გლიცეროლო #18სუპოზ.მოზრდილთა

გლიცეროლო #18სუპოზ.მოზრდილთა

9.84 ლარი 7.08 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ფარვე სრლ ფარმა 30 სრლ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გლიცერინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 48080
გააზიარე:

გლიცეროლო

სანთელი 2250მგ 18 ცალი

ფარმაკო თერაპიული კატეგორია
სხვა საფაღარათo საშუალებები.

ათქ კოდი: A06AX01.

თერაპიული ჩვენება

შემთხვევითი ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობა.

უკუჩვენება

- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან შემავსებლების მიმართ;
- მწვავე ან აუხსნელი აბდომინaალური ტკივილი;
- გულისრევა და ღებინება;
- ნაწლავის ობსტრუქცია ან შევიწროება;
- სწორი ნაწლავიდან უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა;
- მწვავე ჰემოროიდალური კრიზი ტკივილით და სისხლდენით;
- დეჰიდრატაციის მწვავე მდგომარეობა.

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

საფაღარათო საშუალებები უნდა გამოიყენონ, რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს შვიდი დღის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივი დროით გამოყენება მოითხოვს ექიმის დანიშნულებას, ინდივიდუალური შემთხვევის შესაბამისი შეფასების შემდეგ. ქრონიკული ან მორეციდივე ყაბზობის მკურნალობა ყოველთვის მოითხოვს სამედიცინო ყურადღებას დიაგნოზის, პრეპარატის დანიშვნისთვის და მონიტორინგს თერაპიის დროს. საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეა, წყლის, მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მთავარი ნუტრიენტების დაკარგვით. მწვავე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნერვ-კუნთოვანი დისფუნქცია, განსაკუთრებით, საგულე გლიკოზიდებით, შარდმდენებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე.
საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენებამ განსაკუთრებით, ადგილობრივი (მასტიმულირებლები) მოქმედებით, შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (აქედან გამომდინარე დოზის თანდათან ზრდის საჭიროება), ქრონიკული ყაბზობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია). ყაბზობის პირველ ეპიზოდებში რეკომენდებულია კვებითი ჩვევების კორექტირება, საკვების გამდიდრება საკვები ბოჭკოების და წყლის ადეკვატური რაოდენობით. საფაღარათო საშუალებების გამოყენებისას, დღიურად მიღებული უნდა იქნას 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე დეფეკაციის ხელშეწყობის მიზნით.

სხვა წამლებთან  ურთიერთქმედება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ მედიკამენტები ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით. სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

სპეციალური გაფრთხილებები

მიმართეთ ექიმს, როდესაც საფაღარათო საშუალების საჭიროება განპირობებულია ნაწლავის მანამდე არსებული ფუნქციის უეცარი ცვლილებით (ნაწლავის მოძრაობის სიხშირე და ხასიათი), რომელიც გრძელდება ორი კვირა ან უფრო დიდხანს, ან როდესაც საფაღარათო საშუალების გამოყენება არ იძლევა ეფექტს.
თორმეტ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში მედიკამენტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. ამ მედიკამენტის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია ასევე უნდა გაიარონ ხანდაზმულმა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებმა.

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ამ მედიკამენტის გამოყენებისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა აშკარა უკუჩვენებები ამ მედიკამენტის გამოყენებისას, ორსულობის და ლაქტაციის დროს არ არსებობს. მედიკამენტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ აუცილებლობისას, ექიმის მეთვალყურეობით.

პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენებაზე

მედიკამენტი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, ამიტომ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებამდე სასურველია მედიკამენტის მიმართ რეაქციის ცოდნა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ექსციპიენტის შესახებ

ექსციპიენტების მახასიათებლებზე და კონცენტრაციაზე მნიშვნელოვანი მითითებები არ არსებობს.

სანიტარული განათლება

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ უმრავლეს შემთხვევაში წყლით და ბოჭკოებით მდიდარმა კვებამ (ქატო, ბოსტნეული და ხილი) შეიძლება გადაჭრას ყაბზობის პრობლემა. ბევრი ფიქრობს, რომ ყაბზობაა, თუ დეფეკაცია ყოველდღე არ ხდება. ეს ცრუ შეხედულებაა, რადგან ეს სიტუაცია ნორმალურია ბევრი პირისთვის. გასათვალისწინებელია, რომ ყაბზობას ადგილი აქვს, თუ დეფეკაცია მცირდება ინდივიდუალურად პიროვნებისთვის დამახასიათებელ ჩვევასთან შედარებით და დაკავშირებულია მყარ განავალთან. თუ გამოგივლინდათ ყაბზობის განმეორებითი ეპიზოდები მიმართეთ ექიმს.

დოზირება და მიღების წესები

სწორი დოზა არის მინიმალური საკმარისი დოზა, რომელიც უზრუნველყოფს ადვილ დეფეკაციას.
თავიდან უნდა გამოიყენოთ დაბალი დოზები.
მოზრდილები და თინეიჯერები (12-18 წელი): 1 სანთელი მოზრდილებისთვის საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 1-2 დოზა დღეში.
2-11 წლის ბავშვები: 1 სანთელი ბავშვებისთვის საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ დღეში 1-2 დოზა.

გამოყენების ინსტრუქცია

ამოიღეთ სანთელი ბლისტერიდან და შემდეგ თუ საჭიროა დაასველეთ, რექტალურად შეყვანის გასაადვილებლად. თუ გეჩვენებათ რომ სანთელი რბილია, ჩადეთ ის ბლისტერში მის გახნამდე და მოათავსეთ გრილ წყალში. თორმეტ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში მედიკამენტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. საფაღარათო საშუალებები გამოყენებული უნდა იქნას, რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს შვიდი დღე (იხ. უსაფრთხოების ზომები).

სითხით მდიდარი საკვები ხელს უწყობს მედიკამენტის ეფექტებს.

ჭარბიდო ზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში გადაჭარბებულმა დოზამ (საფაღარათეს ბოროტად გამოყენება: სიხშირის ან დოზის გადაჭარბება) შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, მუდმივი დიარეა, წყლის, მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დაკარგვით. სითხის და ელექტროლიტების დანაკარგი უნდა ანაზღაურდეს. ელექტოლირების დისბალანსი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: წყურვილი, ღებინება, სისუსტე, შეშუპება, ძვლების ტკივილი (ოსტეომალაცია) და ჰიპოალბუმინურია. მწვავე შემთხვევებში შესაძლებელია დეჰიდრატაციის და ჰიპოკალიემიის განვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნერვ-კუნთოვანი დაავადება, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებით, შარდმდენებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე. საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენებამ განსაკუთრებით, კონტაქტურმა (მასტიმულირებელმა) საშუალებამ, შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (აქედან გამომდინარე, დოზის თანდათან ზრდის საჭიროება), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია). თუ შემთხვევით გადაყლაპეთ/მიიღეთ გლიცეროლო ფარმა ტრენტას ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
პრეპარატის გამოყენების შესახებ შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა პრეპარატმა, გლიცეროლო ფარმა ტრენტამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში ნაჩვენებია გლიცეროლოს გვერდითი ეფექტები. არ არსებობს მონაცემები ინდივიდუალური ეფექტების სიხშირის განსაზღვრისთვის.

გასტროინტესტინური დარღვევები: ცალკეული სპაზმური ტკივილი ან აბდომინალური კოლიკა და დიარეა სითხის და ელექტროლიტების დაკრგვით, უფრო ხშირად მწვავე ყაბზობის და რექტალური გაღიზიანების შემთხვევაში.
მითითებული ინსტრუქციების დაცვა ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისობის ვადა და შენახვა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
ვარგისობის ვადა ეხება გაუხსნელ, შესაბამისად შენახულ პროდუქტს.
სიფრთხილე: არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან და სითბოს პირდაპირი წყაროსგან დასაცავად.
ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შემადგენლობა

გლიცეროლო ფარმა ტრენტა - ბავშვები 1375მგ სანთლები
1500მგ-იანი 1 სანთელი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: გლიცერინი 1375მგ.
ექსციპიენტები: ნატრიუმის ბიკარბონატი 30მგ, ნატრიუმის სტეარატი 95მგ.

გლიცეროლო ფარმა ტრენტა - მოზრდილები 2250მგ სანთლები

2500მგ-იანი 1 სანთელი შეიცავს:
აქტიურიინგრედიენტი: გლიცერინი 2250მგ.
ექსციპიენტები: ნატრიუმის ბიკარბონატი 60მგ, ნატრიუმის სტეარატი 190მგ.

ფარმაცევტული ფორმა და შემცველობა

გლიცეროლო ფარმა ტრენტა სანთლები.
ბავშვები 1375მგ – 18 გლიცერინის სანთელი.
მოზრდილები 2250მგ – 18 გლიცერინის სანთელი.

სავჭრო ლიცენზიის მფლობელი
Fadem International S.r.l.

იურიდიული ოფისი

Viale Plutone, 16, 80014

Guigliano in Campania (NA)

მწარმოებელი

New.Fa.Dem. srl

რეგისტრირებული ოფისი და წარმოებისადგილი

Viale Ferrovia dello Stato Zona ASI, 80014

Guigliano in Campania (NA)

 

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (12 აფთიაქი)