ვიტ C 1000მგ#20ტ შუშ(ვიტაპრიმი
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
წყალში ხსნადი ვიტამინები და მათი ანალოგები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ასკორბინის მჟავა (ვიტ.C)
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 49370
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
გამოყენების ინსტრუქცია
ვიტაპრიმი C
(VITAPRIM C)
ვიტაპრიმი C
(VITAPRIM C)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ასკორბინის მჟავა;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან მოთეთრო-მოვარდისფრო ბრტყელი ზედაპირის მქონე მრგვალი ფორმის შუშხუნა ტაბლეტები ყვითელი ან ვარდისფერი ჩანართებით, ნაზოლით;
შემადგენლობა:
1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს: ასკორბინის მჟავას _ 1000 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, სორბიტოლი, სიმინდის სახამებელი, ასპარტამი, ლიმონის არომატიზატორი, საღებავი ნატრიუმის რიბოფლავინის ფოსფატი (E 101 იი).
გამოშვების ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინური პრეპარატი.
ათქ-კოდი: A11GA01.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვიტაპრიმი C წარმოადგენს მეტაბოლური მოქმედების ვიტამინურ პრეპარატს. ასკორბინის მჟავა არ წარმოიქმნება ორგანიზმში და ხვდება მასში მხოლოდ საკვებთან ერთად. მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლოვანი ცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის რეგულირებაში, ჰემოგლობინის, სტეროიდული ჰორმონების, პროკოლაგენის და კოლაგენის სინთეზში, უზრუნველყოფს კაპილარების ნორმალურ განვლადობას (თრგუნავს ჰიალურონიდაზას), ხელს უწყობს რკინის ათვისებას. პრეპარატი არეგულირებს იმუნოლოგიურ რეაქციებს, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, გააჩნია ანტიაგრეგანტული და გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (უპირატესად წვრილ ნაწლავში). პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 25%-ს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ყაბზობა ან დიარეა, ჭიებით ინვაზია, ლამბლიოზი), ახლად მომზადებული ხილის და ბოსტნეულის წვენების, ტუტე სასმელის გამოყენება ამცირებს ნაწლავში ასკორბინის მჟავას შეწოვას. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 4 სთ-ის შემდეგ. ადვილად აღწევს ლეიკოციტებში და თრომბოციტებში, შემდეგ – ყველა ქსოვილში. განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ჯირკვლოვან ორგანოებში, ლეიკოციტებში, ღვიძლში და თვალის ბროლში. გადის პლაცენტარულ ბარიერს. მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში დეზოქსიასკორბინის მჟავად, შემდგომ – მჟაუნძმარმჟავად და დიკეტოგულონის მჟავად. გამოიყოფა თირკმლებით, ნაწლავებით, ოფლით, დედის რძით შეუცვლელი ასკორბატის და მეტაბოლიტების სახით. Mმაღალი დოზით მიღებისას გამოყოფის სიჩქარე მკვეთრად იზრდება. თამბაქოსა და ალკოჰოლის გამოყენება მკვეთრად აჩქარებს ასკორბინის მჟავას დაშლას და აქვეითებს მის მარაგს ორგანიზმში. გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს.
ჩვენება:
ვიტამინი C-ს დეფიციტი, ინტენსიური ზრდის პერიოდი, არაბალანსირებული კვება, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, მძიმე დაავადებების შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი, ასთენიური მდგომარეობები, რესპირატორული ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
1 ტაბლეტი იხსნება 1/2 ჭიქა წყალში. მიიღება პერორალურად ერთხელ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის მხრივ: მაღალი დოზით ხანგრძლივი მიღებისას – თავის ტკივილი, მომატებული აგზნებადობა, უძილობა;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, მაღალი დოზით ხანგრძლივი მიღებისას – გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ულცერაცია;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: კაპილარების განვლადობის დაქვეითება და ქსოვილების ტროფიკის დარღვევა, თრომბოზი, მაღალი დოზით ხანგრძლივი მიღებისას – არტერიული წნევის მატება, მიკროანგიოპათიების და მიოკარდიოდისტროფიის განვითარება;
ენდოკრინული სისტემის მხრივ: პანკრეასის ინსულარული აპარატის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია);
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: ზომიერი პოლაკიურია, მაღალი დოზით ხანგრძლივი მიღებისას – ჰიპეროქსალურია და ნეფროლითიაზი (ოქსალატური კენჭები), თირკმლის გლომერულური აპარატის დაზიანება;
ალერგიული რეაქციები: კანის ჰიპერემია და გამონაყარი;
ლაბორატორიული მონაცემების მხრივ: თრომბოციტოზი, ჰიპერპროთრომბინემია, ერითროპენია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ჰიპოკალიემია, გლუკოზურია;
