ურორეკი 4მგ #30კაფს

ურორეკი 4მგ #30კაფს

36.48 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: რეკორდატი ინდუსტრია იტალია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სილოდოსინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 51861
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ურორეკი
სავაჭრო დასახელება: ურორეკი
წამლის ფორმა: კაფსულები
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება: სილოდოზინი
1 კაფსულის შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: სილოდოზინი 4მგ ან 8მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი 132,4მგ (264,8მგ), პრეჟელატინიზირებული სახამებელი (სახამებელი 1500თM) 9მგ (18მგ), პრეჟელატინიზირებული სახამებელი (სახამებელი PჩშთM Pჩ-10 Pჩ-Lყცატაბ M) 26მგ (52მგ), ნატრიუმის ლაურილსულფატი 1,8მგ (3,6მგ), მაგნიუმის სტეარატი 1,8მგ (3,6მგ).
ჟელატინის კაფსულების შემადგენლობა: ჟელატინი 47,434მგ (98,0მგ), ტიტანის დიოქსიდი 0,48მგ (2,0მგ), საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი (E-172) 0,086მგ (მხოლოდ 4 მილიგრამისთვის).
აღწერილობა
მყარი ჟელატინის ყვითელი ფერის კაფსულები, ზომა 3 (4მგ დოზისთვის). მყარი ჟელატინის თეთრი ფერის კაფსულები, ზომა 0 (8მგ დოზისთვის). კაფსულის შიგთავსი - ამორფული ან წვრილი კრისტალური, მოთეთრო ღია მოყვითალო ფერის ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო საშუალება.
ათქ კოდი: [G04ჩA04]
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
სილოდოზინი წარმოადგენს იმ ალფა1A-ადრენორეცეპტორების მაღალსელექციურ კონკურენტულ ანტაგონისტს, რომლებიც ძირითადად განლაგებულნი არიან წინამდებარე ჯირკვალში, შარდის ბუშტის ფსკერის და ყელის ქსოვილებში, წინამდებარე ჯირკვლის კაფსულაში და შარდსადენი მილის პროსტატულ ნაწილში.
ალფა1A-ადრენორეცეპტორების ბლოკადის წყალობით მცირდება გლუვი კუნთების ტონუსი, რაც აადვილებს შარდის გამოყოფის პროცესს. ამავდროულად მცირდება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ობსქტრუქციის და კანკალის სიმპტომები. ინ ვიტროკვლევების მიხედვით სილოდოზინის აფინურობა ალფა1A-ადრენორეცეპტორებთან 162-ჯერ აღემატება სისხლძარღვების გლუვ კუნთებში განლაგებულ ალფა1ბ-ადრენორეცეპტორებთან ურთიერთქმედების უნარს. მაღალი სელექციურობის წყალობით არ იწვევს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაწევას იმ პაციენტებში, რომელთაც ჩვეულებრივ ნორმალური არტერიული წნევა აქვთ.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღების შემდეგ სილოდოზინი კარგად შეიწოვება, რაც დოზის პროპორციულია. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 32%-ს. საკვები ამცირებს მაქსიმალურ კონცენტრაციას (ჩმახ) დაახლოებით 30%-ით, ზრდის რა მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს (თმახ) დაახლოებით 1 სთ-ით და მინიმალურად მოქმედებს მრუდის ქვეშ ფართობზე “კონცენტრაცია-დრო” (AUჩ). 7 დღის განმავლობაში დღეში ერთჯერ საუზმის შემდეგ 8მგ დოზის მიღებისას დაფიქსირდა შემდეგი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები: ჩმახ- 87±51 ნგ/მლ (ერთჯერადი დოზა), ტმახ - 2,5სთ (დიაპაზონი 1,0-3,0), AUჩ- 433±286 ნგ*სთ/მლ.
