ცის კონტროლი #20კაფს
გააზიარე:
ცის-კონტროლი კაფს #20
შემადგენლობა
ყოველი 2 კაფსულა შეიცავს: შტოშის (Vaccinium macrocarpon) ექსტრაქტს – 267მგ, აქედან პროანტოციანიდინები – 36მგ; ჩვეულებრივი მანანას (Calluna vulgaris) მოყვავილე ბოლოს ექსტრაქტს – 250მგ; ვაშლის (Malus domestica) ბოჭკოს; წიწიბურას (Fagopyrum esculentum) ნაყოფის ფხვნილს.
ანტიაგლომერანტი: მაგნიუმის სტეარატი, ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები.
მოკლე აღწერა
ცის-კონტროლი ნატურალური საშუალებაა საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ და რეციდივების თავიდან ასაცილებლად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
საშარდე გზების ინფექციების გამომწვევს შემთხვევათა 80%-ში წარმოადგენს ბაქტერია E.coli, რომელიც შარდის ბუშტში ხვდება ნაწლავიდან. ანატომიური თავისებურების გამო დაინფიცირება ქალებში გაცილებით მარტივად ხდება, ვიდრე მამაკაცებში. E.coli-ს ზედაპირზე აქვს ბუსუსები, ე.წ. ფიმბრიები, რომლითაც იგი ემაგრება საშარდე გზების ლორწოვან გარსს, მრავლდება და იწვევს ანთებითი პროცესის განვითარებას. მრავალრიცხოვანი კვლევებით დადგენილია, რომ შტოშში აღმოჩენილი ნივთიერება – პროანთოციანიდინი უკავშირდება ბაქტერიის P-ფიმბრიებს, აბლოკირებს მათ და ხელს უშლის ბაქტერიის მიმაგრებას საშარდე გზების კედლებზე. ცის-კონტროლში შემავალი მეორე მცენარე – ჩვეულებრივი მანანა ხასიათდება გამოხატული შარდმდენი თვისებით და ხელს უწყობს ბაქტერიების ბუნებრივ გამოდევნას საშარდე გზებიდან. გარდა ამისა, ორივე მათგანი – შტოში და ჩვეულებრივი მანანა ხასიათდება გამოხატული ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რაც ხელს უწყობს უსიამოვნო სიმპტომების სწრაფ ალაგებას.
ჩვენებები
- საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი) როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ანტიბიოტიკებთან ერთად;
- საშარდე გზების ინფექციის პირველივე სიმპტომების დროს გამოყენება ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროების შესამცირებლად;
- ორსულებში საშარდე გზების ინფექციების განვითარების პრევენცია და მკურნალობა;
- საშარდე გზების ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკა;
- შარდის ბუშტის კათეტერიზაციასთან დაკავშირებული საშარდე გზების ინფექციის განვითარების პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებულია მოზრდილთათვის. 1 კაფსულა დილით და 1 კაფსულა საღამოს მოზრდილი ჭიქა წყლის მიყოლებით. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი დღის განმავლობაში, არანაკლებ 1,5 ლიტრისა.
განსაკუთრებული მითითებები
თუ იღებთ ვიტამინ K-ს ანტაგონისტების ჯგუფის ანტიკოაგულანტს, ცის-კონტროლის გამოყენების შესახებ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. შტოშის ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული შარდ-კენჭოვანი დაავადებისადმი მიდრეკილი პირებისთვის.
ცის-კონტროლის კაფსულები მცენარეული შემადგენლობისაა, არ შეიცავს ტიტანის დიოქსიდს და საღებავებს.
ორსულები და მეძუძურები
ცის-კონტროლი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
გამოშვების ფორმა
20 კაფსულა შეფუთვაში.
მწარმოებელი
არკოფარმა, საფრანგეთი.