ციტოზარი 500მგ ფლ +გამხსნელი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ციტოზარი
შემადგენლობა
1 ფლაკონი შეიაცვს:
აქტიური ნივთიერება: ციტარაბინი 100 მგ, 500 მგ ან 1000 მგ.
დამხმარე ნივთიერება: არ გააჩნია
გამხსნელის შემადგენლობა: ბენზილის სპირტი 9 მგ, საინექციო წყალი რ.ს. 1 მლ-მდე.
აღწერილობა
ლიოფილიზატი: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ლიოფილიზატი.
გამხსნელი: უფერო გამჭვირვალე ხსნარი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ციტარაბინი მიეკუთვნება პირიმიდინული ცვლის ანტიმეტაბოლურების ჯგუფს და წარმოადგენს 5-ფაზოსპეციფიურ პრეპარატს. ამუხრუჭებს დნმ-ის სინთეზს უჯრედში. ლეიკემიურ აქტივობას პრეპარატი იძენს არაბინოზილ ციტოზინ ტრიფოსფატში (აპა-ციტიდინ ტრიფოსფატი) ფოსფორილირების შედეგად, რომელიც კონკურენტულად აინჰიბირებს დნმ-პოლიმერაზას. გარდა ამისა, არსებობს მონაცემები, რომ დნმ-ის სინთეზი ინჰიბირდება ციტარაბინის დნმ-ის რნმ-ში ინტეგრაციის ხარჯზე.
არსებობს ციტარაბინის მიმართ რეზისტენტობის განვითარების რამდენიმე მექანიზმი: მემბრანული ტრანსპორტის ინჰიბირება, ფოსფორილირებული ფერმენტების დეფიციტი., ინაქტივირებული ფერმენტების მომატებული აქტივობა, დნმ-პოლიმერაზის დაქვეითებული მსგავსება, და დეოქსი-ციტიდინ ტრიფოსფატის მომატებული ერთობლიობა. ციტოტოქსიკური მოქმედება მიიღწევა აპა-ციტიდინ ტრიფოსფატის მუდმივი მაღალი შიდაუჯრედული კონცენტრაციის შექმნისას.
ფარმაკოკინეტიკა
ინტრავენური შეყვანისას ციტარაბინი სწრაფად და თითქმის მთლიანად გარდაიქმნება არააქტიურ ურაცილ-მეტაბოლიტ აპა-Y-ად ღვიძლში და სხვა ქსოვილებში ციტიდინდეამინაზის მოქმედებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი საწყის ფაზაში შეადგენს 10 წუთს, ფინალურ ეტაპზე - დაახლოებით 1-3 საათს. ვინაიდან დეზამინაზის აქტივობა ცნს-ში არის მინიმალური, ციტარაბინის გამოყოფა თავ-ზურგ-ტვინის სითხეში მიმდინარეობს ნელა, და ამასთან მისი ნახევრაგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-11 საათს. ციტარაბინის უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის დროს ჩვეულებრივი დოზებით (100-200 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე), მიიღწევა 0.04-0.6 მკმოლ/ლ ტოლი კონცენტრაციები. კანქვეშა შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 20-60 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ხდება კონცენტრაციის ორფაზიანი დაქვეითება. ციტარაბინის უმნიშვნელო ნაწილი ექვემდებარება ფოსფორილირებას კინაზის ზემოქმდებით უჯრედშიდა დონეზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება აქტიური მეტაბოლიტი აპა-ციტიდინ ტრიფოსფატი. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 15%-ს. ციტარაბინი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. უწყვეტი ინფუზიის შემდეგ ცერებროსპინალურ სითხეში მიიღწევა კონცენტრაცია რომელიც პლაზმის კონცენტრაციის 10-40%-ის ტოლია. ჩვეულებრივი ან მაღალი დოზების შეყვანისას შეყვანილი დოზის მხოლოდ 4-10% გამოიყოფა თირკმელებით შეუცვლელი სახით. პირველ 24 საათში შეყვანილი პრეპარატის 71-96% ვლინდება შარდში აპა-Y ფორმით.