სილოდოზინის განაწილების მოცულობა შეადგენს 0,81ლ/კგ-ს, ხოლო პლაზმის ცილებთან შეკავშირება კი 96,6%-ს. სილოდოზინი მეტაბოლიზირდება გლუკურონიდაციის მეშვეობით (UGთ2B7-ის მონაწილეობით), ალკოჰოლდეჰიდროგენაზას და ალდეჰიდდეჰიდროგენაზას მონაწილეობით, დაჟანგვის გზით, ძირითადად ჩYP3A4-ით. პლაზმაში მთავარი აქტიური მეტაბოლიტი კარბამოილგლუკურონიდის (KMD-3213G) აღწევს პლაზმურ კონცენტრაციას 4-ჯერ უფრო მეტად ვიდრე თავად სილოდოზინი. პლაზმის ცილებთან სილოდოზინის გლუკურონიდის შეკავშირება შეადგენს 91%-ს. სილოდოზინს არ გააჩნია ინდუქციის ან ციტოქრომა P450 იზოფერმენტების დათრგუნვის პოტენციალი.
სილოდოზინის 33,5% გამოიყოფა თირკმელებით და 54,9% ნაწლავებიდან. სილოდოზინის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 0,28 ლ/სთ/კგ-ს. სილოდოზინი გამოიყოფა ძირითადად მეტაბოლიტების სახით და ძალიან მცირე რაოდენობით უცვლელი ფორმით შარდში. სილოდოზინის და გლუკურონიდის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი თ1/2 შეადგენს 11 და 18სთ-ს შესაბამისად.
ფარმაკოკინეტიკა სხვადასხვა ჯგუფის პაციენტებში
ხანდაზმული პაციენტები: სილოდოზინის და მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული ასაკზე. სილოდოზინის კლირენსი არ იცვლება 75 წელზე ზევით პაციენტებში.
ბავშვებში გამოყენება: სილოდოზინის გამოყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არ არის შეფასებული.
პაციენტები, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია: პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის საშუალო ხარისხის დარღვევა (7-9 ქულა ჩაილდ პიუს შკალის მიხედვით) სილოდოზინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლება. ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში სილოდოზინის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი.
პაციენტები, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია: თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≥ 50 - ≤ 80 მლ/წთ) დოზის კორექცია არ არის საჭირო. პაციენტებში თირკმლის საშუალო დონის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი ≥ 30 - < 50 მლ/წთ) რეკომენდირებულია დაბალი საწყისი დოზის 4მგ-ის დანიშვნა. თირკმლის მწვავე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ) დროს არ არის რეკომენდირებული სილოდოზინის დანიშვნა.
ჩვენებები
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომების მკურნალობა.
უკუჩვენებები
- პრეპარატის აქტიური ნივთიერების, ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ან მათი აუტანლობა.
- 18 წლამდე ასაკის ბავშვები
- თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ)
- ღვიძლის მწვავე უკმარისობა (არასაკმარისი კლინიკური მონაცემები)
სიფრთხილით გამოიყენება
თირკმლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი 30-50მლ/წთ) დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
სილოდოზინი ინიშნება მხოლოდ მამაკაცებში.
მიღების წესი და დოზები
რეკომენდირებული დოზა - 8მგ ერთჯერადად, კვების დროს, დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში. კაფსულა აუცილებლად უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, სასურველია წყალთან ერთად.
პაციენტები, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია:
თირკმლის მსუბუქი უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი ≥ 50 - ≤ 80 მლ/წთ) მქონე პაიცენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის საშუალო სირთულის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი  30 - < 50 მლ/წთ) რეკომენდირებულია მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში დაინიშნოს საწყისი დოზა 4მგ დღეში, კარგი ინდივიდუალური ამტანობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის 8 მგ-მდე გაზრდა. თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ) პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული.
პაციენტები, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია:
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო დონის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. მონაცემების არარსებობის გამო პრეპარატის მიღება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდირებული.
ხანდაზმულები:
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ბავშვები:
პედიატრიულ პაციენტებში ურორეკის გამოყენების პრაქტიკა არ არსებობს.
გვერდითი მოქმედება
ქვემოთ ჩამოთვლილია კლინიკურ კვლევებში და საერთაშორისო პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები, რომელთა მიმართებაში არსებობს მიზეზობრივი ურთიერთკავშირი, MედDღA-ს კლასიფიკაციის მიხედვით ორგანოთა ან ორგანოთა კლასების და მათი განვითარების სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირი (1/10), ხშირი (1/100- <1/10), ნაკლებად ხშირი (1/1000 - <1/100), იშვიათი (1/10 000-1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია გვერდითი რეაქციების სიხშირის დადგენა).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები: სახის, ენის და საყლაპავის ანგიონევროზული შეშუპება*.
დარღვევები ფსიქიკის მხრივ
ნაკლებად ხშირი: ლიბიდოს დაქვეითება
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: თავბრუსხვევა, იშვიათი: გონების დაკარგვა*, სიხშირე უცნობია: სინკოპა.
დარღვევები გულის მხრივ
ნაკლებად ხშირი: ტაქიკარდია*, იშვიათი: გულისცემის შეგრძნება*.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ხშირი: ორთოსტატული ჰიპოტენზია, ნაკლებად ხშირი: არტერიული წნევის დაწევა*.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის უჯრედების და შუასაყარის მხრივ
ხშირი: ცხვირის გაჭედვა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: დიარეა, ნაკლებად ხშირი: ღებინება, პირის სიმშრალე.
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
ნაკლებად ხშირი: ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა*.
დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ
ნაკლებად ხშირი: გამონაყარი*, კანის ქავილი*, ჭინჭრის ციება*, მედიკამენტოზური დერმატიტი*.
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ძალიან ხშირი: რეტროგრადული ეაკულაცია, ანეაკულაცია, ნაკლებად ხშირი: ერექციული დისფუნქცია.
ტრავმები, მოწამვლა და პროცედურის გართულება
სიხშირე უცნობია: თვალის ფერადი გარსის ინტრაოპერაციული არასტაბილურობის სინდრომი კატარაქტის ოპერაციის დროს.
* - საერთაშორისო პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში დარეგისტრირებული გვერდითი ეფექტები (სიხშირე დადგინდა მათი გამოვლენის მიხედვით I-IV ფაზის კლინიკურ კვლევებში და არაინტერვენციულ კვლევებში)
ორთოსტატული ჰიპოტენზია: ორთოსტატული ჰიპოტენზიის სიხშირე პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში იყო 1,2% სილოდოზინით ნამკურნალებ პაციენტებში და 1,0% პლაცებოს შემთხვევაში. ორთოსტატულმა ჰიპოტენზიამ ზოგჯერ შესაძლოა გამოიწვიოს გულის წასვლა.
თვალის ფერადი გარსის ინტრაოპერაციული არასტაბილურობის სინდრომი:
კატარაქტის ოპერაციის დროს აღინიშნა თვალის ფერადი გარსის ინტრაოპერაციული არასტაბილურობის სინდრომის განვითარების შემთხვევები.
მიმართეთ ექიმს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდება ან შენიშნავთ ისეთ არასასურველ მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში.
ჭარბი დოზა
სილოდოზინი შეაფასეს დოზით 48მგ/დღეში ჯანმრთელ მამაკაცებში. დოზა დამოკიდებული არასასურველი რეაქცია იყო პოსტურალური ჰიპოტენზია. თუ ჭარბი დოზის მიღება მოხდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შესაძლოა ღებინების პროვოცირება ან კუჭის ამორეცხვა. თუ ურორეკის გადაჭარბებული დოზის მიღებამ გამოიწვია ჰიპოტენზია საჭიროა გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის დამხმარე ზომების მიღება. ნაკლებ სავარაუდოა, რომ დიალიზი ეფექტურ შედეგს გამოიღებს, ვინაიდან სილოდოზინი აქტიურად უკავშირდება სისხლის ცილებს (96,6%).
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
სილოდოზინი აქტიურად მეტაბოლიზდება, ძირითადად ჩYP3A4, ალკოჰოლდეჰიდროგენაზას და UGთ2B7-ის მეშვეობით. იგი ასევე წარმოადგენს სუბსტრატს P-გლიკოპროტეინისათვის. ნივთიერებებმა, რომლებიც თრგუნავენ ან ახდენენ ამ ფერმენტების ინდუცირებას შესაძლოა გავლენა მოახდინონ პლაზმაში სილოდოზინის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციაზე.
ალფა-ბლოკატორები
სილოდოზინის და სხვა ალფა-ადრენობლოკატორების კომბინაციის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის. შესაბამისად ერთდროულად ალფა-ადრენორეცეპტორების სხვა ანტაგონისტების მიღება არ არის რეკომენდირებული.
ჩYP3A4 ინჰიბიტორები
ურთიერთქმედების კვლევების მიხედვით აღინიშნა პლაზმაში სილოდოზინის მაქსიმალური კონცენტრაციის 3,7-ჯერ მატება და მისი მოქმედების (ე.ი. AUჩ) 3,1-ჯერ გაძლიერება ჩYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან (კეტოკონაზოლი 400მგ) ერთად მიღებისას.
ჩYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორის (როგორიც არის კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი ან რიტონავირი) მიღება არ არის რეკომენდირებული.
სილოდოზინის და ჩYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორის, მაგ: დილთიაზემის ერთობლივად მიღებისას აღინიშნა სილოდოზინის AUჩ-ის დაახლოებით 30%-ით ზრდა, ხოლო ჩმახ და ნახევარგამოყოფის პერიოდი არ შეცვლილა. აღნიშნული ცვლილება კლინიკურად უმნიშვნელოა, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
მე-5 ტიპის ფოსფოდიესტერაზას (ფდე) ინჰიბიტორები
სილდენაფილის ან ტადალაფილის მაქსიმალურ დოზებსა და სილოდოზინს შორის აღინიშნა მინიმალური ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება. პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში 45-78 წლის 24 პაციენტში სილოდოზინის და 100მგ სილდენაფილის ან 20მგ ტადალაფილის ერთობლივად მიღებისას აღინიშნა სისტოლური ან დიასტოლური არტერიული წნევის კლინიკურად უმნიშვნელოდ საშუალოდ დაწევა, რაც შეფასდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების შემოწმებით (პულსი მწოლიარე და მდგომარე პოზიციაში). 65 წელს ზემოთ პაციენტებში დროის სხვადასხვა მომენტში წნევის საშუალო შემცირება მერყეობდა 5 და
15მმ ვწყ.სვ-ს (სისტოლური) და 0 და 10მმ ვწყ.სვ-ს (დიასტოლური) შორის. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების შემოწმებისას დადებითი შედეგები უმნიშვნელოდ ხშირი იყო პრეპარატების ერთობლივად მიღებისას, თუმცა სიმპტომატური ორთოსტაზი ან თავბრუსხვევა არ დაფიქსირებულა. ფდე-5 ინჰიბიტორების და აღნიშნული პრეპარატის ერთობლივად მიღებისას პაციენტის მდგომარეობა უნდა გაკონტროლდეს არასასურველი რეაქციების განვითარების თვალსაზრისით.
ჰიპოტენზიური საშუალებები
კლინიკური კვლევის პროგრამის ფარგლებში მრავალი პაციენტი ამავდროულად ღებულობდა ჰიპოტენზიურ საშუალებებს (ძირითადად ისეთ საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ რენინანგიოტენზინის სისტემაზე, ასევე ბეტა-ბლოკატორებს, კალციურმის ანტაგონისტებს და შარდმდენებს) ისე, რომ არ დაფიქსირებულა ორთოსტატური ჰიპოტენზიის სიხშირის ზრდა. მიუხედავად ამისა საჭიროა უსაფრთხოების ზომების მიღება მოცემული პრეპარატების ერთობლივად მიღებისას. პაციენტის მდგომარეობა უნდა გაკონტროლდეს არასასურველი რეაქციების განვითარების თვალსაზრისით.
დიგოქსინი
8მგ სილოდოზინის დღეში ერთჯერ და დიგოქსინის ერთობლივად მიღებისას არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი გავლენა დიგოქსინის, P-გლიკოპროტეინის მრუდის ქვეშ კონცენტრაციაზე. დოზის კორექცია არ არის საჭირო.
