ნესტლე-რძე ალფარე 400გ 9430 *

ნესტლე-რძე ალფარე 400გ 9430 *

0.00 ლარი
კატეგორია: რძის ნაზავი
კოდი: 50219
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნესტლე

Alfaré® ალფარე

საბავშვო დიეტური სამკურნალო კვების პროდუქტი ადრეული ასაკის ბავშვებისათვის, რძის შრატის სრულად ჰიდროლიზებული ცილების საფუძველზე Alfaré® („ალფარე“). წონა ნეტო 400 გ.

დიეტოთერაპია ბავშვებისთვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევით ალერგიის ან საკვების აუტანლობის შედეგად. დაბადებიდან.

მაღალჰიდროლიზებული ნარევი რძის შრატის ცილის საფუძველზე, დაბალი ალერგენული პოტენციალით.

იოლადათვისებადი საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები (MCT).

მნიშვნელოვანი შენიშვნა! ყურადღება! ჩვილისათვის იდეალურ საკვებს წარმოადგენს დედის რძე. ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდხანს. სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით საბავშვო ნარევის გამოყენებით, რჩევისათვის მიმართეთ მედიცინის მუშაკს. Alfaré® გამოიყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

Alfaré® (ალფარე) - სრულად დაბალანსებული საკვები ნარევია და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კვების ერთადერთი  წყარო ბავშვებში დიარეით, მალასორბციით, საკვების უკმარისობითა და საკვების აუტანლობით. უკუჩვენებები: გალაქტოზემია, გლუკოზა-გალაქტოზის მალასორბცია.

ინგრედიენტები: მალტოდექსტრინი, რძის შრატის ფერმენტულად ჰიდროლიზებული ცილა, მცენარეული ცხიმები (პალმის ოლეინი, მზესუმზირის ზეთი, რაფსის დაბალერუკული ზეთი შავი მოცხარის თესლის ზეთი), საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, კარტოფილის სახამებელი. მინერალური ნივთიერებები (კალციუმის გლიცეროფოსფატი, მაგნიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ფოსფატი, კალიუმის ქლორიდი, კალციუმის ფოსფატი, რკინის სულფატი, თუთიის სულფატი, სპილენძის სულფატი, კალიუმის იოდიდი, კალციუმის ქლორიდი, მანგანუმის სულფატი), ემულგატორი (E472c), ვიტამინები (C,E, ნიაცინი,პანტოთენის მჟავა, B2,A,B6,B1,D3,K1, ფოლიუმის მჟავა, B12, ბიოტინი), თევზის ცხიმი, ტაურინი, ქოლინის ბიტარტრატი, მიო-ინოზიტი. ნუკლეოტიდები (ციტიდინმონოფოსფატი, ურიდინმონოფოსფატი, ადენოზინმონოფოსფატი, გუანოზინმონოფოსფატი), L -კარნიტინი.

არ შეიცავს გლუტენს. შეფუთულია დაცულ გარემოში.

დამზადებულია ნიდერლანდებში.

ყურადღებით გაეცანით გამოყენების და მომზადების ინსტრუქციას.

გაფრთხილება: ნარევი უნდა მომზადდეს უშუალოდ კვების წინ. ზუსტად მიჰყევით მომზადების ინსტრუქციას. კვების შემდეგ დარჩენილი გახსნილი ნარევი არ ექვემდებარება შენახვასა და შემდგომ გამოყენებას. კვების დროს აუცილებელია ხელი შევაშველოთ ბავშვს, რათა საკვები არ გადასცდეს. კვების დროს მეთვალყურეობის გარეშე დატოვებული ბავშვი შეიძლება დაიხრჩოს.

კვებითი ღირებულება 100 მლ* გამოყენებისთვის მზა ნარევზე: კალორიულობა/ენერგეტიკული ღირებულება 68/283 კკალ/კჯ; ცხიმები (კკალ 45% სეღ-დან) 3,4 გ, მათ შორის: ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები 1,6 გ; მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები 0,93 გ; პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები 0,55 გ; ნახშირწყლები  (კკალ 43% სეღ-დან) 7,3 გ, მათ შორის: შაქრები 0,19 გ; მონო- და დისაქარიდები 0,19გ; ლაქტოზა <0,01 გ; საკვები ბოჭკოები (კკალ 0% სეღ-დან) 0 გ; ცილა (კკალ 12% სეღ-დან) 2,0 გ; მინერალები: ნატრიუმი 33მგ; ქლორიდები 60მგ; კალიუმი 83მგ; კალციუმი 51მგ; ფოსფორი 34მგ; მაგნიუმი 8,0მგ; რკინა 0,66მგ; თუთია 0,66მგ; სპილენძი 0,05მგ; იოდი 10მკგ; სელენი 2.3მკგ;  მანგანუმი 4,7მკგ; ქრომი <1,4მკგ; მოლიბდენი <1,4მკგ; ფთორი <0,01მგ; მარილი 0,0825 გ;  ვიტამინები: ვიტამინი A 70მკგ; ვიტამინი D 1,0მკგ; ვიტამინი K 5,4მკგ; ვიტამინი C 8,8მგ; ვიტამინი B1 0,05მგ; ვიტამინი B2 0,10მგ;

ვიტამინი B6 0,05მგ; ნიაცინი 0,66მგ, 1,2 მგ NE; ფოლიუმის მჟავა 8,1მკგ; ვიტამინი B12 0,20მკგ; პანტოთენის მჟავა 0,32მგ; ბიოტინი 1,3მკგ; ვიტამინი E 1,1მგ α-TE; სხვა საკვები ნივთიერებები: საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები 1,3 გ; α-ლინოლენის მჟავა 0,06გ; დოკოზაჰექსაენის მჟავა  (DHA) 5,7 მგ; ლინოლის მჟავა 0,48გ; მალტოდექსტრინი 6,3გ; სახამებელი 0,8გ; ტაურინი 5,4მგ; L-კარნიტინი 1,3მგ; ქოლინი 6,6მგ; ინოზიტი 3,4მგ; ნუკლეოტიდები 5,7მგ; ოსმოლალობა 217 მოსმ/კგ; ოსმოლარობა 194 მოსმ/ლ.