სხვა გამოვლინებები: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ცხელების შეგრძნება, მაღალი დოზით ხანგრძლივი მიღებისას – ნატრიუმის და სითხის შეკავება, თუთიის და სპილენძის ცვლის დარღვევა.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. არ ინიშნება მაღალი დოზებით შაქრიანი დიაბეტის, შარდ-კენჭოვანი დაავადების, ჰიპერკოაგულაციის, თრომბოფლებიტის, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს. სიფრთხილით ინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს: ჰიპეროქსალატურია, თირკმლის უკმარისობა, ჰემოქრომატოზი, თალასემია, პოლიციტემია, ლეიკემია, სიდერობლასტური ანემია, ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ასკორბინის მჟავა ზრდის ბენზილპენიცილინის და ტეტრაციკლინების კონცენტრაციას სისხლში; დოზით 1 გ დღეში ზრდის ეთინილესტრადიოლის (მათ შორის პერორალური კონტრაცეპტივების შემადგენლობაში შემავალის) ბიოშეღწევადობას. აუმჯობესებს ნაწლავში რკინის პრეპარატების შეწოვას (სამვალენტიანი რკინა გადაყავს ორვალენტიანში). აქვეითებს ჰეპარინის და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას. აცეტილსალიცილის მჟავას, პერორალური კონტრაცეპტივების, ახლად მომზადებული წვენების, ტუტე სასმელის მიღება აქვეითებს ასკორბინის მჟავას შეწოვას და ათვისებას. აცეტილსალიცილის მჟავა დაახლოებით 30%-ით აქვეითებს ასკორბინის მჟავას აბსორბციას. ხანმოკლე მოქმედების სულფანილამიდებით და სალიცილატებით მკურნალობის დროს ასკორბინის მჟავა ზრდის კრისტალურიის რისკს, ანელებს მჟავების გამოყოფას თირკმლების მიერ, ზრდის ტუტე რეაქციის მქონე სამკურნალო საშუალებების (მათ შორის ალკალოიდების) გამოყოფას, აქვეითებს პერორალური კონტრაცეპტივების კონცენტრაციას სისხლში. ზრდის ეთანოლის საერთო კლირენსს, რომელიც თავის მხრივ, აქვეითებს ასკორბინის მჟავას კონცენტრაციას ორგანიზმში. ქინოლონები, კალციუმის ქლორიდის, სალიცილატების, გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება აქვეითებს ასკორბინის მჟავას მარაგს ორგანიზმში. ერთდროული გამოყენების შემთხვევაში აქვეითებს იზოპრენალინის ქრონოტროპულ მოქმედებას. ხანგრძლივად ან მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლოა ხელი შეუშალოს დისულფირამის და ეთანოლის ურთიერთქმედებას. მაღალი დოზები ზრდის თირკმლებით მექსილეტინის გამოყოფას. ბარბიტურატები და პრიმიდონი ზრდის ასკორბინის მჟავას გამოყოფას შარდთან ერთად. ასკორბინის მჟავა აქვეითებს ნეიროლეპტიური საშუალებების – ფენოთიაზინის წარმოებულების თერაპიულ ეფექტს, ამფეტამინის და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მილაკოვან რეაბსორბციას.
ჭარბი დოზირება:
დიარეა, გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, მეტეორიზმი, სპასტიკური ხასიათის აბდომინალური ტკივილი, გახშირებული შარდვა, ნეფროლითიაზი, უძილობა, მომატებული აგზნებადობა, ჰიპოგლიკემია. მკურნალობა: სიმპტომური, ფორსირებული დიურეზი.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის დანიშვნის მიზანშეწონილობა უნდა გადაწყდეს ექიმის მიერ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.
განსაკუთრებული მითითებები:
ასკორბინის მჟავას კორტიკოსტეროიდული ჰორმონების სინთეზზე მასტიმულირებელი მოქმედების გამო საჭიროა დაკვირვება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციასა და არტერიული წნევის მაჩვენებლებზე. მაღალი დოზით ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა გამოიწვიოს პანკრეასის ინსულარული აპარატის დათრგუნვა, ამიტომ მკურნალობის პროცესში საჭიროა მისი მუდმივი კონტროლი. ორგანიზმში რკინის მაღალი შემცველობისას ასკორბინის მჟავა მიიღება მინიმალური დოზებით. სწრაფად პროლიფერირებადი და ინტენსიურად მეტასტაზირებადი სიმსივნეების Dდროს ასკორბინის მჟავას მიღებამ შესაძლოა გააღრმაოს პროცესის მიმდინარეობა. ასკორბინის მჟავამ, როგორც აღმდგენმა, შესაძლოა შეცვალოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის შედეგები (გლუკოზის და ბილირუბინის შემცველობა სისხლში და შარდში, ღვიძლის ტრანსამინაზების და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობა).
ვიტაპრიმი ჩ შეიცავს ასპარტამს და სორბიტოლს, შესაბამისად, პრეპარატი არ ინიშნება ფენილალანინის და ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებში.
არ შეიცავს შაქარს, შესაბამისად, შესაძლოა პრეპარატის გამოყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
უმარილო ან მარილის დაბალი შემცველობის დიეტაზე მყოფ პაციენტებში გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 294.5 მგ ნატრიუმს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
შეფუთვა:
20 შუშხუნა ტაბლეტი ტუბში, თითო ტუბი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის
შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა :
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი).
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით