აბუსალათინის ზეთი 50მლ (საქ)
გააზიარე:
აბუსალათინის ზეთი
Castor oil
სავაჭრო დასახელება:აბუსალათინის ზეთი.
წამლის ფორმა: შიგნით მისაღები ზეთი.
შემადგენლობა: 1 ფლაკონი შეიცავს 50მლ აბუსალათინის ზეთს.
ათქ კოდი: A06AB05.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საფაღარათო საშუალებები, კონტაქტური საფაღარათო საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
შიგნით მიღებისას წვრილ ნაწლავებში ლიპაზით ჰიდროლიზდება რიცინოლის მჟავის წარმოქმნით, რომელიც იწვევს ნაწლავების რეცეპტორების გაღიზიანებას და რეფლექსურად აძლიერებს მის პერისტალტიკას. საფაღარათო ეფექტი დგება ჩვეულებრივ 5-6 საათის შემდეგ. პრეპარატი იწვევს მიომეტრიუმის რეფლექსურ შეკუმშვას.
გამოყენების ჩვენებები
ყაბზობა.
მიღების წესი და დოზირება
შიგნით მისაღებად.
რეკომენდებული დოზა მოზრდილთათვის და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის
15-30 გ თითო მიღებაზე.
დიაგნოსტიკური პროცედურების წინ ნაწლავების გასაწმენდად მიზანშეწონილია მისი მიღება პროცედურის ჩატარებამდე 5 საათით ადრე.
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
- ცხიმში ხსნადი ნივთიერებებით (ფოსფორით, ბენზოლით, ფენოლით) მოწამვლა.
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი.
- მოწამლვა ცხიმში ხსნადი ანტიჰელმინთური საშუალებებით, მამრობითი გვიმრის ექსტრაქტით.
- მწვავე ანთებითი პროცესები მუცლის ღრუში (აპენდიციტი, პერიტონიტი).
- საშვილოსნოდან სისხლდენები.
- კახექსია.
- ორსულობის პერიოდი.
- ხანდაზმული ასაკი.
- საბავშვო ასაკი 12 წლამდე.
- მომატებული მგრძნობელობა რძიანასებრის (Euphorbiaceae) ოჯახის მცენარეების მიმართ.
- არადიაგნოსტირებული ტკივილი მუცლის არეში, სანაღვლე სადინრების ობსტრუქცია.
- მძიმე დეჰიდრატაცია.
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. კუჭში გასვლის შემდეგ შესაძლებელია ყაბზობა. ხანგრძლივი გამოყენებისას - საჭმლის მონელების დარღვევები, ენტეროკოლიტი, შეჩვევის განვითარება, ნაწლავების ატონია. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
დოზის გადაჭარბება
გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა.
დოზის გადაჭარბებისას რეკომენდირებულია სიმპტომური მკურნალობა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულებისთვის.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატს იყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ბავშვისთვის სავარაუდო რისკს.
გამოყენება ბავშვთა ასაკში
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 12 წლის ზემოთ ასაკიდან.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
მონაცემები არ მოიპოვება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აბუსალათინის ზეთის მიღება არ არის რეკომენდებული მამრობითი გვიმრის ექსტრაქტთან ერთად.
გამოშვების ფორმა
50მლ ზეთი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25OC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
შპს „ოფიცინა“ (საქართველო).