ბოლუს ადსტრინგენსი #50ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბოლუს ადსტრინგენსი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: თითოეული ტაბლეტის შემცველობაა 150 მგ გალის მჟავას ცილოვანi კომპლექსი, 150 მგ ბისმუთის სუბგალატი, 300 მგ მძიმე კაოლინი.
სხვა ინგრედიენტები: ტალკი, საქაროზა (33 მგ), კარტოფილის სახემელი, თხევადი პარაფინი, მაგნიუმის სტეარატი
აღწერა
მომწვანო-ნაცრისფერი, მრგვალი ტაბლეტები “BOLUS ADSTR” ცირკულარული წარწერით ერთ მხარეს.
50 ტაბლეტი ყავისფერი შუშის ბოთლებში.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები. მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები
ჩვენებები
ბოლუს ადსტრინგენსი არის მრავალკომპონენტიანი ნაწლავების ანტისეპტიკური ტაბლეტი, რომელიც შეიწოვს ტოქსიკურ ნივთიერებებს და წარმოქმნის დამცავ გარსს ნაწლავის კედლებზე.
ბოლუს ადსტრინგენსი გამოიყენება ტოქსიური წარმოშობის კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის დარღვევების სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები
ბოლუს ადსტრინგენის ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით. რაიმე ეჭვის არსებობისას გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ჩვეულებრივი დოზაა: 1-3 ტაბლეტი დღეში სამჯერ.
ბოლუს ადსტრინგენსი ანელებს ნაწლავების მოძრაობას, ამიტომ საჭიროა სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება (1-2 ლიტრი) სასურველი ეფექტურობის მისაღწევად.
ფაღარათით გამოწვეული მარილის დანაკარგის აღსადგენად, რეკომენდებულია მარილიანი სითხის (1 ჩაის კოვზი 1 ლიტრზე) მიღება ან მარილიანი ორცხობილას მიღება.
ბისმუთის შემცველობამ შეიძლება განავალი შავად შეღებოს.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ყველა წამლის მსგავსად, ბოლუს ადსტრინგენსის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ ისეთი მოვლენა, რომელიც აქ არ არის აღწერილი, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
ნუ მიიღებთ ამ ტაბლეტებს
თუ ხართ ჰიპერმგრძნობიარე (ალერგიული) პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული სიფრთხილე ბოლუს ადსტრინგენის ტაბლეტების მიღებისას
მონაცემები არ არსებობს.
ორსულობა და ლაქტაცია
ბოლუს ადტრინგენსის გამოყენების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ადამიანებზე ჩატარებული კლინიკური კონტროლირებადი კვლევები არ არსებობს. ამიტომ ამ წამლის მიღების დაწყებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბოლუს ადსტრინგენსის ტაბლეტების ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 33 მგ საქაროზას. რეკომენდებული დოზების გამოყენებისას, ერთ დოზასთან ერთად მიიღება 33-99 მგ საქაროზა.
თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.
ბოლუს ადსტრინგენის ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მონაცემები იმისა, რომ საკვების ხარისხსა და რაოდენობას შეუძლია გავლენა იქონიოს წამლის ეფექტურობაზე, არ არსებობს.
წამლის მიღებისას საჭიროა ჭარბი რაოდენობით სითხე: 1-2 ლიტრი (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. პუნქტი: ბოლუს ადსტრინგესნის ტაბლეტების მიღების წესი).
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ბოლუს ადსტრინგენსის ტაბლეტების გავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიიღების შემთხვევაში მონაცემები არ არსებობს.
თუ დაგავიწყდათ ბოლუს ადსტრინგენსის ტაბლეტების მიღება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში შეეცადეთ მიიღოთ გამოტოვებული დოზა, რაც შეიძლება მალე. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანზღაურებლად
თუ შეწყვიტეთ ბოლუს ადსტრინგენსის ტაბლეტების მიღება
ბოლუს ადსტრინგენსის ტაბლეტების მიღების დაგეგმილზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელია დაავადების სიმპტომების კვლავ გამოვლენა ან გაძლიერება.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა წამლის შესახებ, რომლებსაც ღებულობთ ან ღებულობდით ახლო წარსულში, ურეცეპტოდ გაცემული წამლების ჩათვლით.
შენახვის პირობები და ვადები
წამალი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ნუ გამოიყენებთ ბოლუს ადსტრინგენსის ტაბლეტებს ბოთლზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს იმ თვის ბოლო დღეს.
ნუ გამოიყენებთ ბოლუს ადსტრინგენსის ტაბლეტებს დაზიანების ხილული ნიშნების (მაგ. ფერის შეცვლის) შემჩნევისას.
არ შეიძლება წამლის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ექიმს, თუ როგორ უნდა მოხდეს უვარგისი წამლის ლიკვიდაცია. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა
150მგ/150მგ/300მგ ტაბლეტი №50.
გაცემის რეჟიმი
III ჯგუფი (ურეცეპტოდ).
მწარმოებელი
სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
უნგრეთი.