ჩვენებები
• მწვავე არალიმფობლასტური და/ან ლიმფობლასტური ლეიკოზი (რემისიის ინდუცირებისთვის, ასევე შემანარჩუნებელი თერაპიის სახით);
• ნეიროლეიკოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა (ენდოლუმბური შეყვანა როგორც მონოთერაპიის სახით, ისე სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარტებთან ერთად);
• არაჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობა;
• ბლასტური კრიზების მკურნალობა ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს; მაღალდოზიანი ციტარაბინული თერაპია:
• მკურნალობის მიმართ რეფრაქტერული არახოჯკინის ლიმფომები;
მკურნალობის მიმართ რეფრაქტერული მწვავე არალიმფობლასტური და/ან ლიმფობლასტური ლეიკოზი, ასევე არაკეთილსაიმედო პროგნოზის ვარიანტები;
• მწვავე ლეიკოზების რეციდივები;
• მეორადი ლეიკოზები წინაწარი ქიმოთერაპიის და/ან სხივური თერაპიის შემდეგ;
• მანიფესტური ლეიკოზი პრელეიკოზების ტრანსფორმაციის შემდეგ;
• მწვავე არალიმფობალსტური ლეიკოზი 60 წლამდე ასაკის პაციენტებში (რემისიის კონსოლიდაციისთვის).
• ბლასტური კრიზები ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს.
მიღების წესები და დოზები
გამოყენების სქემა და მეთოდი ვარირებს ქიმიოთერაპიის განსახვვებული რეჟიმების გამოყენებისას.
ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში საჭიროა სპეციალური ლიტერატურის გამოყენება. ციტოზარის შეყვანა შეიძლება ინტრავენურად უწყვეტად ან წვეთოვნად, კანქვეშ (ჩვეულებრივ გამოიყენება მხოლოდ იმ მკურნალობის განსახორციელებლად, რომელიც მიმართულია რემისიის შენარჩუნებისკენ) ასევე ენდოლუმბურად.
საშუალო სადღეღამისო დოზა – 100-200 მგ/მ2, ხანდაზმულებში ან სისხლის წარმოქმნის შემცირებული რეზერვის მქონე პირებში -50-70 მგ/მ2.
რემისიის ინდუქცია მწვავე ლეიკოზების დროს: სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში – 100 მგ/მ2 უწყვეტი ინტარვენური ინფუზიის სახით 7 დღის განმავლობაში ან 100 მგ/მ2 ინტრავენურად ყოველ 12 საათში ერთხელ 7 დღის განმავლობაში უწყვეტად. სულ ატარებენ 4-7 სამკურანლო კურსს. კურსებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 14 დღეზე ნაკლები.
მაღალდოზიანი თერაპია: მაღალი დოზებით მკურნალობა ცუდი პროგნოზის ლეიკოზების მკურანლობისას, ასევე რეფრაქტერული ლეკოზების და რეციდივების დროს, ხორციელდება 2-3 გ/მ2 სხეულის ზედაპირზე დოზის ციტოზარის გამოყენებით 2-6 დღის განმავლობაში მონოთერაპიის სახით ან სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარტებთან კომბინაციაში.
ენდოლუმბური თერაპია: მწვავე ლეიკოზის დროს ცოტოზარის დოზა შეადგენს 5-75 მგ/მ2. შეყვანის სიხშირე შეიძლება მერყეობდეს დღეში ერთხელ 4 დღის განმავლობაში 4 დღეში ერთხელ შეყვანამდე. მეტნაკლებად ხშირად ციტარაბინს ნიშნავენ 30 მგ/მ2 სხეულის ზედპაირზე დოზით ყოველ 4 დღეში ერთხელ მაჩვენებლების ნომალიზაციამდე, რის შემდეგაც საჭიროა კიდევ ერთი დამატებითი შეყვანა. თუმცაღა დოზირება და შეყვანებს შორის ინტერვალი დამოკიდებულია კლინიკურ სიტუაციაზე. ღვიძლის და თირკმლის უკმარისობისას არ არის აუცილებელი პრეპარატის დოზის დაწევა, თუ გამოიყენება ჩვეულებრივი დოზები. თუ ხორციელდება მაღალი დოზებით მკურნალობა, მაშინ დოზის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს გართულებების მაღალი რისკი ცნს-ის მხრივ.