100 მლ=13,5 გ ფხვნილი (3 საზომი კოვზი)+90 მლ წყალი

NE=ნიაცინის ექვივალენტი

α-TE = ტოკოფეროლის ექვივალენტი

*რაოდენობა100 მლ-ზე  (სტანდარტული განზავება 13,5%)

**(სეღ)-საერთო ენერგეტიკული ღირებულება

გაფრთხილება: აუდუღარი წყლისა და დაუდუღრავი ბოთლების გამოყენებამ, აგრეთვე არასწორმა შენახვამ, ტრანსპორტირებამ, მომზადებამ და კვებამ შესაძლოა იქონიოს არასასურველი შედეგი ბავშვის ჯანმრთელობისათვის. გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

სურსათი დამზადებულია ნედლეულისაგან,რომელიც წარმოებულია სპეციალურად შერჩეული მომწოდებლების მიერ გენეტიკურად მოდიფიცირებული ინგრედიენტების, კონსერვანტების, საღებავებისა და არომატიზატორების გამოყენების გარეშე.

®სავაჭრო ნიშნების მფლობელი:Societe des Produits Nestle S.A. (შვეიცარია).

მომზადების წესი: 1. სანამ შეუდგებოდეთ ბავშვის ნარევის მომზადებას, დაიბანეთ ხელები.2.გულდასმით გარეცხეთ ბოთლი, საწოვარა და სახურავი, რათა მათზე არ დარჩეს რძის კვალი.3.ადუღეთ ისინი 5 წუთის განმავლობაში. გადააფარეთ გამოყენებამდე. 4. ადუღეთ წყალი 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ გააგრილეთ 400C ტემპერატურამდე. 5.კვების ცხრილის მიხედვით, ჩაასხით ანადუღარ ბოთლში თბილი წყლის ზუსტი რაოდენობა. გამოიყენეთ მხოლოდ ქილაში არსებული არა გადავსებული საზომი კოვზი. 6.კვების ცხრილის მიხედვით, დაამატეთ ფხვნილის საზომი კოვზების ზუსტი რაოდენობა თქვენი ბავშვის ასაკის შესაბამისად.  7. ანჯღრიეთ ბოთლი ფხვნილის სრულ გახსნამდე. 8. ნარევის მომზადების შემდეგ ფხვნილიანი ქილა მჭიდროდ დახურეთ. შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას.

კვების ცხრილი:

ბავშვის ასაკი

რაოდენობა ერთ კვებაზე

კვებათა რაოდენობა დღეში

ანადუღარი წყალი, მლ

ფხვნილის საზომი კოვზების რაოდენობა*

1-2 კვირა

90

3

6

3-4 კვირა

120

4

5

მე-2 თვე

150

5

5

მე-3 და მე-4 თვეები

180

6

5

მე-5 და მე-6 თვეები

210

7

5

მე-7 თვიდან და შემდეგ**

210

7

3-4

საზომი კოვზი შეიცავს ფხვნილის 4.5 გ-ს

* ნარევის მომზადებისათვის აუცილებელია ქილაში მოთავსებული საზომი კოვზის გამოყენება, რომელიც ფხვნილით ზედმეტად არ უნდა გაავსოთ. ფხვნილის არასწორი რაოდენობით განზავება – ცხრილში მითითებულ რაოდენობაზე მეტით ან ნაკლებით – შეიძლება გახდეს ბავშვის ორგანიზმის გაუწყლოვანების ან მისი კვების დარღვევის მიზეზი. მითითებული პროპორციების შეცვლა ექიმის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია.

** არ შეიყვანოთ ბავშვის რაციონში სხვა პროდუქტები ექიმის დანიშნულების გარეშე.

დამზადების თარიღი (MAN), უმჯობესია გამოყენებული იქნას -მდე ( EXP) და პარტიის ნომერი მითითებულია ქილის ძირზე.

გახსნამდე და გახსნის შემდეგ სურსათი შეინახეთ  არაუმეტეს 25 0C ტემპერატურისა და არაუმეტეს 75% ჰაერის ფარდობითი ტენიანობის პირობებში. ქილის შემცველობა უნდა გამოიყენოთ გახსნიდან სამი კვირის განმავლობაში, არ არის რეკომენდებული მისი შენახვა მაცივარში.

მწარმოებელი: Nestle Nederland b.v.( ნესტლე ნედერლანდ ბ.ვ.),Stroombaan 14 1181 VX Amstelveen, ნიდერლანდები, ფაბრიკა  Nunspeet-ში, Laan, 110 8071, JC, Nunspeet; ნიდერლანდები.

იმპორტიორი საქართველოში: შპს „ნესტლე საქართველო“. ჭავჭავაძის გამზ. 34, მე-8 სართ. თბილისი.