სულფოკამფოკაინ10% 2მლ #10ა დარ

სულფოკამფოკაინ10% 2მლ #10ა დარ

8.49 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოსტიმულატორები
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: დარნიცა კიევი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სულფოკამფოკაინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 506
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია

ინსტრუქცია

სულფოკამფოკაინ-დარნიცა

(Sulfocamphocaine- Darnytsia)

შემადგენლობა :

მოქმედი ნივთიერებები: DL- სულფოქაფურის მჟავა; ნოვოკაინი.

ხსნარის 1 მლ შეიცავს: DL- სულფოქაფურის მჟავას 49,6 მგ; ნოვოკაინის ფუძეს 50,4 მგ; დამხმარე ნივთიერება : საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები : გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო სითხე.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი . კარდიოლოგიური პრეპარატები. ათქ კოდი C01EB.

ფარმაკოლოგიური თვისებები .

ფარმაკოდინამიკა.

სულფოკამფოკაინ - დარნიცა მიეკუთვნება ანალეპტურ სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. სამკურნალო საშუალების მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებით, პირველ რიგში მოგრძო ტვინის ცენტრების აღგზნებით როგორც უშუალოდ, ასევე საძილე სინუსის მაშვეობით. სამკურნალო საშუალება ატონიზირებს სასუნთქ და სისხლძარღვების მამოძრავებელ ცენტრებს, აძლიერებს ცვლის პროცესებს გულის კუნთში, ამაღლებს რა მის მგრძნობელობას სიმპატიკური ნერვების ზემოქმედების მიმართ. სულფოკამფოკაინი - დარნიცა ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას სისხლძარღვებზე - ხდება სისხლის გადანაწილება, ვიწროვდება მუცლის ღრუს ორგანოების სისხლძარღვები, მატულობს ვენოზური სისხლძარღვების ტონუსი, რამდენადმე იზრდება სისხლის მიწოდება გულში, უმჯობესდება კორონარული სისხლის მიმოქცევა, სისხლის მიწოდება ტვინისა და ფილტვისათვის. კარდიოტონური ეფექტი დაკავშირებულია ადრენოსენსიბილიზირებად მოქმედებასთან, სუნთქვისა და გლიკოლიზის პროცესების გაძლიერებასთან, რომლებიც დაკავშირებულია მაკროერგული ნაერთების ფოსფორილაციის პროცესთან. ფარმაკოკინეტიკა. სულფოკამფოკაინ-დარნიცა კარგად შეიწოვვება კანქვეშა, კუნთში, ინტრავენური შეყვანის დროს. ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზმის პროცესის მსვლელობაში ექვემდებარება ჟანგვას და კონიუგაციას გლუკურონის მჟავასთან. მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, ამავე დროს შარდს აქვს სამკურნალო საშუალების სუნი. ნაწილობრივ გამოიყოფა ამონასუნთქ ჰაერთან ერთად, სასუნთქი ფზებისა და ნაღველის მეშვეობით.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

მწვავე და ქრონიკული სუნთქვის უკმარისობა; გულის მწვავე უკმარისობა გერიატრიაში; სუნთქვის დათრგუნვა პნევმონიისა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს; კარდიოგენური და ანაფილაქსიური შოკი: ალკოჰოლით მოწამვლა, საძილე საშუალებებით მოწამვლის მსუბუქი ფორმები.

უკუჩვენებები .

მომატებული მგრძნობელობა ქაფურის, ნოვოკაინის ან სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ; ეპილეფსია, მიდრეკილება კრუნჩხვითი რეაქციებისაკენ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები. სხვა სამკურნალო საშუალებებთან სულფოკამფოკაინი-დარნიცას ერთდროული გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია:

ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად : ამ უკანასკნელების მოქმედების შესუსტება;

ანტიქოლინესთერაზულ საშუალებებთან ერთად: ამ უკანასკნელების მოქმედების შესუსტება; სუკსამეტონიუმთან ერთად : ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის პროლონგაცია, რომელის გამოწვეულია სუკსამეტონიუმით; MAO-ს ინჰიბიტორებთან ერთად : არტერიული ჰიპერტენზიის რისკის ზრდა; საგულე გლიკოზიდებთან, შარდმდენ საშუალებებთან, ანალგეტიკებთან, სტეროიდულ ჰორმონებთან ერთად : სულფოკამფოკაინის ანალეპტური მოქმედების გაძლიერება.

