სინტომიცინის ლინიმ.5% 25გ

სინტომიცინის ლინიმ.5% 25გ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქლორამფენიკოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 482
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სინტომიცინის ლინიმენტი 5% და 10%
     

5% და 10% სინტომიცინის ლინიმენტი შეიცავს სინტომიცინს, აბუსალათინის ზეთს, ემულგატორს, გასუფთავებულ წყალს, კონსერვანტს, გასუფთავებულ ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზას. პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის, დამახასიათებელი სუნის მქონე ლინიმენტს.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქლორამფენიკოლი.

გამოყენების ჩვენება:
პრეპარატს გააჩნია მაღალი ანტიბაქტერიული აქტივობა ჭრილობის ინფექციების და ჩირქოვან-ანთებითი პროცესების სხვადასხვა ფორმის გამომწვევების მიმართ. იგი გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების, კანის ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების, ფურუნკულების, ხანგრძლივად შეუხორცებელი ტროფიკული წყლულების, II და III ხარისხის დამწვრობების დროს.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა. ლაქტაციის პერიოდში დვრილების დაზიანების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციების განვითარება.

მიღების წესი და დოზირება:
მარლას გაჟღენთავენ პრეპარატით, ან ამ უკანასკნელს წაისმევენ უშუალოდ დაზიანების უბანზე ან ჭრილობაზე და ზემოდან აფიქსირებენ დამცავ ნახვევს, პერგამენტის ან კომპრესულ ქაღალდს. გადახვევას აწარმოებენ ჩვენების მიხედვით 1-3 დღის, ხანდახან 4-5 დღის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: ტუბებში ან ქილებში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან ადგილას.