ქსილოიალი 0.5მლ #20ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ქსილოიალი
კონსერვანტის გარეშე
თვალის დამატენიანებელი, ლუბრიკანტი, აღმდგენი ოფთალმოლოგიური ხსნარი
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: TSP 0.2%, ნატრიუმის ჰიალურონატი 0.2%
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის ერთფუძიანი ფოსფატი, მონოჰიდრატი, ნატრიუმის ორფუძიანი ფოსფატი, საინექციო წყალი
გამოშვების ფორმა
ქსილოიალი თვალის წვეთების კოლოფი შეიცავს 20X0.5 კონტეინერს
რა არის ეს?
ქსილოიალი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი.ატენიანებს და პოხავს თვალს. ქსილოიალი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს,რომელთაც აქვთ აღმდგენი და დამცავი ფუნქციები: ჰიალურონის მჟავას აქვს მუკომიმეტური თვისება და პოხავს თვალის ზედაპირს, TSP-კი აღადგენს და ინარჩუნებს ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსს თვალის ზედაპირზე.
ჩვენებები
ქსილოიალი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი დაფუძნებული TSP –ზე. ასევე შეიცავს mაღალი მოლეკულური წონის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატს, რომელიც მიიღება ბიოტექნოლოგიური სინთეზის გზით. ნატრიუმის ჰიალურონატს აქვს მუკომიმეტური თვისება -პოხავს თვალის ზედაპირს. არის ბლანტი მოლეკულა და ატენინაბეს თვალს. TSP არის მცენარე თამარინდის (Tamarindus Indica) თესლისაგან წარმოებული ბუნებრივი პოლისაქარიდი. TSP თვალის ზედაპირზე ქმნის დამცავ აპკს რაც ხელს უწყობს საცრემლე აპკის სითხისა და ელექტროლიტების ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენას. TSP-სა და ჰიალურონის მჟავას კომბინაცია სრულფასოვნად აღადგენს რქოვანასა და კონიუნქტივის ზედაპირს, ხსნის უცხო სხეულის შეგრძნებას, თვალის სიმშრალეს, წვას, გაღიზიანებას, რაც გამოწვეულია გარემო ფაქტორებით: ქარი, მზე, მშრალი, კონდიცირებული ჰაერი, კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის დაყოვნება, მარილიანი წყალი, კვამლი, ჭარბი სინათლე.ასევე თვალზე ქირურგიული ჩარევა, კონიუნქტივიტი და კონტაქტური ლინზების ტარება.
გამოყენების წესები და დოზირება
დამცავი პაკეტის გახსნის შემდეგ ამოიღეთ ერთი კონტეინერი და გახსენით თავსახურის შემობრუნებით და ამოწევით. კონტეინერზე მსუბუქი დაჭერით წამლის ერთი წვეთი ჩაიწვეთეთ თვალში. დღის განმავლობაში ჩაიწვეთეთ რამოდენიმეჯერ საჭიროების მიხედვით.
პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტს. ლინზაზე დაწვეთება უსაფრთხოა.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
- არ გამოიყენოთ ხსნარი თუ კონტეინერი დაზიანებულია
- არ გამოიყენოთ ხსნარი თუ გაქვთ ზემგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ
- არ გამოიყენოთ ხსნარი კონტეინერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
- არ შეეხოთ თვალს კონტეინერის წვერით
- იშვიათ შემთხვევაში ჩაწვეთების შემდეგ მხედველობა შესაძლოა არ იყოს მკაფიო ხსნარის სიბლანტის გამო, რაც რამოდენიმე წამში გაივლის. სასურველია დაიცადოთ სანამ მხედველობა გახდება მკვეთრი და ამის შემდეგ განაგრძოთ საქმიანობა, რომელიც მოითხოვს მკაფიო მხედველობას(მანქანის მართვა, ტექნიკის გამოყენება და სხვა)
- სასურველია დაიცადოთ 10-15 წუთი სხვა პრეპარატის ჩაწვეთებამდე
- შეინახეთ ბავშვებისათვუს მიუწვდომელ ადგილას
- არ გადაყლაპოთ
- შეინახეთ არაუმეტეს 25C-სა
მწარმოებელი:
ფარმიგეა ს.პ.ა ვია გ.ბ ოლივა, 8-56121 -პიზა, იტალია