ლუტექსი #30კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ლუტექსი 30 კაფსულა
მხედველობის დაცვა
LUTEX №30 შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს: არონიის ანტოციანებს და ლუთეინს
ნატურალურიანტიოქსიდანტები აფერხებენ ოქსიდაციური სტრესის შედეგად გამოყოფილი თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას თვალის ქსივილებზე.
ლუთეინი - ბადურასა და მაკულაში ის პასუხისმგებელია მხედველობის ხარისხზე, აძლიერებს ბადურას და მოქმედებს როგორც ბუნებრივი UV ფილტრი
შემადგენლობა:
1 კაფსულაშეიცავს:
შავნაყოფა არონიის მშრალ ექსტრაქტს . . . . . . . . . . . . .70მგ
მათ შორის არონიის ანტოციანებს . . . . . . . . . . . . . . . . . .11მგ
კალენდულას მშრალ ექსტრაქტს . . . . . . . . . . . . . .. . . . .12,6მგ
მათ შორის ლუთეინს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6მგ
ფარმაკოლოგიურითვისებები:
LUTEX №30 მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.
შავნაყოფაარონიის ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები – ანტოციანები ხელს უწყობენ
- თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის – როდოპსინის სინთეზს, რითაც აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტენსივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს;
- თრგუნავენ თვალის ბროლის ქსოვილებში პათოლოგიურ ალდოზო-რედუქტაზულ აქტივობას, ხელს უშლიან კატარაქტის განვითარების პროცესს.
- უჯრედულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების სინთეზის გზით ანტოციანები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღვოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურის ტროფიკის გაუმჯობესებას.
ლუთეინი- კაროტინოიდია, რომელიც ბადურის ყვითელი ხალის (მაკულას) ძირითად პიგმენტს წარმოადგენს:
- იცავს ბადურას მზის სხივების რადიაციული და სხვა სახის პათოლოგიური ზემოქმედებისაგან
- იცავს თვალის ბროლს არასასურველი ზემოქმედებისგან, რითაც აფერხებს კატარაქტის განვითარებას.
ჩვენება:
LUTEX №30 გამოიყენება, როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:
- საშუალო და მძიმე ხარისხის მიოპია
- შეძენილი ჰემერალოპია
- დიაბეტური რეტინოპათია
- სიბნელისადმი მხედველობის (ღამის და საღამოს მხედველობის) ადაპტაციის მექანიზმების დარღვევ
- ბადურის მაკულარული დისტროფია
- ბადურის პიგმენტური დეგენერაცია
- კატარაქტა
- გლაუკომა
- პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა
- კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობისას
- მხედველობის დატვირთვის ფონზე
- მზეზე ხანგრძლივად ყოფნის დროს
დოზირება:
1 კაფსულა დღეში, ჭამის დროს
გაფრთხილება:
- LUTEX №30 განკუთვნილია 12 წელზე უფროსი ბავშვებისათვის და მოზრდილთათვის
- არ შეიძლება რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
- ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია










