ტროქსევაზინი 0.3გ #50კაფს

ტროქსევაზინი 0.3გ #50კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტროქსერუტინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 547
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტროქსევაზინი 300მგ
Troxerutin
კაფსულები


შემადგენლობა:

ერთ კაფსულაში მოქმედი ნივთიერება: ტროქსერუტინი (troxerutine) 300მგ
ჟელატინის მკვრივი კაფსულის შემადგენლობა: ყვითელი სანსეტი E110, ქინოლინი E104, ტიტანის ორჟანგი E171, ჟელატინი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
მკვრივი კაფსდულები, ბლისტერში 10 ცალი, პვქ/ალუმინის ფოლგა. 5 ბლისტერი მუყაოს ყუთში

მოქმედება:
კაპილაროტონული საშუალება, ბიოფლავონიდები.
ათქ კოდი C05CA04
ტროქსევაზინი® წარმოადგენს ბიოფლავონიდების ნარევს, რომელიც შეიცასვს არაუმცირეს 95% ტროქსერუტინს. ის ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობას, ზრდის ვენების ტონუსს. წარმოადგენს ჰისტამინის, ბრადიკინინის და აცეტილქოლინის ვაზოდილატაციური ეფექტების ანტაგონისტს. პერივენოზურ ქსოვილზე ანთების საწინამდეგო მოქმედება ახდენს კაპილარების კედლების სტაბილიზაციას და გააჩნია მცირე ანტიაგრეგანტული ეფექტი. ამცირებს შეშუპებას, ხსნის ტკივილს, აუმჯობესებს ტროფიკას და ვენოზურ უკმარისობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პათოლოგიურ ძვრებს.

ჩვენაბა:
შემდეგი დაავადებების სიმპტომურირი მკრნალობა:
•    ვარიკოზწინა და ვარიკოზული სინდრომები, ვარიკოზული წყლულები;
•    ზედაპირული თრომბოფლებიტი, ფლებიტი, პოსტფლებიტური მდგომარეობები;
•    ქრონიკული ვენოზური უკმარისობა;
•    ბუასილი;
•    რეტინოპათიები;
•    კონტუზიის, დაჭიმულობის, ამოვარდნილობების, კუნთური კრამპების კომბინირებული მკურნალობა;
•    შეშუპება და ტკივილი ტრავმებისას და ვარიკოზული ვენებისას; ვარიკოზული დერმატიტი

აუცილებელი ინფორმაცია სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე:
უკუჩვენება:
ტროქსევაზინი®  უკუნანაჩვენებია, ტროქსერუტინზე ან რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე ჰიპერმგრზნობელობის დროს.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები
თუ დაავადების ნიშნები არ დაიწყებს გაქრობას, ან პირიქით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ან თავს იჩენს, არასასურველი მოვლენები, პრეპარატის შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი ფრთხილად ენიშნება პაციენტებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მძიმე დაავადებებისას.
ტროქსევაზინი მიიღება ჭამის დროს, რადგანაც ის აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.

წამლებთან ურეთიერთმოქმედება და ურთიერთმოქმედების სხვა ფორმები
თუ ღებულობთ სხვა სამკურნალო პრეპარატებს, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ხოლო თუ თვითონ იტარებთ მკურნალობას, გაიარეთ კონსულტაცის ექიმთან, ან ფარმაცევტთან კომბინირების შეასძლებლობაზე.

წამლებთან ურთიერთმოქმედება დადგენილი არა არის.

განსაკუთრებული მითითებები სპეციფიური ჯგუფის პაციენტებისათვის:
მონაცემები ორსულობაზე და ძუძუთი კვებაზე პრეპარატის გავლენის შესახებ არ არსებობს. ამიტომ ასეთმა პაციენტებმა უნდა მიიღონ მომატებული ყურადღებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე და ტექნიკით სარგებლობაზე:
ტროქსევაზინი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვაზე და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობაზე.

ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებებზე:
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ არ გამოიყენება ავადმყოფებში ლაქტაზური უკმარისობით, გალაქტოზემიით ან მალასორბციის გლუკოზო-გალაქტოზური სინდრომებით.
საღებავების E(E110) არესებობის გამო, პრეპარატით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, მათ შორის ასთმაც. ალერგიის რისკი უფრო მაღალია, ასპირინზე ეაწეული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

ინფორმაცია პრეპარატის სწორი გამოყენების შესახებ
გამოყენების მეთოდები და დოზები:
ტროქსევაზინის კაფსულები მიიღება შიგნით, ჭამის დროს. ჩვეულებრივად – 2 კაფსულა დღეში, შემანარჩუნებელი მკურნალობა – 1 კაფსულა დღში 3-4 კვირის განმავლობაში.
ეს მკურნალობა შეიძლება ჩავატაროთ ტროქსევაზინის გელთან კომბინაციასი.
ტროქსევაზინით მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია მისი მიღების რეგულარობაზე, სწორ დოზირებაზე, და თერაპიის ხანგრძლივობაზე. კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ სასურველი ეფექტი შეიმჩნევა დღეში 600მგ-ზე მეტი დოზირებისას.
თუ თქვენ შეგექმნათ შთბეჭდილება , რომ ტროქსევზინი მოქმედებს, ძალზეDსუსტად ან ძლიერად გაიარეთ კონსულტაცის ექიმთან ან ფარმაცევთან.
თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატის ერთი მიღება, მიიღეთ იგი მოდევნო რეგულარული მიღებისას დოზის გაზრდის გარეშე.

დოზის გადაჭარბება  
თუ თქვენ მიიღეთ დიდი დოზა მიმართეთ ექიმს!
დოზის გადაჭარბების ან სერიოზული არასასურველი რეაქციების გაჩენისას ტროქსევაზინით თერაპია წყდება და ინიშნება სიმპტომური მკურნალობა.
ჩვენებისას ეძლევა პირღებინების გამომწვევი მედიკამენტები, აუცილებლობის შემნთხვევაში შეიძლება დაინიშნოს პერიტონეალური დიალიზი.

გვერდითი ეფექტები
თუ თქვენ აგეღნიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენები ან უჩვეულო რეაქციები, შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ტროქსევაზინი კაფსულებით მკურნალობისას იშვიათად ჩნდება არასასურველი წამლისმიერიი რეაქციები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, შესაძლებელია: გულისრევა, პირღებინება, დიარეა, დისპეფსია. ასევე შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციები; იშვიათ შემთხვევებში ჩნდება თავის ტკივილი და ძილის დარღვევა.

შენახვის პირობები
მშრალ სინბათლისაგან დაცულ ადგილზე 25ºC –მდე ტემპერატურაზე.
შევინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა
5 (ხუთი) წელი

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე არსებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)