განსაკუთრებული მითითებები
როგორც სხვა ალფა1-ადრენობლოკატორების გამოყენებისას სილოდოზინით მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია აღინიშნოს არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატური ჰიპოტენზია. პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ორთოსტატული ჰიპერტენზია არ არის რეკომენდირებული სილოდოზინის მიღება. ორთოსტატური ჰიპოტენზიის პირველივე სიმპტომების (თავბრუსხვევა, სისუსტე) პაციენტი უნდა დაჯდეს, დაწვეს ან იმავე მდგომარეობაში გაჩერდეს მანამდე, სანამ სიმპტომები არ გაივლის.
ვინაიდან წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას და ავთვისებიან სიმსივნეს მსგავსი სიმპტომები აქვთ და შესაძლოა მათი ერთდროულად განვითარება, შესაბამისად წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიაზე ეჭვის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე პაციენტს უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა ავთვისებიანი სიმსივნის გამორიცხვის მიზნით.
მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ კი რეგულარული ინტერვალებით ტარდება რექტალური მანუალური გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი (ПСА).
სილოდოზინით მკურნალობისას მოსალოდნელია სათესლე სითხის გამოყოფის შემცირება ორგაზმის დროს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მამაკაცის ფერტილურობაზე. ეს ეფექტი ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ, ან ღებულობდენ ალფა1-ადრენობლოკატორებს, კატარაქტის ოპერაციის პერიოდში მოსალოდნელია თვალის ფერადი გარსის ინტრაოპერაციული არასტაბილურობის სინდრომის განვითარება, რამაც შესაძლოა გამოწვიოს გართულება ოპერაციის დროს. პაციენტებში, რომელთაც დაგეგმილი აქვთ კატარაქტის ოპერაცია არ არის რეკომენდირებული სილოდოზინით მკურნალობის დაწყება. ალფა1-ადრენობლოკატორების მიღება უნდა შეწყდეს მგავს ოპერაციამდე 1-2 კვირით ადრე, თუმცა მკურნალობის შეწყვეტის უპირატესობა და ხანგრძლივობა კატარაქტის ოპერაციამდე ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
შესაბამისი ზომების მიღების და თვალის ფერადი გარსის ინტრაოპერაციული არასტაბილურობის სინდრომის გაკონტროლების მიზნით ოპერაციამდე ქირურგმა და ოფთალმოლოგმა უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი პაციენტი ღებულობს თუ ღებულობდა სილოდოზინს.
ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე სილოდოზინის ზეგავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ მკურნალობის პერიოდში მოსალოდნელია ორთოსტატულ ჰიპოტენზიასთან დაკავშირებული სიმპტომები (მაგ: თავბრუსხვევა) და მათი გამოვლენის შემთხვევაში თავი უნდა შეიკავონ ტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობებისაგან, რასაც სჭირდება ყურადღების კონცენტრაცია და სწრაფი ფსიქომოტორული რეაქციები.
გამოშვების ფორმა
4მგ და 8 მგ კაფსულები. 5 ან 10 კაფსულა კონტურულ უჯრედულ პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგის შეფუთვაში. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1,2,3,5,9,10 კონტურულ უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

Mწარმოებელი:
იწარმოება კომპანიის “რეკორდატი ქიმიური და ფარმაცევტული მრეწველობა ს.პ.ა”-ს მიერ
რეკორდატი ირლანდია ლტდ-ს სახელით, კისეი ფარმაცეუტიკალს კო.ლტდ-ს, მაცუმოტო, იაპონია, ლიცენზიით.
საწარმოს მისამართი: ვია მ. ჩივიტალი, 1, 20148, მილანი, იტალია.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

rekordati irlandia ltd, irlandia

rahinz isT. ringaskidi, qo. qork


ორგანიზაცია, რომელიც ღებულობს პრეპარატთან დაკავშირებულ პრეტენზიებს
შპს „ფიკ მედიკალის“ წარმომადგენლობა სომხეთში 0010; ერევანი, სომხეთი, ვ, სარგსიანის ქ. 26, 8 სექტორი, ოთახი 11, ტელ.: (374) 10 56 77 55, ფაქსი: (374) 10 56 77 55
შპს „ფიკ მედიკალის“ წარმომადგენლობა საქართველოში 0105; თბილისი, თავისუფლების მოედანი 7, საქართველო
ტელ.: +995 32 2 4340 18
E-მაილ: [email protected]