ვენორუტონი 300მგ #50კაფს

ვენორუტონი 300მგ #50კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რუტოზიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 5194
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ვენორუტონი 300მგ
(Venoruton)


რუტოზიდი, Rutoside (საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება)
წამლის ფორმა
ვენორუტონი 300: კაფსულები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: O-(B-ჰიდროქსიეთილ) რუტოზიდი (=ოქსერუტინი).
1 კაფსულა შეიცავს 300 მგ აქტიურ ნივთიერებას.
სხვა ინგრედიენტები: შემავსებლები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პრეპარატი განკუთვნილია ქრონიკული ვენური უკმარისობის სამკურნალოდ. ანგიოპროტექტორი.
ATC კოდი: CO5CA0C1
თვისებები/მოქმედება
ხელს უწყობს კაპილარების კედლების გამყარებას და მათი განვლადობის ნორმალიზებას. ახდენს ერითროციტების აგრეგაციის ბლოკირებას და გააჩნია დამცავი მოქმედება სისხლძარღვების ენდოთელიუმზე.
ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს ვენორუტონი ამცირებს დაავადების ნიშნების სიმძიმეს, როგორიცაა შეშუპებები, ტკივილი, კრუნჩხვა, ტროფიული დარღვევა, ვარიკოზული დერმატიტის და ვარიკოზული წყლულები. ამსუბუქებს სიმპტომებს, რომლებიც ჩვეულებრივ დაკავშირებულია ბუასილთან – ტკივილი, ექსუდაცია, ქავილი და სისხლდენა.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ 14C-O-(B-ჰიდროქსიეთილ)-რუტოზიდების, აბსორბცია ადამიანებში შეადგენს დაახლოებით 10-15%-ს. უმაღლესი კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა 1-9 საათის ფარგლებში. 120 საათის განმავლობაში, კონცენტრაციების განსაზღვრა შესაძლებელია; მათი შემცირება ხდება ბიექსპონენციალურად. ნიშანდებული პრეპარატის შიგნით მიღების შემდეგ აღინიშნება მისი გამოყოფა შარდში 3-6% ოდენობით 48 საათში. ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 10-დან 25 საათამდე, კონკრეტული ავადმყოფის შემთხვევაში მისი ხანგრძლივობა შედარებით მუდმივია. O-(B-ჰიდროქსიეთილ)-რუტოზიდები და მათი გლუკორონირებული მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა ნაღველთან ერთად.
ჩვენებები
ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული შეშუპებები და სიმპტომები (დაღლილობა, სიმძიმის შეგრძნება და ქვემო კიდურების ტკივილი, პარესთეზია, კრუნჩხვები, შესივება); პოსტფლებიტური სინდრომი, ტროფიული დარღვევები, ვარიკოზული დერმატიტი და ვარიკოზული წყლულები. პრეპარატი ასევე გამოიყენება დამხმარე მკურნალობის სახით სკლეროთერაპიის დროს და ვარიკოზული კვანძების მოცილებისას.
ბუასილის სიმპტომები (ტკივილი, ექსუდაცია, ქავილი და სისხლდენა) და მათი გართულებები. ვენური უკმარისობა და ბუასილი ორსულობისას მე-4 თვიდან დაწყებული. რეტინოპათიის დროს დამხმარე მკურნალობის სახით იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი და ათეროსკლეროზი; გარდამავალი სიბრმავის ეპიზოდების პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზები
საწყის ეტაპზე ინიშნება 1 კაფსულა (300მგ) დღეში სამჯერ ჭამის დროს. სიმპტომების შემცირება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის დაწყებისან 2 კვირის განმავლობაში. რეკომენდებულია პრეპარატის იგივე დოზების მიღება იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ გაქრება შეშუპება და სხვა სიმპტომები. შემდეგ შესაძლებელია მკურნალობის შეწყვეტა (მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვეულებრივ გრძელდება 4 კვირა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ). სიმპტომების ხელახლა გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის განახლება ზემოთ მითითებულ დოზებში ან დამხმარე დოზებში.
დამხმარე მკურნალობა: მინიმალური დამხმარე დოზა შეადგენს დღეში 600მგ-ს, ე.ი. 2 კაფსულა დღეში ორჯერ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძობელობა O-(B-ჰიდროქსიეთილ)-რუტოზიდების ან სხვა რუტოზიდების მიმართ. ორსულობის I ტრიმესტრი.
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები
თუ პრეპარატის მიღების პერიოდში დაავადების სიმპტომები არ შემსუბუქდა, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
ორსულობა და ლაქტაცია
კლინიკური გამოკვლევების დროს ვენორუტონი შესწავლილ იქნა ორსულობის პერიოდში. თუმცა, მისი გამოყენება I ტრიმესტრში სპეციალურად არ იქნა შესწავლილი.
ცხოველებში ჩატარებული გამოკვლევებისას არ აღინიშნა არც ტერატოგენური და არც სხვა არასასურველი ზემოქმედება ნაყოფზე. ყოველივე ზემოთქმულისა და კლინიკურ პრაქტიკაში მიღებული წესების გათვალისწინებით, ვენორუტონის დანიშვნა შიგნით რეკომენდებულია მხოლოდ ორსულობის მე-4 თვიდან და მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებების არსებობის შემთხვევაში. O(B-ჰიდროქსიეთილ)-რუტოზიდების ნარჩენებს, რომლებიც განისაზღვრება ნაყოფის ქსოვილებში და დედის რძეში (ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული გამოკვლევები) კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, მსუბუქი დისპეპსიური დარღვევები, თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია აღნიშნული ეფექტები სწრაფად ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ურთიერთქმედება
დღეისათვის არ არსებობს მონაცემები მისი სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებების შესახებ.
ჭარბი დოზირება
არ არსებობს მონაცემები ვენორუტონის ჭარბი დოზირების შესახებ, რასაც შესაძლოა თან ახლდეს კლინიკური გამოვლინებები.
გამოშვების ფორმა
კაფსულები: შეფუთვაში 50 ცალი.
შენახვის წესი
პრეპარატი შეინახეთ ტენისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც შეფუთვაზე მითითებულია აღნიშვნით .
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მიიღეთ ექიმის დანიშნულებით.
ნოვარტის კონსიუმერ ჰელს სა. ნიონი, შვეიცარია