რადიან B 5% 30გ გელი

რადიან B 5% 30გ გელი

8.85 ლარი 6.37 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ინგლისი
მწარმოებელი: თორნტონ და როსი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: იბუპროფენი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 48629
გააზიარე:

ანთების საწინააღმდეგო იბუპროფენის 5% გელი

რადიან B შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება არის 5% იბუპროფენი.
დამატებითი ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, იზოპროპილის სპირტი და გამოხდილი წყალი.

ჩვენება:
იბუპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს.
ისინი ხსნიან ტკივილს და ამცირებენ ანთებას.
რადიან B გამოიყენება ზურგის ტკივილის, რევმატიული და კუნთების ტკივილის ან მყესების
დაჭიმვის და სპორტული დაზიანებების დროს.

რადიან B არ გამოიყენება:
– თუ პაციენტი ალერგიულია იბუპროფენის ან რადიან B შემადგენლობაში შემავალი
ნებისმიერი ინგერდიენტის მიმართ.
– თუ პაციენტს აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია, მათ შორის ასთმა, ცხვირის ანთება
(რინიტი) ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია) გამოწვეული ასპირინის, იბუპროფენის ან სხვა
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით.
– თუ პაციენტს აქვს თირკმლის უკმარისობა.
დაუშვებელია რადიან B გამოყენება პლასტირებთან ან სხვა სახვევებთან ერთად.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები რადიან B გამოყენების დროს:
დაუშვებელია რადიან B მოხვედრა გაღიზიანებულ ან დაზიანებულს კანზე, თვალზე, ცხვირზე და მგრძნობიარე ადგილზე.

სხვა პრეპარატების მიღება:
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ პრეპარატს:
– ასპირინი;
– სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მსგავსი
ტკივილგამაყუჩებლები);
რადგან შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
დაუშვებელია რადიან B გამოყენება ორსულობის დროს. პრეპარატს შეუძლია ორსულობის და მშობიარობის დროის გახანგრძლივება. პრეპარატის გამოყენების დროს ლაქტაცია
დასაშვებია.

რადიან B გამოყენების წესი
რადიან B გამოიყენება კანზე.

დოზირება
მოზრდილები, ხანდაზმულები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
– ტუბიდან უნდა გამოვიდეს 5-დან 10 სმ-მდე გელი (შეიცავს 50-100 მგ იბუპროფენს) და
მსუბუქად შეიზილება დაზიანებულ ადგილას მის სრულ შეწოვამდე.
პროცედურა შეიძლება განმეორდეს ყოველ 4 საათში ერთხელ საჭიროების შესაბამისად,
მაგრამ არ შეიძლება 24 საათის განმავლობაში 4 დოზაზე მეტის გამოყენება. ყოველი
გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა. დაუშვებელია განსაზღვრული დოზის
გადაჭარბება.
ექიმის მითითების გარეშე დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.

რადიან B დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
გადაჭარბებული დოზის სიმპტომებია თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა და დაბალი
არტერიული წნევა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
– უეცრად განვითარებული ხიხინი;
– სუნთქვის გაძნელება;
– ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, გამონაყარი ან ქავილი, რაც შეიძლება მოიცავდეს მთელ სხეულს;
– კანის აქერცვლა ან დაწყლულება.
იშვიათად აღინიშნა შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:
– გამოყენების ადგილას კანის რეაქციები, გამონაყარი, ქავილი;
– მუცლის ტკივილი;
– დისპეპსია
– თირკმელის უკმარისობა (ძალიან იშვიათად)
– ანამნეზში ასთმიან ან ალერგიულ პაციენტებში ასთმის სიმპტომები

რადიან B შენახვის წესი
რადიან B ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე და გამოყენების შემდეგ საჭიროა თავსახურის კარგად დახურვა. არ გამოიყენება შეფუთვაზე
მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

რადიან B შეფუთვა:
რადიან B იბუპროფენის გელი მოთავსებულია 30 გ, 50 გ ან 100 გ ალუმინის ტუბში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
თჰრონტონ ღოსს Lტდ., გაერთიანებული სამეფო.