მიკრო ოყნა გლიცეროლო მოზრდ#6

მიკრო ოყნა გლიცეროლო მოზრდ#6

9.18 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალებები
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ფადემ
ჯენერიკი: Glycerol,Chamomilla,Malva*
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 50082
გააზიარე:

გლიცეროლ ნიუ. ფა. დემ.

 

გლიცეროლ ნიუ. ფა. დემ. საბავშვო, 3 გ რექტალური ხსნარი გვირილით და ბალბით 

გლიცეროლ ნიუ. ფა. დემ. მოზრდილების, 9 გ რექტალური ხსნარი გვირილით და ბალბით 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საფაღარათე საშუალებები, ოყნები

თერაპიული ჩვენება

შემთხვევითი ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობა

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან შემავსებლების მიმართ; მწვავე ან აუხსნელი აბდომინური ტკივილი; გულისრევა და ღებინება; ნაწლავის ობსტრუქცია ან შევიწროება; სწორი ნაწლავიდან უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა; მწვავე ჰემოროიდალური კრიზი ტკივილით და სისხლდენით; დეჰიდრატაციის მწვავე მდგომარეობა.

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

საფაღარათე საშუალებები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივი დროით გამოყენება მოითხოვს ექიმის დანიშნულებას ინდივიდუალური შემთხვევის შესაბამისი შეფასების შემდეგ.

ქრონიკული ან მორეციდივე ყაბზობის მკურნალობა ყოველთვის მოითხოვს  სამედიცინო ყურადღებას დიაგნოზის, პრეპარატის დანიშვნისთვის და მონიტორინგს თერაპიის დროს.

საფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეა, წყლის, მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მთავარი ნუტრიენტების დაკარგვით.

მწვავე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნერვკუნთოვანი დისფუნქცია, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებით, შარდმდენებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე.

საფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენებამ განსაკუთრებით კონტაქტურის (მასტიმულირებლების) შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (აქედან გამომდინარე დოზის თანდათან ზრდის საჭიროება), ქრონიკული ყაბზობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია).

ყაბზობის პირველ ეპიზოდებში რეკომენდებულია კვებითი ჩვევების კორექტირება, საკვების გამდიდრება საკვები ბოჭკოების და წყლის ადექვატური რაოდენობით.  საფაღარათეების გამოყენებისას, დღეში უნდა დალიოთ 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე განავლის გამოყოფის ხელშეწყობის მიზნით. 

ურთიერთქმედება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ მედიკამენტები ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.

სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ცნობილია, რომ საფაღარათეებმა შეიძლება შეამციროს ორალურად მიღებული მედიკამენტების ნაწლავში დაყოვნების დრო. ჩვენ გაძლევთ რეკომენდაციას, რომ მედიკამენტის ორალურად მიღების შემდეგ საფაღარათე საშუალების მიღებამდე მოიცადოთ მინიმუმ 2 საათი.

სპეციალური გაფრთხილებები

მიმართეთ ექიმს, როდესაც საფაღარათეს საჭიროება განპირობებულია ნაწლავის მანამდე არსებული ფუნქციის უეცარი ცვლილებით (ნაწლავის მოძრაობის სიხშირე და ხასიათი) რომელიც გრძელდება 2 კვირა ან უფრო დიდხანს, ან როდესაც საფაღარათოს გამოყენება არ იძლევა ეფექტს.

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში მედიკამენტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. ამ მედიკამენტის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია ასევე უნდა გაიარონ ხანდაზმულმა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებმა.

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

ამ მედიკამენტის გამოყენებისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა აშკარაა დაბრკოლებები ამ მედიკამენტის გამოყენებისას, ორსულობის და ლაქტაციის დროს. ეს მედიკამენტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ აუცილებლობისას, ექიმის მეთვალყურეობით.

პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენებაზე

ეს მედიკამენტი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, ამიტომ სასურველია მედიკამენტის მიმართ რეაქციის ცოდნა ამ მოქმედებებამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ექსციპიენტის შესახებ

არ გააჩნია

სანიტარული განათლება

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ უმრავლეს შემთხვევაში წყლით და ბოჭკოებით მდიდარმა კვებამ (ქატო, ბოსტნეული და ხილი) შეიძლება გადაჭრას ყაბზობის პრობლემა. ბევრი ფიქრობს, რომ ყაბზობა აწუხებთ თუ დეფეკაცია არ ხდება ყოველდღე. ეს ცრუ შეხედულებაა, რადგან ეს სიტუაცია ნორმალურია ბევრი პირისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ ყაბზობას ადგილი აქვს თუ დეფეკაცია მცირდება ინდივიდუალურად პიროვნებისთვის დამახასიათებელ ჩვევასთან შედარებით და დაკავშირებულია მყარ განავალთან.

თუ გამოგივლინდათ ყაბზობის განმეორებითი ეპიზოდები მიმართეთ ექიმს.

დოზირება და მიღების წესები

სწორი დოზა არის მინიმალური საკმარისი რომელიც უზრუნველყოფს ადვილ დეფეკაციას. თავიდან უნდა გამოიყენოთ დაბალი დოზები.

მოზრდილები და თინეიჯერები (12-18 წელი). 1 ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის საჭიროებისამებრ,  მაქსიმუმ 1-2 დოზა დღეში.

2-6 წლის ბავშვები. 1 ერთჯერადი დოზა საჭიროებისამებრ,  მაქსიმუმ დღეში 1 დოზა.

გამოყენების ინსტრუქცია

ერთჯერადი დოზის სათავსის უსაფრთხოების კოპრიკანულა მოსახსნელად მოათავსეთ ცერა და საჩვენებლი თითები რგოლზე, რომელიც მოთავსებულია მრგვალ გოფრირებულ მემბრანაზე და მეორე ხელით მოღუნეთ  კოპრიკანულა სათავსისი კორპუსიდან მოხსნამდე. Oპერაციის დროს არ მოეჭიდოთ გოფრირებულ მემბრანას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გამოყენებამდე პრეპარატის გამოსვლა.

სწორ ნაწლავში შეყვანამდე შეიძლება სასარგებლო იყოს ტუბის დასველება იგივე ხსნარით და დააწექით გოფრირებულ მემბრანას. მოხსენით კანულა  გოფრირებული მემბრანის დაჭერით.  თითოეული სათავსის გამოყენება შეიძლება ერთჯერადად. ნარჩენი პრეპარატი უნდა განადგურდეს.

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში მედიკამენტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღებამდე 2 საათის ადრე ან მისი მიღებიდან 2 საათის შემდეგ ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება ხელი შეუშალოს საკვები ნივთიერებების და ვიტამინების აბსორბციას.

საფაღარათოები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღე (იხ. უსაფრთხოების ზომები). სითხით მდიდარი საკვები ხელს უწყობს მედიკამენტის ეფექტებს.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში გადაჭარბებულმა დოზამ (საფაღარათეს ბოროტად გამოყენება: სიხშირის ან დოზის გადაჭარბება) შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, მუდმივი დიარეა წყლის, მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დაკარგვით. სითხის და ელექტროლიტების დანაკარგი უნდა ანაზღაურდეს.

ელექტოლირების დისბალანსი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: წყურვილი, ღებინება, სისუსტე, შეშუპება, ძვლების ტკივილი (ოსტეომალაცია) და ჰიპოალბუმინურია.

მწვავე შემთხვევებში შესაძლებელია დეჰიდრატაციის და ჰიპოკალიემიის განვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნერვკუნთოვანი დაავადება, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებით, შარდმდენებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე. საფაღარათოების ბოროტად გამოყენებამ განსაკუთრებით კონტაქტურის (მასტიმულირებლების) შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (აქედან გამომდინარე დოზის თანდათან ზრდის საჭიროება), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია).

თუ შემთხვევით გადაყლაპეთ/მიიღეთ გლიცეროლის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

თუ გაქვთ კითხვები გლიცეროლ ნიუ. ფა. დემ-ის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა პრეპარატმა, გლიცეროლმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში ნაჩვენებია გლიცეროლის გვერდითი ეფექტები. არსებობს არასრული მონაცემები ინდივიდუალური ეფექტების სიხშირის განსაზღვრისთვის.

გასტროინტესტინალური პათოლოგიები

ცალკეული სპაზმური ტკივილი ან აბდომინალური კოლიკა და დიარეა სითხის და ელექტროლიტების დაკრგვით, უფრო ხშირად მწვვე ყაბზობის და რექტალური გაღიზიანების შემთხვევაში.

ბროშურაში მითითებული ინსტრუქციების დაცვა ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ბროშურაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისობის ვადა და შენახვა

შენახვის ვადა: ვარგისობის ვადა მითითებული შეფუთვაზე.

ვარგისობის ვადა ეხება გაუხსნელ, შესაბამისად შენახულ პროდუქტს.

სიფრთხილე: არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან და სითბოს პირდაპირი წყაროსგან დასაცავად.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კითხეთ თქვენ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შემადგენლობა

გლიცეროლი ნიუ. ფა. დემ.  საბავშვო, 2.25 გ რექტალური ხსნარი გვირილით და ბალბით

თითოეული ერთჯერადი დოზა შეიცავს – აქტიური ინგრედიენტი: გლიცეროლი 2.25გ. ექსციპიენტები: ხორბლის სახამებელი 0.02 გ; გვირილის თხევადი ექსტრაქტი 0.10გ; ბალბის თხევადი ექსტრაქტი 0.10გ; გამოხდილი წყალი რ.ს. 3 გრამამდე.

გლიცეროლ ნიუ. ფა. დემ. მოზრდილების, 6.75 გ რექტალური ხსნარი გვირილით და ბალბით 

თითოეული ერთჯერადი დოზა შეიცავს – აქტიური ინგრედიენტი გლიცეროლი 6.75 გ. ექსციპიენტები: ხორბლის სახამებელი 0.06 გ; გვირილის თხევადი ექსტრაქტი 0.30 გ; ბალბის თხევადი ექსტრაქტი 0.30 გ; გამოხდილი წყალი რ.ს. 9 გრამამდე.

ფარმაცევტული ფორმა და შემცველობა

რექტალური ხსნარი

- საბავშვო 2.25 გ რექტალური ხსნარი გვირილით და ბალბით – 3 გრამიანი 6 მიკროოყნა კანულით, პოლიეთილენის სათავსში

- მოზრდილების 6.75 გ რექტალური ხსნარი გვირილით და ბალბით – 9 გრამინაი 6  მიკროოყნა კანულით, პოლიეთილენის სათავსში

საავჭრო ლიცენზიის მფლობელი

New. Fa.Dem. srl Farmaceutical e Chimici (ნიუ. ფა. დემ სრლ ფარმაცეუტიკალ ე ქიმიცი) ავტორიზებული ოფისი და საწარმოო ქარხანა – Viale Ferrovia dello Stato zona A.S.I. Giugliano in Campania NA

მწარმოებელი

New. Fa.Dem. srl Farmaceutical e Chimici (ნიუ. ფა.დემ სრლ ფარმაცეუტიკალ ე ქიმიცი) ავტორიზებული ოფისი და საწარმოო ქარხანა – Viale Ferrovia dello Stato zona A.S.I. Giugliano in Campania NA

პაციენტის საინფორმაციო ჩანართის რევიზია იტალიის წამლის სააგენტოს მიერ

AIFA Determination V&A n.1352 თარიღი 01/12/2011

რეგიონი (27 აფთიაქი)