სამკურნალო საშუალება ხანდახან შეიძლება დაინიშნოს 5-ფტორურაცილით ქიმიოთერაპიის ჩატარებისას გვერდითი ეფექტების შემცირების მიზნით.

სამკურნალო საშუალების გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება.

გამოყენების თავისებურებები .

სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში არტერიული ჰიპოტენზიით ( ნოვოკაინის ჰიპოტენზიური გავლენა).

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

მტკიცებულებით მედიცინას არ გააჩნია ობიექტური ინფორმაცია ორსულობის პერიოდში სულფოკამფოკაინ-დარნიცას გამოყენების შესახებ, ამიტომ ორსულებში ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული. არ არის გამორიცხული ძუძუთი კვების პერიოდში სულფოკამფოკაინ-დარნიცას რძეში მოხვედრის შესაძლებლობა, ამიტომ სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

რეაქციის სისწრაფეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. მკურნალობის პერიოდში უნდა იქნას დაცული სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და რთულ მექანიზმებთან მუშაობის დროს, ხოლო თავბრუსხვევის წარმოქმნის შემთხვევაში თავი უნდა შეიკავოთ პოტენციურად სახიფათო სახეობის საქმიანობის წარმოებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციისა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის მომატებულ დონეს.

გამოყენების წესი და დოზები .

სულფოკამფოკაინი-დარნიცა ინიშნება კანქვეშ, კუნთში ან ინტრავენურად (ნელა, ნაკადით ან წვეთებით) ზრდასრულებს ერთჯერადი დოზით 2 მლ. გასახსნელად უნდა იქნას გამოყენებული ნატრიუმის ქლორიდის 0,9 % ხსნარი. აუცილებლობის შემთხვევაში სამკურნალო საშუალების გამოყენება შეიძლება 2-3 ჯერ დღე-ღამეში. ზრდასრულებისათვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 12 მლ.

მწვავე შემთხვევებში სამკურნალო საშუალება უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად. ქრონიკული სუნთქვითი უკმარისობისა და გულის უკმარისობის დროს უნდა იქნას გამოყენებული კუნთში ან კანქვეშ. მკურნალობის კურსმა შეიძლება შეადგინოს 20-30 დღე.

ბავშვები.

ბავშვებში სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული.

დოზის გადაჭარბება .

სიმპტომები : თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მწვავე მოწამვლისას- სახის სიწითლე, პათოლოგიურად აქტიური მოძრაობები, ბოდვა, ეპილეფტიფორმული კრუნჩხვები. მკურნალობა : ანტიფსიქოტური და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები. მცირედ გამოხატული ფსიქომოტორული აღგზნების დროს- ტრანკვილიზატორები და დამამშვიდებელი საშუალებები. გვერდითი რეაქციები .

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : დისპეპსიური დარღვევები.

ნერვული სისტემის მხრივ : თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, პარესთეზიები, კრუნჩხვები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ : არტერიული წნევის დაწევა ან მომატება, გულისცემა, ტკივილი გულ-მკერდის არეში.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ : მეტჰემოგლობინემია.

იმუნური სისტემის მხრივ : ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტიური შოკი, კანისმიერი გამონაყარი, ქავილი, ჰიპერემია, ჭინჭრის ციება. ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანს ადგლზე : ჰიპერემია, გამონაყარი და ქავილი ინექციის ადგილზე.

სხვა : ციება, უნებლიე შარდვა.

ვარგისობის ვადა .

3 წელი.

შენახვის პირობები .

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეფუთვა .

2 მლ -იანი ამპულები; 5 ამპულა კონტურულ უჯრედიან შეფუთვაში; 2 კონტურული უჯრედიანი შეფუთვა შეკვრაში.

გაცემის კატეგორია .

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი.

კსს „ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი . უკრაინა, 02093, ქალ. კიევი, ქუჩა ბორისპოლსკაია, 13.

ბოლო გადახედვის თარიღი .