ხსნარის მომზადება: ლიოფილიზატი იხსნება თანდართულ გამხსნელში, საინქეციო წყალში, 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან 5% დექსტროზის ხსნარში, როგორც კონსერვანტებით ისე მათ გარეშე. ციტარაბინის კონცენტარცია არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ/მლ.
ენდოლუმბალური გამოყენების და მაღალდოზიანი თერაპიის გამხსნელი არ უნდა შეიცავდეს კონსერვანტებს (ბენზილის სპირტი), ასეთ შემთხვევაში ჩვეულბრივ იყენებენ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარს. არ შეიძლება თანდართული გამხსნელის გამოყენება ენდოლუმბალური შეყვანისთვის (შეიცავს ბენზილის სპირტს).
პრეპარატის გახსნისას გამხსნელში, რომელიც შეიცავს კონსერვანტს, ხსნარი ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 48 საათის განმავლობაში. გამხსნელში გახსნის შემდეგ რომელიც არ შეიცავს კონსერვანტს, ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას რაც შეიძლება სწრაფად.
შენიშვნა: გამხსნელის ამპულის ყელი წინასწარ არის მონიშნული შევიწროვების ადგილას. ამპულის სწორად ორიენტირებაში გვეხმარება მის თავზე ფერადი წერტილი. აიღეთ ამპულა ხელში და მიატრიალეთ წერტილით თქვენსკენ, დიდი თითით წერტილზე დაჭერისას ამპულა ადვილად იხსნება.
გვერდითი მოვლენები
ციტარაბინით გამოწვეული გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია დოზირებაზე, შეყვანის მეთოდზე და თერაპიის ხანგრძლივობაზე.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია, მეგალობლასტოზი, რეტიკულოციტოპენია. ლეიკოიცტების რიცხვის შემცირებას აქვს ორფაზიანი ხასიათი, ამასთან პირველი მაქსიმალური შემცირება მიიღწევა მე-7-9 დღეს. შემდეგ მოდის ხანმოკლე აღმასვლა რომლის მაქსიმუმი აღინიშნება მე-12 დღეს. მეორე და უფრო ძლიერი დაქვეითებისას ლეიკოციტების მინიმალური რაოდენობა აღინიშნება მე-15-24 დღეს. შემდეგი 10 დღის განმავლობაში ლეიკოციტების რაოდენობა სწრაფად იზრდება. თრომბოციტების რაოდენობის შემცირება შეინიშნება მე-5 დღეს, მინიმუმი დგება მე-12-15 დღეებში. შემდეგი 10 დღის განამვლობაში აღინიშნება თრომბოციტების რაოდენობის სწრაფი ზრდა საწყის დონემდე, ამ რეაქციების სიმძიმის ხარისხი დამოკიდებულია დოზაზე და შეყვანის სქემაზე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა, ღებინება, უმადობა, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება და წყლულები (პირის ღრუს და სწორი ნაწლავის, იშვიათად-საყლაპავი მილის). გულისრევა და ღებინება მეტნაკლებად ხშირად ჩნდება სწრაფი ინტრავენური შეყვანისას. მაღალი დოზების (2-3 გ/მ2) გამოყენებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაწყლულებას შეიძლება ჰქონდეს მძიმე ხასიათი, შესაძლებელია ნეკროზული კოლიტის განვითარება, წვრილი ნაწლავის ნეკროზი, ნაწლავის კისტოზური პნევმატოზი, რომელიც იწვევს პერიტონიტს.
ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის მხრივ:
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, მაღალდოზიანი თერაპიის დროს –ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ჰიპერბილირუბინემიით, სეფსისი და ღვიძლის აბსცესი.
ასევე აღწერილია პანკრეატიტის ერთეული შემთხვევები ციტარაბინის მაღალი დოზების კომბინაციისას სხვა პრეპარატებთან.
ნერვული სისტემის მხრივ: ნევრიტი, ნეიროტოქსიურობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,. დარღვევები ცნს-ს მხრივ უმთავრესად აღინიშნება მაღალი დოზებით მკურნალობისას, ამასთან უპირატესად ვლინდება თავის ტვინის და ნათხემის ფუნქციის დაღვევა (ნისტაგმი, დიზართრია, ატაქსია, ცნობიერების დარღვევა), მათ შორის პიროვნულობის შეცვლა, ძილიანობა, კომა. დარღვევები ცნს-ს მხრივ ჩვეულბრივ ატარებს შექცევად ხასიათს.
ასევე აღწერილია პერიფერიული მოტორული და სენსორული ნეიროპათიის და მოგვიანებითი პროგრესირებადი აღმავალი დამბლის ცალკეული შემთხევები. ცალკეულ შემთხვევებში ენდოლუმბალური შეყვანისას აღინიშნა გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა და ცხელება. ეს ჩივილები შეიძლება განპირობებული იყოს ლუმბალური პუნქციით. ასევე შეიძლება გამოვლინდეს კუმულაციური ნეიროტოქსიკურობა, განსაკუთრებით პრეპარატის შეყვანისას მცირე ინტერვალებით. აღინიშნა მანეკროზირებელი ლეიკოენცეფალოპათიის ცალკეული შემთხვევები, ასევე პარაპლეგიები და სიბრმავე ციტარაბინის ენდოლუმბალური შეყვანის შემდეგ.
გრძნობათა ორგანოების მხრივ:
კონიუნქტივიტი (ფოტოფობია, თვალის წვა, გამოხატული ცრემლდება), კერატიტი. მაღალი დოზებით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს შექცევადი წყლულოვანი კერატიტი და ჰემორაგიული კონიუნქტივიტი.
გულ-სისიხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მხრივ:
კარდიომიოპათია (მათ შორის ფატალური, ციტარაბინის მაღალი დოზების გამოყენებისას ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში), პერიკარდიტი, ყელის ტკივილი, ქოშინი, პნევმონია, დიფუზური ინეტრსტიციალური პნევმონიტი (საშუალო დოზა - 1 გ/მ2) პროგრესირებადი რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, რომელიც იწვევდა ფილტვების შეშუპებას და კარდიომეგალიას შესაძლო სასიკვდილო გამოსავლით (ციტარაბინის მაღალი დოზები).
თირკმელების და შარდ-სასქესო სისტემის მხრივ:
თირკმელების ფუნქციის დარღვევა, შარდის შეკავება, ჰიპერურიკემია ან ურატული ნეფროპათია.
კანის და კანის დანამატების მხრივ: ქავილი, გამონაყარი (ლაქოვან-პაპულოზური და ურტიკარია), კანზე პიგმენტური ლაქების წარმოქმნა, კანის დაწყლულება, ალოპეცია. არსებობს კანის მძიმე გამონაყარის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც იწვევს დესქვამაციას.
ადგილობრივი რეაქციები:
ინექციის ადგილას კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ანთება.
ინფექციური გართულებები
ნებისმეირი ლოკალიზაციის ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული და საპროფიტული ინფექციები (მათ შორის სეფსისი), რომლებიც ჩვეულებრივ ატარებს მსუბუქ და საშუალო ხასაითს, მაგრამ შეიძლება იყოს მძიმე ფორმებიც, და ხანდახან ფატალური (მათი განვითარება განპირობებულია იმუნიტეტის დაქვეითებით).
ციტორაბინული სინდრომი:
ცხელება, კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი, ხანდახან ტკივილი მკერდის არეში, ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი, კონიუნქტივიტი, უძლურება. ეს სიმტომები როგორც წესი ვლინდება პრეპარატის შეყვანიდან 6-12 საათის შემდეგ. დადგენილია, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდები ეფექტურია ამ სინდრომის სამკურნალოდ ან მისი განვითარების პრევენციისთვის.
სხვა: ცხელება, თრომბოფლებიტი, ალერგიული რეაციები (მათ შორის ანაფიალქსია, ჭინჭრის ციება, შეშუპება).
სხვა მწარმეობელების ციტარაბინის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ანტიდიურეტიკული ჰორმონის არაადექვატური გამომუშავების განვითარების სინდრომის ცალკეული შემთხვევები, რაბდომიოლიზი, ღვიძლის ვენების თრომბოზი (ბადა-კიარის სინდრომი), სისხლდენა, მხედველობის დარღვევა, ტრანზიტორული არითმია, (ციტოზარის გამოყენებისას ზემოთ აღნიშნული შემთხვევები არ არის აღწერილი).
უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა ციტარაბინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ
• ორსულობა და ლაქტაცია
განსაკუთრებული მითითებები
თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა (ნეიროტოქსიუორბის განვითარების მომატებულ რისკთან დაკავშირებით, განსაკუთერბით მაღალდოზიანი თერაპიის ჩატარებისას), სისხლის წამოქმნის პრეპარატით ინდუცირებული დათრგუნვა, ძვლის ტვინის ინფილტრაცია სიმსივნური უჯრედებით, ვირუსული, (მათ შორის ჩუტყვავილა, ჰერპეს ზოსტერი), სოკოვანი ან ბაქტრეიული წარმოშობის მწვავე ინფექციური დაავადებები (მწვავე გართულებების წარმოშობის და პროცესის გენერალიზაციის რისკი), დაავადებები, რომლის დროსაც არსებობს ჰიპერურიკემიის განვითარების მომატებული რისკი (პოდაგრა ან ურატული ნეფროლითიაზი).
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა იმ რეკომენდაციების დაცვა, რომლებიც შემუშავებულია ციტოსტატიკურებთან უსაფრთხო მოპყრობის წესის მიხედვით. ციტოზარის პრეპარატის გამოყენებით ინდუქციური და კონსოლიდაციური თერაპიის განხორციელება მწვავე ლეიკოზების დროს შეიძლება მხოლოდ სტაციონარულ პირობებში, გამოცდილი ონკოლოგების კონტროლით და რეგულარული დაკვირვების ქვეშ. აუცილებელია პერიფერიული სისიხლის სურათის რეგულარული კონტროლი (ყოველდღიურად ინდუქციური თერაპიის დროს), ასევე ძვლის ტვინის, ღვიძლის და თირკმელების, შრატში შარდმჟავს რეგულარული კონტროლი.
50 000-ზე ქვემოთ თრომბოციტების და 1000/მმ3-ზე ქვემოთ პოლიმორფნობირთვული გრანულოციტების დაწევისას საჭიროა მკურნალობის ან შეწყვეტა ან მოდიფიცირება. პერიფერიულ სისხლში ფორმიანი ელემენტების რაოდენობა შეიძლება დაეცეს პრეპარატის მოხსნის შემდეგაც 12-24 დღის შემდეგ შეიძლება მაიღწიოს მინიმალურ დონეს. ჩვენების დროს შეიძლება თერაპიის განახლება სისხლის წარმოქნის აღდგენის მკვეთრი ნიშნების გამოვლენისთანავე ძვლის ტვინის გამოკველევის შედეგების მიხედვით.
