ნებიკორი 5მგ #30ტ
გააზიარე:
ნებიკორი 5მგ
Nebicor
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ნებივოლოლი (nebivolol) 5 მგ, ნებივოლოლის ჰიდროქლორიდის სახით (nebivolol hydrochloride) 5,45 მგ.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი (ტიპი A), პოლოქსამერი 188, პოვიდონი K-30, მიკროკრისტალური ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.
გამოყენება
ნებიკორი მიეკუთვნება ბეტა-ბლოკერების ჯგუფს და გამოიყენება მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. ნებიკორი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას გულის სტაბილური მსუბუქი და ზომიერი ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ, გარდა ძირითადი მკურნალობისა 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
გულის უკმარისობა გულის დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს მსუბუქ დაღლილობას, ქოშინს, ტერფების შეშუპებას და ა.შ.
უკუჩვენებები
ნებიკორის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
• ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ან პროდუქტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
• ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადების არსებობა:
– დაბალი არტერიული წნევა, კიდურებში სისხლის მიწოდების დარღვევა, დაბალი გულისცემა (წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) ან გულის სხვა დარღვევები;
– ბოლო დროს გამოვლინილი ან გაუარესებული გულის უკმარისობა, ან ინტრავენური პრეპარატებით მკურნალობა გულის ფუნქციის გასაუმჯობესებლად;
– ასთმა ან სუნთქვის გაძნელება (მოცემულ მომენტში ან წარსულში);
– თირკმელზედა ჯირკვლის ზოგიერთი სიმსივნე;
– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
– მეტაბოლური ცვლის დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი), მაგ. დიაბეტური კეტოაციდოზი;
– ფლოკაფენინის ან სულტოპრიდის შემცველი მედიკამენტების გამოყენება.
გაფრთხილება
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ნებიკორის გამოყენება შემდეგ მდგომარეობებში:
• ხიხინი ან სხვა მსგავსი სუნთქვის პრობლემები, ასევე ალერგია მწერების ნაკბენზე, საკვებზე ან სხვა ნივთიერებებზე. ამ შემთხვევაში, არ უნდა გამოიყენოთ ეს სამკურნალო პროდუქტი ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ნებიკორს შეუძლია გაზარდოს მგრძნობელობა ალერგენების მიმართ.
• თუ გაწუხებთ ან ადრე გქონდათ ფსორიაზი (კანის გამონაყარის სახეობა). ნებიკორს შეუძლია ფსორიაზი გააუარესოს
• დიაბეტი. ნებიკორი არ ახდენს გავლენას სისხლში შაქრის დონეზე, მაგრამ მას შეუძლია შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი დონის ზოგიერთი სიმპტომი (მაგ. კანკალი და სწრაფი გულისცემა);
• ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია. ამ შემთხვევაში ნებიკორს შეუძლია შენიღბოს სწრაფი გულისცემის სიმპტომები;
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ, ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
თირკმელების პრობლემებისას, ნებიკორი შესაძლოა არ იყოს შესაფერისი გულის უკმარისობის სამკურნალოდ და ეს პრობლემა განიხილება ექიმთან.
თუ ამ პროდუქტით მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ გულის პულსი ნელდება (გული იწყებს ცემას უფრო ნელა), აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ექიმმა დანიშნოს უფრო დაბალი დოზა ან გირჩიოთ ამ პრეპარატის მიღების თანდათანობით შეწყვეტა.
თუ აპირებთ ოპერაციის ჩატარებას ზოგადი ანესთეზიის ან სტომატოლოგიურ ჩარევას, აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს ნებიკორით მკურნალობის შესახებ.
ნებიკორით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მოულოდნელად.
თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმეში ან გაქვთ დამატებითი კითხვები მკურნალობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები და მოზარდები
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ბავშვებში და მოზარდებში ნებივოლოლის გამოყენების შესახებ, ამ პრეპარატის გამოყენება მათში არ არის რეკომენდებული.
სხვა მედიკამენტები და ნებიკორი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ამ სამკურნალო პროდუქტს შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნებიკორის ეფექტზე.
ყოველთვის აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ნებიკორთან ერთად იღებთ ან იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
• გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის და სისხლძარღვების დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა კალციუმის ანტაგონისტები (მაგ. ვერაპამილი, დილთიაზემი, ნიფედიპინი და ა.შ.), ანტიარითმული საშუალებები (ქინიდინი და ამიოდარონი) და სიმპათომიმეტიკები. ინტრავენურად ვერაპამილი არ უნდა შეიყვანოთ ნებიკორით მკურნალობის დროს;
• ანტიფსიქოზური საშუალებები (წამლები შფოთვის სამკურნალოდ, მაგ. ბარბიტურატები, ფენოთიაზინები) და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
• ანესთეტიკები - ყოველთვის აცნობეთ ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ ნებიკორს;
• კუჭის მჟავიანობის შესამცირებელი პრეპარატები (მაგ. ციმეტიდინი) - ნებიკორი უნდა მიიღოთ ჭამის დროს, ხოლო ანტაციდი ცალკე კვებებს შორის;
• ანტიჰისტამინური საშუალებები (სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობის სამკურნალოდ);
• სხვა ბეტა-ბლოკერები, რომლებიც გამოიყენება, მაგალითად, თვალის წვეთების სახით;
• კლონიდინი. თუ იღებთ კლონიდინს და ნებიკორს ერთდროულად, არ უნდა შეწყვიტოთ კლონიდინის მიღება, სანამ ექიმი არ გეტყვით ამას. თუ გჭირდებათ კლონიდინის ან ნებიკორის მიღების შეწყვეტა, ექიმი მოგცემთ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს.
ნებიკორი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ნებიკორი 5 მგ ტაბლეტებით მკურნალობისას, არ არსებობს მონაცემები სპეციალური კვების რეჟიმის აუცილებლობის ან გარკვეული სახის საკვებისა და სასმელების შეზღუდვის შესახებ.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნებიკორი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექიმმა დაადგინა, მისი გამოყენების აბსოლუტური აუცილებლობა.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე კვლევები არ ჩატარებულა. ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან კრუნჩხვა არტერიული წნევის დაქვეითების გამო.
ნებიკორი შეიცავს ლაქტოზას
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. თუ იცით, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს.
მიღების წესი
დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
ნებიკორი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მკურნალობა
ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი (5 მგ) დღეში, სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ჭამის დროს.
ანტიჰიპერტენზიული (არტერიული წნევის დაქვეითება) ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში ოპტიმალური ეფექტის მიღწევას სჭირდება 4 კვირა.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 2,5 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 5 მგ-მდე.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ღვიძლის უკმარისობის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მონაცემები შეზღუდულია. ამიტომ ამ პაციენტებში სამკურნალო პროდუქტის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული პაციენტები: რეკომენდებული საწყისი დოზა 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის არის 2,5 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 5მგ-მდე. თუმცა, 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში შეზღუდული გამოცდილების გამო, ეს სამკურნალო პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.
ბავშვები და მოზარდები: ბავშვებში და მოზარდებში კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ პროდუქტის გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში არ არის რეკომენდებული.
გულის ქრონიკული უკმარისობა
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზის თანდათანობითი გაზრდით, სანამ არ მიიღწევა ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზა თითოეული პაციენტისთვის.
დოზის ტიტრაცია (გაზრდის) უნდა მოხდეს 1-2 კვირის ინტერვალით, პაციენტის ინდივიდუალური ტოლერანტობიდან გამომდინარე, შემდეგნაირად: ნებივოლოლის საწყისი დოზა 1,25 მგ უნდა გაიზარდოს 2,5 მგ ნებივოლოლამდე დღეში ერთხელ, შემდეგ 5 მგ-მდე დღეში ერთხელ და ბოლოს - 10 მგ-მდე დღეში ერთხელ. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ.
გულის სტაბილური უკმარისობის ნებივოლოლით მკურნალობა ჩვეულებრივ გახანგრძლივებულია.
მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის შემთხვევაში დოზა თანდათან უნდა შემცირდეს (განახევრდება ყოველ კვირას).
ბავშვები და მოზარდები: ბავშვებში და მოზარდებში კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ პროდუქტის გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში არ არის რეკომენდებული.
თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმეში ან გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ სამკურნალო პროდუქტით მკურნალობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას (მიდით უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში). ეს ასევე ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც თავს კარგად გრძნობთ და არ გაქვთ დოზის გადაჭარბების ნიშნები. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
დოზის გამოტოვება
გამოტოვებული დოზა მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ დაუბრუნდით ჩვეულ მკურნალობის რეჟიმს. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
მკურნალობის შეწყვეტა
ნებიკორით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მოულოდნელად. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას, ასევე მისი შეწყვეტის მეთოდს.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ნებიკორმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მაღალი წნევის სამკურნალოდ პროდუქტის გამოყენებისას გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ხშირი (აღინიშნა 10-დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ ადამიანში).
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- "ჩხვლეტა";
- სუნთქვის გაძნელება;
- ყაბზობა;
- გულისრევა;
- დიარეა;
- დაღლილობა;
- ხელებისა და ფეხების შეშუპება;
არახშირი (აღენიშნა 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს):
- ღამის კოშმარები;
- დეპრესია;
- მხედველობის დაქვეითება;
- გულისცემის შენელება ან გულის სხვა დარღვევები (იმპულსების ნელი გამტარობა გულში);
- დაბალი წნევა;
- ბრონქოსპაზმი (ბრონქების შეკუმშვა);
- საჭმლის მონელების დარღვევა;
- მუცლის ღრუში აირების გაზრდილი წარმოქმნა და დაგროვება;
- ღებინება;
- კანის გამონაყარი და ქავილი;
- იმპოტენცია.
ძალიან იშვიათი (აღენიშნა 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):
- არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა (ჰიპოტენზია);
- ფსორიაზის გაუარესება.
გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ პროდუქტის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- შენელებული გულისცემა;
- თავბრუსხვევა;
- გულის უკმარისობის გაუარესება;
- დაბალი არტერიული წნევა (თავბრუსხვევა მოულოდნელად ადგომისას);
- პრეპარატის აუტანლობა;
- არარეგულარული გულის რიტმი;
- შეშუპება (ძირითადად ქვედა კიდურების მიდამოში).
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რაიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. მათ შორის ყველა შესაძლო გვერდით მოვლენის შესახებ, რომელიც ზემოთ არ არის აღწერილი. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ:
მედიკამენტების აღმასრულებელ სააგენტოს
„დამიან გრუევის“ ქუჩა № 8
ტელეფონი: +35928903417
ვებ-გვერდი: www.bda.bg
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
შენახვის წესი
შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ნებიკორი, თუ შეამჩნევთ, რომ შეფუთვის მთლიანობა დარღვეულია და/ან ტაბლეტების გარეგნობა განსხვავდება ამ ინსტრუქციაში აღწერილისგან.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ არასასურველი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
აღწერა
თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები ორი გამყოფი ზოლით (ჯვარედინად) ცალ მხარეს.
გამყოფი ზოლები საშუალებას იძლევა ტაბლეტი დაიყოს თანაბარ მეოთხედებად.
შეფუთვა
10 ტაბლეტი PVC/AI ბლისტერში
3 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
15 ტაბლეტი PVC/AI ბლისტერში
2 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
შპს ადიფარმ
სიმეონოვსკო შოსეს ბულვარი № 130
1700 სოფია, ბულგარეთი.