ზირტეკი 10მგ/მლ 10მლ წვეთები
გააზიარე:
ზირტეკი
წამლის ფორმა: შინაგანად მისაღები წვეთები;
შემადგენლობა შიგნით მისაღები წვეთები: ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი 10 მგ/მლ - აქტიური ინგრედიენტი, გლიცეროლი, პროპილენ გლიკოლი, ნატრიუმის საქარინატი, მეთილპარაბენზოლი, ნატრიუმის აცეტატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, წყალი გასუფთავებული.
აღწერილობა წვეთები: შიგნით მისაღები - უფერო, გამჭვირვალე, ხსნარი ძმარმჟავას სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი ანტიალერგიული საშუალება (H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.)
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის აქტიური ნივთიერება - ცეტირიზინი, განეკუთვნება ჰისტამინის კონკურენტული ანტაგონისტების ჯგუფს, აბლოკირებს H1-ჰისტამინური რეცეპტორებს. ზეგავლენას ახდენს ალერგიული რეაქციების განვითარებაზე და მიმდინარეობაზე, გააჩნია ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდატიური მოქმედება. ზეგავლენას ახდენს ალერგიული რეაქციების ჰისტამინდამოკიდებულ ,,ადრეულ' სტადიებზე, ზღუდავს ანთების მედიატორების გამოთავისუფლებას ალერგიული რეაქციის ,, დაგვიანებულ,, სტადიაზე , ასევე ამცირებს ეოზინოფილების, ბაზოფილების და ნეიტროფილების მიგრაციას, ასტაბილურებს ფოროვანი უჯრედების მემბრანას. Aამცირებს კაპილარების გამტარობას, აფერხებს კანის შეშუპების განვითარებას, აქვეითებს გლუვი კუნთების სპაზმს. Aამცირებს კანის რეაქციას ჰისიტამინის და სპეციალური ალერგენების გამოყოფისას,ჯინჭრის ციებისას. აქვეითებს ჰისტამინ ინდუცირებულ ბრონქოობსტრუქციას სუსტად მიმდინარე ბრონქული ასთმის დროს. Aარ გააჩნია ანტიქოლინერგული და ანტისეროტინინული მოქმდება. თერაპიული დოზების მიღებისას არ გააჩნია სედატიური ეფექტი. 10მგ ცეტირიზინის ერთჯერადი მიღებისას ეფექტი დგება 20წუთში(პაციენტების 50%) და 60წუთში (პაციენტების 95%), ეფექტი გრძელდება 24 საათი. მკურნალობისას არ ვითარდება ტოლერანტულობა ცეტირიზინის ანტიჰისტამინური მოქმედების მიმართ. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ეფექტი ნარჩუნდება 3 დღე-ღამის განმავლობაში. ფარმაკოკინეტიკა. შიგნით მიღებისას სწრაფად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1 საათში. საკვები არ ახდენს გავლენას შეწოვაზე, მაგრამ ახანგრძლივებს შეწოვის პროცესს 1 საათით. ცეტირიზინის 93% უკავშირდება ცილებს. ცეტირიზინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს აქვს სწორხაზოვანი დამოკიდებულება. Gგანაწილების მოცულობა-0.5ლ/კგ. მცირე რაოდენობით მეტაბოლიზდება ღვიძლში O-დეზალკირილების გზით , წარმოიქმნება ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტი ( სხვა H1-ჰისტამინობლოკატორებისაგან განსხვავებით, რომლებიც მეტაბოლიზირდებიან ღვიძლში ციტოქრომ P450 სისტემის საშუალებით). არ განიცდის კუმულაციას. Pპრეპარატის 2/3 გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით, 10% კალის მასასთან ერთად. სისტემური კლიერენსი -53მლ/წთ-ში. ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 7-10საათი, ბავშვებში 6-12 წლამდე- 6 საათი., ბავშვებში 2-6 წლამდე-5 საათი, ბავშვებში 6თვიდან -2 წლამდე-3.1საათი. ხანდაზმულ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 50%-ით , სისტემური კლიერენსი -40%. პრაქტიკულად არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის დროს. აღწევს რძეში.
ჩვენებები: მოზრდილებისა და ბავშვებში 6 თვის ზემოთ: - სეზონური და წლიური ალერგიული რინიტიტის და ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომატური მკურნალობა, როგორიცაა სურდო, ქავილი, ცემინება, რინორეა, ცრემლდენა, კონიუნქტივის ჰიპერემია; - ჭინჭრის ციების, მათ შორის ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომების და კვინკეს შეშუპების, ასევე სხვა ალერგიული დერმატოზების სამკურნალოდ, რომლებსაც ახლავს ქავილი და გამონაყარი.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის ან ჰიდროქსიზინის მიმართ. Oორსულობა, ბავშვთა ასაკი 6თვემდე.
