სოლკოსერილი 5% 5გ დენტინ პასტა

სოლკოსერილი 5% 5გ დენტინ პასტა

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სტომატოლოგიური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ხბოს სისხლისაგან დამზ.დეპროტინ.ჰემოდერივატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 5135
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სოლკოსერილი
დენტალური ადჰეზიური პასტა
SOLCOSERYL DENTAL ADHESIVE PASTE
 
 

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A01AD11

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები, ცხოველების სისხლის დიალიზატის პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

5გ ტუბი № 1

სამკურნალწამლო ფორმა: პასტა ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა 1 გრამზე
აქტიური კომპონენტი:
სოლკოსერილი - ჯანმრთელი ძუძუმწოვარა ხბოების სისხლის ქიმიურად და ბიოლოგიურად სტანდარტიზებული დეპროტეინიზებული დიალიზატი; (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) 2.125მგ
პოლიდოკანოლი 600 10.000მგ
კონსერვანტები
მეთილ=პარაჰიდროქსიბენზოატი (E 218) 1.800მგ
პროპილ-პარაჰიდროქსიბენზოატი (E 216) 0.200მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრი კარბოქსიმეთილცელულოზა 22.875მგ
პიტნის ზეთი 2.925მგ
მენთოლი 0.075მგ
პასტის ფუძე:
ნატრი კარბოქსიმეთილცელულოზა, ჟელატინი, პექტინი, პოლიეთილენი 350.000, თხევადი პარაფინი 960.000მგ

აღწერილობა
მკრთალი-რუხი ერთგვაროვანი მარცვლოვანი, იოლადგანაწილებადი მასა პიტნის სუნით
ერთფეროვანი რძისფერი-თეთრი ემულსია ანანასის სუნით

ფარმაკოლოგიური თვისებები
სოლკოსერილი არის ქიმიურად და ბიოლოგიურად სტანდარტიზებული დეპროტეინიზებული დიალიზატი მიღებული ძუძუმწოვარა ხბოების სისხლისგან ულტრაფილტრაციის გზით. შეიცავს დაბალმოლეკულური (მასით 5000 დალტონი) ბუნებრივი შენაერთების ფართო სპექტრს: ნუკლეოზიდებს და ნუკლეოტიდებს, ამინიმჟავებს, ოლიგოპეპტიდებს, მიკროელემენტებს, ელექტროლიტებს, ნახშორწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლების შუალედურ პროდუქტებს. სოლკოსერილი ააქტივებს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტს უჯრედულ დონეზე, ზრდის ჟანგბადის ათვისებას, ასტიმულებს ატფ სინთეზს, აძლიერებს დაზიანებული უჯრედების პროლიფერაციას, განსაკუთრებით ჰიპოქსიის პირობებში, რის გამოც აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. სოლკოსერილი ასტიმულებს ანგიოგენეზს, ხელს უწყობს იშემიზირებული ქსოვილების რევასკულარიზაციას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს კოლაგენის სინთეზისა და გრანულაციური ქსოვილის ზრდისათვის, აჩქარებს რეეპითელიზაციას და ჭრილობის დახურვას. სოლკოსერილს გააჩნია აგრეთვე მემბრანების მასტაბილიზებელი და ციტოპროტექტორული მოქმედება
პოლიდოკანოლ 600 - ადგილობრივი ანესთეთიკი მოქმედებს პერიფერიულ ნერვულ დაბოლოებებზე და იწვევს მათ შექცევად ბლოკირებას. ავლენს სწრაფ და ხანგრძლივ მოქმედებას, გაუტკივარება იწყება ლორწოვანზე წასმიდან უკვე 2 – 5 წუთში და გრძელდება 3 – 5 საათი.
სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა ლორწოვანის დაზიანებულ ზედაპირზე ქმნის დამცავ აპკს რითაც იცავს მას მეხანიკური და ქიმიური დაზიანებებისგან 3-5 საათის განმავლობაში და ასრულებს სამკურნალო ნახვევის ფუნქციას.

ფარმაკოკინეტიკა
შესწავლილი არ ყოფილა

ჩვენებები
სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა გამოიყენება ნებისმიერ ასაკში ადგილობრივად შეხორცების დასაჩქარებლად, ტკივილის მოსახსნელად და დაზიანებული ზედაპირის დასაცავად შემდეგი მდგომარეობების დროს:
• გინგივიტი და პაროდონტოს დაავადებები, მათ შორის ოპერაციული ჩარევები, იმპლანტატების ჩაყენება და კბილის ქვების მოცილება;
• ნაწოლები მოსახსნელი პროთეზების შეგუების სტადიაში;
• ალვეოლიტი;
• სტომატიტი;
• ლორწოვანის დაზიანება ჰერპესის დროს;
• აფტები და ნახეთქები.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მოწოდებულია პირის ღრუს ლორწოვანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის.
დაზიანებულ ზედაპირს წინასწარ ამშრალებენ ტამპონით, შემდეგ უსვამენ პასტის 0.5სმ ზოლს შეზელვის გარეშე და ასველებენ წყლით. პროცედურას იმეორებენ 3-5 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
მკურნალობა გრძელდება დაავადების ნიშნების გაქრობამდე.
სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა ქმნის დამცავ აპკს ლოწოვანზე და იცავს მას მექანიკური და ქიმიური ზემოქმედებისაგან 3-5 საათის მანძილზე. შველ ზედაპირზე წასმის შემთხვევაში შესაძლებელია ხანგრძლივი სამკურნალო მოქმედების შემცირება.
მოსახსნელი პროტეზების გამო გაჩენილი ნაწოლების შემთხვევაში პასტას უსვამენ მშრალ პროტეზზე და ასველებენ მას.
მკურნალობის კურსზე პრეპარატის რეკომენდებული რაოდენიბა არის 1 ტუბი (5გ)

გვერდითი მოვლენები
გემოვნების შეცვლა. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (ლოკალური შემსივნება), რის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენება
პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა. მათ შორის პარაჰიდროოქსიბენზოის მჟავაზე (E210), რომლის არსებობა გაპირობებულია წარმოების ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებით.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის ცნობილი წინააღმდეგჩვენება პრეპარატის გამოყენებისა ორსულებსა და ლაქტაციის დროს, თუმცა სპეციალური კონტროლირებადი კვლევა მისი უსაფრთხოებისა ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ ჩატარებულა.
შეზღუდვა გამოყენებისა ბავშვეში არ არის.
ასევე არ არის შეზღუდვა გამოყენებისა მოხუცებში

განსაკუთრებული მითითებები
არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის ჩადება ჭრილობის ღრუში ძირითადი კბილების ამოღების, აგრეთვე აპიკოტომიის შემდეგ, როდესაც კბილბუდის ჭრილიბა მოიჭიმება დამატებით ნაკერით.
პრეპარატი არ შეიცავს ინფექციის საწინაარმდეგო კომპონენტს, ამიტომ მწვავე ინფექციების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ანთებისა და ინფექციის საწინააღმდეგო წინასწარი მკურნალობა.

ჭარბი დოზირება
არ არის დაფიქსირებული პრეპარატის დოზის გადაჭარბების შენთხვევები

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დღემდე არ არის გამოვლენილი რაიმე ურთიერთქმედება სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტისა სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
პირის ღრუში სხვა სავლებ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია სოლკოსერილი დენტალური ადჰეზიური პასტა წასმულ იქნას გამოვლების შემდეგ.

შენახვის პირობები და ვადები
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
მშრალი მარცვლოვანი კონსისტენცია განსაზღვრავს პასტის ადჰეზიურ თვისებებს და არ მიუთითებს ხარისხის გაუარესებაზე. ტუბის გახსნისას შეიძლება გადმოიღვაროს ზეთი, რაც ასევე არ ნიშნავს პასტის ხარისხის გაუარესებას
შენახვის ვადა 4 წელი. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ

რეგისტრაციის № და თარიღი
04.11.2008

მწარმოებელი ფირმა,
ქვეყანა
LEGACY PHARMACEUTICALS GmbH
შვეიცარია