლივობა 30 დღე.
უკუჩვენება: კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა,ლაქტაციის პერიოდი, 16 წლამდე ასაკი.
ოსტრუმი- ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
გამოშვების ფორმა: № 30 კაფსულა 0.25 გ.
შენახვის წესი და ვადა: არაუმეტეს 25 С. ვადა 2 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა: СоГР № KZ.16.01.78.003.Е.000774.06.14 от 04.06.2014 г.
მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია ЗАО «Эвалар», 2003-2007
65932 რუსეთი, ალთაის მხარე, ქ. ბიისკი, 119590, რუსეთი, მოსკოვი დოვჟენკოს ქუჩა № 4 კ.№1