მაღალდოზიანი მკურნალობის განხორციელებისას არ შეიძლება გამხსნელის სახით გამოყენებული იქნას ხნსარები რომლებიც შეიცავენ ბენზილის სპირტს (ბენზილის სპირტი შედის თანდარრი სინდრომი შეიძლება დაკავშირებული იყოს ბენზილის სპირტის არსებობასთან. ენდოლუმბალური შეყვანის გამხსნელი მაღალდოზიანი მკურნალობისას არ უნდა შეიცავდეს კონსერვანტებს (ბენზილის სპირტსი) ჩვეულბრივ იყენებნ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარს.
მაღალი დოზებით მკურნალობის განხორციელებისას საჭიროა ცნს და ფილტვების ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
მაღალდოზიანი მკურნალობის განხორციელებისას და ღვიძლის და თირკმელების უკამრისობისას შეიძლება გაიზარდის ცნს-ს მხრიდან ტოქსიური მოვლენების ალბათობა. ღვიძლსისდა თირკმლის დარღვეული ფუნქციის დროს პრეპარატი ინიშნება სიფრთხილოთ და შესაძლებელია შემცირებული დოზით.
პაციენტები რომლებიც იღებენ ციტოზარის მაღალ დოზებს, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ ნეიროპათიის განვითარების რისკის გამო, ვინაიდან შეუქცევადი ნევროლოგიური დარღვევების თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ან თერაპიის რეჟიმის შეცვლა. ცნს-ზე ტოქსიკური ზეგავლენის გამოვლენისას საჭიროა რისკების სპეციალუირ შეფასების განხორციელება. ასეთივე ღონისძიებების გატარებაა საჭირო ალერგიის პირველივე სიმპტომების გამოვლენისას.
ისევე როგორც სისმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებმა, ციტოზარმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერურიკემიის განვითარება სიმსივნური უჯრედების სწრაფი დაშლის აგმო. რეკომენდირებულაი ჰიპერურიკემიის პროფილაქტიკის განხორვციელება იმ პაცეინტებში, რომლებშიც წარმოდგენილია ბლასტური უჯრედების დიდი რაოდენობა ან ფართო სიმსივნური მასები (მაგალითად არხოჯკინური ლიმფომის დროს).
იმ პაციენტების ვაქცინაცია, რომლებიც იმყოფებიან ციტოზარის თერაპიის ქვეშ, უნდა განხორციელდეს დიდი სიფრთხილოთ, ჰემატოლოგიუირ სტატუსის შეფასებით და იმ ექიმის თანხმობით, რომნელიც ახორციელებს ციტარაბინით მკურნალობას. იმუნოსუპრესიულ თერაპიას და ვაქცინაცაის შორის ინტერვალი დამოკიდებულია იმუნოსუპრესანტის სახეობაზე, ძირითად დაავადებაზე და სხვა ფაქტორებზე და მერყეობს 3 თვიდან 1 წლამდე.
ციტარაბინი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზით. ამიტომ, პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე, არ შეიძლება ციტოზარის შეყვანა უშუალოდ დიალიზის დაწყებამდე ან მისი განხორციელების დროს.
ქალებმა და მამაკაცებმა მკურნალობსი დროს და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები.
არ შეიძლება პრეპარატის კონტაქტი კანთან და ლორწვან გარსებთან, განსაკუთრებით საფრთხილოა თვალთან კონატაქტი.
არ არსებობს მონაცემები ციტოზარის პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის და სხვა მექანზიმების მართავზე, თუმცა, რამდენადაც მკურნალობის ჩატარებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს გულისრევას და ღებინებას, ეს შეიძლება ირიბად აისახოს ამ მექანიზმების მართავზე. ამიტომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის გამოყენებისას ზემოთ აღნიშნულ სიტუაციებში.