სიფრთხილე: ქრონიკული თირკმელების უკმარისობა(საშუალო და მძიმე ხარისხის), ხანდაზმულთა ასაკში (შეიძლება გამოიწვიოს გორგლოვანი ფილტრაცია)
გამოყენების წესი: მიიღება შიგნით. 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებში: 2.5 მგ (5 წვეთი) დღეში ერთჯერ. 1-2 წლის ბავშვებში: 2.5 მგ (5 წვეთი) დღეში ორჯერ. 2-6 წლის ბავშვებში: 2.5 მგ (5 წვეთი) დღეში ორჯერ ან 5 მგ (10 წვეთი) დღეში ერთხელ. მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: სადღეღამისო დოზა - 10 მგ (1 ტაბლეტი ან 20 წვეთი). მოზრდილებში - 10 მგ დღეში ერთხელ; ბავშვებში 5 მგ დღეში ორჯერ ან 10 მგ ერთჯერადად. შესაძლებელია დოზით 5 მგ დღეში ერთხელ საწყისი დოზა საკმარისი აღმოჩნდეს თერაპიული ეფექტის მისაღწევად. ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით ხდება დოზის კორექტირება კრეატინინის კლიარენსის მიხედვით: კრეატინინის კლიარენსის 30-49მლ/წთ -5 მგ ერთჯერ დღეში. კრეატინინის კლიარენსის 10-29მლ/წთ -5 მგ დღეგამოშვებით. გვერდითი მოქმედება ძილიანობა, თავის ტკივილი, პირიში სიმშრალე; იშვიათად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შაკიკი, დიარეა, ალერგიული რეაქციები: კვინკეს შეშუპება, ქავილი, გამონაყარი,ჯინჭრის ციება.
ჭარბი დოზა: პრეპარატის 50 მგ-ზე მეტი დოზით ერთჯერადად მიღებას შეიძლება შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა , მოუსვენრობა და მომატებული აგზნებულობა, შარდის შეკავება, პირში სიმშრალე, ყაბზობა, მიდრიაზი, ტაქიკარდია. ჭარბი დოზის სიმპტომების გამოვლინებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, ექიმთან მიმართვა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ აღნიშნება ფარმაკოლოგიური ურთიერთიერთქმედება და კლინიკური ეფექტურობა ფსევდოეფედრინის ,ციმეტიდინის, კეტოკონაზოლის, ერითრომიცინის, აზითრომიცინის, დიაზეპამის გლიპიზიდის ერთდროული დანიშვნისას. ერთდროული დანიშვნისას თეოფილინთან ,დოზა 400მგ ერთჯერ დღეში აღინიშნებოდა კრეატინინის კლიარენსის დაქვეითება 16%-ით. მაკროლიდებთან და კეტოკონაზოლთან ერთდროულად მიღებისას არ აღინიშნება ცვლილება ეკგ-ზე. თერაპიულ დოზებში გამოყენებისას ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს(ალკოჰოლის კონცენტრაცია 0.5გ/ლ). მაგრამ უკეთესია ცეტირიზინით მკურნალობისას არ მოხდეს ალკოჰოლის გამოყენება.
განსაკუთრებული მითითებები: ავტოტრანსპოტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარის ობიექტური რაოდენობრივი შეფასებისას, რეკომენდებული დოზის 10 მგ-ს დანიშვნის შემთხვევაში, პრეპარატის ზემოქმედება არ გამოვლენილა, მაგრამ რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.
გამოშვები ფორმა შიგნით მისაღები წვეთები: 10 ან 20 მლ ხსნარი მუქ ფლაკონში (ტიპი III), რომელიც დახურულია ბავშვებისგან დამცავი მოწყობილობით აღჭურვილი პოლიეთილენის თავსხურით. ფლაკონს აქვს სახურავ-საწვეთური დამზადებული თეთრი ფერის დაბალი წნევის პოლიეთილენისაგან. ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში.
შენახვის პირობები შიგნით მისაღები წვეთები: არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
ვარგისიანობის ვადა: შიგნით მისაღები წვეთები - 5 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ
გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შიგნით მისაღები წვეთები: უსბ ფარმა ს.პ.ა ვია პრალია 15,1-10044 პიაჩენცა (ტურინი)-იტალია
კითხვები და პრეტენზიები გააგზავნეთ მისამართზე: მოსკოვი, 105082, პერევედენსკოი პერ. 13, კორპ. 21 ტელ.: (495) 644-3322; ფაქსი: (495) 644-3329