ტივორტინ ასპარტატი 100მლ პერ/ხ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ტივორტინი® ასპარტატი
(TIVORTIN ASPARTARUM)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 5 მლ ხსნარი შეიცავს 1გ L-არგინინის ასპარტატს (L-არგინინს - 0,57 გ-ს, ასპარაგინის მჟავას - 0,43 გ-ს);
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტი (E 420), ნატრიუმის საქარინი (E 954), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), არომატიზატორი საკვები “კარამელი”, გასუფთავებული წყალი.
სამკურნალო ფორმა. ხსნარი პარო რალური გამოყენებისათვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სხვა კარდიოლოგიური პრეპარატები. ამინომჟავები. ათქ კოდი ჩ01E.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
გულის იშემიური დაავადების, გულის და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, დიაბეტური ანგიოპათიის, გადატანილი მიოკარდის მწვავე ინფარქტის და ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების შემდეგ მდგომარეობების, მიოკარდიოპათიის, გულის ქრონიკული უკმარისობის, ჰიპერქოლესტერინემიის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, ინტერსტიციალური პნევმონიის, იდიოპათიური ფილტვის ჰიპერტენზიის, ქრონიკული პოსტემბოლიური ფილტვის ჰიპერტენზიის, სხვადასხვა ეთიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების, ღვიძლის უკმარისობის, ჰიპერამონიემიით გამოწვეული ღვიძლის ენცეფალოპათიის, ჰიპოქსიური და ასთენიური მდგომარეობების, მკერდუკანა ჯირკვლის ფუნქციის შემცირებისას იმუნოკორექციის კომპლექსურ თერაპიაში.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა, თირკმელების მძიმე დარღვევები, საბავშვო ასაკი (18 წლამდე).
გამოყენების წესი და დოზირება.
გამოიყენება შიგნით, ჭამის დროს. მოზრდილებში გულის იშემიური დაავადების, გულის და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, პერიფერიული სისხლძარღვების, დიაბეტური ანგიოპათიის დროს 5 მლ (1 საზომი კოვზი - პრეპარატის 1 გ) 3-8 ჯერ დღეში. ჰიპერქოლესტერინემიის, გადატანილი მიოკარდის მწვავე ინფარქტის და ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების შემდეგ მდგომარეობების დროს 5 მლ 3-6 ჯერ დღეში. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, ინტერსტიციალური პნევმონიის, იდიოპათიური ფილტვის ჰიპერტენზიის, ქრონიკული პოსტემბოლიური ფილტვის ჰიპერტენზიის დროს 5 მლ 3-6 ჯერ დღეში. სხვადასხვა ეთიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების, ღვიძლის უკმარისობის, ჰიპერამონიემიით გამოწვეული ღვიძლის ენცეფალოპათიის დროს 5 მლ 3-6 ჯერ დღეში. ჰიპოქსიური და ასთენიური მდგომარეობების, მკერდუკანა ჯირკვლის ფუნქციის შემცირებისას იმუნოკორექციის დროს 5 მლ 4-8 ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა - 8-15 დღე; აუცილებლობის შემთხვევაში კურსს იმეორებენ.
გვერდითი რეაქციები.
იშვიათად - კუჭში და ნაწლავებში მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნება, გულისრევა უშუალოდ პრეპარატის გამოყენების შემდეგ, რომლებიც ქრება დამოუკიდებლად. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
ჭარბი დოზირება.
სიმპტომები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ჰიპოგლიკემიური მდგომარეობები.
მკურნალობა. მითითებული მოვლენების აღნიშვნისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ნაჩვენებია კუჭის ამორეცხვა, ანტიდოტი არ არსებობს, თერაპია სიმპტომატური.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
პრეპარატი აღწევს პლაცენტაში, ამიტომ მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პორტენციურ რისკს ნაყოფისათვის. მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ძუძუთი კვების პერიოდში არ არსებობს.
ბავშვები.
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების თაობაზე 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენების თავისებურებანი.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ელექტროლიტების ცვლის დარღვევის, თირკმელების დაავადებების დროს. პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ძილის და დასვენების დაბალანსებული რეჟიმის დაცვა, უარის თქმა ალოჰოლზე, ნიკოტინზე და ფსიქოსტიმულატორებზე. თუ პრეპარატის მიღების ფონზე იზრდება ასთენიის სიმპტომები, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
არ მოქმედებს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
ასპარტატის არგინინის გამოყენებისას უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ არგინინთან ამინოფილინის კომბინირებულ გამოყენებას შეიძლება ახლდეს სისხლში ინსულინის შემცველობის ზრდა; არგინინთან სპირონოლაქტონის გამოყენებას - სისხლში კალიუმის დონის მომატება.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. ტივორტინი® ასპარტატი ავლენს ანტიჰიპოქსიურ, ციტოპროტექტორულ, ანტიოქსიდანტურ, დეზიტოქსიკაციურ, მემბრანომასტაბილიზირებელ მოქმედებას. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამიაკის ნეიტრალიზაციის და ორგანიზმიდან მისი გამოყვანის სტიმულირების პროცესებში, აძლიერებს ღვიძლის დეზინტოქსიკაციურ ფუნქციას. ავლენს ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას, დადებითად მოქმედებს ჰეპატოციტებში ენერგოუზრუნველყოფის პროცესებზე.
როგორც აზოტის ოქსიდის დონატორი, ტივორტინის® ასპარტატი მონაწილეობას იღებს ორგანიზმის ენერგოუზრუნველყოფის პროცესებში, ამცირებს ლეიკოციტების და თრომბოციტების აქტივაციას სისხლძარღვების ენდოთელიუმისადმი, ახდენს რა ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის და განვითარების პრევენციას, ერთვება ფიბრინოგენოლიზის, სპერმატოგენეზის პროცესებში.
პრეპარატი ავლენს ზომიერ ანაბოლიურ მოქმედებას, ასტიმულირებს მკერდუკანა ჯირკვლის მოქმედების სტიმულირებას, ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს და არეგულირებს სისხლში გლუკოზას შემცველობას ფიზიკური დატვირთვის დროს, ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კორექციას.
ფარმაკოკინეტიკა. არ შესწავლილა.
ფარმაცევტული მახასიათებლები:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ფერის სითხე კარამელის დამახასიათებელი სუნით, მოტკბილო გემოთი.
ვარგისიანობის ვადა.
2 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ - 14 დღე. არ გაყინოთ!
შეფუთვა. 100 მლ, 200 მლ პლასტიკურ ფლაკონებში. თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი.
შპს “იურია-ფარმა”.
მისამართი.
18030, უკრაინა, ქ. ჩერკასი, კობზარსკაიას ქ., 108.