ჭარბი დოზირება
დოზის ქრონიკულმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ტვინის მძიმე დათრგუნვა, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს მასიური სისხლდენა, სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების განვითარება, ასევე ნეიროტოქსიკური მოქმედების გამოვლენა. ვინაიდან არ არსებობს ციტარაბინის სპეციფიკური ანტიდოტი, პრეპარატის ყოველი შეყვანა უნდა განხორცეილდეს დიდი სიფრთხილით. დოზის გადაჭარბებისას საჭიროა დამხმარე ღონისძიებების განხორციელება (ჰემოტრანსფუზია, ანტიბიოტიკოთერაპია). დოზის მწვავე გადაჭარბებისას რომელიც ხდება ენდოლუმბალური შეყვანისას საჭიროა განმეორებითი ლუმბალური პუნქციის განხორციელება თავ-ზურგ-ტვინის სითხის სწრაფი დრენაჟის უზრუნველსააყოფად, შესაძლებელია ვენტრიკულო-ლუმბალური პერფუზიითYნეიროქირურგიული ჩარევა.
ციტარაბინის გამოდევნა შესაძლებელია ჰემოდიალიზით. თუმცაღა ჰემოდიალიზის ეფეფტურობის შესახებ ინფორმაცია ციტარბინით დოზის გადაჭარბებისას არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ შეიძლება ერთ შპრიცში ან წვეთოვანში მისი არევა სხვა პრეპარატებთან: ფარმაცევტულად შეუთავსებადია ჰეპარინთან, ინსულინთან, მეტოტრექსატთან, 5-ფთორურაცილთან, ოქსაცილინთან, ბენზილპენიცილინთან, მეთილ-პრედნიზოლონთან. სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა მიელოსუპრესულ პრეპარატებთან ერთად გამოყენება ან თანმხლები სხივური თერაპია აძლიერებს ამ პრეპარატების როგორც ციტოტოქსიურობას ასევე იმუნოდეპრესიულ აქტივობას.
ციტარაბინის მონაწილებით პოლიქიომიოთერაპიის გამოყენებისას აღინიშნა დიგოქსინის წონასწორული პლაზმური კონცენტრაციის შექცევადი დაქვეითება (შეწოვის შემცირების ხარჯზე –შეწოვის დარღვევა ნაწლავის ლორწოვანზე ტოქსიკური ზემოქმედების გამო), ასევე გლიკოზიდის თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირება. ასეთი ავდმყოფებისთვის ალტერნატივას წარმოადგენს დიგიტოქსინის გამოყენება, რომლის წონასწორული პლაზმური კონცენტრაცია არ იცვლება.
In vitro ჩატარებულმა კვლევებმა გენტამიცინის და ციტარაბინის ურთიერთქმედების შესახებ გამოავლინეს ანტაგონიზმის არსებობა, რომლის შედეგადაც შესაძლებელია K. Pneumoniae შტამების მგრძნობელობების დაქვეითება გენტამიცინის მიმართ. შესაძლებელია ფტორციტოზინის ეფექტურობის დაქვეითება მათი ერთდროულად გამოყენებისას.
იმუნოდეპრესანტები (აზატიპრინი, ქლორამბუცილი, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ციკლოფოსფამიდი, ციკლოსპორინი, მერკაპტოპურინი, ტაკროლიმუსი) ზრდიან ზრდიან ინფექციური გართუერლბების განვითარების რისკს.
დახოცილი ვიირუსული ვაქცინები –ციტარაბინით დაცვის ნორმალური მექანიზმების დათრგუნვის შედეგად შესაძლებელია წარმოიქმნას ანტისხეულები.
ცოცხალი ვირურული ვაქცინები - ციტარაბინით დაცვის ნორმალური მექანიზმების დათრგუნვის შედეგად შესაძლებელია ვირუსის რეპლიკაციის პოტენცირება, გვერდითი ეფექტების გაძლიერება, ანტისხეულების წარმოქმნის შემცირება.
შენახვის პირობები და ვადები
არა უმეტეს 25°C. Bბ სია.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 5 წელი
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით