ბილობილი ინტენსი 120მგ #20კაფს
გააზიარე:
ბილობილ ინტენსი
Bilobil Intense
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს Ginkgo bilobae L.-ს ფოთლების (გინკგოს ფოთლები) 120 მგ ექსტრაქტს (მშრალს, გასუფთავებულსა და სტანდარტიზებულს) (35-67:1), სტანდარტიზებულ შემცველობამდე
• 26.4 – 32.4 მგ ფლავონოიდები ფლავონური გლიკოზიდების სახით;
• 3.36 – 4.08 მგ გინკგოლიდები A, B, C;
• 3.12 – 3.84 მგ ბილობალიდი.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის (მაისის) სახამებელი, ტალკი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულისგარსი: რკინის ოქსიდი შავი (E172), რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.
ზოგადი დახასიათება
აღწერილობა
ყავისფერი კაფსულები.
გამოშვების ფორმა
კაფსულები
გინკგოს მშრალი ექსტრაქტი გასუფთავებული და სტანდარტიზებული კაფსულები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ფსიქოანალეპტიკური საშუალებები. პრეპარატები დემენციის სამკურნალოდ.
ათქ კოდი: N06DX02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბილობილ ინტენსის კაფსულებში შემავალი გინკგოს ფოთლების სტანდარტიზებული მშრალი ექსტრაქტი მიეკუთვნება მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება დემენციის სამკურნალოდ. დემენცია არის თავის ტვინის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომლის ყველაზე გამოხატული სიმპტომია მეხსიერების დაკარგვა.
ბილობილ ინტენსის კაფსულები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თავის ტვინის მეტაბოლიზმს, ხელს უშლის გონებრივი შრომისუნარიანობის შემცირებას ყველა ტიპის მსუბუქი თუ ზომიერი დემენციის დროს.
კიდურებში სისხლმომარაგების დარღვევის დროს ბილობილ ინტენსის კაფსულები ამცირებს სიცივის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნებას, ტკივილს სიარულისას.
ჩვენებები
ბილობილ ინტენსის კაფსულები მცენარეული სამკურნალო საშუალებაა და რეკომენდებულია სიმპტომატური მკურნალობისათვის:
– თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და თავის ტვინის ფუნქციის დარღვევების დროს
(დემენციის სინდრომი პირველადი დეგენერაციული დემენციის, სისხლძარღვოვანი დემენციის ან შერეული ფორმის დროს), რაც გამოიხატება მეხსიერებისა და გონებრივი შრომისუნარიანობის შემცირებით, თავბრუთი, ყურებში ხმაურით, აპათიით, თავის ტკივილით, ძილის დარღვევითა და საერთო სისუსტით;
– კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის საწყისი სტადიის დროს, შემდეგი გამოვლინებებით: სიცივის შეგრძნება, ჩხვლეტა, დაბუჟება, ტკივილის სიარულის დროს.
გამოყენების წესი და დოზები
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის და თავის ტვინის ფუნქციის დარღვევები (დემენციის სინდრომი პირველადი დეგენერაციული დემენციის, სისხლძარღვოვანი დემენციის ან შერეული ფორმის დროს): 1 კაფსულა ორჯერ დღეში დილით და საღამოს.
კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის საწყისი სტადია: 1 კაფსულა დღეში ერთხელ, სასურველია დილით.
კაფსულები გადაიყლაპება მთლიანად, წყლის მიყოლებით, დამოუკიდებლად საკვების მიღებისა.
გაუმჯობესების პირველი ნიშნები ჩვეულებრივ გამოვლინდება მკურნალობის დაწყებიდან ერთ თვეში. ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად, განსაკუთრებით ეს რეკომენდებულია ხანდაზმული პაციენტებისათვის, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 3 თვე. განმეორებითი კურსის ჩატარება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
თუ დაგავიწყდათ ბილობილ ინტენსის მიღება – რაც შეიძლება სწრაფად მიიღეთ გამოტოვებული კაფსულა. იმ შემთხვევაში, თუ ბილობილ ინტენსის მომდევნო მიღების დრო დადგა, ნუ მიიღებთ პრეპარატის ორმაგ დოზას, ხოლო განაგრძეთ მიღება ჩვეული სქემის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ბილობილ ინტენსმა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში (<1/10000) შესაძლებელია:
• თავის ტკივილი;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევები;
• ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანის მხრივ (ქავილი, გაწითლება, შეშუპება);
• მდგომარეობის დამძიმება, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის შედედების შემცირების მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით სისხლის შედედების საპროფილაქტიკო პრეპარატის ერთდროული გამოყენება (გთხოვთ, იხილოთ “სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება”).
მძიმე გვერდითი მოვლენების, ან ისეთი ნიშნების განვითარების შესახებ, რომლებიც ზემოთ არ არის აღნიშნული, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა გინკგოს ექსტრაქტის ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ.
ჭარბი დოზირება
პრეპარატ ბილობილის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. ასევე არ არსებობს გინკგოს ფოთლების მშრალი სტანდარტიზებულ ექსტრაქტით მოწამვლის შემთხვევები.
უსაფრთხოების ზომები
ბილობილ ინტენსის კაფსულების მიღების წინ აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ “ჩვენებები”-ში მოცემული სიმპტომები, არ არის სხვა ძირითადი დაავადების ნიშნები, რომლებიც სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში კაფსულების მიღება უნდა შეწყდეს.
ბილობილ ინტენსის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებში, პაციენტების ამ კატეგორიაში გამოყენების უსაფრთხოების შეზღუდული მონაცემების გამო.
ქირურგიული ჩარევის წინ, ექიმს აუცილებლად უნდა აცნობოთ ბილობილ ინტენსის კაფსულების მიღების შესახებ.
სპონტანური სისხლდენებისადმი მიდრეკილმა პაციენტებმა და პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ პრეპარატებს სისხლის შედედების პროფილაქტიკისათვის, ბილობილ ინტენსის კაფსულებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართონ ექიმს კონსულტაციისათვის.
განსაკუთრებული ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევით, ლაქტოზური უკმარისობით და გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევებით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ბილობილ ინტენსის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
ბილობილ ინტენსის კაფსულები უნდა მიიღოთ დამოუკიდებლად საკვებისაგან. დღეისათვის მონაცემები საკვებისა თუ სასმელის რაიმე ზეგავლენის შესახებ გინკგოს მოქმედებაზე არ არსებობს.
არ არის რეკომენდებული კაფსულების მიღება ალკოჰოლურ სასმელთან ერთად.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა რაიმე პირდაპირი თუ არაპირდაპირი მავნე ზეგავლენა რეპროდუქციული ტოქსიურობასთან მიმართებაში არ გამოავლინა. ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.
ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
მონაცემები პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა თუ სხვა რაიმე მექანიზმთან მუშაობის უნარზე არ არსებობს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის მიღების დაწყებამდე, უნდა აცნობოთ ექიმს ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებსაც ღებულობთ ან ღებულობდით ახლო წარსულში.
არ არის რეკომენდებული ბილობილ ინტენსის მიღება სისხლის შედედების საპროფილაქტიკო პრეპარატებთან ერთად (კუმარინული ანტიკოაგულანტები, აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები). ამ პრეპარატებით ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენების განვითარების რისკი სისხლის შედედების დროის გახანგრძლივების გამო.
ბილობილ ინტენსის გამოყენება შემდეგ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს:
• ანტიეპილეფსიური პრეპარატები (მაგალითად. ვალპროატი, ფენიტოინი).
ამ პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს კრუნჩხვითი ზღურბლი და გაზარდოს ეპილეფიის შეტევების განვითარების შესაძლებლობა.
• პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემით.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ არა უმეტეს 25°Cტემპერატურის პირობებში, ბნელ და მშრალ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვაგისობის ვადა 2 წელია.
აფთიაქიდან გაცემა
III ჯგუფი, ექიმის რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა
120 მგ №20 კაფსულა (2 ბლისტერი 10-10 კაფსულით) მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.